ეს საინტერესოა
გაეცანით სტატიას მუსიკის
ისტორიის შესახებ.
დაწერილია 16 May, 2010 - 22:33
VIDEO
ივანე ჯავახიშვილი და ქართული მუსიკა
... ქართული მუსიკის ისტორიის ჩამოყალიბება და განვითარება
განუყრელადაა დაკავშირებული ივანე ჯავახიშვილის
სახელთან . მუსიკის სიყვარული მას ბავშვობიდანვე
ჰქონდა შესისხლხორცებული . ქართული კულტურის მდიდარ ტრადიციებზე აღრზდილს , მშვენიერი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ
მეცნიერს განსაკუთრებულად უყვარდა მუსიკა .
ივანე ჯავახიშვილმა თავისი რჩევა - დარიგებებით
ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებას . მეცნიერის აზრს კომპოზიტორისთვის
მეტად დიდი მნიშვნელობა
ჰქონია . ყველა ახალ ნაწარმოებს ზაქარია ფალიაშვილი ივანე ჯავახიშვილს
ასმენინებდა პირველად . მეცნიერი აქტიურად ეხმარებოდა კომპოზიტორს ხალხური სიმღერების შეკრებაში . ივანე ჯავახიშვილი
ქართული მუსიკის ისტორიის შესწავლას გადაუდებელ საქმედ თვლიდა – მეცნიერმა სხვადასხვა წყაროების ანალიზის საფუძველზე შეისწავლა და ჩამოაყალიბა
ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები – ქართული მუსიკის განვითარების მთავარი საფეხურები : ქართული მუსიკის მრავალხმიანობის წარმოშობა , ქართული მუსიკალური ტერმინები , მუსიკალური საკრავები და სხვა .
ივანე ჯავახიშვილმა ძალზე შრომატევადი
მუშაობის ჩატარების შემდეგ ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები მეცნიერული სიზუსტით განიხილა . მან განსაკუთრებული
ყურადღება მიაქცია ქართული მუსიკის ისტორიის წინამორბედ მკვლევარებს , გულმოდგინედ მიმოიხილა და სათანადოდ შეაფასა ამ მეცნიერთა ( დავით მაჩაბელი , პოლიევქტოს კარბელაშვილი , დიმიტრი არაყიშვილი , ზიგფრიდ ნადელი და სხვა ) შრომები .
ქართული მუსიკის ისტორიის საკითხების შესწავლის მდგომარეობა ივანე ჯავახიშვილამდე
ვერ იდგა სათანადო დონეზე . მუსიკის ისტორიის საკითხების საფუძვლიანი მეცნიერული კვლევა ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა . ნაკლებად იყენებდნენ ქართულ ისტორიულ წყაროებს , რის გამოც დასკვნები ზერელე იყო .
ქართული მუსიკის ისტორიის კვლევისათვის , რთული ამოცანა იყო გადასაწყვეტი – ძველ ქართულ და უცხოურ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით , წინამორბედი ავტორების ღვაწლის გათვალისწინებით , მსოფლიო მეცნიერების იმდროინდელ დონეზე უნდა გადაეჭრა მოცემული პრობლემა . შწორედ ეს მძიმე ტვირთი იდო თავს ივანე ჯავახიშვილმა და ქართველმა ხალხმა მიიღო უაღრესად მნიშვნელოვანი გამოკვლევა – ივ . ჯავახიშვილი ,
ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები , თბილისი , 1938 წ . აღნიშნული შრომა ოთხი ნაწილისაგან
შედგება : I – ხმიერი მუსიკა , II – საკრავიერი მუსიკა , III – ქართული მუსიკის განვითარების მთავარი საფეხურები , IV – ქართული მუსიკისა და მრავალხმიანობის
წარმოშობა - განვითარების საფეხურები . ივანე ჯავახიშვილს
ამ წიგნში საგანგებოდ აქვს განხილული მუსიკალური ტერმინოლოგიის საკითხები . ყველა დასკვნა , ივანე ჯავახიშვილს , გაკეთებული აქვს ძველი ქართული ისტორიული და ლიტერატურული
წყაროების ფართოდ მოშველიებითა და საფუძვლიანი
ანალიზის შედეგად .
