Wednesday, August 24, 2022

მუსიკის ისტორია

 


ზოგიერთი ცნობა მუსიკის წარმოშობის შესახებ. მუსიკის წარმოშობასთან უამრავი ჰიპოთეზაა დაკავშირებული, რომელთა ავტორები არიან მეცნიერები, ფილოსოფოსები, მუსიკოსები. ვიდრე ამ საკითხით მეცნიერული აზროვნება დაინტერესდებოდა, მუსიკის წარმოშობის შესახებ უამრავი ლეგენდა შეიქმნა. ასე მაგალითად, ძველ ეგვიპტეში თვლიდნენ, რომ მუსიკა ისიდამ და ოსირისმა უბოძეს ხალხს, ძველი ბერძნები კი მუსიკის წარმოშობას აპოლონის სახელს უკავშირებდნენ.

მეცნიერთა აზრი მუსიკის წარმოშობის შესახებ განსხვავებულია. არსებობს ჰიპოთეზა, რომ მუსიკა ბუნების ხმების - ჩიტების ჭიკჭიკის, ტყის ხმაურის და სხვ. - მიბაძვით წარმოიშვა.

პლატონმა გამოთქვა აზრი, რომ მუსიკა ყვირილისაგან წარმოიშვა. იგი თვლიდა, რომ ადამიანი ემოციებს გამოხატავს შეძახილით, ყვირილით, კვნესით, ხოლო ემოციების გამოხატვიდან სიმღერამდე ერთი ნაბიჯია. ამავე აზრს იზიარებს ინგლისელი მეცნიერი სპენსერი.

დარვინის აზრით მუსიკა ფიზიოლოგიურ საფუძველზე ჩამოყალიბდა და სქესობრივ შერჩევას ემყარება.

ფრანგი მეცნიერი კობარიე კი თვლის, რომ მუსიკის წარმოშობას მაგიურმა შელოცვებმა შეუწყვეს ხელი. დაახლოებით იგივე აზრს გამოთქვამს ავსტრიელი მეცნიერი ვალაშეკი, რომელიც მესიკის წარმოშობას უკავშირებს სარიტუალო ცეკვის რიტმს.

მუსიკის წარმოშობის შესახებ კამათი დღესაც გრძელდება და საბოლოოდ წერტილი ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ დასმულა.

შუმერები. შუმერებმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ცივილიზაცია შექმნეს. ისინი ფლობდნენ იმჟამად არსებული სიბრძნის ყველა დარგს _ ღვთისმეტყველებას, ბოტანიკას, ზოოლოგიას, მინერალოგიას, გეოგრაფიას, ლიტერატურას, გრამატიკას, ასტრონომიას, მათემატიკას. შუმერები მუსიკას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. მათი აზრით მუსიკა ღმერთებმა შექმნეს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს კი ღმერთების გამოგზავნილად თვლიდნენ. მუსიკალური ინსტრუმენტების პატივისცემად რიტუალური მსხვერპლშეწირვები იმართებოდა ხოლმე.

ისტორიული წყაროებით დასტურდებარომ უკვე ჩვ. წ. აღ. მდე V ათასწლეულში მუსიკა შუმერის საზოგაროებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო _ მუსიკა ჟღერდა საკარო ცერემონიებზე, ტაძარში, ომსა თუ ნადირობის დროს. სახელმწიფო იერარქიაში მუსიკოსების საპატიო მესამე ადგილი ეკავათ ღმერთებისა და მეფეების შემდეგ.

გათხრებმა დაადასტურეს, რომ ჩვ.წ.აღ.მდე. III ათასწლეულში შუმერში არსებობდა მრავალფეროვანი მუსიკალური ინსტრუმენტები. გათხრების შედეგად აღმოჩნდა ფლეიტა, ჰობოი, ქნარი, ბარბითი, არფა, მრავალრიცხოვანი დასარტყამი ინსტრუმენტები.

პირველი ორკესტრებიც შუმერში შეიქმნა _ ცნობილია, რომ აქ არსებობდა მომღერალთა და შემსრულებელთა კოლექტივები, რომლის წევრთა რიცხვიც 150 -ს აღწევდა.

შუმერებმა შექმნეს პირველი სამგლოვიარო სიმღერები, ანუ ელეგიები. ელეგიები უმღერიან გარდაცვლილთა კეთილ საქმეებს, მოგვითხრობენ ჭირისუფალთა ტანჯვა-წამებაზე. ელეგიებს  სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტი უწევს თანხლებას.

საინტერესოა, რომ შუმერში ჩაისახა, ცნობილი ბერძნული მითის ორფეოსის კონტურებიც _ შუმერული გადმოცემის მიხედვით სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთი იშთარი  ქვესკნელში ჩადის მეუღლის გადასარჩენად და ფლეიტაზე დაკვრით აცოცხლებს მას.

როგორც ცნობილია, შუმერებმა შექმნეს მსოფლიოში პირველი დამწერლობა, რომელიც ლურსმულის სახელითაა ცნობილი. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ შუმერში მუსიკის ჩაწერაც სცოდნიათ. ეს იყო მუსიკის ვერბალური ჩანაწერი, რომელიც მელოდიის მიმართულებაზე მიუთითებდა.

ამრიგად, შუმერთა დამსახურება მუსიკის განვითარებაში ძალზე დიდია _ მათ შექმნეს სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტი, რომლებიც შემდეგ ფართოდ გავრცელდნენ მეზობელ ქვეყნებში, ჩამოაყალიბეს პირველი ორკესტრები, ჩაიწერეს მუსიკა და ადამიანის განცდების მუსიკის ენით გადმოცემა სცადეს.

მუსიკა ძველ ეგვიპტეშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. როგორც ცნობილია, ამ ქვეყნისათვის დამახასიათებელია სწრაფვა გრანდიოზულისა და მონუმენტალურისაკენ. ეს აისახა არა მარტო არქიტექტურაში, სკულპტურასა და ფერწერაში, არამედ მუსიკაშიც. ეგვიპტური მუსიკა მედიდური, სადღესასწაულო ხასიათის იყო. საკარო და სატაძრო ცერემონიების დროს გამოიყენებოდა დიდი გუნდები და ინსტრუმენტალური ანსამბლები. ინსტრუმენტებს შორის ძირითადად გავრცელებული იყო ქნარი, არფა, ბარბითი, ფლეიტა, დასარტყამი ინსტრუმენტები, ორმაგი ჰობოი, კლარნეტი.

ეგვიპტური ხელოვნების საინტერესო ჟანრია ოსირისისადმი მიძღვნილი მისტერიები, რომლებსაც საფუძვლად დაედო ლეგენდა ოსირისის მკვდრეთით აღდგომის შესახებ. საგულისხმოა, რომ მისტერიებში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა მუსიკას, კერძოდ კი სამგლოვიარო სიმღერებს.

საბერძნეთი. კაცობრიობის სულიერი კულტურის განვითარების ისტორიაში უდიდესი წვლილი შეიტანა ძველმა საბერძნეთმა. თვით სიტყვა მუსიკაც ბერძნულია და მუზათა ხელოვნებას ნიშნავს. ბევრი მუსიკალური ტერმინი, მაგალითად ორკესტრი, პოლიფონია, ჰომოფონია, მელოდია, ჰარმონია და სხვ. ბერძნული წარმოშობისაა.

პირველ ცნობებს ბერძნული მუსიკის შესახებ ქალაქ მივენის სამარხები (III ათასწლეული) გვაძლევენ, რომელთა კედლის მხატვრობაშიც გვხვდება ცეკვების ამსახველი სურათები. ცნობილია, რომ ანტიკურ ცეკვებს თანხლებას უწევდა სიმღერა და სასულე ინსტრუმენტები.

მეტად საგულისხმო ცნობებს ბერძნული მუსიკის შესახებ ვხვდებით ჰომეროსის პოემებში. ამ ნაწარმოებებიდან ვიგებთ, რომ საბერძნეთში არსებობდა ჟანიულად მრავალფეროვანი შრომის, საქორწილო, სამგლოვიარო სიმღერები და სხვ.

ცნობილია, რომ ბერძნები მუსიკას ასოების საშუალებით იწერდნენ.

დიდი ადგილი ეკავა მუსიკას ბერძნულ თეატრშიც. ბერძნული თეატრის სამშობლოა ათენი. ბერძნული თეატრის ჟანრებია: ტრაგედია, კომედია და სატირული პიესა.  არისტოტელეს თანახმად, თეატრალური წარმოდგენების წარმოშობა დიონისეს დღესასწაულებთან არის დაკავშირებული. სპექტაკლები იმართებოდა მთის ფერდობებზე აგებულ  სპეციალურ ნაგებობებში, რომლებსაც 10 000- 20 000 ადამიანი ესწრებოდა. თეატრში გამოყოფილი იყო ადგილი მოცეკვავეებისა და გუნდისათვის, რომელსაც ორხესტრა ერქვა, მსახიობები კი გამოდიოდნენ ამაღლებულ ნაგებობაზე, რომელსაც სკენა ეწოდებოდა. სპექტაკლში დიდ როლს ასრულებდა ქორო - მსახიობთა ჯგუფი, რომლებიც წარმოდგენისას მღეროდა ან ცეკვავდა და კომენტარებს აკეთებდა პერსონაჯების მოქმედებაზე. მსახიობები თავისი როლის შესაბამისი ნიღბებით გამოდიოდნენ და ოჩოფეხებზე იდგნენ. ბერძნულ თეატრში ყველა როლს მამაკაცები ასრულებდნენ. ბერძნული დრამა ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში შეიქმნა, მე-5 საუკუნიდან კი მთელ ბერძნულ სამყაროში გავრცელდა.  თეატრალური წარმოდეგნების დიდ უმრავლესობას საფუძვლად ბერძნული მითები ედოთ, თუმცა იყო ისტორიულ სიუჟეტზე დამყარებული პიესებიც. ბერძნული თეატრალური წარმოდგენა  სამ მოქმედებას შეიცავდა. 

ინდური მუსიკა. ძველი ინდოეთის მუსიკა. ინდური მუსიკის საწყისები ჩვ.წ.აღ.-მდე მესამე ათასწლეულიდან იწყება. რიგვე-დეს (მეათე საუკუნე ჩვ.წ.აღ.-მდე), ათხარვავედეს და სამა-ვედეს (პირველი ათაწლეულის პირველი ნახევარი ჩვ.წ.აღ.-მდე) უძველეს ლიტერატურულ ძეგლებში არის მელოდიებისა და სასიმღერო ტექსტების ჩანაწერი პირობითი ნიშნებით. ტრქტატი ,,ნატიაშასტრა” (პირველი საუკუნე ჩვ.წ/აღ.-მდე) ეძღვნება თატრს, მუსიკასა და ცეკვას.

ინდურ მუსიკაში  გამოიყენებოდა შვიდი ძირითადი ბგერა (ისინი შეესაბამება ევროპულ გამას). ოქტავა იყოფა 22 არათანაბარ ინტერვალზე, რომელთაგან უმცირესს ეწოდება ,,შრუტი”, რაც სანსკრიტულიდან (ძველინდური ენიდან) ითარგმნება ,,ის, რისი გაგებაც შეიძლება”. თავად სისტემასაც შრუტი ეწოდება.

ინდური მუსიკის მთავარი პრინციპი იყო იმპროვიზაცია, რომელსაც საფუძვლად ედო რაგა (სანსკრიტიდან ,,ფერი”) - ტრადიციული მყარი მელოდია. სიტყვა ,,რაგა” გამოიყენებოდა აგრეთვე იმ ჟანრის აღნიშვნისათვის, რომელიც მოცემულ მელოდიას ეფუძვნებოდა. ყოველი რაგა შედგებოდა მთავარი ბგერის (,,მმართველი”), მნიშვნელობით მეორე ბგერის (,,მინისტრი”), დაქვემდებარებული ბგერების (,,დამხმარეები”) და დისონირებული ბგერისაგან (,,მტერი”).

რაგის მელოდიური წყობა ემორჩილებოდა მის შინაარს. რაგები მოწოდებული იყო გამოეწვია მსმენელში განსაზღვრული გრძნობები და განწყობები: სიყვარული, მხიარულება, სიძულვილი, მრისხანება, გაკვირვება, ,,სიმშვიდე. ზოგიერთი რაგაგამოირჩეოდა მაგიური თვისებებით: უნარით, გამოეწვია წვიმა, ხანძარი და ა.შ. რაგის ხასიათიდან გამომდინარე, შემსრულებელს სახისათვის უნდა მიეცა შესაბამისი გამომეტყველება ან გაეკეთებინანირაბი და შესატყვისი ჟესტიკულაცია.

ძველი ინდოეთის მუსიკალურ ინსტრუმენტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დასარტყამი ინსტრუმენტები:ლითონის თეფშების, დოლები, მათ შორის წყვილი დოლი ტაბლა, გონგები; სიმებიანი ინსტრუმენტები: ჩამოსაკრავი - სიტარა და ვინა და ხემიანი სარანგა.

ჩინური მუსიკა. პირველი ცნობები ჩინური მუსიკის შესახებ მოცემულია ლეგენდებსა და მითებში, დოკუმენტური მოწმობა კი მიეკუთვნება ჩვ.წ.აღ.მდე XVI-XI საუკუნეებს. ჩინურ სისტემაში მიღებული იყო ლუი-ლუის სისტემა (სიტყვა-სიტყვით ,,წყობა”, ,,ზომა”), რომელსაც საფუძვლად უდევს 12 ბგერა. თითოეულს აქვს მაგიური აზრი: კენტი ბგერები განასახიერებდნენ ცის ნათელ, აქტიურ ძალებს, ლუწი - მიწის ბნელ, პასიურ ძალებს. ყველა ერთად გამოსახავდნენ წელიწადში თვეების და დღე-ღამეში საათების ცვლას. დაახლოებით მეშვიდე საუკუნეში ჩვ.წ.აღ.-მდე გამოყვეს ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბგერა, რომლებმაც შემდეგი სახელწოდებები მიიღო: პირველი - ,,სამეფო”, მეორე - ,,საუბარი”, მესამე - ,,რქა”, მეოთხე - ,,თათბირი”, მეხუთე - ,,ფრთები”. ეს 5 ბგერა უტოლდება 5 ელემენტს (ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი, ხე) და 5 ძირითადი ფერი (თეთრი, შავი, წითელი, ლურჯი, ყვითელი). მათ ჰქონდათ სოციალური მნიშვნელობაც (,,მმართველი”, ,,მომსახურენი”, ,,ხალხი”, ,,მოქმედებანი”, ,,საგნები”). მიიჩნევდნენ, რომ მუსიკის დახმარებით შეიძლებოდა წვიმის გამოწვევა, მცენარეთა ზრდაზე ზემოქმედება, ხოლო საუკუნეებით ჩამოყალიბებული მუსიკალური ტრადიციების დარღვევას შეეძლო სხვადასხვა უბედურება გამოეწვია. შემთხვევით არ არის, რომ ჩვ.წ.აღ.მდე XVI-XI-ში სიტყვა ,,იუე” (,,მუსიკა”) აღნიშნავდა აგრეთვე ძალზე ფართე ცნებას - ,,ხელოვნებას” (რომელიც მოიცავს პოეზიას, ცეკვას, ფერწერას, არქიტექტურას და სუფრის სერვირებასაც კი).

უძველესი ჩინური ინსტრუმენტებია; გამოსაკრავი სე, ცინი, პიპა, ხემიანი ერ ხუ და სი ხუ, დოლები, გონგები. ჩინეთშია ნაპოვნი უძველესი სალამურები. არსებობდა ჩასაბერ საკრავთა სხვადასხვა სახეები; ფლეიტა და საყვირები, მრავალფეროვანი იყო დასარტყამი საკრავები: უძველესია მათ შორის უძველესია იინი, გავრცელებული იყო გონგები, მათ შორის იყო  ერთ ჩარჩოში გაერთიანებული იუნლო.

შუასაუკუნეები  ათასწლეულს მოიცავს (450–1450), იყოფა 2  პერიოდად: ადრინდელი და გვიანი შუასაუკუნეები. მუსიკალური ცხოვრების ცენტრი ამ ეპოქაში ეკლესია იყო და ყველაზე ცნობილი მუსიკოსები, როგორც წესი, სასულიეო პირები იყვნენ. საეკლესიო გალობა სამონასტრო ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. სასულიერო მუსიკასთან ერთად განვითარება დაიწყო საერო მუსიკამაც. ამ პერიოდში აყვავებას განიცდის ტრუბადურთა და მენეზინგერთა ხელოვნება და ვითარდება სიმღერის ჟანრი.  ძირითადად გავრცელებული იყო ვოკალური ჟანრები, რომლებსაც თანხლებას უწევდნენ ინსტრუმენტები - ბარბითი, არფა, ფლეიტა. მე–12 საუკუდან თანდათან გაიზარდა საკრავთა როლი და მათ შორის ყველაზე პოპულარული ორგანი გახდა.

შუასაუკუნეების ძირითადი საგალობელიაგრიგოლისეული ქორალი – ლათინურ კანონიკურ ტექსტზე შექმნილი საუკლესიო საგალობელი.

შუასაუკუნეებთან არის დაკავშირებული თანამედროვე მუსიკალური ნოტაციის შექმნა. მე-10 საუკუნეში იტალიელმა ბერმა გვიდო არეცოელმა ძველებური ნევმური ნოტაცია სანოტოთი შეცვალა, რამაც კომპოზიტორის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოების  ზუსტ ჩაწერას შეუწყო ხელი. გვიდო არეცოელმა შემოიღო ოთხხაზიანი სანოტო სისტემა (მეხუთე ხაზი მპოგვიანებით დაემატა, ისევე, როგორც ნოტი სი) და გასაღები. ყოველ მუსიკალურ ბგერას სანოტო სისტემაზე მან თავისი ადგილი მიუჩინა. ნოტებს გვიდო არეცოელმა ლათინური ალფავიტის პირველი ბგერები მიუსადაგა, მანვე,  საგალობლების სწრაფი შესწავლის მიზნით, სოლმიზაციის სისტემა შექმნა, სადაც მუსიკალური ბგერების აღსანიშნავად მარცვლები - უტ (მოგვიანებით დო), რე, მი, ფა, სოლ და ლა გამოიყენა. მუსიკალური ნოტაციის შემდგომ განვითრებას ხელი შეუწყო ფრანკომ კიოლნიდან, შუასაუკუნეების ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მუსიკის თეორეტიკოსმა და კომპოზიტორმა. მისი დამსახურება აყოველი ნოტის გრძლიობის ფურცელზე დაფიქსირება მენზურული ნოტაციის საშუალებით.

