გავიხსენოთ წელს ჩატარებული სასწავლო პროექტი თემაზე: ,,შობის ღამის სიზმარი".
სასწავლო პროექტი
„ზღაპრული სამყარო მუსიკაში“
1.
პროექტის დასახელება: ზღაპრული სამყარო მუსიკაში.
2.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან ზღაპრის მუსიკალური სამყაროს
ჟღერადობას, მის პერსონაჟებს, მათ ბუნებას და თვისებებს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე
შექმნიან მათთვის საინტერესო სცენურ სახეებს შესაბამისი კოსტიუმებით და მუსიკის გამოყენებით,
გაითამაშებენ როლებს.
3.
პროექტის აქტუალურობა/ რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი?
მუსიკა მსოფლიო მასშტაბის
მოვლენაა. მუსიკაში მელოდია, როგორც წინადადება (სიტყვის ფართო გაგებით) ანუ მთლიანობის
პირველადი ფორმა, თავის შინაგან სტრუქტურას ქმნის, სადაც სხვადასხვა მასშტაბის იერარქიული
ერთეულები იძებნება, ერთეულებს შორის კი განსაზღვრული ურთიერთკავშირი ყალიბდება. მაგალითად,
დანაწილების შემთხვევაში მეტყველების შემადგენელ ელემენტებად მარცვლებს, სიტყვებს,
ფრაზებსა და წინადადებებს ვიღებთ. მარცვლები სიტყვებად ერთიანდება, სიტყვები – ფრაზებად,
ხოლო ფრაზები – წინადადებებად. მსგავსი აგებულება აქვს მუსიკალურ მელოდიასაც და ანალოგიურადვე
შეიძლება მისი დანაწილებაც. მელოდიის გამოთქმა-გადმოცემის სისტემაში მოტივი ლექსიკურ
ერთეულად გვევლინება, როგორც სიტყვა – სამეტყველო ფრაზაში. ის წინადადების ყველაზე
მცირე ნაწილია. მოტივები ფრაზებად ერთიანდება, ფრაზები – წინადადებებად, ხოლო წინადადებები
– ერთ მთლიან მელოდიად.
ცნობილია,
რომ მუსიკის ენა საერთაშორისო ენაა და მიუხედავად იმისა ახლავს თუ არა მუსიკას სიტყვები,
ის ინფორმაციის მატარებელია და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა შეძლონ
აღნიშნული ინფორმაციის ამოცნობა, გაგება და გააზრება. მრავალწლიანი დაკვირვება ცხადყოფს,
რომ მუსიკა ორგანიზებული ჟღერადობის სამყაროა, ხოლო მუსიკალური ენა – სისტემა, განკუთვნილი
ბგერითი სტრუქტურის, მუსიკალური აზრის ფორმირებისთვის. დედამიწაზე მცხოვრები ყველა
ხალხი წერს მუსიკას და მუსიკა ყველა კულტურაში გასაგებია. ეს სამეცნიერო კვლევამ დაადასტურა.
ამ კვლევაში დასავლურ მუსიკას ადამიანების იზოლირებულ ტომს ასმენინებდნენ. აფრიკულ
ტომს არავითარი შეხება არა ქონდა თანამედროვე სამყაროსთან. მიუხედავად ამისა, მათ გამოიცნეს,
თუ როდის ასმენინებდნენ მხიარულ სიმღერებს, და როდის - სევდიანს.
სწორედ აღნიშნულიდან
გამომდინარე მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ხელი შეუწყოთ კონტექსტში მუსიკის აღქმისა
და ინტერპრეტაციის უნარის განვითრებაში. აღნიშნულის მისაღწევად დაიგეგმა პროექტი, რომელიც
პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე გაიწერა შესაბამის მიზნებსა და ამოცანებში. ხოლო
პროექტის შეფასებით მოხდება იმ შედეგებზე დაკვირვება, რომელიც იქნება მიღწეული პროექტის
დასრულების ბოლოს.
4.
პროექტის მიზანი:
ესგ-ს შესაბამისობა:
1. სტანდარტის შედეგები (მუსიკის
აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია)
|
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი
კითხვები და ძირითადი ცნებები
|
მუს.დაწყ.(II).4. მოსწავლემ
უნდა შეძლოს ხმოვანი
გზავნილის ემოციურ-შინაარსობრივი დატვირთვის შეგრძნება და რეალურ თუ წარმოსახვით
სამყაროსთან ასოციაციური კავშირების გაბმა;
მუს.დაწყ.(II).5. მოსწავლემ
უნდა შეძლოს დრამისა და მუსიკის ელემენტების
ურთიერთკავშირების ამოცნობა;
|
შეკითხვები:
როგორ იქმნება ზღაპრული სახეები მუსიკაში?