ივანე ჯავახიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ქართული მუსიკის წარმოშობა - განვითარების საკითხს . ქართული მუსიკა , ისე , როგორც ბევრი სხვა ერის მუსიკა , საწყისს უძველეს დროში იღებს . ბერძენ ისტორიკოსს , ქსენოფონტეს , მოეპოვება ცნობები , რომ წარმართობის
ხანაში ქართველ ტომებში გავრცელებული ყოფილა საერო მუსიკა ( მხედრული და საცეკვაო სიმღერები ). მისი სიტყვით , ჭანთა ტომები ომს საომარი სიმღერა - ცეკვით იწყებენ . საერო მუსიკა , ბუნებრივია , სხვა ტომებსაც ჰქონდათ . შემთხვევით არაა , რომ დღემდე შემორჩენილი წარმართული ხალხური სიმღერები საერო ხასიათისაა .
წარმართული საერო და სარწმუნოებრივი მუსიკის ბუნებრივ განვითარებას ზღვარი დაუდო ქრისტიანობამ ,
რომელსაც , ახალ რწმენასა და მსოფლმხედველობასთან ერთად , წირვა - ლოცვის ახალი ჰანგებიც შემოჰყვა .
ქრისტიანობამ , თავის მხრივ , ებრაელთაგან წირვა - ლოცვაში ერთხმიანი გალობა გადაიღო . ამგვარი ( ერთხმიანი გალობა ) მუსიკა დღემდე შემორჩა ბევრ ( ბერძნულ , სომხურ , ასურულ ) ეკლესიას , გამონაკლისს ქართული და დასავლეთ ევროპის კათოლიკური ( მეათე საუკუნემდე რომის ეკლესიასაც ერთხმიანი გალობა ჰქონდა ) ეკლესიები შედაგენენ . ივანე ჯავახიშვილი
ვარაუდობს , რომ თავდაპირველად
ქართულ ეკლესიაშიც ერთხმიანი საეკლესიო გალობა უნდა ყოფილიყო . მისი აზრით , ქრისტიანობა
“ რამდენადაც საქართველოში ორი გზით , დასავლეთიდან , საბერძნეთიდან ერთი მხრით , და სამხრეთითგან , პალესტინა - სომხეთის მხრითაც , არის შემოსული , იმდენადვე უეჭველია , რომ ქართული საეკლესიო გალობაც უძველეს ხანაში იმავე ებრაელთა გალობის ტრადიციების და ჰანგების დამცველი უნდა ყოფილიყო , რომელიც ზემოდასახელებულ ქვეყნებში იყო გაბატონებული ”.
ღოცა ლაპარაკია ქართული საეკლესიო მუსიკის თავისებურებაზე , იგი უთუოდ იმ პერიოდს უნდა დავუკავშიროთ ,
როდესაც უპირველესი ტრადიციებისა და ჰანგებისაგან
თავის დაღწევა მოხდა . ამდენად , საკითხი დაისვა ასე : როდის უნდა ჩამოშორებოდა ქართული გალობა ებრაულ - ასურულ - სომხურ და ბერძნულ გალობა - საგალობლებს და დამოუკიდებელ
განსხვავებულ ერთეულად ჩამოყალიბებულიყო .
ივანე ჯავახიშვილმა დაწვრილებით განიხილა ყველა წყარო , რომელიც კი აღნიშნული საკითხის გარკვევის საშუალებას იძლეოდა . საყოველთაოდ ცნობილია , რომ ქრისტიანობასა
და წარმარტობას შორის სისხლისმღვრელი
ბრძოლა გაჩაღდა . ამ ბრძოლამ წარმართულ და ქრისტიანულ ხელოვნებაშიც ( კერძოდ , მუსიკაში ) იჩინა თავი . ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა , რომ ხალხი მიჩვეული იყო ძველ წარმართულ სიმღერებს , რომელსაც ლხინისა და ჭირის დროსაც ამბობდნენ ხოლმე , როგორც წარმართულ რწმენასა და ცეკვა - გასართობებთან უმჭიდროესად დაკავშირებულს ; ამ საერო სიმღერას ახალი სარწმუნოებისათვის ძლიერი მეტოქეობის გაწევა შეეძლო , ამიტომაც ყველგან ქრისტიანობის მესვეურნი წარმართული სიმღერის ასეთი გავლენის ყოველგვარი საშუალებით ჯერ შესუსტებას , შემდეგ მის სრულიად მოსპობას ცდილობდნენ .