აღორძინების ეპოქა ან რენესანსი (ფრ. ღენაისსანცე)ევროპული ქვეყნების კულტურისისტორიის მნიშნელოვანი ეტაპია. იტალიაში მისი იდეები დაიბადა XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე, ევროპის სხვა ქვეყნებში კი _ XV-XVI საუკუნეებში. აღორძინების ეპოქის ადამიანები უმაღლეს ფასეულობად აღიარებდნენ ადამიანს და მისი პიროვნების განვითარების თავისუფლებას. ამ მსოფლმხედველობას ისინი უწოდებდნენ ,,ჰუმანიზმს” (ლათ. Hუმანუს - ,,ადამიანური”). ჰუმანისტები ჰარმონიული ადამიანის იდეალს ხედავდნენ ანტიკურ ხანაში, ხოლო მხატვრული შემოქმედების უბადლო ნიმუში იყო მათთვის ძველბერძნული და რომაული ხელოვნება. ანტიკური ხელოვნების ,,აღორძინებისაკენ” ლტოლვამ სახელწოდება მიანიჭა მთელს ეპოქას _ პერიოდს შუა საუკუნეებსა და ბაროკოს შორის (რომელიც იწყება XVII ს.-იდან).

რენესანსის მსოფლმხედველობა სრულყოფილად გამოიხატა ხელოვნებაში, კერძოდ, მუსიკაში. ამ პერიოდში, ისევე როგორც შუა საუკუნეებში, წამყვანი ადგილი უკავია ვოკალურ საეკლესიო მუსიკას. მრავალხმიანობის შედეგად შეიქმნა პოლიფონია (ბერძნ. პოლის_ ,,მრავალრცხოვანი” და ,,ფონი” _ ,,ბგერა”, ,,ხმა”). ასეთი ტიპის მრავალხმიანობის დროს ყველა ხმა ნაწარმოებში თანაბარუფლებიანია. მრავალხმიანობამ არა მხოლოდ გაართულა ნაწარმოები, არამედ ავტორს საშუალება მისცა ტექსტისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვისა, მუსიკას მეტი ემოციურობა შესძინა. შეიქმნა ახალი საეკლესიო და საერო ჟანრები.

მუსიკა იტალიაში. აღორძინების ეპოქაში იტალიაში გავრცელდა სხვადასხვა ინსტრუმენტებზე ყოფითი მუზიცირების სახეები, შეიქმნა მუსიკის მოყვარულთა წრეები. მნიშვნელოვანი გახდა ორი პროფესიული სკოლა: რომისა და ვენეციის.

რომის სკოლას სათავეში ჩაუდგა აღორძინების ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი _ ჯოვანი პიერლუიჯი და პალესტრინა (დაახლ.1525-1594).Mმისი ნაწარმოებები გასაოცარია უმაღლესი ოსტატობით და რაოდენობით _ 100 ზე მეტი მესა, 300 მოტეტი, 100 მადრიგალი). მისი ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოებია ,,პაპი მარჩელოს მესა”.

ვენეციურ სკოლას საფუძველი ჩაუყარა ადრიან ვილარტმა (მისი ერთ-ერთი მოწაფე იყო ორღანისტი და კომპოზიტორი ანდრეა გაბრიელი). თუ პალესტრინას მუსიკისათვის დამახასიათებელი იყო სიმკაცრე და თავშეკავება, ვილარტისა და მისი მოწაფეების შემოქმედებაში განვითარდა ემოციური, ეფექტური საგუნდო სტილი. რამოდენიმე გუნდი, ეკლესიის სხვადასხვა ადგილას განლაგებული, ავსებდა ეკლესიის სივრცეს მანამდე არნახული ტემბრული ეფექტებითა და გადაძახილებით.

აღორძინების მუსიკის დიდი ფიგურა იყო კარლო ჯეზუალდო დი ვენოზა (დაახლ.1560-1613) _ საერო მადრიგალის ბრწყინვალე ოსტატი. იგი ცნობილი იყო, როგორც მეცენატი, ბარბითზე შემსრულებელი და კომპოზიტორი. გვიანი რენესანსის წარმომადგენელმა, ჯეზუალდომ შექმნა მადრიგალები, სადაც პირველ ადგილზე გრძნობები იყო. მას ეკუთვნის მრავალხმიანი მადრიგალების შვიდი კრებული, აგრეთვე სასულიერო ქმნილებებიც.

საფრანგეთის მუსიკა. რენესანსის ეპოქის ფრანგმა კომპოზიტორებმა საეკლესიო მუსიკასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საერო მრავალხმიან სიმღერას _ შანსონს. მის მიმართ ინტერესი საფრანგეთში XVI ს.-ის I ნახევარში გაჩნდა, როდესაც კლემან ჟანეკენის (დაახლ.1485-1558) მუსიკალურ პიესათა კრებული გამოიცა. სწორედ ჟანეკენი მიაჩნიათ ამ ჟანრის ფუძემდებლად.

კლემან ჟანეკენმა შექმნა 286 შანსონი, აგრეთვე საეკლესიო მუსიკა _ მესები, მოტეტები, ფსალმუნები.

აღორძინების ეპოქის ინსტრუმენტები. აღორძინების ეპოქაში მუსიკალური ინსტრუმენტების შემადგელობა მნოშვნელოვნად გაფართოვდა და სიმებიან და ჩასაბერ ინსტრუმენტებს ახალი ინსტრუმენტები დაემატა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ვიოლებს _ სიმებიან-ხემიან ინსტრუმენტთა ოჯახს. კეთილშობილი და ლამაზი ხმოვანებით გამორჩეულ ვიოლებს შორის სამი ძირითადი ტიპია: ვიოლა და გამბა (იტ. გამბა-მუხლი), ვიოლა და ბრაჩო (იტ. ბრაცციო-მხარი) და ვიოლა დ’ამურ (იტ. ამოურ-სიყვარული).

ჩამოსაკრავი ინსტრუმენეტებიდან მთავარი ადგილი დაიკავა ლუტნიამ – ბარბითმა (პოლ. Lუტნია, არაბ.-დან ,,ალიუდ”-,,ხე”). ევროპაში ეს ინსტრუმენტი შემოვიდა ახლო აღმოსავლეთიდან XIV საუკუნის ბოლოს, XVI საუკუნის დასაწყისში კი მისთვის უკვე დიდი რეპერტუარი არსებობდა; უპირველეს ყოვლისა, მისი თანხლებით სიმღერები სრულდებოდა.

XV-XVI სს.-ში შეიქმნა სხვადასხვა კლავიშიანი ინსტრუმენტებიც: კლავესინი, კლავიკორდი, ჩემბალო, ვერჯინალი _ ისინი აქტიურად გამოიყენებოდა აღორძინების ეპოქაში, მაგრამ მათი აყვავება მოგვიანებით მოხდა.

რენესანსის ეპოქაში მნიშვნელოვან განვითარებას მიაღწია კიდევ ერთმა ინსტრუმენტმა, ორგანმა, რომლის წარმოშობის ისტორია ძალიან ძველია. სწორედ XVI ს.-ის დასაწყისში ჩამოყალიბდა მისი თანამედროვე სტრუქტურა.

ნიდერლანდების მუსიკა. ნიდერლანდებმა –XV საუკუნეში მიაღწია კულტურის მაღალი განვითარების დონეს. ნიდერლანდური პოლიფონიური სკოლა, რომელიც ამ ეპოქაში ჩამოყალიბდა, აღორძინების მუსიკის ერთ-ერთი უდიდესი მოვლენაა. სკოლის პოლიფონიურ ტრადიციას საფუძველი ჩაუყარა გიიომ დუფაიმ (დაახლ. 1400-1474). დუფაი იყო პირველი კომპოზიტორი, რომელიც ქმნიდა მესას, როგორც მთლიან მუსიკალურ კომპოზიციას. გარდა საეკლესიო მუსიკისა, იგი წერდა მოტეტებს საერო ტექსტებზე. იგი მათშიც რთულ პოლიფონიურ ტექნიკას იყენებდა.

XVს.-ის II ნახევარში ნიდერლანდული პოლიფონიური სკოლის წარმომადგენელი იყო ჟოსკენ დეპრე, XVI ს-ში კი ამ სკოლის განვითარება დაასრულა ორლანდო ლასომ.

ნიდერლანდური სკოლის ბრწყინვალე კომპოზიტორები იყვნენ ოკეგემი და ობრეხტი.

ინგლისის მუსიკა. აღორძინების ეპოქის ინგლისის კულტურული ცხოვრება მჭიდროდ იყო დაკავშირებული რეფორმაციასთან. XVI საუკუნეში გავრცელდა პროტესტანტიზმი, ძალაუფლება მოიპოვა ანგლიკანურმა ეკლესიამ.

ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში გაიხსნა მუსიკალური განყოფილებები. არიტოკრატთა სალონებში ჟღერდა კლავიშიანი ინსტრუმენტები: ვერჯინალი (კლავესინის სახეობა), პორტატიული (მცირე) ორგანი და სხვ. პოპულარული იყო თხზულებები, განკუთვნილი საშინაო მუზიცირებისათვის.

მუსიკალური კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო უილიამ ბიორდი (1543 ან 1544-1623) – ნოტების გამომცემელი, ორგანისტი და კომპოზიტორი. ბიორდი იყო ინგლისური მადრიგალის ფუძემდებელი. მან შექმნა აგრეთვე სასულიერო ნაწარმოები (მესები, ფსალმუნები) და ინსტრუმენტული მუსიკა. ვერჯინალისათვის დაწერილ მუსიკაში იგი იყენებდა ხალხური სიმღერებისა და ცეკვების მოტივებს.

გერმანული მუსიკა. XVI საუკუნეში გერმანიაში დაიწყო რეფორმაცია, რომელმაც არსებითად შეცვალა ქვეყნის რელიგიური და კულტურული ცხოვრება. რეფორმაციის ფუძემდებელი, მარტინ ლუტერი საუბრობდა საეკლესიო მუსიკის რეფორმის აუცილებლობაზე; შეიქმნა გერმანული აღორძინების საეკლესიო მუსიკის ახალი ჟანრი _ პროტესტანტული ქორალი.

ბაროკო. ეს მხატვრული მიმართულება წარმოიშვა მეთექვსმეტე საუკუნის დასასრულს. „მანჭული“- ასე უწოდეს არქიტექტურასა და დეკორატიულ ხელოვნებაში გავრცელებულ  ახალ მიმართულებას. მისი დამახასიათებელი ნიშან-თვისებებია: მონუმენტურობა, სიდიადე, უხვი ორნამენტიკა, დეკორატიულობა, გარეგნული ბრწყინვალება, რომელიც ხშირად არ შეესაბამება მის უმნიშვნელო შინაარსს. ამ მიმართულების მუსიკისათვის დამახასიათებელია ფორმის მონუმენტურობა, ორკესტრისა და გუნდის გრანდიოზული შემადგენლობა, მუსიკის ზეაწეული, დიადი ხასიათი, პოლიფონიური მუსიკალური აზროვნება.

ბაროკოს ეპოქაში საერო მუსიკას განსაკუთრებული როლი მიენიჭა, რამაც გამოიწვია ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკის ახალი ჟანრების შექმნა. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ოპერა, რამაც თავისთვად გამოიწვია ჰომიფონური მუსიკის დამკვიდრება მუსიკალურ კულტურაში. აგრეთვე ორატორია, კანტატა, ბალეტი, ინსტრუმენტული კონცერტი, სონატა, სუიტა, ვარიაციები, სასულიერო მუსიკა.

ევროპის ქალაქებში ჩამოყალიბდა საოპერო და ინსტრუმენტული სკოლები, რომლებსაც სათავეში ჩაუდგნენ  გენიალური კომპოზიტორები და შემსრულებლები: მონტევერდი, ალესანდრო და დომენიკო სკარლატი,  ტარტინი, კორელი, ვივალდი, ბახი, ჰენდელი. 

კლასიციზმი.  ეს მხატვრული მიმართულება მე-17 საუკუნეში წარმოიშვა, მყარად გაიდგა ფესვი ფრანგულ ლიტერატურასა და დრამატურგიაში და დიდი გავრცელება ჰპოვა სხვა ქვეყნებში, ხელოვნების სხვა დარგებში.  მუსიკაში ამ მიმართულების წარმოშობას  ხელი შეუწყო პოლიფონიური სტილის შემდეგ ინტერესის გაძლიერებამ ჰომოფონიური სტილისადმი.  მუსიკალურ ნაწარმოებებში ხაზგასმულია რაციონალიზმი-გონების წამყვანი როლი, სტილისტური გარკვეულობა, შინაარსისა და ლოგიკურად გააზრებული ფორმის ერთობლიობა, პიროვნულის დამორჩილება საზოგადოებრივისადმი, პრობლემის ოპტიმისტური გადაწყვეტა და ა.შ. კლასიცისტური აზროვნებისათვის დამახასიათებელია დიალექტიკური აზროვნება, რომელიც იმ ეპოქის ცნობიერებაში ჩამოყალიბდა: წინააღმდეგობათა ერთიანობა, რაც გამოიხატა სონატური ალეგროს ფორმაშიც.

მუსიკალური კლასიციზმის წარმომადგენლები არიან: გლუკი, ჰაიდნი, მოცარტი და ბეთჰოვენი.  ბოლო სამი კომპოზიტორი მოღვაწეობდა ვენაში – ავსტრიის დედაქალაქში და მათ ვენის კლასიკოსებს უწოდებენ. სიტყვა ,,კლასიკური” ნიშნავს ,,სანიმუშოს”. იმ ჟანრებს, რომლებსაც ისინი ქმნიდნენ, კლასიკური ეწოდა. კლასიციზმის ეპოქაში გავრცელებული ჟანრებია:  სიმფონია, სონატა, ინსტრუმენტული ანსამბლი (კვარტეტი, კვინტეტი, ტრიო), კონცერტი, სონატა, ვარიაციები, ოპერა, ორატორია. იქმნება სასულიერო მუსიკაც: მესა, რეკვიემი და ა.შ.

რომანტიზმი  ეს მხატვრული მიმართულება მუსიკაში ჩამოყალიბდა XIX საუკუნის  დასაწყისში. ეს სტილი განვითარებას იწყებს მაშინ, როცა XIX საუკუნის დასაწყისში დასავლეთ ევროპის ქვეყნების  საზოგადოებაში გამეფდა სასტიკი რეაქცია საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის დამარცხებისა და ნაპოლეონის დამპყრობელური ომების გამო, რამაც დაამსხვრია ის ოცნებები, რაც ხალხს ჰქონდა რევოლუციის გამარჯვების გამო. ამ პერიოდში ხელოვნებაში  კულმინაციას აღწევს კლასიკური ხელოვნება, ამავე დროს ყალიბდება ახალი მიმდინარეობა. ეს მიმართულება წარმოიშვა ჯერ ლიტერატურაში, ხოლო შემდეგ გავრცელდა მუსიკაში. Gგერმანია, მოგვიანებით, ინგლისი და საფრანგეთი იყო ის ქვეყნებისადაც პირველად შეიქმნარომანტიკული ლიტერატურის ნიმუშები.

რომანტიზმი რთული და მრავალმხრივი მიმართულებაა, ვინაიდან იგი ერთის მხრივ მიმართულება, სტილია (მსგავსად ვენის კლასიკური სკოლისა), მეორეს მხრივ, კი მსოფლხედველობა.

მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში არსებული ვენის კლასიკური სკოლის შემდეგ .ამ მიმართულებამ წამყვანი ადგილი დაიკავა დასავლეთ ევროპის მუსიკალური კულტურის განვითარებაში. ამ მიმართულების კომპოზიტორებმა ვენის კლასიკოსების სტილის ტრადიციათა საფუძველზე შექმნეს ახალი სტილი, გაამდიდრეს მუსიკალური ხელოვნება ახალი ჟანრებით, ფორმებით, შემატეს მას ახალი შინაარსი, ახალი თემატიკა, მაგრამ ამასთანავე შინაარსის თვალსაზრისით შეავიწროვეს მისი იდეური ფარგლები.

მთავარი ნიშანდობლივი თავისებურებაა განსაკუთრებული ინტერესი უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანისადმი, მისი სულიერი სამყაროსადმი. ამ მიმართულების წამყვანი მოტივებია ლირიკული, ელეგიური განწყობა, სინამდვილის უარყოფითი მოვლენებისადმი პასიური პროტესტი, უიმედობა, ხშირად გაუზიარებელი სიყვარული, მიუწვდომელი იდეალის ძიება, ასე, რომ ასეთი გმირი საგრძნობლად განსხვავდება ბეთჰოვენის მებრძოლი და მეამბოხე სულისკვეთებით გამსჭვალული გმირისაგან. იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული გარემოსთან, ყოფასთან, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ამ ნაწარმოებთა მუსიკალური ენის საყრდენად ყოფითი ჟანრები (ცეკვა, მარში, ლენდლერი, სიმღერა), ხალხური ხელოვნება იქცა.

რომანტიზმის ეპოქის დამახასიათებელი ჟანრებია ვოკალური და საფორტეპიანო მინიატურა, და ვოკალური და საფორტეპიანო  ციკლები. მეორეს მხრივ, რომანტიზმის ეპოქისათვის დამახასიათებელია ჟანრების მონუმენტიზაცია, რაც გამოიწვია  ხელოვნების დარგების სინთეზის ტენდენციამ . დამკვიდრდა პროგრამული ინსტრუმენტული მუსიკა,  შეიქმნა ახალი ჟანრები - მრავალნაწილიანი სიმფონია, სიმფონიური პოემა, ვოკალური და ინსტრუმენტული ბალადა, ერთნაწილიანი კონცერტი და სონატა. საოპერო მუსიკა  ახალ ეტაპს ქმნის.