ცნებები:
ქრომატიზმი, მყარი და მერყევი საფეხურები,
დისონანსი, ინტონაცია, მაჟორული და მინორული კილო, ალტერაციის ნიშნები (დიეზი,
ბემოლი, ბეკარი)
|
·
ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევა.
·
ხმოვანი გზავნილის ემოციურ-შინაარსობრივი
დატვირთვის შეგრძნება და რეალურ თუ წარმოსახვით სამყაროსთან ასოციაციური კავშირების გაბმა;
·
დრამისა და მუსიკის
ელემენტების ურთიერთკავშირების ამოცნობა;
5.
პროექტის მუშაობის ვადები: 4 კვირა. დაწყება -30.11.2018 დამთავრება- 28.12.2018
6.
პროექტში მონაწილეთა ასაკი: დაწყებითი/ Vკლ.
7.
კავშირი სხვა საგნებთან: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა.
8.
პროექტის ამოცანები და აქტივობები:
ამოცანის დასახელება
და მოკლე აღწერა
|
ვადები
|
მოსალოდნელი შედეგები
|
მოსალოდნელი შედეგების
ამსაველი მასალა
|
ამოცანის განსახორციელებლად
საჭირო რესურსი
|
პასუხისგებელი
პირი
|
ინფორმაციის მოძიება,
შერჩევა
აქტივობები:
Ø
მუს. ნაწარმოებების მოსმენა
Ø
გონებრივი იერიში
|
I კვირა
|
მოსწავლეები შეძლებენ,
ხმოვანი გზავნილის ემოციურ-შინაარსობრივი დატვირთვის შეგრძნებას
|
ფოტოები და მუსიკის
ლინკები
|
ინტერნეტი, კომპიუტერი
|
მოსწავლეები:
|
მოძიებული ინფორმაციის
გადამუშავება.
აქტივობები:
Ø T სქემაზე მუშაობა.
Ø მუშაობა ჯგუფებში.
Ø პრეზენტაცია.
|
I კვირა
|
·
მოსწავლეები
შეძლებენ, ხმოვანი
გზავნილის ემოციურ-შინაარსობრივი დატვირთვის შეგრძნებას და რეალურ თუ წარმოსახვით სამყაროსთან
ასოციაციური კავშირების გაბმას
|
ფოტოები და მუსიკის
ლინკები
|
ინტერნეტი, კომპიუტერი
|
მასწავლებელი
|
სპექტაკლის „ შობის ღამის სიზმარი“ სცენარის მომზადება.
აქტივობები:
Ø
გონებრივი იერიში
Ø
პერსონაჟების რუკა
Ø
წერა გაგრძელებით
|
II
კვირა
|
·
მოსწავლეები
შეძლებენ, დრამისა და მუსიკის ელემენტების ურთიერთკავშირების ამოცნობას
|
ფოტომასალა და
სცენარი
|
მუსიკალური ნაწარმოებები,
ზღაპრების კრებული, სამუშაო რვეულები.
|
მასწავლებელი,
მოსწავლეები
|
სპექტაკლის „ შობის ღამის სიზმარი“ როლების განაწილება.
აქტივობები:
Ø კენჭისყრა
|
II
კვირა
|
მოსწავლეები შეძლებენ
რეალურ
თუ წარმოსახვით სამყაროსთან ასოციაციური კავშირების
გაბმას
|
ფოტომასალა
|
სცენარი
|
მასწავლებელი,
მოსწავლეები
|
სპექტაკლის „ შობის ღამის სიზმარი“ როლებში გათამაშება.
აქტივობები:
Ø ინსცენირება
Ø სიმულაცია
|
II-III- IV კვირა
|
·
მოსწავლეები შეძლებენ
ხმოვანი
გზავნილის ემოციურ-შინაარსობრივი დატვირთვის შეგრძნებას და რეალურ თუ წარმოსახვით სამყაროსთან
ასოციაციური კავშირების გაბმას;
·
დრამისა და მუსიკის
ელემენტების ურთიერთკავშირების ამოცნობას;
|
ფოტომასალა
|
სცენარი და მუსიკალური
ნაწარმოებები
|
მასწავლებელი,
მოსწავლეები
|
შემაჯამებელი
სპექტაკლის გათამაშება.