ივანე ჯავახიშვილს მოჰყავდა გამოჩენილი ასური მოღვაწის ბარდესანის მაგალითი , რომელმაც თანამემამულეთა შორის წარმართობისათვის
ნიადაგის გამოსაცლელად წარმართული ჰანგები და ცეკვაც კი გამოიყენა , თანაც წარმარტული სიტყვები ქრისტიანული ლოცვით შეცვალა , ასეთი ბრძოლა , ბუნებრივია , საქართველოშიც იყო . ამის დასამტკიცებლად ივ . ჯავახიშვილმა
სათანადო ცნობებზე მიუთითა . კერძოდ , პეტრე ქართველის ცხოვრების ასურულ ტექსტში ნათქვამია , რომ თუ დიდებულები დროსტარებას მგოსან ქალთა და კაცთა სიმღერებს უსმენენ , არჩილ მეფემ ( მეხუთე საუკუნე ) საეკლესიო მგალობლები გაიჩინა , რომელნიც პურის ჭამისა თუ სხვა დროს ღმრთის წმიდა სიტყვებს გალობდნენ . ასე რომ , მისი სასახლე ეკლესიისაგან არაფრით განსხვავდებოდა . აქედან გამომდინარე , ივ ჯავახიშვილი
ასკვნიდა , რომ საქართველოში
ბრძოლა წარმართული მუსიკის წინააღმდეგ ჯერ კიდევ , არჩილ მეფის დროს , მეხუთე საუკუნეში დაწყებულა , მაგრამ ამ საკითხის ( ქრისტიანული გალობის საეროზე საბოლოო გამარჯვება ) გადაწყვეტა ასე მალე არ შეიძლებოდა , რადგან ხალხში სიმღერა ღრმად იყო ფესვგადგმული , მჭიდროდ იყო დაკავშირებული
მის ყოფა ცხოვრებასა და საქმიანობასთან .
XI საუკუნიდან მოყოლებული , საქართველოში ჩნდება საერო მხატვრული მწერლობა , როგორც ნათარგმნ - გადმოქართულებული , ასევე ორიგინალურიც ,
ყოველივე ამან ფართო შესაძლებლობები შეუქმნა საერო მუსიკის განვითარებას .
ივ . ჯავახიშვილის დასკვნით , ქრისტიანული მუსიკა წარმართულთან ბრძოლაში გამარჯვებას აღწევს მეხუთე საუკუნიდან , მაგრამ ამ დროიდან მოყოლებული , რუის - ურბნისის კრების (1104 წ .) მიერ გატარებული ღონისძიების მიუხედავად , შემდგომშიც არის ხალხში შენარჩუნებული წარმართული მუსიკა .
საგანგებოდაა შესწავლილი , ივ . ჯავახიშვილის
მიერ , მუსიკის ხელოვნების ორგანიზაცია და მოძღვრება ძველ საქართველოში [ დ . ჯანელიძე ; ივ . ჯავახიშვილის ერთ - ერთი უკანასკნელი შრომის მნიშვნელობა ქართული თეატრის ისტორიისათვის , ჟურნ . “ მნათობი ”, 1946, N 4, გვ . 152-153.].
ივ . ჯავახიშვილმა , ქართულ ისტორიულ ძეგლებზე დაყრდნობით , გაარკვია მთელი რიგი საკითხებისა . მან დაადგინა , რომ თუ უფრო ადრე არა , IX საუკუნიდან მოყოლებული მაინც , საქართველოში
ყოფილა გალობის სწავლების მოძღვრება . საზოგადოებაში დახელოვნებული მომღერლებიც იყვნენ და მგალობელნიც .
ძველი სანახაობანი რამდენიმე , ან ბევრ მოთამაშეთა სიღერა - გალობასა და როკვა - ცეკვას შეიცავდა .
