გარემოსდაცვითი განათლება მუსიკის გაკვეთილზე
http://mastsavlebeli.ge/?p=33718
13 ივლისი, 2022 - 09:51
საგანმანათლებლო ბლოგი არის ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალება .აქ არის განთავსებული ტესტები მუსიკაში, ხელოვნებაში. მოსასმენი მასალა, შემაჯამებელი დავალებების ნიმუშები, დამხმარე მასალები მუსიკის, ხელოვნების პედაგოგებისთვის და სხვა. ელექტრონული რესურსი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს ,კოლეგებს და მუსიკით და ხელოვნებით დაინტერესებულ პირებს აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესის მიზნების მიღწევაში.
http://mastsavlebeli.ge/?p=33718
13 ივლისი, 2022 - 09:51
მოსწავლეებში ასოციაციური კავშირების განვითარება მუსიკისა და სახვითი ხელოვნების საგნების ინტეგრირების გზით
http://mastsavlebeli.ge/?p=30904
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
2021-2022 სასწავლო წელი
მშობელთა კრების ოქმი 1
22.09.2021
ქვემო სობისის საჯარო სკოლა
მიზანი:
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ახალი სადამრიგებლო სამუშაო გეგმის გაცნობა.
განსახილველი საკითხები:
1) სასკოლო სახელმძღვანელოების მიღება-ჩაბარების აქტების მშობლებისათვის გაცნობა , გადაცემა და ხელმოწერებით დადასტურება.
2) სასკოლო შინაგანაწესის გაცნობა.
3) მშობელთა საკონტაქტო მონაცემების დაზუსტება-განახლება.
1 მშობელი საპატიო მიზეზის გამო არ გამოცხადდა
კრება გახსნა კლასის დამრიგებელმა იამირიძემ. მან მშობლებს გააცნო კრების დღის
წესრიგი და მიმართა მათ ,ხომ არ სურდათ რაიმე საკითხის დამატება.
წინააღმდეგი-----0
თავი შეიკავა-----0
კრებას ესწრებოდა 9 მშობელი
კენჭი ეყარა დღის წესრიგის დამტკიცებას
მომხრე--------9
დაადგინეს დღის წესრიგი შემდეგი სახით:
1) მშობელთა კომიტეტის არჩევა
2) მათზე დაკისრებული ვალდებულებების გაცნობა
3) ახალი სადამრიგებლო პროგრამის გაცნობა.
კლასის დამრიგებელმაი.ამირიძემ მშობლებს გააცნო მისი მუშაობის პრინციპი,აღნიშნა სადამრიგებლო პროგრამის აქტივობების მნიშვნელობა და მოსწავლეებისა და მშობლების როლი ამ აქტივობების განხორციელებაში, რაც დიდად შეუწყობს ხელს შემდგომში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონის ამაღლებას და სწავლის მოტივაციის გაზრდას.
ასევე მშობლებს დაურიგდათ სახელმძღვანელოების მიღება-ჩაბარების ხელშეკრულებები და მიეთითად მისი შევსების პრინციპებზე.
მშობლებს განემარტად მოსწავლის ქცევის კოდექსის ის მუხლები, სადაც აღნიშნულია სკოლის მოსწავლის ჩაცმულობის საკითხი.
მშობლების გადაწყვეტილებით დიდი ყურადღდება დაეთმობა მათი მხრიდან ამ საკითხს. ასევე სახელმძღვანელოების მოვლას და მათ აქტიურ მონაწილეობას სასკოლო ცხოვრებაში.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით კრება დახურულად გამოცხადდა.
მშობელთა კრების ოქმი N 2
10.12.2021
ქვემო
სობისის საჯარო სკოლა
კრებას ესწრებოდა 8 მშობელი.
2 მშობელი საპატიო მიზეზის გამო არ გამოცხადდა
დღის წესრიგი:
1. მიმდინარე ნიშნებისა და გაცდენების გაცნობა
2. მოსწავლეთა ყოფაქცევა
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს:
კლასის ხელმძღვანელმა მშობლებს გააცნო მოსწავლეთა მიმდინარე შეფასება და გაცდენები. მშობლებს დაურიგდათ წინასწარ ამოწერილი ნიშნები და გაცდენები საგნების მიხედვით.
ისაუბრა მათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე, იმ უნარ-ჩვევებზე რომლებსაც კარგად ფლობენ ან ვერ ფლობენ.
აზრი გამოთქვა: კრებაზე მშობლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, პრობლემები. ერთობლივად დავსახეთ ამ პრობლემის გადაჭრის გზები.