რომანტიკოს კომპოზიტორთ რიცხვს მიეკუთვნებიან: შუბერტი, შუმანი, მენდელსონი, ვებერი შოპენი, ბერლიოზი, ლისტი, ვაგნერი, ბიზე, ბრამსი, ჩაიკოვსკი, დვორჟაკი, სმეტანა, გრიგი, რახმანინოვი,  როსინი,  ვერდი, 

ვერიზმი (იტ. ვერო - სიმართლე) ჩამოყალიბდა იტალიურ ლიტერატურაში მე-19 საუკუნის ბოლოს. ამ მიმართულების  თვალსაჩინო წარმომადგენელები არიან ჯოვანი ვერგა, ლუიჯი კაპუანო. ვერისტულ ნაწარმოებებში მოქმედება, როგორც წესი, სიცილიის სოფლებში ან ქალაქის ღარიბ უბნებში მიმდინარეობს, მთავარი გმირები კი რაინდებისა და  დედოფლების ნაცვლად გლეხები და საზოგადოების დაბალი ფენის წარმომადგენლები არიან. ვერისტებმა მიზნად დაისახეს ცხოვრების ნაკლოვანებების ჩვენება მორიდებისა და შენიღბვის გარეშე. მათი ნაწარმოებები გამსჭვალულია ღარიბი გლეხობისა და ქალაქის მდაბიოთა მიმართ თანაგრძნობით, ხშირია განწირულობის გრძნობა, პესიმიზმი და ბედისწერის გარდაუვალობის მოტივი.

ტერმინით ვერიზმი აღინიშნება პოსტრომანტიკული იტალიური ოპერა, რომლის წარმომადგენლებიც არიან პიეტრო მასკანი, რუჯერო ლეონკავალო, უმბერტო ჯორდანო, ფრანჩესკო ჩილეა. ვერიზმმა დიდი გავლენა მოახდინა ჯაკომო პუჩინის შემოქმედებაზეც.

პირველი ვერისტული ოპერებია მასკანის „სოფლის ღირსება“ (1890) და ლეონკავალოს „ჯამბაზები“ (1892), რომლებიც სიცილიელი გლეხებისა და მოხეტიალე მსახიობების ცხოვრებაზე მოგვითხრობენ.

იმპრესიონიზმი.  ეს მხატვრული მიმართულება  აღმოცენდა  საფრანგეთში მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე  ჯერ ფერწერაში, შემდეგ პოეზიასა და მუსიკაში. იმპრესიონისტ კომპოზიტორებს მიეკუთვნებიან კლოდ დებიუსი და მორის რაველი. იმპრესიონიზმის გავლენა განიცადეს ოტორინო რესპიგიმ, მანუელ დე ფალიამ, ჯაკომო პუჩინიმ და სხვებმა.

თვით ტერმინი წარმოიშვა მხატვარ კლოდ მონეს სურათის  „შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა“ გამოფენასთან დაკავშირებით. ამ მიმართულების მხატვრები  ,,ღია ცის ქვეშ“ ხატავდნენ, ისინი მიისწრაფოდნენ ამა თუ იმ მოვლენის წამიერი, უშუალო შთაბეჭდილების გადმოცემისაკენ.

მუსიკაში ეს მიმართულება მჭიდროდ უკავშირდება ლიტერატურასა და ფერწერას. მუსიკაში, ისევე, როგორც ფერწერაში ვხვდებით ჟანრულ და პორტრეტულ ჩანახატებს და პეიზაჟს. საერთოა, აგრეთვე, ფერმწერთა და კომპოზიტორთა ხელწერის მეთოდი -  ნატურისგან მიღებული  უშუალო შთაბეჭდილებების   გადმოცემა. აქედან მომდინარეობს ინტერესი    მინიატურული ჟანრისადმი: ფერწერაში-პორტრეტი, ეტიუდი, მუსიკაში-რომანსი,საფორტეპიანო და საორკესტრო მინიატურა, დამახასიათებელია ასევე გატაცება ბაროკოს პერიოდის ანრებით, როგორებიცაა ტოკატა, სარაბანდა, მენუეტი და სხვა.

იმპრესიონისტი კომპოზიტორების მუსიკა ხშირად არის პროგრამული. იმპრესიონისტი კომპოზიტორი ბგერით სურათს ქმნის. იმპრესიონისტული ნახატის მსგავსად, ამ ბგერითი სურათის ფუნქციას წარმოადგენს მსმენელისთვის წუთიერი განწყობის და ატმოსფეროს გადმოცემა, რომელიც ეფუძნება არა კონკრეტულ მასალას, არამედ სუბიექტურ შთაბეჭდილებას.

იმპრესიონიზმში დამოუკიდებელი მუსიკალური ენა ჩამოყალიბდა, რომელიც მას სხვა სტილებისგან გამოარჩევს.

იმპრესიონისტი კოპოზიტორები თავს არიდებენ მღერადი, დასრულებული ფორმის მქონე მელოდიებს. ნაცვლად ამისა, ხშირად გვხვდება მოკლე, ტალღისებური მელოდიები და ოსტინატოები.

იმპრესიონისტული მუსიკის გამორჩეული მახასიათებელია ტემბრი და ჰამონია, სადაც ბატონობს ამ ორი ცნების, როგორც ფერის გაგება. აკორდები თავისუფლდებიან კილოური ურთიერთდამოკიდებულებიდან, არ ხდება დისონირებული აკორდების გადაწყვეტა და ისინი   ფერის, კოლორიტის ფუნქციას იძენენ. ირღვევა ტონალობა, ხშირია მაჟორისა და მინორის მონაცვლეობა. გარდა ამისა, გვხვდება რამდენიმე განსხვავებული ტონალობის ერთდროულად გამოყენება, რის შედეგადაც მიიღება ბი- ან პოლიტონალობა.  ხშირია მთელტონიანი გამის, პენტატონიკისა და საეკლესიო კილოების გამოყენება.

იმპრესიონისტი კომპოზიტორები თავისებურად ეკიდებოდნენ მუსიკალურ ფორმას. ისეთი ფორმები, როგორებიცაა სონატური ალეგრო, რონდო და სხვა, კარგავენ აქუალობას. ნაწარმოები იძენდა იმ ფორმას, რაც უკეთ შეეფერებოდა ავტორისეული შთაბეჭდილების გადმოცემას.

იმპრესიონისტული ორკესტრი, ისევე, როგორც ყველაფერი დანარჩენი, ტემბრული სურათის და ატმოსფეროს შექმნას ემსახურება.  ირკესტრობაში სჭარბობს ხის ჩასაბერი საკრავების ტემბრები.

 ავანგარდიზმი (ფრანგ. –მოწინავე რაზმი) XX  საუკუნის ხელოვნების ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მიმდინარეობაა. თავს იჩენს ყველა დარგში: მხატვრობა, ქანდაკება, ლიტერატურა, მუსიკა, თეატრი, კინო. ნიშნავს მოწინავეს, წინწასულს.ამ მიმდინარეობამ გაწყვიტა კავშირი  წარსული ხელოვნების ტრადიციებთან და შექმნა ახალი გამოსახველი ხერხები და ფორმები.  ახალი მიმდინარეობები: ფუტურიზმი, დადაიზმი, სიურეალიზმი, მოდერნი, პოსტმოდერნი და ა. შ.

ჯაზი მუსიკალური ხეოვნების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმდინარეობა. იგი მე-19 მე-20 საუკუნეების მიჯაზე ჩამოყალიბდა აფრიკული და ევროპული მუსიკის სინთეზის შედეგად.

ჯაზური მუსიკის მთავარი დამახასიათებელი თვისება არის იმპროვიზაციულობა, რადგანაც ჯაზში უშუალოდ შემსრულებელი ქმნის მუსიკას, ან იგი შექმნილი კომპოზიციის თანაავტორია. ჯაზის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა რიტმის გაძლიერებული ფუნქცია, რაც მას ენერგიასა და წინსწრაფვას ანიჭებს. ჯაზი უაღრესი დინამიურიობითა და იმპულსიურობით ხასიათდება.

ჯაზის სამშობლოა ამერიკის შეერთებული შტატები, კერძოდ ქალაქი ახალი ორლეანი, რომლის მახლობლადაც   აფრიკელი მონები ბამბისა და შაქრის პლანტაციებში მუშაობდნენ. აფრიკელებმა თან თავისი სიმღერები, ცეკვები და მუსიკალური ინსტრუმენტები ჩამოიტანეს.  ახალ ორლეანში თანაარსებობდა, ერთის მხრივ, ევროპული და მეორეს მხრივ,   აფრიკელი მონების მუსიკა. დროთა განმავლობაში ამ ორი სტილის მუსიკა შეერწყა ერთმანეთს, რამაც ახალი მუსიკალური სტილის - ჯაზის შექმნამდე მიგვიყვანა. ასეთი სინთეზის პირველ ნიმუშად შეიძლება ჩაითვლოს სპირიჩუელზი - აფრო-ამერიკელების საგალობელი,  პროტესტანტული საეკლესიო ჰიმნი. ამ ჰიმნებს საფუძვლად ედო ბლუზის მელოდია და ევროპული ჰარმონია, რაც მუსიკას ორიგინალურ ელფერს ანიჭებს.

მე-19 საუკუნის შუა წლებში თანდათან ჩამოყალიბდა და პოპულარობა მოიპოვა ლირიკული ხასიათის ზანგურმა სოლო  სიმღერებმა - ბლუზებმა, უფრო მოგვიანებით ჩამოყალბდა საინტერესო თეატრალური სანახაობა - მისტრალ შოუ - ხალხური თეატრი, სადაც თეთრკანინაი მუსიკოსები და მომღერლები ზანგების გრიმს იკეთებდნენ და აფრო-ამერიკელების რეპერტუარით გამოდიოდნენ მსმენელების წინაშე. ამან დიდი როლი ითამაშა აფრო-ამერიკული მუსიკის პოპულარიზაციაში.  თეატრმა მე-20 საუკუნის დასაწყისამდე იარსება და მისი მელოდიები და რიტმები საფუძვლად დაედო მომავალ ჯაზურ მუსიკას.

პირველი ჯაზური ორკესტრი ჩამოყალიბდა 1895 წელს ახალ ორლეანში. მუსკოსები ქუჩებსა და მოედნებზე უკრავდნენ, შემდეგ კი საკონცერტო დარბაზებში გადაინაცვლეს. მე-19 საუკუნის 90-იან წლებში აფრო-ამერიკელებმა გამოიმუშავეს საფორტეპიანო შესრულების ახალი სტილი - რეგტაიმი. მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან კი შემოდის ახალი საშემსრულებლო სტილი დიქსილენდი -  ეს ფაქტიურად გაორკესტრებული რეგტაიმია, მაგრამ გაცილებით სწრაფი.

ჯაზური მუსიკის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია დიუკ ელინგტონის ორკესტრს, რომელიც 1926 წელს ჩამოყალიბდა და საეტაპო მოვლენას წარმოადგენდა ჯაზური მუსიკის ისტორიაში.

ჯაზის ტრადიციული ინსტრუმენტებია: საქსოფონი, საყვირი, ტრომბონი, კლარნეტი, ფორტეპიანო, გიტარა, კონტრაბასი,დასარტყამები.

ჯაზის ცნობილი შემსრულებლები არიან; ლუი არმსტრონგი, ელა ფითცჯერალდი, ოსკარ პიტერსონი, გლენ მილერი, კაუნტ ბეისი და სხვები.

ბლუზი —მუსიკალურიჟანრი, რომელიც აფროამერიკელთა წიაღში, აშშ-სსამხრეთით, XIX საუკუნის ბოლოს წარმოიშვა.  ბლუზში გაერთიანებულია აფრო-ამერიკელთა შრომის სიმღერების, სპირიჩულზების, ბალადების ელემენტები.

ბლუზის ძირითადი თემა იყო დარდის, უკმაყოფილების გამოხატვა არსებული რეალობის მიმართ.

 ბლუზმა დიდი გავლენა მოახდინა  თანამედროვე პოპულარულ მუსიკაზე, კერძოდ ჯაზზე, პოპზე,როკენროლზე.

ბლუზის დამახასიათებელი ნიშანია დადაბლებული მესამე, მეხუთე და მეშვიდე საფეხურების გამოყენება, ამას უწოდებენ "ბლუე ნოტებს".

ბლუზის შესასრულებლად ტიპიური ინსტრუმენტებია: გიტარა, ფორტეპიანო,  საყვირი, საქსოფონი, ტრომბონიდადასარტყამები.

ბლუზის პირველ შემრსულებლებს შორის არიან რობერტ ჯონსონი, ბრმა უილი ჯონსონი, ჰენრი ტომასი და სხვები.

პოპ-მუსიკა, რომელსაც ხშირად უბრალოდ პოპს უწოდებენ,  თანამედროვე მუსიკის მიმართულება, პოპულარული მას-კულტურის ერთ-ერთი სახეობაა. ამ ტერმინს ორმაგი მნიშვნელობა აქვს:

             ფართო გაგებით ის აღნიშნავს ნებისმიერ მუსიკას მასებისათვის (როკი, ელექტრონური მუსიკა, ჯაზი, ბლუზი).

             უფრო კონკრეტული, ვიწრო მნიშვნელობთ კი პოპ მუსიკა პოპულარული მუსიკის ჟანრია, სიმღერა, რომელსაც მღერადი, ადვილად დასამახსოვრებელი მელოდია აქვს. ამ ტიპის სიმღერები ძირითდად, სიყვარულზეა. პოპ მუსიკის ქვეჟანრებია ლათინო, დისკო, საცეკვაო მუსიკა.  

როკ-მუსიკა (ინგლ. ღოცკ მუსიც) პოპულარული მუსიკის რამდენიმე მიმართულების საერთო სახელწოდება. სიტყვა «როცკ»-ი (ინგლისურად „ქანაობა“) აღნიშნავს ამ მიმართულებისათვის დამახასიათებელ რიტმს, რომელიც გარკევეულ მოძრაობასთან არის დაკავშირებული.

როკი განასაკუთრებული სუბკუტურული მოვლენაცაა. ისეთი სუბკულტურები, როგორებიცა არიან ჰიპები, პანკები, მეტლისტები, გოთები და სხვა მტკიცედ არიან დაკავშირებულნი როკ მუსიკასთან. 

როკ მუსიკაში მრავალი სხვადასხვა მიმართულება არსებობს. დაწყებული საკმაოდ „მსუბუქი“ საცეკვაო ჟანრებიდან, როგორებიცაა  როკენროლი, პოპ როკი, ბრიტოპი, დამთავრებული ბრუტალური და აგრესიული დეტ მეტალითა და გრაინდკორით. სიმღერების შენაარსი მრავალფეროვანია მსუბუქიდან ღრმა ფილოსოფიურამდე და პირქუშამდე.

როკ მუსიკის ზემოქმედების გაზრდის ერთ-ერთი ხერხია მისი ხმოვანების სიძლიერე, რომელსაც „მუსიკალურ ექსპრესიას“ უწოდებენ. მისი დინამიკა ხშირად 155 დეციბალამდე ადის (დიდი სიმფონიური ორკესტრის ხმოვანება 85 დეციბალია და იშვიათად აღწევს 115 დეციბალს). ყოველივე ამის გამო როკ მუსიკა მსმენელებზე ფიზიკურ ზემოქმედებასაც ახდენს.

როკ მუსიკის საფუძველია ბლუზი. როკ-მუსიკის პირველი ჟანრებია როკენროლი და როკაბილი. 60-70-იან წლებში შეიქმნა როკის უამრავი მნიშვნელოვანი ქვე-ჟანრი: არტ-როკი, რაგა-როკი, ჯაზ-როკი, ჰარდ-როკი, პანკ-როკი, მეტალი.

ელექტრონული მუსიკა  საკმაოდ ვრცელი ტერმინია და, როგორც წესი, ელექტრონული საკრავებით ან ინსტრუმენტებით შექმნილი მუსიკის განსაზღვრებად გამოიყენება. ნებისმიერი ხმა წარმოებული ელექტრონული სიგნალის მიერ შეიძლება კლასიფიცირებულ იქნეს, როგორც ელექტრონული და ეს ტერმინიც ზოგჯერ ამ გაგებით იხმარება. თუმცა მუსიკის სხვა ჟანრებიც ბოლო დროს ხშირად იყენებენ ელექტრონულ გამაძლიერებლებსა და საკრავებს (მაგ. ჯაზი, ხალხური მუსიკა, პოპი). დებატები იმაზე, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ელექტრონულ მუსიკად, დღემდე აქტუალურია.

ტერმინი - ელექტრონული მუსიკა - განსაზღვრავს ძირითადად ისეთი ელქტრონული მოწყობილობებით შექმნილ მუსიკას, როგორებიცაა სინთეზატორი, სემპლერი, კომპიუტერი, და მექანიკური დასარტყამები. თეორიულად, ამ სახის მუსიკის შექმნაში შეიძლება ნებისმიერი სხვა "ინსტრუმენტიც" მონაწილეობდეს. ელექტრონული მუსიკა შეიძლება ასევე მოისაზრებოდეს, როგორც კომპიუტერულიმუსიკა, რადგანაც ის პროგრამის მეშვეობით ხმის ციფრული მანიპულაციის შესაძლებლობას იძლევა, ანალოგური სინთეზატორებისგან განსხვავებით, რომლებიც ელექტრონულ მოწყობილობებს იყენებენ სიგნალების მანიპულაციისთვის.

გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი (გერმ.Gეორგ Fრიედრიცჰ Häნდელ;  23 თებერვალი, 1685, ჰალე –  14 აპრილი, 1759, ლონდონი) — ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორი. მის შემოქმედებაში შედის 40 ოპერა და 25 ორატორია, მათ შორის უმნიშვნელოვანესია ორატორია „მესია“, საეკლესიო ქორალები, საორგანო კონცერტები და მრავალრიცხოვანი გასართობი სახის ნაწარმოებები. ჰენდელის შემოქმედება იმ დროინდელი მუსიკის თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს. ცხოვრების დიდი ნაწილი ჰენდელმა დიდ ბრიტანეთშიგაატარა.

ჰენდელი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა დიდი მუსიკალური ნიჭით. მუსკის შესწავლა 8 წლის ასაკიდან დაიწყო. ის უკრავდა სხვადასხვა ინსტრუმენტებზე: ჰობოიზე, ვიოლინოსა და ორგანზე და ბავშვობიდანვე ქმნიდა მუსიკას.