ივ . ჯავახიშვილი წყაროებზე დაყრდნობით ასკვნის , რომ XII ს . დამდეგისათვის საგალობლების პრობლემატიკას რამოდენიმე სპეციალობა ემსახურებოდა , ამ დროისათვის საქართველოს უკვე ჰყოლია ისეთი პირები , რომლებიც მხოლოდ ჰანგსა თხზავდნენ . ივ . ჯავახიშვილი
მიუთითებს , რომ სიტყვიერი შემოქმედების ნაწარმოებისათვის ჰანგის შეთხზვას “ ხმისა დადებაი ” ეწოდებოდა . ასეთი სამუშაოს დაწყებას “ ხმის დადებისა ხელყოფაი ” რქმევია . საყურადღებოა , რომ ასეთ ხმის დამდებთა ( კომპოზიტორთა ) შორის ყველაზე დამსახურებული თანამდებობის პირი ხელოვანთ - მთავრის სახელს ატარებდა .
ივ . ჯავახიშვილი მიმოიხილავს საგალობო ნიშნებს , მან ყურადღება მიაქცია , რომ მუსიკის ხელოვნებისა და ისტორიის ქართველი მკვლევარების გარდა , ამ საკითხს სათანადო ყურადღება დაუთმო ლათინური და ბერძნული საგალობო ნიშნების ცნობილმა მკვლევარმა აბატმა ჟ . ბ . ტიბომ , რომელმაც აღნიშნა , რომ “ ქართული ძირითადი საგალობო ნიშნების გარეგნული გამოყვანილობა უახლოესს ანალოგიას წარმოადგენს დასავლეთის , ლათინთა , ეკლესიის ნევმური ნიშნებისას ”. მისივე დაკვირვებით , ქართული საგალობო ნიშნების სისტემა 10 ძირითად ნიშანს შეიცავდა , რომელნიც მდებარეობის მიხედვით შეიძლება ორ ჯგუფად გაიყოს ( ხუთი ნიშანი სტრიქონს ზევით იწერება , ხუთი - ქვევით ).
ივ . ჯავახიშვილმა ლიტერატურული წყაროების ღრმად შესწავლის საფუძველზე ბევრი საგულისხმო დასკვნა მოგვცა საგალობო ნიშნების შესახებ . იგი ამ საკითხს საბოლოოდ გადაჭრილად არ თვლიდა , მაგრამ მისი გარკვევის გზებს აშკარად იძლეოდა . საერთოდ , ივ . ჯავახიშვილის
მიერ მოცემული დებულებები მუსიკის ხელოვნების ორგანიზაციისა და მოძღვრების შესახებ ძველ საქართველოში ,
ფასდაუდებელია .
ივ . ჯავახიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იმ გარემოებას , რომ ქართული სიმღერები ძველთაგანვე მრავალგვარი იყო . საქართველოში
ოდითგანვე ფართოდ ყოფილა გავრცელებული სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სიმღერები . ჯერ კიდევ (XII-XIII სს .) წმიდა მეფე თამარის პირველ ისტორიკოსს აქვს საგანგებოდ ხაზგასმული – მეფე თამარს ისეთი სახელი ჰქონია საქართველოში , რომ მიწის ხვნის დროს სიმღერებში ( გუთნურში ) თამარის საქებარ ლექსებს ჩაურთავენო .
საქართველოში სხვადასხვა სიმღერის შესრულების ვრცელი აღწერილობა მოეპოვება XVII საუკუნის იტალიელ მოგზაურს არქანჯელო ლამბერტის , რომლის ცნობებიდან ირკვევა , რომ იმ დროის საქართველოში გავრცელებული ყოფილა თოხნური , მგზავრული და სუფრული საგუნდო სიმღერები .
თეიმურაზ II- ს ეკუთვნის ცნობა ნიშნობის და საქორწინო კაბების გამოჭრისას სიმღერა - მაყრულის შესრულების შესახებ .
ივ . ჯავახიშვილი კი სამგლოვიარო
მოთქმით ტირილს – ზარს – მუსიკას მიაკუთვნებს .
ივ . ჯავახიშვილი ხაზგასმით ჩერდება ქართული მუსიკის წარმოშობის საკითხებზე და მრავალი სახის ისტორიული წყაროების განხილვა - გაანალიზების საფუძველზე ასკვნის , რომ “ ქართული ხმიერი მუსიკა თავდაპირველად თამაშობასთან ყოფილა დაკავშირებული და იქ ყოფილა სწორედ მისი სათავე ”. ივ . ჯავახიშვილი სათანადო ისტორიულ მასალაზე დაკვირვების შემდეგ მიიჩნევდა , რომ პირველად დასაკრავ - დასარტყმელი საკრავები წარმოშობილა , ხოლო შემდეგ – ძალებიანი და ჩასაბერი .
უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული მრავალხმიანობის სადაურობის დადგენას . ივ . ჯავახიშვილმა
დასაბუთებულად უარყო ის თეორია , რომელიც მიიჩნევდა , რომ მრავალხმიანობა
ქართულ მუსიკაში დასავლეთ ევროპის გავლენითაა შემოსული . მეცნიერი მრავალხმიანობის წყაროს თვით საქართველოში
ეძიებს . მას მიაჩნია , რომ ქართული მრავალხმიანობის ისტორიისა და სადაურობის საკითხის გარკვევა შესაძლებელია მხოლოდ ყოველგვარი წყაროს საფუძვლიანი გამოყენებითა და განხილვით . ივ . ჯავახიშვილი , ითვალისწინებს რა ძეგლებში საგალობლებისა და გალობის შესახებ დაცულ ცნობებს , საკრავიერი მუსიკის ტერმინოლოგიას , ადამიანისა და ხმების სახელების თავდაპირველ მნიშვნელობას , ასკვნის : “ მრავალხმიანობა ქართულ მუსიკას წარმართობის ხანაშივე უნდა ჰქონოდა და იმ დროითგანვე უნდა ჰქონდეს საუკუნეთა განმავლობაში შენარჩუნებული ”. გამარჯვებული ქრისტიანობისათვის ჰანგი კი არა , სიტყვები იყო მიუღებელი . ხოლო როცა ძველ ჰანგს საეკლესიო საგალობლის სიტყვებს მიუმარჯვებდნენ , ჰანგი უკვე ეკლესიისათვის აღარავითარ წინააღმდეგობას არ წარმოადგენდა .
ივ . ჯავახიშვილი ყველა გარემოებისა
და მოსაზრების კრიტიკულმა განხილვამ იმ დასკვნამდე მიიკვანა , რომ მრავალხმიანობა
ქართული მუსიკის შინაგანი განვითარების ნაყოფია .
ივანე ჯავახიშვილმა სისტემური ყოვლისმომცველობით გამოიკვლია ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები , განიხილა და დაადგინა ხმიერი და საკრავიერი მუსიკის ზოგადი ტერმინოლოგია , მოგვცა ძველ საქართველოში
გავრცელებული საკრავების დაჯგუფება და კლასიფიკაცია ,
ჩამოაყალიბა ქართული მუსიკის განვითარების მთავარი საფეხურები , ხაზი გაუსვა ქართული სიმღერის სიძველეს და გამოამჟღავნა
ქართული მუსიკის თვითმყოფი ხასიათი – მრავალხმიანობა , ახსნა ამ მრავალხმიანობის წარმოშობა და სადაურობა .
ამ თვალსაზრისით ივ . ჯავახიშვილის ,
ქართული მრავალხმიანობის , სისტემურ კვლევაში შეინიშნება , უზარმაზარი გავლენა საქართველოს ეკლესიის გამორჩეული საჭეთმპყრობლის , წმიდა მღვდელმოწამე
პატრიარქის კირიონ II*- ის ფუძემდებლური
მოსაზრებებისა და დასკვნებისა
ქართული საეკლესიო გალობის შესახებ , რაც წმიდა მღვდელმოწამის სამეცნიერო მემკვიდრეობაშია , და რასაც “ წერილები და სტატიები ” ქვია . სტატიაში “ ქართული საეკლესიო გალობა ” პატრიარქი კირიონ II წერს :
“ქართული საეკლესიო გალობა ყვაოდა როგორც ჩვენს სამეფოში , აგრეთვე მის გარეშე მრავალ ქართულ მონასტრებშიაც . გალობას ქრისტიანობა მუდამ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა წირვა - ლოცვაში და , საზოგადოდ , ღვთისმსახურებაში . ამით აიხსნება ის დიდი პატივისცემა ,
რომელშიაც ყავდათ მგალობლები ჩვენს წინაპართ , ისინი მუდამ იყვნენ სასურველნი პირნი ჭირსა და ლხინში , და ღვთიური ჰანგებით უღვიძებდნენ ხალხს სარწმუნოების
თბილ გრძნობას , ყველა ხალხს არა აქვს ნიჭი , შექმნას საკუთარი ნაციონალური გალობა . ძოგმა ვოკალური გალობა რომ ვერ შექმნა , მიჰმართა ინსტრუმენტულ მუსიკას ( კათოლიკენი ). ჟ . ჟ . რუსო თავის მსჯელობაში მუსიკაზედ ამბობს : “ საღმრთო საგალობელნი არ უნდა იყვნენ გამომხატველნი ვნების მღელვარებისა , არამედ მხოლოდ მისი დიდებულებისა ,
რომელსაც მიეწერებიან და ემსახურებიან .