აქტივობა:
Ø როლური თამაში
|
IV კვირა
|
·
მოსწავლეები შეძლებენ
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგებზე გასვლას
|
ფოტომასალა
|
სცენარი და მუსიკალური
ნაწარმოებები, სასკოლო სცენა, გახმოვანება, საზეიმო კოსტიუმები და სასცენო გაფორმება
|
მასწავლებელი,
მოსწავლეები
|
სპექტაკლის შემდგომი
განხილვა.
აქტივობა:
Ø დისკუსია
|
IV კვირა
|
·
მოსწავლეები შეძლებენ
ხმოვანი
გზავნილის ემოციურ-შინაარსობრივი დატვირთვის შეგრძნებას და რეალურ თუ წარმოსახვით სამყაროსთან
ასოციაციური კავშირების გაბმას;
დრამისა და მუსიკის
ელემენტების ურთიერთკავშირების ამოცნობას;
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგებზე გასვლას
|
ფოტომასალა
|
ინტერნეტი, მუსიკალური
და სპექტაკლის ამსახველი ფოტომასალა
|
მასწავლებელი,
მოსწავლეები
|
9.
პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ ზღაპრის მუსიკალური სამყაროს ჟღერადობის,
მისი პერსონაჟების ბუნების და თვისებების გაცნობიერებას, შესაბამისი მუსიკალური გზავნილების
გამოყენებით.
10. ხელის
შემშლელი ფაქტორები/შესაძლო რიკები: ხელის შემშლელ ფაქტორად შეიძლება განვიხილოთ მოსწავლეთა
ნაკლები წვდომა მუსიკალურ საიტებზე, რომელიც გავითვალისწინე წინასწარ და მოსწავლეებს
მივაწოდე ინფორმაცია მუსიკალური ლინკების სახით, რათა მათ დამოუკიდებლად მოესმინათ
და შეერჩიათ თემისა და პროექტის შესაბამისი მელოდიები.
შესაძლო რისკფაქტორი
კი არის მოსწავლეთა შორის არათანამშრომლობითი დამოკიდებულება და კონსესუსის უნარის
არქონა, რასაც შეიძლება გამოეწვია პროექტის ჩაშლა. აღნიშნული რისკის თავიდან არიდების
მიზნით, წინასწარ მოსწავლეებთან მოვაწყე შეხვედრა, გავაცანი თანამშრომლობითი სწავლების
სტრატეგიები და რამოდენიმე კვირის განმავლობაში ვამუშავე ჯგუფებში, წყვილებში და თანამშრომლობითი
სწავლების სხვადსხვა აქტივობებით, რათა ერთის მხრივ ხელი შემეწყო ამ უნარის განვითარებაში,
ხოლო მეორე მხრივ დამენახა თუ როგორ ართმევდნენ ისინი თავს თანამშრომლობითი სწავლების
სხვადსხვა აქტივობებს.
ვფიქრობ,
რომ აღნიშნული რისკებისა და ხელის შემშლელი ფაქტორების წინასწარ გათვალისწინებით თავიდან
ავირიდე გარკვეული პრობლემები და გამოვიყენე პრევენცია.
11. პროექტის
ხელმღვანელი: ინგა
ამირიძე
12. პროექტის
შუალედური და საბოლოო შეფასება:
N
|
პროექტის მონიტორინგი/შეფასება
|
ვის მიერ მოხდა
შეფასება
|
როდის მოხდა შეფასება
|
შეფასების კრიტერიუმები
|
1
|
პირველი შუალედური
მონიტორინგი
|
მასწავლებელი,
მოსწავლეები
|
I
კვირა
|
მოსწ. თვითშეფასების
კითხვარი, მასწ. შეფასება. დანართი N 1-4
|
2
|
მეორე შუალედური
მონიტორინგი
|
მასწავლებელი,
მოსწავლეები
|
II
-III კვირა
|
მოსწ. თვითშეფასების
კითხვარი, მასწ. შეფასება. დანართი N 2-4
|
3
|
ჯგუფის მუშაობის
მეტაანალიზი
|
მოსწავლეები
|
III
კვირა
|
მეტაანალიზის
სქემა, დანართი N3
|
4
|
საბოლოო შეფასება
|
მასწავლებელი
|
IV კვირა
|
პროექტის შეფასების
რუბრიკა დანართი N 4
|
13. ამოცანის შესრულების ანგარიში
თარიღი:
07. 12. 2018წ
ჯგუფი:
N1 და N2
ამოცანის
შესრულების ვადა: 30.11.2018-
07. 12. 2018წ
შინაარსობრივი
სამუშაო: მასწავლებლის მიერ
მიცემული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეებს უნდა მოესმინათ და შეერჩიათ მუსიკა სპექტაკლისთვის,
დაეხარისხებინათ შერჩეული მუსიკა სხვადასხვა შინაარსობრივი დატვირთვის შესაბამისად.