1702წელს ქ. ჰალეში ჰენდელმა  დაიწყო სამართალმცოდნობის შესწავლა, ამავე წელს მან ორგანისტადაც დაიწყო მუშაობა. ჰენდელი ყოველ კვირას ქალაქის სხვადასხვა ეკლესიაში უკრავდა. ყოველკვირეული კონცერტები მოითხოვდა რეპერტუარის მუდმივ განახლებას და ჰენდელი  თვითონვე ქმნიდა კანტატებს, ქორალებსა და მოტეტებს. ჰალეში ჰენდელს, როგორც კომპოზიტორსა და შემსრულებელს დიდი წარმატება ხვდა წილად, რამაც განაპირობა მისი პროფესიის საბოლოო არჩევანი.

1703 წელს იგი გადავიდა ჰამბურგში, სადაც გერმანული ოპერა კომპოზიტორ რაინჰარდ კაიზერის წყალობით აღმავლობის გზას ადგა. ჰენდელი ჰამბურგის ოპერაში მუშობას იწყებს ჯერ მეორე მევიოლინედ, ხოლო შემდეგ - ჩემბალისტად.

ჰამბურგში იგი დაუმეგობრდა ცნობილ კომპოზიტორს, დირიჟორსა და მომღერალს იოჰან მატეზონს. მასთან მეგობრობამ ჰენდელის მუსიკალური ცოდნა კიდევ უფრო გააღრმავა.

1705 წელს ჰამბურგში შედგა მისი პირველი ოპერის „ალმირას" პრემიერა, რამაც კომპოზოტორს დიდი წარმატება მოუტანა.

 1706 წელს ჰენდელი იტალიაში გაემგზავრა. იტალიაში ჰენდელმა თავდაპირველად სახელი გაითქვა, როგორც სწორუპოვარმა ორგანისტმა და კლავესინისტმა, ხოლო 1707 წელს წერს ოპერას „როდრიგო“, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.

იტალიურმა ოპერამ მის მუსიკალურ შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.ჰენდელმა გაიცნო გამოჩენილი იტალიელი კომპოზიტორები: არქანჯელო კორელი, ალესანდროდადომენიკოსკარლატი, ბენედეტო მარჩელო.

1710 წელს ჰენდელი ჰანოვერის პრინცის,  გეორგ I-ის კარზე კაპელმაისტერად დაინიშნა. იმავე წლის ნოემბერში კომპოზიტორი ოპერა „რინალდოს“ დასადგმელად ლონდონში გაემგზავრა. ოპერის უდიდესი წარმატებით დადგმის შემდეგ ჰენდელი ისევ ჰანოვერში დაბრუნდა.

1712 წელს ჰენდელი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. ამ პერიოდში მან შექმნა ოპერა ბრიტანეთის დედოფალ ანას საპატივცემულოდ, რომელმაც ჰენდელი, მთელი ცხოვრების მანძილზე, ყოველწლიური ფულადი პრემიით, 200 სტერლინგით დააჯილდოვა. 1714 წელს ჰენდელმა მადლობის ნიშნად დედოფალ ანას მიუძღვნა ოდა "დედოფალ ანას დაბადების დღის აღსანიშნავად".

1714 წელს ბრიტანეთის მეფე ჰანოვერის პრინცი გეორგ I გახდა. იმ დროს უკვე ლონდონში გადასული ჰენდელი კარის მუსიკოსი გახდა.

ჰენდელი მეფე გეორგ I-სთვის შექმნა ინსტრუმენტული ნაწარმოები „მუსიკა წყალზე“, რომელიც ინგლისის სამეფო კარის დღესასწაულებზე დღემდე სრულდება.

მნიშვნელოვანია აგრეთვე ჰენდელის საგუნდო ნაწარმოებები - „ანთემები“, რომლებიც მან ინგლისური საგუნდო ტრადიციების დაცვით დაწერა ბიბლიურ ტექსტებზე.

ჰენდელის შემოქმდების შემდგომი წლები დაკავშირებულია  საოპერო შემოქმედებასთანაა.

ჰენდელის წარმატებას მნშვნელოვნად შეუშალა ხელი 1728 წელს პოეტ გეისა და კომპოზიტორ პეპუშის მუსიკალურიკომედიის გამოჩენამ, რომელსაც „გლახაკთა ოპერა“ ეწოდა.  „გლახაკთა ოპერა“  გესლიანი პოლიტიკური სატირა იყო, რომელიც მინისტრთა კაბინეტისა და არისტოკრატთა საყვარელი გასართობის - იტალიური ოპერის წინააღმდეგ იყო მიმართული. „გლახაკთა ოპერამ“ ფურორი მოახდინა და ჰენდელის ოპერებისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად შენელდა.

1734 წელს ჰენდელმა მთელი თავისი სახსრები ახალი საოპერო თეატრის შემქნას დაახარჯა. მაგრამ მას ისევ ძლიერი მეტოქეები ჰყავდა - ცნობილი კომპოზიტორები ნიკოლა პორპორა და ადოლფ ჰასე. ჰენდელი ამჯერდაც დამარცხდა და მისი თეატრი გაკოტრდა.

ამის შემდეგ ჰენდელის შემოქმედებაში მოხდა მნიშვნელოვანი გარდატეხა - მისი შემოქმედებითი ინტერესების ცენტრში დადგა ორატორია. სწორედ ამ ჟანრში გამოვლინდა მთელი სისრულით ჰენდელის შემოქმდებითი გენია. ყველა იმ ჟანრმა, რომელზეც მუშაობდა ჰენდელი,  ნიადაგი მოუმზადა ჰენდელის ორატორიებს. იტალიური ოპერა დაეხმარა ჰენდელს დაუფლებოდა ვოკალური სტილისა და სოლო სიმღერის სხვადასხვა სახეს - გამომსახველ რეჩიტატივს, კანტილენას, პათეტიკური და ვირტუოზული არიების წერის მანერას; საგუნდო ნაწარმოებები დაეხმარა განევითარებინა საგუნდო წერის ტექნიკა, საორკესტრო ნაწარმოებების საშუალებით მან დახვეწა საორკესტრო გამომსახველი საშუალებები. ჰენდელის  საუკეთესო ნაწარმოებებს მიეკუთვნება ბიბლიურ სიუჟეტზე დაწერილი ორატორიები: „სამსონი“, „მესია“, „საული“, „ისრაელი ეგვიპტეში“, „იუდა მაკაბელი“. ამ ნაწარმოებებმა, რომლებიც გამსჭვალულია პატრიოტული პათოსით, გმირული სულით, ბრიტანელებში პატრიოტულ სულისკვეთებას აღვივებდნენ, ჰენდელს დიდი აღიარება და საყოველთაო პოპულარობა მოუპოვეს.

ჰენდელი გარდაიცვალა 1759 წელს. დაკრძალულია ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში.

ჰენდელის შემოქმედება მდიდარი და მრავალფეროვანია. მას შექმნილი აქვს ოპერები, ორატორიები, კამერული ვოკალური მუსიკა, საკლავესინო და საორგანო პიესები, კონჩერტო გროსოები.

იოჰან სებასტიან ბახი (, 1685, აიზენახი- 1750, ლაიფციგი), ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი. მისი შემოქმედება გამოირჩევა ინტელექტუალური სიღრმით, ტექნიკური სრულყოფილებით, მხატვრული დახვეწილობით. ბახი თითქმის ყველა მუსიკოსისათვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდ ამოცარტიდან შონბერგამდე.

ბახი ათი წლისა დაობლდა. მისი აღზრდა ითავა უფროსმა ძმამ იოჰან კრისტოფმა, რომელიც ქ. ორდრუფში მუშაობდა კაპელმაისტერად. ძმის ხელმძღვანელობით ბახი დაეუფლა ორგანზე და ვიოლინოზე დაკვრის ტექნიკას. მოგვიანებით ბახმა თავის ძმას მიუძღვნა ნაწარმოები -„კაპრიჩო ძმის გამგზავრების გამო" (1704). 

1703 წელს ვაიმარის ჰერცოგმა იოჰან ერნესტმა ბახი თავის კარზე მიიწვია სამუშაოდ. აქ მას შესაძლებლობა მიეცა უფრო ღრმად გაცნობოდა ევროპული ქვეყნების მუსიკალურ კულტურას. მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იტალიურმა ინსტრუმენტულმა მუსიკამ, განსაკუთრებით მისმა ბრწყინვალე საკონცერტო სტილმა, განსაკუთრებით ანტონიო ვივალდისა და არქანჯელო კორელის შემოქმედებამ. იტალიური მუსიკის თემები ბახმა კლავესინსა და ორგანზე გადაიტანა და მათ ახალი ინტერპრეტაცია შესძინა. ვაიმარში შექმნა უკვე ბახისეული გენიით აღბეჭდილი სრულყოფილი ნაწარმოებები: ტოკატა და ფუგა რე-მინორი (1709), პრელუდია და ფუგა რე-მაჟორი (1709), საერო კანტატა "მამშვიდებს მხოლოდ მხიარული ნადირობა" (1716) და მრავალი სხვა. 1717 წელს ბახი ვაიმარიდან კეტენში გადავიდა, სადაც ხელმძღვანელობდა პატარა კამერულ ორკესტრს და უკრავდა კლავესინზე. ამპერიოდშიბახიძირითადადინსტრუმენტულიმუსიკისჟანრშიმუშაობდა. კეტენშიშეიქმნა "კარგად ტემპერირებული კლავირის" I ტომი (1722), ექვსი "ინგლისური სუიტა" (1720-1722) და ექვსი "ფრანგული სუიტა", ორ- დ ასამხმიანი ინვენციები (1720), ექვსი "ბრანდენბურის კონცერტი" (1719), ექვსი სონატა ვიოლინოსათვის (1720).

1723-იდან ბახი  გადავიდა ლაიფციგში წმინდა თომას ეკლესიისა და ამავე ეკლესიის სკოლის კანტორად (ეკლესიის მგალობელი, საეკლესიო მუსიკის მასწავლებელი). ლაიფციგში ბახი გარდაცვალებამდე დარჩა.

ლაიფციგის პერიოდი ყველაზე რთული და მრავალფეროვანია ბახის შემოქმედებაში. მის ნაწარმოებებში აქტიურად შეიჭრა სასულიერო თემატიკა, შეიქმნა პასიონები ("ქრისტეს ვნებანი") - იოანეს (1723), მათეს (1728) სახარებათა მიხედვით, მესა სი-მინორი (1733-1738), "სააღდგომო ორატორია" (1736), "მაგნიფიკატი" (1723). პარალელურად შექმნა საუკეთესო საერო ნაწარმოებები: "ყავის კანტატა" (1732), "თესევსი და პანი" (1732), კანტატები ლაიფციგელი პოეტი ქალის მარიანა ფონ ციგლერის ტექსტებზე (1735), "მწყემსური კანტატა" (1725), "ღამის მუსიკა" (1738) და სხვა. აგრეთვე ინსტრუმენტული ნაწარმოებები: "კარგად ტემპერირებული კლავირის" II ტომი, "გოლდბერგის ვარიაციები" (1742), "ფუგის ხელოვნება" (1749-1750), საორგანო პრელუდიები, ტოკატები, ფანტაზიები, ფუგები, ინსტრუმენტული კონცერტები, "იტალიური" კონცერტები (1734).

ბახის შემოქმედება კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ დავიწყებას მიეცა. ბახის ნაწარმოებების პოპულარიზაციაში უდიდესიწვლილი შეიტანა XIX ს-ის ცნობილმა კომპოზიტორმა მენდელსონმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ბახის ნაწარმოებების სახალხო შესრულებაში. მისივე შუამდგომლობით, 1842 წ., ქ. ლაიფციგში წმ. თომას ტაძართან მდებარეს კოლის წინ დაიდგა იოჰან სებასტიან ბახის ძეგლი. საინტერესოა, რომ ძეგლი განასახიერებს ბახს, რომელიც დგას ამობრუნებული, ცარიელი შარვლის ჯიბით. ამ ფაქტს მოსახლეობა აღიქვავს, როგორც მოქანდაკის მიერ, წვრილშვილიანი ბახის უკიდურესი სიღარიბის ხაზგასმას.

ბახების მუსიკალურმა დინასტიამ, როგორც ბახის წინაპრების, ისე მისი ვაჟების სახით, ღრმა კვალი დაამჩნია გერმანული მუსიკის განვითარების პროცესს. 1950 წლიდან ლაიფციგში ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება ბახის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსები.

ბახის შემოქმედება პოლიფონიური მუსიკის მწვერვალს წარმოადგენს. ბახის მუსიკის ემოციური და ფილოსოფიური არსი უღრმეს ჰუმნიზმში, ადამიანებისადმი თავდავიწყებულ სიყვარულშია. იგი თანაუგრძნობს ადამიანს, იზიარებს მის სიხარულსა და მწუხარებას. ბახის დამოკიდებულება სინამდვილესთან გამოიხატება სულიერი განცდებით, ფიქრებით, გრძნობებით.  ბახმა განაზოგადა და თავისებურად გადაამუშავა ფრანგული კლავესინისტების მიღწევები, იტალიური სავიოლინო ხელოვნება, კლასიკურისა გუნდო სტილი, გერმანული საორგანო ოსტატობა. ბახის შემოქმედება ფილოსოფიური ლირიკით გამოირჩევა. ფილოსოფიური მჭვრეტელობა ნათლად შეიგრძნობა ბახის როგორც საერო, ისე სასულიერო მუსიკაში. ბახის საეკლესიო მუსიკა გასცდა რელიგიურ დოგმატიზმის ჩარჩოებს. იგი რელიგიის გაიდეალებისაკენ კი არა, მისი გაადამიანურებისაკენ მიისწრაფოდა. ბახი ერთ დროულად გვევლინება ბრწყინვალე, შთაგონებულ იმპროვიზატორად და ღრმა რაციონალისტად; მისი შემოქმედებითი დიაპაზონი ძალიან ფართოა: თავისუფალი "ქრომატულიფანტაზიიდან" რამდენადმე განყენებული "ფუგი სხელოვნებამდე", ჟანრულ-სახუმარო "კაპრიჩიოდან" - დრამატულ პასიონებამდე. გამონაკლისს წარმოადგენს ოპერა. ამ ჟანრისათვის ბახს არც ერთხელ არ მიუმართავს.

ბახის  შემოქმედების საფუძველი საორგანო ნაწარმოებებია. ბახის ეპოქაში ორგანი იყო საკრავი, რომლის საშუალებითაც კომპოზიტორს შეეძლო ფართო აუდიტორიამდე მიეტანა თავისი აზრები და ემოციები. ბახის საორღანო ნაწარმოებებიო ორი ტიპისაა - მუსიკალური ციკლები - პრელუდიები და ფუგები, ფანტაზიები და ფუგები, ტოკატები და ფუები და ერთნაწილიანი ქორალური პრელუდიები. ბახი საორგანო ნაწარმოებებს მთელი ცხოვრება ქმნიდა, თუმცა ამ ჟანრის ყველაზე სრულყოფილი ნიმუშები ვაიმარშია შექმნილი. ბახის საორგანო ნაწარმოებებს შორის ფართო აუდიტორიაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტოკატა და ფუგა რე მინორი.

ბახის შემოქმედების მეორე მნიშვნელოვანი სფეროა საკლავირო მუსიკა.  ბახმა გააფაართოვა კლავირის შესაძლებლობები გაამდიდრა რა კლავირზე დაკვრის ტექნიკა საორგანო, სავიოლინო და საოპერო ლიტერატურის არსენალიდან აღებული სტილისტური და ტექნიკური ხერხებით. ბახმა აჩვენა, რომ კლავირისთვის მისაწვდომია მაღალი ლირიკისა და პათეტიკის სფერო, ვირტუოზული საკონცერტო სტილი, მელოდიკის კანტილენურობა.

ბახმა საშემსრულებლო პრაქტიკაში ახალი ჟანრები დაამკვიდრა: ახლებურად გაიაზრა საკლავირო სუიტა, იტალიური სავიოლინო კონცერტების მაგალითზე შექმნა საკლავირო კონცერტის ჟანრი.

საკლავირო ნაწარმოებებს ბახი მთელი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე ქმნიდა, თუმცა გამორჩეული ყურადღება ამ ჟანრის ნაწარმოებებს მან კეტენში მოღვაწეობის დროს დაუთმო. სწორედ აქ შეიქმნა ორხმიანი და სამხმიანი ინვენციები, „ფრანგული“ და „ინგლისური“ სუიტები, კარგად ტემპერირებული კლავირის პირველი ტომი, „ქრომატიული ტოკატა და ფუგა“ და სხვ.

ბახის შემოქმედების კიდევ ერთი სფეროა ვოკალური შემოქმედება. ამ ჟანრის პირველი ნაწარმოებები მან ჯერ კიდევ ვაიმარსა და კეტენში დაწერა, თუმცა ვოკალური ნაწარმოებების უმრავლესობა მან ლაიფციგში შექმნა.

ბახის ვოკალური ნაწარმოებების უმრავლესობა დაწერილია სასულიერო თემებზე, თუმცა მას ამ ჟანრშისაერო  ნაწარმოებებიც აქვს შექმნილი. მათ შორის აღსანიშნავია იუმორით გამსჭვალული „ყავის კანტატა“.

ბახის ვოკალური შემოქმედები სმწვერვალია „მათეს ვნებანი“ და მესა სი მინორი. აქ იგი წარმოგვიდგა, როგორც სრულყოფილი ოსტატი, რომელმაც უსასრულო მშვენიერებისა და სიდიადის ქმნილებებში განაზოგადა მთელი თავისი უმდიდრესი საკომპოზიტორი გამოცდილება.

ჯუზეპე დომენიკო სკარლატი (Gიუსეპპე Dომენიცო შცარლატტი) ( 26 ოქტომბერი, 1685, ნეაპოლი, იტალია -  23 ივლისი, 1757, მადრიდი, ესპანეთი) - ბაროკოს ეპოქის იტალიელი კომპოზიტორი.