გალობაში არის ერთგვარი ფასდაუდებელი სიმდიდრე , რომელიც ძნელი მისაწვდომია
და რომელსაც იწვევს ხმის ამაღლება დადაბლება და გაგრძელება .
ზოგი ქრისტიანეთაგანი ცდილობს , შემოიღოს ეკლესიაში საზოგადო გალობა . აზრი ამ რეფორმისა არის ქრისტიანობრივ
სარწმუნოების გაცხოველება ხალხში , მაგრამ ჩვენ ამას ვთვლით უსაფუძვლო საქმედ და უსარგებლო წყლის ნაყვად , რადგანაც პრაქტიკამ სულ სხვა გვაჩვენა : ამან ვერ უშველა მწვალებლობის გავრცელებას ხალხში , და ხალხი ისევ გარეგნულ ქრისტიანედ დარჩა .
საზოგადოდ ახალი რაიმეს შემოღება ეკლესიაში უნდა დიდის აწონ - დაწონვით ხდებოდეს . აქ საჭიროა , შევნიშნოთ , რომ ქართულმა ეკლესიამ , მუდამ მბაძავმა და მიმდევარმა ძველი ქრისტიანული
წესებისა , არ იცის საზოგადო გალობა , რომელიც ეკლესიაში დაშლილია XV მუხლით ლაოდიკიის საეკლესიო კრებისა .
ქართული საეკლესიო მდიდარი მელოდიები წარმოგვიდგენენ არათუ მხოლოდ საზოგადო საგალობლებს , არამედ ცალკე ფრაზების აზრს და სიტყვებსაც კი . ამ მხრივ ჩვენი მელოდიები შეუდარებელნი არიან , და უნდა ვმადლობდეთ გამჩენს , რომ ასეთი დიდი საუნჯე მოუნიჭებია ჩვენთვის , ჩვენი მორწმუნე ერისთვის .
ფრიად დიდი მნიშვნელობა
გალობისა ცხადად ჩანს იქიდან , რომ იგი ხორცშესხმულ
ჰყოფს , ჰმოსავს მთელ საგალობელს თვისი რბილი და ჰაეროვანი ფორმით : არომატით ავსებს მას , თავს დასტრიალებს , და , როგორც ანდამატი , იზიდავს კაცს გრძნეულ სამეფოში კეთილისა და მშვენიერებისა .
ყველა ეს აუარებელი მუსიკალური სიმდიდრე შექმნა შრომისაგან წელში გაღუნულმა უკვდავმა და მადლიანმა ქართველმა გლეხმა .
ჩვენი გალობის დასაწყისი უძველეს დროს ეკუთვნის , როდესაც ჩვენნი წინაპარნი , ქალდეველნი , ჯერ კიდევ წარმართნი იყვნენ . ჩვენს სიმღერა - გალობას ოთხი - ხუთი ათასი წლის ისტორია აქვს . ახლანდელ ჩვენს ხალხურ სიმღერას უწინ რელიგიური ხასიათი ჰქონდა და საკერპოებში
გალობდნენ . ჩვენში შემოტანილმა ქრისტიანობამ ძველი სიმღერა მხოლოდ გააქრისტიანა , მისცა მას რელიგიური ხასიათი , ახლაც ხალხარი სიმღერა და საეკლესიო გალობა ძალიან წააგვანან ერთმანეთს . შორიდან რომ მოისმინო სიმღერა ხალხისა , ვერც კი გაარჩევ , გალობენ თუ მღერიან ; ასეთი მცირე გარჩევაა მათში .