დანართი
N 1
მოსწავლეთა
პირველი შუალედური მონიტორინგის თვითშეფასების კითხვარი:
მოვაგვარეთ:
მოცემულ ვადაში წარმატებით
გავართვით თავი შემდეგ სამუშაოს:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
წავაწყდით შემდეგ დაბრკოლებებს: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დაგვჭირდა შემდეგი ტიპის დახმარება:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჯგუფში თანამშრომლობა:
პროექტზე
მუშაობის დროს ჯგუფში თავი იჩინა შემდეგმა პრობლემებმა: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პრობლემა მოვაგვარეთ: -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საჭიროებები:
ჩვენ
გვჭირდებოდა: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
14. ამოცანის
შესრულების ანგარიში
თარიღი:
21. 12. 2018წ
ჯგუფი:
N1 და N2
ამოცანის
შესრულების ვადა: 07.12.2018-
21. 12. 2018წ
შინაარსობრივი
სამუშაო: მოსწავლეებს უნდა
მოემზადებინათ სცენარი სპექტაკლისთვის
„შობის ღამის სიზმარი“ და გაენაწილებით
როლები.
დანართი
N 2
მოსწავლეთა
მეორე შუალედური მონიტორინგის თვითშეფასების კითხვარი:
მოვაგვარეთ:
მოცემულ ვადაში წარმატებით
გავართვით თავი შემდეგ სამუშაოს:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
წავაწყდით შემდეგ დაბრკოლებებს: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დაგვჭირდა შემდეგი ტიპის დახმარება:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჯგუფში თანამშრომლობა:
პროექტზე
მუშაობის დროს ჯგუფში თავი იჩინა შემდეგმა პრობლემებმა: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პრობლემა მოვაგვარეთ: -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საჭიროებები:
ჩვენ
გვჭირდებოდა: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჯგუფის
მუშაობის მეტაანალისზის სქემა:
ცხრილში მოყვანილი თითოეული დებულება ფასდება 4 ქულით
(1,2,3,4,)
1 ქ.-„თითქმის არ ვეთანხმები“
2 ქ.-„ნაწილობრივ ვეთანხმები“
3 ქ.-„ვეთანხმები“
4 ქ.-„სავსებით ვეთანხმები“
ქმედებაზე ორიენტაცია
|
განვითარებაზე ორიენტაცია
|
ჯგუფზე ორიენტაცია
|
ანალიტიკური
|
|||||
1
|
ვზრუნავ ჯგუფის
წინსვლაზე
|
ყურადღებას ვაქცევ
ჯგუფში იდეების მრავალფეროვნებას
|
ჩემთვის მნიშვნელოვანია
ჯგუფის განწყობა
|
არ გავურბივარ
პასუხისგებლობას
|
||||
2
|
არ მიჭირს პასუხისგებლობის
აღება
|
არ მიჭირს აზრის
და წინადადებების განვითარება
|
არ მიჭირს დათმობაზე
წასვლა
|
არ მიჭირს ფაქტების
ობიექტურად შეფასება
|
||||
3
|
ჩემთვის მნიშვნელოვანია
სწრაფად მივაღწიო შედეგს
|
ჩემთვის მნიშვნელოვანია
ახალი გზების ძიება
|
ჩემთვის მნიშვნელოვანია
სუფევდეს კარგი ატმოსფერო
|
ჩემთვის მნიშვნელოვანია
საფუძვლიანი მუშაობა
|
||||
4
|
სიამოვნებით ვიჩენ
ინიციატივას
|
სიამოვნებით ვავითარებ
ახალ იდეებს
|
სიამოვნებით ვმუშაობ
სხებთან ერთად
|
ჩემთვის მნიშვნელოვანია
საკითხის სიღრმისეული შესწავლა
|
საბოლოო
შეფასება:
ქულა
|
მოქნილობა
|
მიღებული შედეგი
|
5
|
მოსწავლეს წარმატებით
შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის და რჩევების ადაპტირება და დამოუკიდებლად მათი ადეკვატურად
გამოყენება.