დომენიკო სკარლატიდაიბადა1685 წელს ნეაპოლში, კომპოზიტორ ალესანდრო სკარლატის ოჯახში. იგი პატარობიდანვე დაეუფლა ჩემბალოზე დაკვრას. დომენიკო იყო მეექვსე ათი შვილიდან. შესაძლოა მისი პირველი მასწავლებელი იყო მამამისი - ალესანდროსკარლატი. შემდგომში დომენიკოს მასწავლებლები იყვნენ: კომპოზიტორები გაეტანო გრეკო, ფრანჩესკო გასპარინი და ბერნარდო პასკვინი.

1701 წელს დომენიკო გახდა ნეაპოლის სამეფოკარის კომპოზიტორი. პირველი ოპერა, რომელმაც მას აღიარება მოუტანა, იყო  „ოქტავია“. 1709წელს იგი  რომში ჩავიდა და პოლონეთის დედოფალ მარიას კარზე მსახურობდა. 1715 წელს სკარლატი წმ. პეტრეს ტაძრის ორგანისტი გახდა. რომში ყოფნისას იგი დაუმეგობრდა ჰენდელს და ეს ურთიერთობა მრავალი წელი გაგრძელდა. დომენიკო ვირტუოზი კლავესინისტი იყო. ის მონაწილებას იღებდა შეჯიბრებაში, რომელიც რომში, კარდინალი ოტობონისთან იმართებოდა. ის აღიარებული იყო, როგორც ჰენდელზე უკეთესი კლავესინისტი, მაგრამ უარესი ორგანისტი.

 20-იან წლებში სკარლატიმ ევროპაში ინგლისში გაემგზავრა, სადაც მისმა სონატებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

1721 წელს სკარლატი ლისაბონში გაემგზავრა, სადაც პრინცესა მარია მაგდალინა ბარბარას ასწავლიდა მუსიკას. 1729 წელს მარია ბარბარა ესპანეთის დედოფალი გახდა. სკარლატი დედოფლის მოწვევით ესპანეთში გადასახლდა და სამეფო კარის კომპოზიტორი გახდა. სწორედ ესპანეთში მიაღწია სკარლატის შემოქმედებამ განვითარების უმაღლეს მწვერვალს. მადრიდში დაწერა სკარლატიმ თავისი საკლავირო სონატების უმეტესი ნაწილი, შექმნა საკომპოზიტორო და საშემსრულებლო სკოლა, სადაც მრავალი ცნობილი მუსიკოსი აღიზარდა.  დომენიკო ჯუზეპე სკარლატი გარდაიცვალა მადრიდში, 71 წლის ასაკში. მის სახლში - ჩალლე Lეგანიტოს-ში არის მემორიალური დაფა, მისი შთამომავლები კი ეხლაც ესპანეთში ცხოვრობენ.

სკარლატიმ  ხელი შეუწყო საკლავირო სონატის ჟანრის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. მას 600-მდე საკლავირო სონატა აქვს შექმნილი, რომელთაც თავად კომპოზიტორი უწიდებდა „სავარჯიშოებს ჩემბალოსათვის“. მისი სონატები  მრავალფეორვანი მხატვრული სახეებით გამოირცევიან. სკარლატის სონატები დიდი პოპულარობით სარგებლობს დღევანდელი პიანისტების რეპერტუარში.

სკარლატის სონატები გამოირჩევა ფორმის სიმწყობრითა და კომპაქტურობით, ელეგანტური ფაქტურით, მრავალფეროვანიმხატვრული სახეებით, გამომსახველი მელოდიკით, თუმცა მის სონატებში ვერ შევხვდებით ფართო სუნთქვის კანტილენურ მელოდიკას, რომელიც დამახასიათებელი იყო სხვა იტალიელი კომპოზიტორებისათვის.  სკარლატისთან ვხვდებით სონატა-კაპრიჩიოს, სონატა ფუგას, სონატა-ცეეკვას, სონატა ელეგიას და სხვ.

სკარლატის სონატების უმრავლესობა ძველებურ სონატურ ფორმაშია დაწერილი. ეს არის ერთნაწილიანი ნაწარმოები, რომელსაც ორი კონტრასტული თემა უდევს საფუძვლად. ძველებური სონატა მოიცავს კლასიკური  სონატის თითქმის ყველა ნიშან-თვისებას: ექსპოზიციაში წარმოდგენილი მთავარი და დამხმარე პარტიები,  მცირე დამუშავებითი ეპიზოდი და რეპრიზა.

მართალია, თავისი მხატვრულ ფილოსოფიური შინაარსითა და დრამატიზმის ხარისხით ძველებური სონატა ვერ შეედრება ვენის კლასიკოსთა სონატებს, სკარლატის შემოქმედებამ მნიშვნელოვნად გაუკვალა გზა ჰაიდნის, მოცარტისა და ბეთჰოვენის ძიებებს ამ სფეროში.

ჟან ფილიპ რამო (250990- სექტემბერი, 1683 - 12 სექტემბერი, 1764) ბაროკოს ეპოქის ფრანგი კომპოზიტორი და მუსკის თეორეტიკოსი.

რამოს მამა ორგანისტი იყო. მან ნოტები წერა-კითხვაზე ადრე ისწავლა. 18 წლისა სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა. დაბრუნების შემდეგ უკრავდა ვიოლინოზე მონპელიეს ორკესტრში, შემდეგ კი სხვადასხვა ქალაქში ორგანისტად. 1722 წლიდან პარიზში დასახლდა, 1745 წელს კი სასახლის კარის კომპოზიტორი გახდა.

რამო ქმნიდა სასულიერო, საერო და მუსიკას თეატრისათვის.

რამომ საფუძველი ჩაუყარა ახალ საოპერო სტილს, რომლის საუკეთესო ნიმუშებია ლირიკული ტრაგედიები `იპოლიტე და არისია”, `კასტორი და პოლუქსი~ და ოპერა-ბალეტი `გალანტური ინდოეთი”. რამოს ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია საკლავესინო პიესების სამი კრებული და ხუთი კონცერტი კლავესინის, ვიოლინოს, ვიოლა და გამბასათვის. ამ ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია პიესები `ტამბურინი”, `ქათამი”, `ჩაქუჩები”, `ჩიტების გადაძახილი”.

საკლავესინო პიესები კომპოზიტორისათვის ერთგვარ შემოქმედებით ლაბორატორიას წარმოადგენდა, სადაც ის ატარებდა თამამ ცდებს რიტმის, ფაქტურისა და ჰარმონიის სფეროებში. მაგლითად, პიესაში `ენჰარმონიული” ვხვდებით ენჰარმონიული მოდულაციის ერთ-ერთი პირველ ნიმუშს მუსიკის ისტორიაში.

ანტონიო ლუჩიო ვივალდი (4 მარტი, 1678, ვენეცია-28 ივლისი, 1741, ვენა), მეტსახელადIლ Pრეტე ღოსსო („წითურიმღვდელი“), იყო ვენეციელი მღვდელი, ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორი და მევიოლინე. მისი სავიოლინო კონცერტების ციკლი -„წელიწადის დრონი“ ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებია.

ვივალდი ბრწყინვალე მევიოლინე იყო. მის შესრულებაში თანამედროვეები განსაკუთრებით აფასებდნენ ვირტუოზულობასა და მრავალფეროვან ტემბრულ პალიტრას. სწორედ ამ ნიჭის წყალობით ვივალდიმ 25 წლის ასაკში  ვენეციის ერთ-ერთ საუკეთესო კონსერვატორიაში -   Oსპედალე დელლა Pიეტà-ში ვიოლინოს მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ვენეციაში სულ 4 ასეთი დაწესებულება იყო. მათი მიზანი იყო მიეცათ განათლება და აღეზარდათ მიტოვებული, ობოლი და ღარიბი ოჯახის შვილები. ისინი ფინანსდებოდნენ რესპუბლიკის ფონდებიდან -ვაჟები შეისწავლიდნენ ვაჭრობას, ხოლო გოგონები ღებულობდნენ მუსიკალურ განათლებას. მათ შორის ყველაზე ნიჭიერები Oსპედალე დელლა Pიეტà-ს გუნდის და ორკესტრის წევრები ხდებოდნენ.

ანტონიო ვივალდი  ბევრს მუშაობდა და ხვეწდა როგორც საკუთარ, ისე თავის აღსაზრდელთა საშემსრულებლო ხელოვნებას. ვივალდის ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან სულ მალე, ობოლთა თავშესაფრის აღსაზრდელთა გუნდმა და ორკესტრმა  სახელი ვენეციის გარეთაც მოიპოვა. ამბობენ, რომ კონსერვატორიის ორკესტრი საფრანგეთის მეფის ლუი მე-14-ის ორკესტრსაც არ ჩამოუვარდებოდა, რომელსაც სახელგანთქმული კომპოზიტორი ლული ხელმძღვანელობდა. ვივალდისა  და მისი მოსწავლეების მოსასმენად ვენეციაში მსმენელები მთელი ევროპიდან ჩადიოდნენ. კონცერტები კვირაში ორჯერ იმართებოდა. მუსიკას ამ კონცერტებისათვის ვივალდი წერდა. სწორედ ამ წლებში დაწერა ვივალდიმ თავისი მუსიკალური ნაწარმოებების უმრავლესობა, მათ შორის ოპერები და მრავალი კონცერტი.

1718 წლიდანვივალდი ხშირად მიემგზავრებოდა გასტროლებზე. მიუხედავად ამისა, Oსპედალე დელლა Pიეტà თანახმა იყო მისთვის ხელფასი გადაეხადა, თუკი კომპოზიტორი მათ დაუწერდა თვეში ორ კონცერტს და ჩაატარებდა მეცადინეობას ხუთჯერ მაინც იმ დროის განმავლობაში, როცა ვენეციაში იმყოფებოდა. სავარაუდოდ ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას ვივალდი გერმანიაშიც მოხვდა, სადაც  ი.ს. ბახმა მისი ცხრა კონცერტის საორგანო და საკლავირო ვარიანტი შექმნა.

მე-18 საუკუნის ვენეციაში ოპერა იყო ყველაზე უფრო პოპულარული მუსიკალური სანახაობა და მისი წერაც კომპოზიტორებისათვისაც ძალზე მომგებიანი იყო. ქალაქში ერთდროულად რამდენიმე თეატრი მუშაობდა, რომლებიც მუდმივ კონკურენციაში იყვნენ ერთმანეთთან. ვივალდისთვისაც ოპერა ერთ-ერთი წამყვანი ჟანრი იყო. ჩვენამდე მოაღწია ვივლადის 50-მდე ოპერამ, თუმცა მარკიზ ბენტივოლიოსადმი მიწერილ წერილში თავად კომპოზიტორი აღნიშნავს, რომ 94 ოპერის ავტორია.  ვივალდი ვენეციის საოპერო თეატრ შანტ'Aნგელო-სიმპრესარიო იყო,სადაცდაიდგამისიოპერა „ორლანდო, ცრუ შეშლილი“. ოპერამ  წარმატება ვერ მოიპოვა და ორი კვირის შემდეგ ვივალდი იძულებული გახდა მოეხსნა იგი თეატრის რეპერტუარიდან. 1716  წელს მან მაყურებელს წარუდგინა ორი ოპერა „დარიუსის მეფედ კურთხევა“ და „სიმტკიცე, რომელიც ბატონობს სიყვარულსა და სიძულვილზე“ ეს  უკანასკნელი იმდენად პოპულარული გახდა, რომ 1732 წელს პრაღაშიც დაიდგა.

1718-1721 წლებში ვივალდი მანტუის ჰერცოგის მიწვევით სასახლის კარის ორკესტრის ხელმძღვანელად მუშაობდა. სწორედამპერიოდშიდაწერაანტონიოვივალდიმ  სავიოლინო კონცერტების ცნობილი ციკლი „წელიწადისდრონი“. „წელიწადის დრონი“ საეტაპო ნაწარმოებია პროგრამული სიმფონიური მუსიკის განვითარების გზაზე - ამ ჟანრის ერთერთი პირველი ნიმუშია, რომელმაც ნიადაგი მოუმზადა შემდგომი თაობის კომპოზიტორთა ძიებებს ამ სფეროში.როგორც ირკვევა, ამ მუსიკის დაწერის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მანტუის ირგვლივ მდებარე ლამაზი სოფლის გარემო. ამ ნაწარმოებში გენიალურმა კომპოზიტორმა ნათლად დახატა ნაკადულის ჩხრიალი, ჩიტების ჭიკჭიკი, მეცხვარეთა შეძახილები, შტორმი, წყნარიღამეები, გაყინული პეიზაჟები, ცეცხლის ციალი. ყველა ეს სცენა თვალნათლივ წარმოგვიდგება ხოლმე ამ გენიალური მუსიკის მოსმენისას.

ვივალდის თაყვანისმცემელთ შორის პაპები, იმპერატორები, მეფეები იყვნენ. ვივალდიმ მათ არერთი ნაწარმოები უძღვნა. მაგალითად, საქორწილოკანტანტაGლორია ე Iმენეოლუი XV-ის ქორწინებას მიუძღვნა, ხოლო კონცერტების ციკლი Lა ჩეტრა ავსტრიის იმპერატორ კარლოს VI-სთვის დაწერა. 1728 წელს ის იმპერატორს ტრიესტში პირადად შეხვდა. კარლოსი ისე მოხიბლული იყო "წითურიმღვდლის" მუსიკით, რომ იმ დღეს იმაზე მეტი ესაუბრა კომპოზიტორს, ვიდრე ყველა მინისტრს ორი წლის განმავლობაში. კარლოსმა ვივალდის მიანიჭა რაინდის წოდება, ოქროს მედალი და მიიწვია ვენაში. თავის მხრივ, კომპოზიტორმა იმპერატორს გადასცა Lა ჩეტრა-სხელნაწერის ასლი.

მიუხედავად წარმატებებისა, იმპერიოდის სხვა კომპოზიტორთა მსგავსად, ვივალდიც სიცოცხლის ბოლო წლებში განიცდიდა ფინანსურ გაჭირვებას. მუსიკალური გემოვნების ცვალებადობის გამო მისი ნაწარმოებები უკვე აღარ სარგებლობდნენ პოპულარობით. ვივალდი იძულებული გახდა თავის ხელნაწერთა უმრავლესობა მეტად დაბალ ფასში გაეყიდა, რათა ვენაში თავისი ცხოვრება უზრუნველეყო. დღემდე უცნობია ვივალდის ვენეციიდან წასვლის მიზეზი. მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ იგი ვენაში იმპერატორთან შესახვედრად გაემგზავრა, თუმცა მისი ვენაში ჩასვლიდან მოკლე ხანში იმპერატორი გარდაიცვალა. უიღბლობის ამ მძიმე დარტყმამ კომპოზიტორი ვენაში შემოსავლის წყაროსა და იმპერატორის მფარველობის გარეშე დატოვა. ვივალდი გარდაიცვალა 1741 წლის 27 ან 28 ივლისს. იგი დაკრძალეს ღარიბთა საავადმყოფოს ეზოში, რომელიც მდებარეობდა წმინდა კარლის სახელობის ეკლესიასთან. ამ სასაფლაოზე ასაფლავებდნენ სიკვდილმისჯილ დამნაშავეებსაც. იმის გამო, რომ ეს სასაფლაო1783 წელს დაიხურა, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად არის დაკრძალული გენიალური ვენეციელი კომპოზიტორი. 1815 და 1818 წლებში იმ ტერიტორიაზე, სადაც სასაფლაო იყო, აშენდა ვენის ტექნიკური უნივერსიტეტი. 1978 წელს, ანტონიო ვივალდის დაბადებიდან 300 წლის თავთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის წინ დაიდგა მემორიალური დაფა, რათა უკვდავეყოთ ბაროკოს ეპოქის დიდი კომპოზიტორის სახელი.

ვივალდის შემოქმედების მთავარი ჟანრი ინსტრუმენტული კონცერტებია, რომლებიც გამოირჩევა ბრწყინვალებით, ვირტუოზულობით, ექსპრესიულობითა და ფერადოვნებით.

ვივალდი 46 კონჩერო გროსოსა და 447  სოლო კონცერტის ავტორია. მათ შორის 221 სავიოლინოა, 20 სავიოლონჩელო, 6 ვიოლა დ’ამურის, 16 ფლეიტის, 11 ჰობოის, 38 ფაგოტის კონცერტია. ვივალდის დაწერილი აქვს კონცერტები მანდოლინის, ვალტორნის, საყვირისათვის, აგრეთვე კონცერტები ორი ან მეტი ინსტრუმენტისათვის.

ვივალდის კონცერტები სამი ნაწილისაგან შედგება. მათი სტრუქტურა ასეთია: ნელი-ჩქარი-ნელი. მისი ნაწარმოებების თემები გამოკვეთილი, ტემპერამენტული და ექსპრესიულია. მისი კონცერტების პირველი ნაწილები რონდოს ფორმაშია დაწერილი. რეფრენის თემას, რომელიც თავდაპირველად ორკესტრში ჟღერს, ენაცვლება თემატურად მონათესავე, დამუშავებითი ხასიათის ეპიზოდები  სოლო ინსტრუმენტის პარტიაში. 

ვივალდის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს პროგრამულ მუსიკას. მისი კონცერტების პროგრამა სხვადასხვანაირია: ვივალდის ზოგიერთი პროგრამა ბუნების პოეტურ სურათის აღწერას წარმოადგენს (კონცეტები „ღამე“, „ქარიშხალი ზღვაზე“, „პასტორალი“, „წელიწადის დრონი“, ვხვდებით მითოლოგიურ („პროტევსის გარდასახვა“), რელიგიურ („წმინდანის საფლავთან“, „წმინდა ლორენცოს სადიდებლად“) და სხვადასხვა სულიერი მდგომარეობის ამსახველ („ეჭვი“, „დასვენება“, „მღელვარება“) პროგრამებს.   ზოგჯერ კომპოზიტორი იფარგლება მხოლოდ სათაურის მითითებით, როგორც ამას ვხვდებით სოლო ვიოლინოს, ხემიანი საკრავების ანსამბლისა და ორგანისთვის დაწერილ ნაწარმოებში „ქარიშხალი ზღვაზე“. კონცერტების ციკლში „ღამე“ კომპოზიტორი უფრო დეტალურ პროგრამას იძლევა და ყოველ ნაწილს თავისი ქვესათაური გააჩნია. კონცერტების ციკლში „წელიწადის დრონი“ კი ყოველ კონცერტს ეპიგრაფის სახით დეტალური პროგრამა-სონეტი უძღვის წინ. 