ათასწლობით ატკბობს ქართული გალობა ჩვენს სმენას . გალობა იმთავითვე გვქონდა სამხმიანი და არა უნისონური , როგორც აქვთ ბერძნებსა და სომხებს . ჩვენი გალობის ზეგავლენა ეტყობა ბევრ ხალხს , განსაკუთრებით სლავიანებს , რომელთაც გულუხვად ისარგებლეს ბევრი ქართული კილოთი . ბერძნებითგან ქრისტიანობა მიიღეს , მაგრამ მათი გალობით კი ვერ ისარგებლებდნენ
სლავიანები , რადგანაც თვით ბერძნებს არ ჰქონდათ ჰარმონიული მრავალხმოვანი გალობა .
ეკლესიაში გალობის დროს ქართველი კაცი თავის თავს ზეცაში გრძნობს , ქვეყნიურ ზრუნვას სტოვებს და ლმობიერი სულითა და მგრძნობიარე
გულით შემოქმედის წინ დგას და ელის მისგან წყალობას . აქ უქარვდება მას ვარამი ქვეყნისა , და გულში ენერგება იმედი უკეთესი მომავლისა . ამით სულდგმულობდა
პატარა საქართველო , წილხვდომილი დედისა ღმრთისა , და იმედიც არ უცრუვდებოდა . ასეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენს საეკლესიო გალობას წარსულში .
საქართველოში გალობას ასწავლიდნენ როგორც ზეპირთქმულობით , აგრეთვე ნოტებითაც , ძველი ქართული ნოტების ნიმუშები ჩვენამდე მოვიდა ( იხილე “ საუნჯე ” მოსე ჯანაშვილისა ).
ეჭვგარეშეა , რომ ძველად ჩვენში სახარებისა და სამოციქულოს
კითხვის ნოტებიც იყო . ეს ნოტები იწერებოდა სიტყვების თავზედ და სიტყვების ქვეშ . ჩვენამდე მოაღწია ერთმა ხელნაწერმა , რომელშიაც არის ნოტური ნიშნები ასოების თავზედ და მათ ქვეშ . ამით აიხსნება , რომ კილოები სახარება - სამოციქულოს კითხვისა კარგად არის დაცული ჩვენში .
ჩვენი გალობა დასცეს მაჰმადიანებმა , რომელთაც საგალობლის ბუდე - მონასტრები გაანადგურეს . არაერთხელ ჩააქრეს მათ კერა ჩვენი ტკბილი საეკლესიო გალობისა . იავარ - ჰყვეს ჩვენი საეკლესიო კულტურული ცენტრები , მათ ფანატიზმს საზღვარი არ ჰქონდა . ანადგურებდნენ ყველა იმას , რასაც კი ნიშანწყალი ჰქონდა ქრისტიანობისა : ამოაგდეს ჩვენში ბერობა , და ბევრგან , სადაც უწინ ქრისტიანობა
ჰყვაოდა ძირიან - ფესვიანად ამოაგდეს იგი . უნდოდათ , მთელი საქართველო წაელეკნათ მაჰმადიანთა ოკეანეში , მაგრამ ღმერთი შეგვეწია და ღვთისმშობელმა
დაგვიფარა , კურთხეულ იყოს სახელი უფლისა .
მონასტრების მოოხრების შემდეგ გალობას ვეღარსად სწავლობდნენ და იგი ეცემოდა , ჰქრებოდა და იკარგებოდა . შედეგი ამისა იყო ის , რომ ხალხმა გული აიცრუა ეკლესიებზედ , სადაც ძველებური მელოდიური გალობა აღარ გაისმოდა . ერთი დიაკონი რა რელიგიურ გრძნობას აღუძრავდა ხალხს ? ქართული საეკლესიო გალობის მცოდნენი , ღვთის მადლით , კიდევ მოგვეპოვებიან და , სრული იმედი გვაქვს , რომ ქართული გალობის აღდგენა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს , ღმერთო შენით .”
VIDEO
" ეგრე
მტრისა არ მეშინის ,
რადგან ცხადად მაწყინარობს ;
მოყვარესა მტერსა ვუფრთხი ,
მემოყვრება , მოცინარობს ". . .
რ
უ
ს
თ
ა
ვ
ე
ლ
ი