დაადგინეს: სკოლის შინაგანაწესის მიხედვით კვირაში გამოვყავით ერთი დღე, პარასკევი როდესაც დაინტერესებულ მშბელს შეეძლება მოსვლა და საუბარი მასწავლებლებთან.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს:
კლასის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ სასწავლო წელს შეიმჩნეოდა მოსწავლეთა ყოფაქცევის მკვეთრი ცვლილება. გამოსწორდა დისციპლინა,მაგრამ აკადემიური მოსწრება კვლავ სავალალო მდგომარეობაში რჩებოდა
აზრი გამოთქვა: კრებაზე მშობლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, პრობლემები. ერთობლივად დავსახეთ ამ პრობლემის გადაჭრის გზები.
დაადგინეს: მოხდებოდა მოსწავლეებთან საუბარი, სადამრიგებლო საათში ცვლილების შეტანა და ამ საკითხის წინა პლანზე წამოწევა და მუდმივი კონტროლი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით კრება დახურულად გამოცხადდა.
მშობელთა კრების
ოქმი 3
28.01.2022
ქვემო სობისის საჯარო სკოლა
კრებას ესწრებოდა-8 მშობელი
2 მშობელი საპატიო მიზეზის გამო
არ ესწრებოდა
დღის წესრიგი:
1. პირველი სემესტრის ქულების და გაცდენების გაცნობა
2. მოსწავლეთა ყოფაქცევა
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს:
კლასის ხელმძღვანელმა მშობლებს მიულოცა ახალი წლის დადგომა და გააცნო მშობლებს გააცნო მიმდინარე შეფასება და გაცდენები.მშობლებს დაურიგდათ წინასწარ ვორდის დოკუმენტში ამოწერილი მიშნები და გაცდენები საგნების მიხედვით.
აზრი გამოთქვა: კრებაზე მშობლებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი,
პრობლემები და ერთობლივად დავსახეთ პრობლემების გადაჭრის გზები.
დაადგინეს: სკოლის შინაგანაწესის მიხედვით კვირაში ერთი დღე პარასკევი გამოვყავით მშობელთა ინტერესების მიხედვით გასაუბრებისთვის.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკაშირებით მოისმინეს:
ყოველ პარასკევს მშობლებთან გაგრძელდეს ინდივიდუალური შეხვედრები.
აზრი გამოთქვა: კრებაზე მშობლებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი
და მოსაზრებები, პრობლემები. ერტობლივად დავგეგმეთ პრობლემის გადაჭრის გზები.
დაადგინეს: მოსწავლეებთან ხშირად ყოფილიყო საუბარი,იმ
აქტუალურ თემებზე როგორიცაა, ძალადობა, ბულინგი, ჩაგვრა, მორალური შეურაცხოფა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით კრება დახურულად გამოცხადდა.
მშობელთა კრების ოქმი N4
12. 06. 2022წ.
ქვემო
სობისის საჯარო სკოლა
კრებას ესწრებოდა 8 მშობელი.
2 მშობელი საპატიო მიზეზის გამო არ გამოცხადდა
დღის წესრიგი:
1. მეორე სემესტრის დასასრულის და წლიური ნიშნებისა და გაცდენების გაცნობა.
2. მოსწავლეების სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება. ექსკურსიაზე წასვლის მარშრუტის დადგენა.
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს:
კლასის ხელმძღვანელმა მშობლებს მიულოცა სასწავლო წლის დასასრული და გააცნო მოსწავლეთა შეფასება და გაცდენები.
აზრი გამოთქვა: კრებაზე მშობლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, პრობლემები. ერთობლივად გამოვკვეთეთ მე-8 კლასში მიღწეული, მოსწავლეთა წარმატებები ე.ს.გ. -ით მიღწეული შედეგები. ასევე კლასში არსებული პრობლემები და ამ პრობლემის გადაჭრის გზები.
დაადგინეს: მოსწავლეთა ცოდნის ამაღლება არაფორმალური და ინფორმალური მეთოდით.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს:
კლასის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსწავლეებისთვის ყველაზე ოპტიმალური და სასარგებლო მეტი წიგნის კითხვა იქნებოდა. ერთობლივად შევარჩიეთ ექსკურსიის მარშრუტი.
აზრი გამოთქვა: კრებაზე მშობლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები ე.ს.გ. მიღწეულ შედეგებსა და არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
დაადგინეს: რომ მომავალ წელსაც ყურადღებით მიადევნებდნენ თვალს მისწავლეთა სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და აქტიურად მიღებენ მონაწილეობას მშობელთა ჩართულობაში.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით კრება დახურულად გამოცხადდა.