ფრანციოზეფჰაიდნი (31 მარტი, 1732, რორაუ, ქვემოავსტრია - 31 მაისი. 1809, ვენა), ავსტრიელიკომპოზიტორი, ვენისკლასიკურისკოლისპირველიწარმომადგენელი, კლასიკური სიმფონიისა და სიმებიანი კვარტეტების ჟანრის ფუძემდებელი. ჰაიდნის მიერ ავტრიის იმპერატორ ფრანც II-ის საპატივცემულოდ დაწერილი „საიმპერატორო კვარტეტის“ II ნაწილის მელოდია კი გერმანიის ეროვნულ ჰიმნს დაედო საფუძვლად.

ჰაიდნი 1732 წელს სოფელ რორაუში დაიბადა ეტლების შემკეთებლის ოჯახში. მისი მშობლები მუსიკის დიდი მოყვარულები იყვნენ და მათ ოჯახში ხშირად იმართებოდა იმპროვიზირებული კონცერტები.   ავსტრიულმა გლეხური ცეკვებმა და სიმღერებმა დიდი როლი ითამაშეს მომავალი კომპოზიტორის მუსკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე. მშობლებმა თავიდანვე შენიშნეს იოზეფის მუსიკალური ნიჭი და ექვსი წლის ასაკში  ნათესავთან გააგზავნეს ქალაქ ჰაინბურგში, სადაც ჰაიდნი გალობდა საეკლესიო გუნდში, სწავლობდა სანოტო ანბანსა და ვიოლინოსა და კლავესინზე დაკვრას. სწორედ ჰაინბურგში მოუსმინა მას კომპოზიტორმა რეიტერმა, რომელიც მთელ ავსტრიაში მოგზაურობდა წმ სტეფანეს ტაძრისთვის კარგი ხმის მქონე ყმაწვილების შესაგროვებლად. იოზეფის შეანიშნავი სოპრანოთი და არაჩვეულებრივი მუსიკალურიბით მოხიბლულმა რეიტერმა ბიჭუნა ვენაში წაიყვანა, სადაც  წმ. სტეფანესტაძრისგუნდში მღეროდა ცხრა წლის განმავლობაში. ჰაიდნი თითქმის ყოველ დღე მღეროდა წირვების, საკარო ცერემონიებისა და დაკრძალვების დროს. ტაძარში სიმღერა მას საშუალება მისცა გაცნობოდა ავსტრიელი, გერმანელი და იტალიელი კომპოზიტორების პოლიფონიური სტილის ნაწარმოებებს.  აქვესწავლობდასხვადასხვასაკრავზედაკვრას.

ვენის მუსიკალური ცხოვრება, თვაისი მდიდარი მუსიკალური ფოლკლორით, იტალიური ოპერით, საყოფოაცხოვრებო მუსიკით ამდიდრებდა მომავალი კომპოზიტორს თვალსაწიერს. 

18 წლის ასაკში, როდესაც ხმამ მუტაცია განიცადა, ჰაიდნი გუნდიდან გამოუშვეს. ახალგაზრდა მუსიკოსი ძალზე შეჭირვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა მისთვის ჩვეული ოპტიმიზმის წყალობით გულს არ იტეხდა.  თავის სარჩენად ჰაიდნი კერძო გაკვეთილებს ატარებდა, ამასთან თავის თავზეც ბევრს მუშობდა - კითხულობდა შრომებს მუსიკის თეორიაში, სწავლობდა სხვადასხვა კომპოზიტორების ნაწარმოებებს, თხზავდა. ჰაიდნის ერთ-ერთი სერენადა მოისმინა კომიკოსმა მსახიობმა კურცმა. იგი  მოიხიბლა ნაწარმოებით და 19 წლის კომპოზიტორს შესთავაზა მუსიკალური კომედიის დაწერა.   ზინგშპილი „კოჭლიეშმაკი" (დაიდგა1752ვენაში) წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა ახალგაზრდა კოპოზიტორს კიდევ უფრო გაუმძაფრდა კოპოზიციაში მეცადინეობის სურვილი, თუმცა ამის მატერიალური საშუალება არ გააჩნდა. პრობლემის გადასაჭრელად ჰაიდნმა ასეთ გამოსავალს მიაგნო - აკომპანიატორად მოეწყო ვენაში მცხოვრები გამოჩენილ იტალიელ კომპოზიტორ ნიკოლა პორპორას კლასში,  რომელიც ამავე დროს  რჩევებს აძლევდა კომპოზიციაში.  გაკვეთილების საფასურის გადახდის ნაცვლად კი ჰაიდნი ამ კომპოზიტორის ლაქიის მოვალეობას ასრულებდა. პორპორასთან მუშაობის შედეგად ჰაიდნმა მოიწესრიგა თავისი ცოდნა კონტრაპუნქტისა და ჰარმონიის სფეროებში.

1755 წელს ჰაიდნი მემამულე ფიუნბერგის მუსიკალური წრის მონაწილე გახდა. ფიუნბერგი მუსიკის დიდი მოყვარული იყო, რომელიც ხშირად მართავდა საკვარტეტო საღამოებს თავის სახლში. ამ საღამოებზე ჰაიდნი ვიოლინოზე უკრავდა. ამ წრისთვის კომპოზიტორმა თავისი პირველი 20 კვარტეტი დაწერა, სადაც თავი იჩინა ჰაიდნის სტილის ძირითადმა ნიშნებმა: მუსიკალური ენის მკაფიო ხალხურობამ, იუმორმა, ჰომოფონიურმა წყობამ.

ფიუნბერგის რეკომენდაციით 1759-1761ჰაიდნი ჩეხიგრაფის -მორცინისკარისკაპელმაისტერიიყო. აქ იგი წერდა გასართობი ხასიათის დივერტისმენტებს, თუმცა, სწორედ მორცინის კაპელაში შექმნამანთავისიპირველისიმფონიები.

1761 წლიდან ჰაიდნი მუშაობას იწყებს უნგრელ თავად ესტერჰაზისთან, რომლის კაპელასაც იგი 1791 წლამდე ხელმძღვანელობდა. ესტერჰაზისორკესტრისა დასაშინაოთეატრისათვის ჰაიდნმა მრავალი ნაწარმოები დაწერა მათ შორის მრავალისიმფონია, კვარტეტი, მესადაოპერა. ესტერჰაზის კარზე ჰაიდნი ვალდებული იყო განსაზღვრული დღისთვის დაეწერა  და შეესრულებინა შეკვეთილი ნაწარმოები, სამსახურში სათანადო ფორმაში გამოწყობილი გამოცხადებულიყო და მისაღებ ოთახში თავადის განკარგულებებს დალოდებოდა. გარდა ამისა, იგი თვალყურს ადევნებდა მუსიკოსთა დისციპლინას, პასუხს აგებდა მუსიკალური ინსტრუმენტების მდგომარეობასა და ნოტების სათანადო მოვლაზე. ხშირად ჰაიდნი თავის ორკესტრთან ერთად თავადს ვენაში მიჰყვებოდა, სადაც დიდი წარმატებით ასრულებდა თავის ნაწარმოებებს. მიუხედავად ამისა,  თავნება თავადმა არაერთხელ დაამცირა კომპოზიტორი. ამას დაერთო არც თუ ბედნიერი ქორწინება. ყოველივე ამის გამო ჰაიდნის 70-იანი წლების ნაწარმოებებში მისთვის უჩვეულო ნაღვლიანი და ტრაგიკული განწყობილებებიც გამოსჭვივის. ასეთია „სამგლოვიარო სიმფონია“, „გამოსათხოვარი სიმფონია“ და სხვ. „გამოსათხოვარი სიმფონიას“ გამორჩეული ფინალი აქვს. ამ სიმფონიაში ტრადიციული ოთხის ნაცვლად ხუთი ნაწილია. მეხუთე ნაწილის შესრულებისას მუსიკოსები რიგრიგობით ტოვებენ თავიანთ პულტებს, აქრობენ სანთლებს, მიაქვთ საკრავები და გადიან.  ბოლოს ორი მევიოლინე რჩება, რომლებიც წყნარი და ნაღვლიანი მუსიკით ასრულებენ ნაწარმოებს. ამ სიმფონიის შექმნის შესახებ შემდეგი ლეგენდა არსებობს: თავადმა ესტერჰაზიმ მუსიკოსებს დიდხანს არ მისცა შვებულება. მუსიკოსებმა დახმარება ჰაიდნს სთხოვეს. კომპოზიტორმაც შექმნა სიმფონია, რომლის ფინალიც თავადისათვის ერთგვარი მინიშნება უნდა ყოფილიყო.

ჰაიდნისშემოქმედებითი სტილი მწვერვალს აღწევს  XVIII საუკუნის 80-90-იანწლებში, როდესაცშექმნასაუკეთესოკვარტეტები (დაწყებულიოპუს 33-ით), 6 პარიზული (1785-1786) და 12 ლონდონური (1791-1792, 1794-1795) სიმფონია, ორატორიები, მესებიდაა. შ. 80-იან წლებში დაუახლოვდა ჰაიდნი მოცარტსაც. ამ ორ კომპოზიტორს პირადი და შემოქმედებითი მეგობრობა აკავშირებდათ.

1790 წელს მოხუცი თავადი ესტერჰაზი გარდაიცვალა, მისმა ვაჟმა კი კაპელა დაითხოვა. ამ დროს ჰაიდნი მიიწვიეს ინგლისში, სადაც მის ნაწარმოებებს აღფრთოვანებული მიღება ხვდა წილად. ოქსფორდის ინივერსიტეტმა მას საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ჰაიდნმა შეასრულა 1788 წელს დაწერილი სოლ მაჟორული სიმფონია, რომელიც დღეს „ოქსფორდის სიმფონიის“ სახელითაა ცნობილი.

ჰაიდნის შემოქმედების უკანასკნელი პერიოდის ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია ორატორიები "სამყაროსშექმნა" (1798) და "წელიწადისდრონი" (1801). ამ ნაწარმოებებში ასახულია ადამიანების ბედნიერება და ცხოვრების სილამაზე ბუნების ნათელი სურათების ფონზე.

1802 წლის შემდეგ ჰაიდნს არაფერი დაუწერია. ევროპის ქვეყნებს სერავდნენ გენერალ ბონაპარტეს ჯარები, რომელმაც 1804 წელს თავი იმპერატორად გამოაცხადა. ჰაიდნმა, რომელიც თავისი აღზრდით, ჩვევებით და მსოფლმხედველობით მე-18 საუკუნეს ეკუთვნოდა, ყველა ამ მოვლენას აღიქვამდა, როგორც საყოველთაო ნგრევას, დაღუპვას. ალბათ ამით აიხსნება კომპოზიტორის შემოქმედებითი დუმილი ცხოვრების უკანასკნელ წლებში. ჰაიდნი 1809 წელს გარდაიცვალა.

 ჰაიდნის მუსიკა უაღრესად დემოკრატიულია და მჭიდროდაა დაკავშირებული ხალხურ შემოქმედებასთან. მისი მუსიკა გამსჭვალულია ავსტრიული, სლავური, უნგრული ფოლკლორის რიტმებითა და ინტონაციებით, ხალხური იუმორით, სიცოცხლის სიყვარულით. მის მუსიკაში სჭარბობს მაჟორული ტონალობები, ოპტიმისტური განწყობა.

ჰაიდნმა ჩაუყარა საფუძველი კლასიკურ სონატურ-სიმფონიურ ციკლს, რომლის ერთი კონცეფციით გაერთიანებული ოთხი ნაწილი ცხოვრების სხვადასხვა მხარეს გამოხატავს.

ჰაიდნის კალამს ეკუთვნის ასზე მეტი სიმფონია, უამრავი კამერული ანსამბლი, 83 სიმებიანი კვარტეტი, კონცერტები სხვადასხვა ინსტრუმენტისათვის, 24 ოპერა, 52 საფორტეპიანო სონატა, საკრავიერი პიესები და სხვა.

ვოლფგანგამადეუსმოცარტი (გერმ. ჭოლფგანგ Aმადეუს Mოზარტ; სრულისახელი ჟოანნეს ჩჰრყსოსტომუს ჭოლფგანგუს თჰეოპჰილუს Mოზარტ) (1756 წლის 27 იანვარი, ზალცბურგი —  1791 წლის 5 დეკემბერი, ვენა), ავსტრიელი კომპოზიტორი, დირიჟორი, ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენელი. მოცარტმა 600-მდე ნაწარმოები დაწერა. მათ შორისაა ოპერები, სიმფონიები, კონცერტები, კამერული და სასულიერო ხასისათის ნაწარმოებები. მოცარტი  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ  კომპოზიტორია. მან უამრავ მუსიკოსზე მოახდინა გავლენა.

მოცარტი დაიბადა  ზალცბურგის კარის კაპელმაისტერისა და კომპოზიტორის, ლეოპოლდ მოცარტისა და ანა მარია პერტლის ოჯახში. მან პირველი გაკვეთილები ვიოლინოს, კლავესინსა და კომპოზიციაში მამასთან მიიღო. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით, ხუთი წლის ასაკში მან უკვე რამდენიმე პატარა მუსიკალური ნაწარმოები შეთხზა. ოთხი წლის მოცარტი უკვე უკრავდა ფორტეპიანოზე, ექვსისა კი სერიოზულ ნაწარმოებებს ასრულებდა. ექვსი წლის ასაკში იგი შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე და კლავესინზე. მოცარტის და ნანერლი და თვით მოცარტი1762 წლიდან უკვე კონცერტებს მართავდნენ. ბავშვების დიდმა წარმატებამ ლეოპოლდ მოცარტს მტკიცედ გადააწყვეტინა, რომ საჭირო იყო მოცარტის უფრო დიდ ასპარეზზე გაყვანა. მან 1763 წელს ოჯახთან ერთდ დიდი მოგზაურობა დაიწყო, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ამ ტურნეში შედიოდა ევროპის მრავალი დიდი ქალაქი:  მიუნხენი,  აუგსბურგი, ლუდვიგსბურგი,ჰაიდელბერგი, მაინცი, ფრანკფურტი, კობლენცი, კიოლნი, ბრიუსელი, პარიზი, ვერსალი, ლონდონი, ამსტერდამი, ლიონი, ჟენევა, ბერნი, ციურიხი, ულმი და ისევ მიუნხენი, სადაც ბავშვები არისტოკრატთა სასახლეებსა და მუსიკალურ აკადემიებში უკრავდნენ. მოცარტი საქვეყნოდ ცნობილი ვუნდერკინდი გახდა. ამ მოგზაურობის დროს მოცარტმა შექმნა პირველი სიმფონია Eს-Dურ, სონატები ვიოლინოსა და კლავესინისთვის.

1768 წელს მოცარტი ვენაში გაემგზავრა, სადაც ზინგშპილი „ბასტიენი და ბასტიენა“  დაწერა.

1769 წლის დეკემბერში მოცარტი მამასთან ერთად იწყებს ტურნესიტალიაში, რომელსაც თავბრუდამხვევი წარმატება ხვდა წილად. რომში, სიქსტის კაპელაში მან ერთი მოსმენით  გრეგორიო ალეგრის ცხრახმიანი „მიზერერეს“ პარტიტურა უშეცდომოდ გადაიტანა ნოტებზე. ეს ნაწარმოები პაპებს ვატიკანის საკუთრებად მიაჩნდათ და მოცარტის ხელნაწერი ამ პარტიტურის პირველი საჯარო ასლი გახდა.

ბოლონიაში მოცარტი სახელგანთქმულ მუსიკოსთან პადრე ჯოვანი ბატისტა მარტინისთან ეუფლებოდა კონტრაპუნქტს. გამოცდის წარმატებულად ჩაბარების შემდეგ 14 წლის მუსიკოსი ბოლონიის ფილარმონიული აკადემიის წევრად აირჩიეს. ეს პატივი მხოლოდ სახელგანთქმული კომპოზიტორებს ერგებოდათ. ბოლონიაში მოცარტი ცნობილ იტალიელ მუსიკოსებს: ჯოვანი ბატისტა სამარტინის, ნიკოლო პიჩინის, პიეტრო ნარდინის და ჯოვანი პაიზიელოს შეხვდა.

1770 წლის 26 დეკემბერს მილანში მისი ოპერა-სერია „მითრიდატე პონტოს მეფის“ წარმატებული პრემიერა შედგა, რომელსაც მალევემოყვა ოპერები „ასკანიო ალბაში“ და „ლუციო სულა“.

1772 წელს ზალცბურგის არქიეპისკოპოსი იერონიმუს კოლორედო-მანსფელდი გახდა, რომელმაც მოცარტი ზალცბურგის კარის კაპელის კონცერტმაისტერად დანიშნა. მიუხედავად სამსახურის მკაცრი რეგლამენტისა, მოცარტმა არ შეწყვიტა თავისი მოგზაურობები, რის გამოც არქიეპისკოპოსის საყვედურებს იმსახურებდა.  1977 წელს, ვითარების დაძაბვის გამო, მოცარტმა სამსახური დატოვა, რის შემდეგაც დედასთან ერთად  სხვადასხვა ქალაქებში უკეთესი სამუშაოს საძებნელად გაემგზავრა.

1778 წელს,მამის ინიციატივით, მოცარტი პარიზში გაემგზავრა, სადაც  დაიდგა მისიბალეტი „Lეს პეტიტს რიენს“, რომელსაც წარმატება არ მოჰყოლია. ამავე წლის ივლისში ახალგაზრდა კომპოზიტორს დედა გარდაეცვალა.

1779 წელს მოცარტი მამის თხოვნით ზალცბურგში დაბრუნდა, სადაც კარის ორგანისტად დაინიშნა. მიუხედავად არქიეპისკოპოსთან დაძაბული ურთიერთობისა, ახალგაზრდა კომპოზიტორმა მშობლიურ ქალაქში ორი წელი გაატარა.  აქ მან შექმნა „Kრöნუნგსმესსე“ (KV 317) და ოპერა „იდომენევსი - კრეტისმეფე“ (KV 366).