|
|
4
|
მოსწავლეს შეუძლია
მოპოვებული ინფორმაციის და რჩევების ადაპტირება და დამოუკიდებლად მათი ადეკვატურად
გამოყენება.
|
|
3
|
მოსწავლეს სხვათა
უმნიშვნელო დახმარებით შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის და რჩევების ადაპტირება და
მათი შეზღუდული გამოყენება.
|
|
2
|
მოსწავლეს უჭირს
მოპოვებული ინფორმაციის, რჩევების ადაპტირება და გამოყენება.
|
|
1
|
მოსწავლეს ძალიან
უჭირს მოპოვებული ინფორმაციის, რჩევების ადაპტირება და გამოყენება.
|
|
0
|
მოსწავლეს არ
შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, რჩევების ადაპტირება და გამოყენება.
|
|
თანამშრომლობის
უნარი
|
||
5
|
მოსწავლე მზად
არის, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს ჯგუფის მუშაობაში, მოისმინოს და გაითვალისწინოს
სხვების მოსაზრებები.
|
|
4
|
მოსწავლე მზად
არის, წვლილი შეიტანოს ჯგუფის მუშაობაში, მოისმინოს და გაითვალისწინოს სხვების მოსაზრებები.
|
|
3
|
მოსწავლე ნაწილობრივ
მზად არის, წვლილი შეიტანოს ჯგუფის მუშაობაში, მოისმინოს და ცდილობს გაითვალისწინოს
სხვების მოსაზრებები.
|
|
2
|
მოსწავლეს იშვიათად
შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობაში, უჭირს მოისმინოს და გაითვალისწინოს სხვების მოსაზრებები.
|
|
1
|
მოსწავლეს თითქმის
არ შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობაში, არ შეუძლია მოისმინოს და გაითვალისწინოს სხვების
მოსაზრებები.
|
|
0
|
მოსწავლეს არა
აქვს არავითარი მზაობა ჯგუფური მუშაობისათვის
|
|
საიმედოობა
|
||
5
|
მოსწავლე არასოდეს
არ აცდენს უმიზეზოდ ჯგუფის შეხვედრებს, ყოველთვის ასრულებს ჯგუფის მიერ მასზე დაკისრებულ
მოვალეობებს.
|
|
4
|
მოსწავლე უმიზეზოდ
თითქმის არ აცდენს ჯგუფის შეხვედრებს, თითქმის ყოველთვის ასრულებს ჯგუფის მიერ მასზე
დაკისრებულ მოვალეობებს.
|
|
3
|
მოსწავლე უმეტესად
არ აცდენს ჯგუფის შეხვედრებს, ხშირად დროულად ასრულებს ჯგუფის მიერ მასზე დაკისრებულ
მოვალეობებს.
|
|
2
|
მოსწავლე ხშირად
უმიზეზოდ აცდენს ჯგუფის შეხვედრებს, დროულად არ ასრულებს ჯგუფის მიერ მასზე დაკისრებულ
მოვალეობებს.
|
|
1
|
მოსწავლე ძალიან
ხშირად აცდენს ჯგუფის შეხვედრებს, თითქმის არ ასრულებს ჯგუფის მიერ მასზე დაკისრებულ
მოვალეობებს.
|
|
0
|
პროექტზე მუშაობის
დროს არ შეიძლება მოსწავლეზე დაყრდნობა.
|
|
კომუნიკაციის
უნარი
|
||
5
|
მოსწავლე ძალიან
კარგად ახერხებს თავისი ემოციების გადმოცემას, იცავს საუბრის/დიალოგის/დისკუსიის
წესებს.
|
|
4
|
მოსწავლე კარგად
ახერხებს თავისი ემოციების გადმოცემას, იცავს საუბრის/დიალოგის/დისკუსიის წესებს.
|
|
3
|
მოსწავლე უმეტესად
ახერხებს თავისი ემოციების გადმოცემას, ცდილლობს საუბრის/დიალოგის/დისკუსიის წესებს
დაცვას.
|
|
2
|
მოსწავლე იშვიათად
ახერხებს თავისი ემოციების გადმოცემას, უჭირს საუბრის/დიალოგის/დისკუსიის წესებს
დაცვას.
|
|
1
|
მოსწავლეს თითქმის
არ შეუძლია თავისი ემოციების გადმოცემას, ვერ ახერხებს საუბრის/დიალოგის/დისკუსიის
წესებს დაცვას.