1781 წელს მისმა კონფლიქტმა არქიეპისკოპოსთან პიკს მიაღწია. მოცარტმა ვერ აიტანა, რომ არქიეპისკოპოსი მას უბრალო მოსამსახურესავით ეპყრობოდა.  მან ზალცბურგი დატოვა და საცხოვრებლად ვენაში გადავიდა. სწორედ ვენაში აღწევს მოცარტის გენია  შემოქმედებით აყვავებას. იმ ხანად ავსტრიის იმპერატორი იოსებ II გერმანული ოპერის - ზინგშპილის განვითარების იდეით იყო დაინტერესებული. ამიტომ მან  მხარი დაუჭირა მოცარტს, რომელმაც  1782 წელს ვენის ოპერისათვის ზინგშპილი „მოტაცება სერალიდან" დაწერა. ამის შემდეგ მოცარტი თითქმის ყოველ წელს ქმნის საოპერო ხელოვნების შედევრებს: 1786 წელს ოპერა ბუფას „ფიგაროს ქორწინება“, 1787 წელს ოპერას „დონ ჯოვანი“, 1790 წელს ოპერა ბუფას „ასე იქცევა ყველა ქალი“, 1791 წლის 6 სექტემბერს ოპერა სერიას „ტიტუსის გულმოწყალება“  და ამავეწლის 30 სექტემბერს - ზინგშპილს „ჯადოსნური ფლეიტა“.

ვენაში მოღვაწეობის დროს მოცარტი ინსტრუმენტულ ნაწარმოებებსაც ქმნის. მათ შორისაა ჰაიდნისადმი მიძღვნილი კვარტეტები (1783),  „ღამის პატარა სერნადა“ (1787), ბოლო 3 სიმფონია: Eს-Dურ, გ-Mოლლ და  ჩ-Dურ „იუპიტერი“ (1788).

1782 წლის 4 აგვისტოსმოცარტი დაქორწინდა კონსტანცა ვებერზე. მათ ორი შვილი ეყოლათ:კარლ ტომასი და ფრანც ქსავიერ ვოლფგანგი.  1787 წელს  მოცარტის მამა ლეოპოლდი გარდაიცვალა.

ოპერა „ფიგაროს ქორწინებას“და ვენაში დადგმულ მოცარტის სხვა ოპერებს წარმატება არ მოჰყოლია. სამაგიეროდ, ისინი აღფროთოვანებით მიიღეს პრაღაში, თუმცა ეს კომპოზიტორის მატერიალურ მდგომარეობას ვერ შველოდა. მოგვიანები , „ჯადოსნურმა ფლეიტამ“, რომელიც ვენის გარეუბნის თეატრში დაიდგა, უდიდესი წარმატება მოიპოვა, რამაც მოცარტს მატერიალური მდგომარეობაც გააუმჯობესა. 

 ჯერ კიდევ „ჯადოსნური ფლეიტის“ დასრულებამდე მოცარტმა სამგლოვიარო მესაზე - რეკვიემზე მუშაობა დაიწყო. შეკვეთა საკმაოდ უცნაურ ვითარებაში მოხდა. მასთან გამოცხადდა შავებში ჩაცმული უცნობი, რომელმაც რეკვიემი შეუკვეთა და სასწრაფოდ წავიდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ადამიანი გრაფ ფრანც ფონ ვალზეგ-შტუპახის გაგზავნილი იყო. გრაფი ვალზეგ-შტუპახი დილეტანტი მუსიკოსი იყო, რომელიც კომპოზიტორებისაგან ნაწარმოებებს ინკოგნიტო ყიდულობდა და შემდეგ თავისად ასაღებდა. ასეთივე ბედი ელოდა რეკვიემსაც - გრაფს სურდა ეს ნაწარმოები თავისი გარდაცვლილი ცოლისათვის მიეძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ მოცარტი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა რეკვიემზე, მისი დასრულება არ დასცალდა. დარჩენილი ესკიზების საფუძველზე რეკვიემი მოცარტის მოსწავლემ ზიუსმაიერმა დაამთავრა.

1791 წლის 20 ნოემბერს მოცარტი ლოგინად ჩავარდადა 5 დეკემბერს გარდაიცვალა.

მისი სიკვდილის კონკრეტული მიზეზი ცნობილი არ არის. ციებცხელება იყო პირველი დიაგნოზი, რომელიც მიცვალებულის პირველი შემოწმების შემდეგ დადგინდა.  სხვა ვერსიებიც -რევმატული ცხელება, გულისა და თირკმელების უკმარისობა -არ გამოირიცხებიან. ლეგენდის დონეზე ააგრეთვე ვერსია, რომ იგი მისმა თანამედროვე კოლეგამ, კომპოზიტორმა ანტონიო სალიერიმ მოწამლა.

მოცარტის გარდაცვალების ერთ-ერთი ვერსია თანამედროვე ექიმებმაც წარმოადგინეს. მათი აზრით, მოცარტის სიკვდილის მიზეზი, ბავშვობაში გადატანილი დაავადებების წინააღმდეგ ექიმების არასწორი მკურნალობაა დადგენილი, რამაც მოგვიანებით გულისა და სხვა ორგანოების ფუნქციის მოშლა გამოიწვია.

მოცარტი დასაფლავებული ქნავენაში, წმ. მარკის სასაფლაოზე. მისი საფლავი დაკარგულია.

მოცარტის შემოქმედება ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა - მთელი ცხოვრების მანძილზე მოცარტი ერთდროულად ქმნიდა საოპერო და ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს, რის გამოც ეს ორივე სფერო მუდმივად ურთერთგავლენასა და გამდიდრებას ახდენდა: სიმფონიური განვითარების ხერხები აღწევდა ოპერაში, ინსტრუმენტულ მუსიკაში შემოდიოდა არიოზული მღერადობა და ა.შ.

მოცარტმა დაწერა მრავალი ნაწარმოები ინსტრუმენტული მუსიკის ყველა ჟანრში:                სიმფონიები, სერენადები, დივერტისმენტები,  სიმებიანი დუეტები, ტრიოები, კვარტეტები, საფორტეპიანო ტრიოები, ანსამბლები ჩასაბერ საკრავთა მონაწილეობით,                 სავიოლინო სონატები, საფორტეპიანო სონატები, ფანტაზიები, ვარიაციები, რონდოები, სონატები და ვარიაციები ფორტეპინოსათვის ოთხ ხელში და ორი ფორტეპიანოსათვის, კონცერტები სოლოსაკრავისა და ორკესტრისათვის (ფორტეპიანო, ვიოლინო, ფლეიტა, კლარნეტი, ვალტორნა, ფლეიტა და არფა), მარშები და ცეკვები ორკესტრისათვის, ოპერები (მათ შორის:  „ასე იქცევა ყველა“, „სერალიდან მოტაცება“, „ფიგაროს ქორწინება“, „დონ  ჯოვანი“, „ჯადოსნური ფლეიტა“), რეკვიემი.

მოცარტის შემოქმედებაზე გავლენა მოახდინა როგორც ავსტრიულმა მუსიკამ, ისე სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით, იტალიის მუსიკალურმა ხელოვნებამ. მოცარტის მუსიკა გამოირჩევა სიფაქიზით, პოეტურობით, მახვილი იუმორით.  იგი ერთ-ერთი სწორუპოვარი მელოდისტია მუსიკის ისტორიაში. მისი მელოდიკა ვოკალური ბუნებისაა, სადაც ავსტრიულ-გერმანული და იტალიური კანტილენის ნიშან-თვისებებია შერწყმული.

მოცარტი ძირითადად ჰომოფონიურ მუსიკას წერდა, თუმცა იგი პოლიფონიის დიდი ოსტატიც იყო, რაზეც მეტყველებს ორმაგი ფუგა Kყრიე ელეისონ რეკვიემიდან.

მოცარტი ნოვატორი იყო ჰარმონიის სფეროშიც. გარდა ტონიკის, სუბდომინანტისა და დომინანტის ურთიერთკავშირისა, რაც მე-18 საუკუნის  მუსიკისთვისაა დამახასიათებელი, მოცარტი თავისი დროისათვის უჩვეულო და გაბედულ მოდულაციებს იყენებდა. ამ მხრივ აღსანიშნავია მე-40 სიმფონიის I  ნაწილის დამუშავების დასაწყისშიენჰარმონიული მოდულაცია შემცირებული სეპტაკორდის მეშვეობით ფა დიეზ მინორიდან სოლ მაჟორში . 

მოცარტის ნაწარმოებების თემებს ურთიერთკონტრასტულობა ახასიათებს – კონტრასტია თემებს შორის და თემის შიგნითაც, კონტრასტული ელემენტების დაპირისპირებით.

მოცარტის სიმფონიური შემოქმედების უდიდესი მიღწევაა ბოლო სამი სიმფონია: #39 მი ბემოლ მაჟორი, #40 სოლ მინორი, #41 დო მაჟორი ,,იუპიტერი”. Eეს სიმფონიები მოცარტმა შექმნა 1788 წლის ზაფხულში, ივლისის თვეში.Mმხატვრული სახეებით და ჩანაფიქრით ისინი ძალზე განსხვავდება ერთმანეთისაგან.

მოცარტის ორკესტრი ჰაიდნის ორკესტრის ტიპისაა. მასში მთავარ ფუნქციას ასრულებს სიმებიანთა ჯგუფი, სადაც მელოდიკური მასალა უმეტესად პირველ ვიოლინოებს მიყავს. კონტრაბასები ჩვეულებრივ ჩელოებს აორმაგებენ.ხის ჩასაბერთა ჯგუფი შედგება 2 ფლეიტის (სოლ მინორულ სიმფონიაში ერთი ფლეიტაა), 2ჰობოისა და 2 ფაგოტისაგან. Eეს ჯგუფი თემატურ მასალასაც ასრულებს და აგრეთვე ხაზს უსვამს ჰარმონიასა და რიტმს.ლითონის ჩასაბერთა ჯგუფი, რომელიც 2 ვალტორნისა და ზოგჯერ 1 საყვირისაგან შედგება (სოლ მინორულ სიმფონიაში მხოლოდ 2 ვალტორნაა), ხაზს უსვამს ჰარმონიულ ფუნქციებს  ტუტტი-ს მომენტებში.

ლუდვიგვანბეთჰოვენი (Lუდწიგ ვან Bეეტჰოვენ; 1770 წლის 16 დეკემბერი, ბონი; - 1827 წლის 26 მარტი, ვენა) — გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი, ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენელი.

ბეთჰოვენი დაიბადა 1770 წლის 17 დეკემბერს ფლამანდური წარმოშობის კარის მუსიკოსის ოჯახში. ადრე ისწავლა კლავესინზე, ორგანზე, ვიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა და სწორედ ამიტომ მამამისმა გადაწყვიტა რომ მისგან მეორე მოცარტი„შეექმნა“. იგი შვილს დღე და ღამე კლავესინზე ურთულესი სავარჯიშოების შესრულებას აძალებდა, თუმცა ყრმა ბეთჰოვენის პირველმა საჯარო კონცერტებმა ვერ გაამართლეს მამის პატივმოყვარული იმედები და  მისი ინტერესი ბავშვის ვირტუოზული კარიერისადმი მალე დასრულდა. ბეთჰოვენის, როგორც მუსიკოსის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა ცნობილ კომპოზიტორთან და ორგანისტმა კ. ნეფესთან შეხვედრამ, ვისთანაც იგი1781 წლიდან მეცადინეობდა.  ნეფემ მას გააცნო წარსულის უდიდესი კომპოზიტორების - ი.ს. ბახისა და ჰენდელის შემოქმედება. ბახის მუსიკის მკაცრმა არქიტექტონიკამ, მუსიკის ფილოსოფიურმა საწყისმა მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ბეთჰოვენის შემოქმედებას. ახალგაზრდა კომპოზიტორზე დიდი გავლენა მოახდინა ჰენდელის გმირულმა სახეებმა, მისი ნაწარმოებებისათვის დამახასიათებელმა მონუმენტულმა სტილმა. ნეფეს წყალობით გაეცნო ბეთჰოვენი თავის თანამედროვე კომპოზიტორების - ჰაიდნის, მოცარტის ნაწარმოებებს. კურფიუსტების კარზე ცხოვრებამ კი მას საშუალება მისცა გასცნობოდა ფრანგულ და იტალიურ კომიკურ ოპერებს, გლიუკის „ორფევსს“. ყოველივე ამან უდიდესი გავლენა მოახდინა ბეთჰოვენის სტილის ფორმირებაზე.  პირველი ნაწარმოები -ვარიაციები კლავირისათვის. დრესლერის მარშის თემებზე შექმნა ბეთჰოვენმა 1782 წელს შექმნა. ბეთჰოვენი ადრეულ ასაკში იწყებს პროფესიულ მოღვაწეობას - ცამეტი წლის ასაკში იგი კარის ორკესტრში კლავისინისტად ჩაირიცხა, ხოლო ერთი წლის შემდეგ გადაყვანილ იქნა ორგანისტის თანაშემწედ, სადაც მუდმივი ხელფასი ეძლეოდა. მიუხედავად იმისა, რომ 1789 წელს ბეთჰოვენი ბონისუნივერსიტეტშიფილოსოფიისლექციებს ესწრებოდა, მან ვერ შესძლო სისტემატური განათლების მიღება - თერთმეტი წლისა იძულებული გახდა სკოლა მიეტოვებინა. მიუხედავად ამისა, იგი ძალზე განათლებული ადამიანი იყო, რადგან მუდმივად მუშაობდა თავის თავზე. იგი დაინტერესებული იყო ბუნებისმეტყველებითა და ფილოსოფიით. მან შეისწავლა ფრანგული და იტალიური ენები, იცოდა ლათინურიც. კარგად იცნობდა ბერძენი მწერლებისა და ფილოსოფოსების ნაშრომებს, სპარსულ პოეზიას, მისი თნამედროვე გერმანელი პოეტების  - შილერს, კლოპშტოკს, გოეთეს შემოქმედებას,ზეპირად იცოდა ნაწყვეტები შექსპირის ნაწარმოებებიდან 1787 ახალგაზრდა ბეთჰოვენი ეწვია ვენას, სადაც ცოტა ხანს მოცარტთან მეცადინეობდა.  1792 წლიდან  კი სამუდამოდ დასახლდა ვენაში. აქ კომპოზიციის ოსტატობას სრულყოფდა ი. ჰაიდნის ხელმძღვანელობით. მისი მასწავლებელიიყო ა. სალიერიც. ბეთჰოვენმა მალემო იპოვა აღიარება,როგორც ვენის საუკეთესო პიანისტმა და კომპოზიტორმა. მის იმპროვიზაციულ ნიჭსა და ვირტუოზულ ოსტატობას იმ დროს ვერავინ შეედრებოდა. 27 წლისას დაეტყო სიყრუის ნიშნები, დაავადება სწრაფად ვითარდებოდა, რაც კომპოზიტორისათვის მძიმე სულიერ ტრავმად იქცა. ბეთჰოვენის შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველი პერიოდი მთავრდება 1802 წელს. ამდროისათვის შექმნილი  ჰქონდა I (დომაჟორი, 1800) და II (რემაჟორი, 1802) სიმფონიები, 17 საფორტეპიანო სონატა, მათ შორის "პათეტიკური" (№ 8, 1799) და "მთვარის" (№ 14, 1801) სონატები, პირველი სამი საფორტეპიანო კონცერტი (I - 1798, II - 1798, III - 1800), სავიოლინო და სავიოლონჩელო სონატებისა და სიმებიანი კვარტეტების ნაწილი, ბალეტი "პრომეთეს ქმნილებანი" (1801).

მეტად ნაყოფიერი  გამოდგა ბეთჰოვენის მოღვაწეობის შუა პერიოდი (1803-1812). ამ წლებში დაწერა ისეთი გენიალური ქმნილებები, როგორიცაა მე-3 (“გმირული", მიბემოლ მაჟორი, 1803), მე-4  ("რომანტიკული", სი ბემოლ მაჟორი, 1806), მე-5 ("ტრაგიკული", დომინორი, 1808), მე-6 ("პასტორალური", 1808), მე-7 (ლამაჟორი, 1812) დამე-8 (ფამაჟორი, 1812) სიმფონიები, მუსიკა გოეთეს ტრაგედიისათვის "ეგმონტი" (1810), ოპერა "ფიდელიო" (1805); უვერტიურები: "კორიოლანი" (1807), "ლეონორა" - №1, №2, №3 (1805-1806), ფანტაზია ფორტეპიანოს, გუნდისა და ორკესტრისათვის (1808); საფორტეპიანო კონცერტები: №4 (1806), №5 (1809) დასხვა.

ბეთჰოვენის შემოქმედების ახალი აღმავლობა1818 წლიდან იწყება. ამდროსაა შექმნილი მისი უკანასკნელი 5 საფორტეპიანო სონატა (1816-1822), 5 სიმებიანიკვარტეტი (1823-1826), "საზეიმომესა" (1823) და მისი შემოქმედების მწვერვალი მე-9 სიმფონია (1824).

ბეთჰოვენის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ამოძრავებდა გენიალური შემოქმედებითი ნიჭი, მგზნებარე,მეამბოხე ტემპერამენტი და უდრეკი ნებისყოფა. ბეთჰოვენის ქმნილებებში სრულყოფილად გამოიხატა 1789 წლის საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის იდეური და ემოციური სულისკვეთება და მისწრაფება, რომლის გამოც ბეთჰოვენს საფრანგეთის რევოლუციის "მუსიკალური სინდისი" უწოდეს.

ბეთჰოვენის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია დრამატიზმის ზრდა, მხატვრულ სახეთა შორის კონფლიქტების გაღრმავება, რასაც სახეთა კონფლიქტებამდე მივყავართ. ეს იწვევს დამუშავებითი ეპიზოდების მასშტაბის ზრდას, ფორმის დინამიზაციას. სიმფონიური ორკესტრის მნიშვნელოვან გაფართოებას.