|
|
0
|
მოსწავლეს არ
შესწევს უნარი ადეკვატურად გადმოსცეს საკუთარი ემოციები და საუბრის/დიალოგის/დისკუსიის
წესებს დაცვა.
|
|
პრობლემის მოგვარების
უნარი
|
||
5
|
მოსწავლე სისტემატურად
ამჟღავნებს კომპრომისის, პრობლემის გადაჭრის, შეცდომების აღიარებისა და გამოსწორების
უნარს.
|
|
4
|
მოსწავლე ამჟღავნებს
კომპრომისის, პრობლემის გადაჭრის, შეცდომების აღიარებისა და გამოსწორების უნარს.
|
|
3
|
მოსწავლე უჭირს
კომპრომისის, პრობლემის გადაჭრის, შეცდომების აღიარებისა და გამოსწორების უნარის
გამომჟღავნება.
|
|
2
|
მოსწავლეს ხშირად
უჭირს კომპრომისის, პრობლემის გადაჭრის, შეცდომების აღიარებისა და გამოსწორების უნარის
გამომჟღავნება.
|
|
1
|
მოსწავლეს თითქმის
არ შეუძლია კომპრომისის, პრობლემის გადაჭრის, შეცდომების აღიარებისა და გამოსწორების
უნარის გამომჟღავნება.
|
|
0
|
მოსწავლეს არ
შეუძლია კომპრომისი, პრობლემის გადაჭრა, შეცდომების აღიარება და მათი გამოსწორება.
|
15. გამოყენებული რესურსი:
Ø კომპიუტერი
Ø პროექტორი
Ø ინტერნეტი
Ø ფოტო, ვიდეო, აუდიო
მასალა
Ø შესაბამისი
ლიტერატურული
Ø სასცენო სახეების
შესაბამისი კოსტიუმები
https://www.youtube.com/watch?v=mABQV6CebNg
პრელუდია, თხზ. 23, N 4 _ კომპ. ს. რახმანინოვი (დადებითი, მეოცნებე პერსონაჟი).
https://www.youtube.com/watch?v=QzbxzjWRoIE
„კუდიანი დედაბერი“ _ კომპ. მ. მუსორგსკი („სურათები გამოფენიდან“) (უარყოფითი,
ბოროტი ჯადოქარი
ttps://www.youtube.com/watch?v=s_pkRH2DZuw
სიმფონიური სიუიტა „შეჰერეზადა“ _ კომპ. ნ. რიმსკი-კორსაკოვი (წარმოსახვითი სამყარო)
https://www.youtube.com/watch?v=QNRxHyZDU-Q სიმფონია N 2, თხზ. 27, III ნაწილი adagio _ კომპ. ს. რახმანინოვი (რეალური სამყარო)
https://www.youtube.com/watch?v=468onQOJSl8
ფერია დრაჟეს ცეკვა ბალეტიდან „მაკნატუნა“ _ კომპ. პ. ჩაიკოვსკი (წარმოსახვითი სამყარო)
https://www.youtube.com/watch?v=Les39aIKbzE სიფონია
N 5, adagietto _ კომპ. გ. მალერი (რეალური სამყარო).
მოსწავლეებს მოვასმენინებ კომპ. ა. სკრიაბინის სხვადასხვა ხასიათის ორ საფორტეპიანო
პიესას
https://www.youtube.com/watch?v=ME2vPRNrjvQ
პრელუდია _ თხზ. 11, N 4 _ კომპ. ა. სკრიაბინი (ზღაპრის დასაწყისი)
https://www.youtube.com/watch?v=uz3TqZtAkeQ
ეტიუდი _ თხზ. 8 , N12 _ კომპ. ა. სკრიაბინი (ზღაპრის დასასრული)
16. პროექტის შედეგი: მოსწავლეებმა
პროექტის ფარგლებში შექმნეს საშობაო ზღაპრის სცენარი და გაითამაშეს როლები,
რომელმაც ხელი შუწყო ხმოვანი გზავნილის ემოციურ-შინაარსობრივი
დატვირთვის შეგრძნებასა და
რეალურ თუ წარმოსახვით სამყაროსთან ასოციაციური კავშირების გაბმაში და დრამისა და მუსიკის ელემენტების ურთიერთკავშირების
ამოცნობაში;
წინ კიდევ ბევრ წარმატებებს გისურვებთ! |