ბეთჰოვენი ძირითადად სიმფონიური მუსიკის სფეროში მოღვაწეობდა. მის ცხრა სიმფონიაში ნათლად აისახა კომპოზიტორის შემოქმედებითი ევოლუციის სრული სურათი. ბეთჰოვენის სიმფონიური შემოქმედების პირველი მწვერვალი მე-3 ("გმირული") სიმფონია იმ მძიმე სულიერი კრიზისის შედეგად იშვა, რომელმაც კომპორიტორი ერთხანს თვითმკვლელობის აზრამდეც კი მიიყვანა. ბეთჰოვენის სიმფონიური შემოქმედების მეორე მწვერვალია მე-5 სიმფონია, რომლის ფინალიც ჟღერს,როგორც რევოლუციური ჰიმნი - მარში. ბეთჰოვენის სიმფონიზმის გმირული ხაზი გრძელდება მე-7 სიმფონიაში, რომელსაც რ. ვაგნერმა "ცეკვის აპოთეოზი" უწოდა. მე-4 და მე-6 ("პასტორალური") სიმფონიებში მკაფიოდ გამოჩნდა ბეთჰოვენის შემოქმედების რომანტიკული ხასიათი. მე-9 სიმფონია დაიწერა სამიოდე წლით ადრე ბეთჰოვენის გარდაცვალებამდე, იგი ყველაზე რთული, ღრმა და გრანდიოზულია მის სიმფონიებს შორის. გმირის ტრაგედია გადაიზრდება ბედნიერებისაკენ მიმავალი კაცობრიობის გრანდიოზულ ჰიმნში (ფინალი). აქ კომპოზიტორს გამოყენებული აქვს ფ. შილერის "ოდა სიხარულისადმი". ფინალი გადაწყვეტილია, როგორც ვოკალურ-სიმფონიური ჟანრის კომპოზიცია (კანტატა), რაც პირველი შემთხვევაა სიმფონიური მუსიკის ისტორიაში.

დიდია ბეთჰოვენის უვერტიურების, პირველ რიგში - "ეგმონტის", "კორიოლანისა" და "ლეონორას" მნიშვნელობა პროგრამული სიმფონიური მუსიკის განვითარების ისტორიაში. ისტორიული როლი შეასრულა  ბეთჰოვენის ინსტრუმენტულმა კონცერტებმა (განსაკუთრებით გამოირჩევა მე-4 დამე-5 საფორტეპიანო და სავიოლინოკონცერტები), რომლებიც შინაარსის სიღრმითა და მასშტაბებით წარმოადგენს სიმფონიური და საკონცერტო ჟანრების სინთეზს. დიდი ფორმის სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია გრანდიოზული "საზეიმომესა" (1823), რომელიც თავისი ჩანაფიქრით უახლოვდება მე-9 სიმფონიას. ბეთჰოვენის ერთადერთი ოპერის "ფიდელიოს" (დაიდგა1805, ვენა, მე-2 რედაქცია - 1806, მე-3 - 1814) თემაა ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა. გმირულ თემას ეძღვნება ბეთჰოვენის ბალეტი "პრომეთეს ქმნილებანი" (ს. ვიგანოსდადგმა, 1801).

დიდი ადგილი უჭირავს ბეთჰოვენის შემოქმედებაში კამერულ-ინსტრუმენტულ მუსიკას (32 საფორტეპიანო და 10 სავიოლინო სონატა, 16 სიმებიანი კვარტეტი, 7 საფორტეპიანო ტრიო; 32 ვარიაცია ფორტეპიანოსათვის და სხვა).

საფორტეპიანო სონატები  ბეთჰოვენის შემოქმედების უმნიშვნელოვანესი ჟანრია. სონატა ბეთჰოვენისათვის ერთგვარი შემოქმედებითი ლაბორატორია იყო, სადაც თამამ ექსპერიმენტებს ეწეოდა მუსიკალურ-გამომსახველ სფეროში და შემდეგ გადაჰქონდა ეს სიახლეები სიმფონიებში. "პათეტიკური", "მთვარის", "აპასიონატა", სავიოლინო - "კროიცერისსონატა" ჩანაფიქრის მასშტაბურობით, მძაფრი დრამატიზმით, გამომსახველ ხერხთან ნოვატორული სითამამით ამ ჟანრის მწვერვალებს წარმოადგენს. №28-32 სონატებითა და 12-16 კვარტეტებით ბეთჰოვენი გზას უკაფავს მუსიკალურ რომანტიზმს. ხსენებული კვარტეტების გარდა აღსანიშნავია სამი ე. წ. "რუსული კვარტეტი" (თხზ. 59), რომელიც დაიწერა ვენაში რუსეთის ელჩის ა. რაზუმოვსკის შეკვეთით. ბეთჰოვენის ვოკალური მემკვიდრეობ ამოიცავს 91 სიმღერას, 70-ზე მეტ გუნდს, ვოკალურ ანსამბლებს, მის მიერ დამუშავებულ სხვადასხვა ხალხთა სიმღერებს (188) და სხვა.

ფრანც პეტერ შუბერტი - გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი - ადრეული რომანტიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. მან შექმნა რომანტიკული სიმღერის, ბალადის, ვოკალური ციკლის, საფორტეპიანო მინიატურის, სიმფონიის, ინსტრუმენტული ანსამბლის ჟანრები. სიმღერის ჟანრის მნიშვნელობა მის შემოქმედებაში ჩანს რაოდენობაშიც – შუბერტი 600-ზე მეტი სიმღერის ავტორია  და ინსტრუმენტულ მუსიკაში თემების სასიმღერო სტილსა და განვითარების ფორმების უპირატესობაშიც. შუბერტის მრავალრიცხოვანი სიმღერა დაწერილია დიდი პოეტების – გოეთეს, შილერის, ჰაინეს, აგრეთვე ნაკლებად ცნობილი პოეტების ტექსტებზე; გარდა სიმღერებისა, გამოირჩევა მისი ვოკალური ციკლები: ,,მშვენიერი მეწისქვილე ქალი” და ,,ზამთრის გზა” გერმანელი პოეტის, მიულერის ლექსების მიხედვით, ინსტრუმენტულ შემოქმედებაში კი – 9 სიმფონია (მათ შორის, ,,დაუმთავრებელი” #8 სი მინორი) კვარტეტები, ტრიოები, კვინტეტი ,,კალმახი”, საფორტეპიანო სონატები (20-ზე მეტი), საფორტეპიანო ექსპრომტები, ფანტაზიები, მუსიკალური მომენტები, ვალსები, ლენდლერები.

ფრანც შუბერტი დაიბადა 1797 წლის 31 იანვარს, ვენაში, სკოლის მასწავლებლის ოჯახში. მუსიკის განსაკუთრებული ნიჭი მან ადრე გამოავლინა. 7 წლის ასაკიდან მამა და ძმა ასწავლიდნენ მას რამდენიმე ინსტრუმენტზე დაკვრას, სიმღერას, თეორიულ დისციპლინებს. 1808-1812 წლებში ფრანცი მღეროდა საიმპერატორო კაპელაში გამოჩენილი ვენელი კომპოზიტორისა და პედაგოგის ანტინიო სალიერის ხელმძღვანელობით, რომელმაც ბავშვის ტალანტის აღმოჩენისას, მისთვის კომპოზიციის სწავლება დაიწყო. 17 წლის ასაკისათვის შუბერტი უკვე საფორტეპიანო პიესების, ვოკალური მინიატურების, სიმებიანი კვარტეტების, სიმფონიისა და ოპერის ავტორი იყო.

შუბერტი მამამისის სკოლაში მასწავლებლის თანაშემწედ მუშაობდა (1814-1818) და მუსიკის შეთხზვას აგრძელებდა. იგი ძალიან სწრაფად ქმნიდა მუსიკას. ამ წლებს ეკუთვნის მისი შედევრები – სიმღერა ,,გრეთჰენი ჯარასთან” და ვოკალური ბალადა ,,ტყის მეფე” გოეთეს სიტყვებზე, მე-2 და მე-3 სიმფონიები, სამი მესა და ოთხი ზინგშპილი.

ამავე პერიოდში შუბერტის ერთ-ერთმა მეგობარმა - შპაუნმა იგი პოეტ მაირჰოფერს და სტუდენტ-იურისტ ფონ შობერს გააცნო. ისინი, შუბერტის სხვა მეგობრებთან ერთად ვენის ახალი, საშუალო ფენის, საზოგადოების განათლებული, დახვეწილი მუსიკალური და პოეტური გემოვნების მქონე წარმომადგენლები, სისტემატიურად იკრიბებობდნენ შუბერტის მუსიკის ოჯახურ საღამოებზე, რომლებსაც შემდეგ ,,შუბერტიადები” უწოდეს. ამ მეგობრულ წრესთან ურთიერთობამ ახალგაზრდა კომპოზიტორი საბოლოოდ დაარწმუნა მის მოწოდებაში და 1818 წელს შუბერტმა სკოლაში სამსახური მიატოვა. ამავე პერიოდში შუბერტმა გაიცნო ცნობილი ვენელი მომღერალი ფიგლი, რომელიც მისი ვოკალური მუსიკის პროპაგანდისტი გახდა.

1810-იანი წლების II ნახევარში შუბერტმა შექმნა ახალი სიმღერები: ,,მოხეტიალე”, ,,ჰანიმედი” ,,კალმახი”, საფორტეპიანო სონატები, მე-4, მე-5, მე-6 სიმფონიები, უვერტიურები ჯოაკინო როსინის სტილში და საფორტეპიანო კვინტეტი ,,კალმახი”, რომლის IV ნაწილი ცნობილი სიმღერის თემაზე ვარიაციებია.

1820 წელს ვენის  კერთნერთორ-თეატრში დაიდგა შუბერტის ზინგშპილი, რომელსაც განსაკუთრებული წარმატება არ ქონია, მაგრამ მისი სახელი ცნობილი გახადა. უფრო სერიოზულ მიღწევას წარმოადგენს მომდევნო მელოდრამა, რომელიც რამოდენიმე თვის მერე ვენის სხვა თეატრში დაიდგა.

1820-1821 წლები წარმატებული იყო ფრანც შუბერტისათვის. მას უკვე თაყვანისმცემლები ჰყავდა ვენის არისტოკრატულ ოჯახებში. მეგობრებმა მისი 20 სიმღერა გამოსცეს. მდგომარეობა მაინც გაუარესდა, როდესაც თეატრში უარი თქვეს შუბერტის ერთ-ერთი ოპერის დადგმაზე, 1822 წლის ბოლოს კი კომპოზიტორი ავად გახდა. მიუხედავად ამისა, ამ წელს შეიქმნა ორი გენიალური ნაწარმოები _ საფორტეპიანო ფანტაზია ,,მოხეტიალე” და სიმფონია #8 ,,დაუმთავრებელი”.

1823 წელს შუბერტმა შექმნა ვოკალური ციკლი ,,მშვენიერი მეწისქვილე ქალი” (20 სიმღერა ვილჰელმ მიულერის სიტყვებზე), 1824 წელს კი – სიმებიანი კვარტეტები ა-მოლლ , დ-მოლლ (მისი II ნაწილი შუბერტის სიმღერის ,,ქალიშვილი და სიკვდილი” თემაზე ვარიაციებია) და ექვსნაწილიანი ოქტეტი ჩასაბერ და სიმებიან ინსტრუმენტთათვის, რომელიც შეიქმნა იმ დროს ძალიან პოპულარული ბეთჰოვენის სეპტეტის ნიმუშით, რომელსაც იგი მასშტაბით და ვირტუოზული ბრწყინვალებით აღემატება.

1825 წლისათვის შუბერტმა შექმნა თავისი ბოლო, მე-9, ე.წ. ,,დიდი სიმფონია”. ამ დროისათვის შუბერტი უკვე მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა. მისი კონცერტები ფოგლთან ერთად მრავალრიცხოვან მსმენელს იზიდავდა, გამომცემლები სიამოვნებით აქვეყნებდნენ მის სიმღერებს, საფორტეპიანო პიესებსა და სონატებს. ამ პერიოდში იქმნება შუბერტის სონატები ა-მოლლ, D-დურ, G-დურ, ბოლო სიმებიანი კვარტეტი G-დურ და რამოდენიმე სიმღერა, მათ შორის ,,ახალგაზრდა მონაზონი” და Aვე Mარია.

1827-1828 წლებში შუბერტის შემოქმედებაზე აქტიურად იბეჭდება პრესაში, იგი აირჩიეს ვენის ,,მუსიკის მეგობართა საზოგადოებაში”. ამავე პერიოდს ეკუთვნის ვოკალური ციკლი ,,ზამთრის გზა” (24 სიმღერა მიულერის სიტყვებზე), საფორტეპიანო ექსპრომტების 2 რვეული, 2 საფორტეპიანო ტრიო და შუბერტის სიცოცხლის ბოლო წლების შედევრები: 3 საფორტეპიანო სონატა, სიმებიანი კვინტეტი და 14 სიმღერა, რომელიც შუბერტის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა კრებულის სახით: ,,გედის სიმღერა” (ამ სიმღერებს შორის ცნობილია ,,სერენადა” რელშტაბის და ,,ორეული” ჰაინეს სიტყვებზე).

ჯოაკინო როსინი დაიბადა 1792 წელს იტალიის ქალაქ პეზაროში. მისი მამა, ქალაქის მესაყვირე და დედა შესანიშნავი ხმის მქონე მომღერალი, მონაწილეობდნენ პატარა თეატრალურ დასებში და მოგზაურობდნენ იტალიის პროვინციულ ქალაქებში. სულ მცირე განათლების მიღების შემდეგ, მომავალმა დიდმა კომპოზიტორმა დაიწყო მუშაობა მჭედლის შეგირდად. ამ პერიოდში დაიწყო მისი მუსიკალური განათლებაც, რომელსაც შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა. მაგრამ სწორედ იმ დემოკრატიულმა წრემ, რომელიც გარს ერტყა როსინის ბავშვობიდან, შესაძლებლობა მისცა მას ხალხურ მუსიკაში წვდომისა და მისი თავისუფალი გამოყენების შესაძლებლობა. როსინი ადრეულ ასაკში გადასახლდა ბოლონიაში,იტალიის ერთ-ერთ უძველეს მუსიკალურ ცენტრში. აქ დაიწყო მან სისტემატური მეცადინეობა მუსიკაში და მალევე მიიქცია ყურადღება როგორც მომღერალმა და კლავესინისტმა.ამავე პერიოდში იგი გაეცნო აღორძინების ეპოქის იტალიურ პოეზიას და ვოკალურ საშემსრულებლო ხელოვნებას. დამწყებ კომპოზიტორზე  განსაკუთრებით ძლიერი ზემოქმედება იქონია ჰაიდნისა და მოცარტის შემოქმედების შესწავლამ. 1806 წ., 14 წლის ასაკში, როსინი აირჩიეს ბოლონიის აკადემიის წევრად.

1810 წ. ვენეციაში დაიდგა როსინის პირველი ოპერა „ქორწინების ვექსელი”. ერთი წლის შემდეგ როსინის სახელი ცნობილი გახდა მთელ იტალიაში. 6 წლის შემდეგ როსინიმ ოპერა ”სევილიელი დალაქი” დაწერა.

როსინი 30 წლის იყო, როდესაც მსოფლიოში სახელგანთქმული კომპოზიტორი გახდა. როსინის მუსიკა ჟღერდა იტალიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, რუსეთში, ინგლისში, ესპანეთში, პორტუგალიაში, თურქეთში, მექსიკასა და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში.

1822 წელს როსინი ვენაში გაემგზავრა, სადაც ტრიუმფალური წარმატება ხვდა წილად. ვენაში იგი შეხვდა ბეთჰოვენს, რომელმაც მას „უფრო მეტი „დალაქის“ დაწერა ურჩია“.

1823 წელს როსინი გადასახლდა პარიზში, სადაც იწყება მისი შემოქმედების ახალი პერიოდი. პარიზში მან 6 წლის მანძილზე შექმნა 5 ოპერა, მათ შორის 1829 წელს „ვილჰელმ ტელი“. ეს იყო ახალი სიტყვა ოპერის ისტორიაში - სახალხო-პატრიოტული რომანტიკული დრამა, რომელშიც იტალიელი ხალხის მისწრაფება თავისუფლებისადმი. „ვილჰელმ ტელის“ პრემიერები მალე ევროპის სხვა დიდ ქალაქებშიც შესრულდა, ხოლო იტალიაში, ცენზურის აკრძალვის გამო, იგი დაიდგა მხოლოდ 1936 წელს და ეს დადგმა პოლიტიკურ დემონსტრაციად გადაიქცა.

„ვილჰელმ ტელის“ შემდეგ როსინის ოპერა აღარ დაუწერია. დიდი ფორმის ნაწარმოებებიდან მან შექმნა „შტაბატ Mატერ” და „დიდი მესა“, რომელსაც ხუმრობით „პატარა საზეიმო მესა“ უწოდეს.

სიცოცხლის ბოლო ათწლეულში როსინი გაიტაცა საფორტეპიანო მუსიკამ. ამ ჟანრში მან შექმნა საფორტეპიანო მინიატურების ციკლი „სიბერის ხუმრობები“.

როსინის გარდაიცვალა 1866 წელს.

როსინის შემოქმედების მთავარი ჟანრია ოპერა. მისი ოპერებიდან აღსანიშნავია: „სევილიელი დალაქი“, „ქურდი კაჭკაჭი“, „იტალიელი ქალი ალჟირში“, „თურქი იტალიაში“, „კონკია“,  „მოსე“, „ვილჰელმ ტელი“.

კარლ მარია ვებერი. მუსიკის ისტორიაში ვებერი შევიდა, როგორც გერმანული ეროვნული ოპერის შემქმნელი. ვებერმა შექმნა საოპერო ხელოვნება, რომლის საფუძველია გერმანული ხალხური მხატვრული ტრადიციები: ლეგენდები, სიმღერები და ცეკვები, თაეტრი, ლიტერატურა. გერმანულ საოპერო მუსიკაში ახალი პერიოდი იწყება ვებერის სამი გვიანდელი ოპერით: “თავისუფალი მსროლელი” – ზინგშპილი, ,,ევრიანტა” – გმირულ-რაიდული, ,,ობერონი” – ზღაპრულ-ფანტასტიკური.

კარლ მარია ვებერი დაიბადა 1786 წელს, ქალაქ ეიტენში. კომპოზიტორის დედა მომღერალი იყო, მამა კი მევიოლინე და ხელმძღვანელობდა მოხეტიალე თეატრალურ დასს. ვებერი ადრე გაეცნო გერმანიის თეატრალური მაყურებლის გემოვნებას. თეატრთან სიახლოვემ განაპირობა მისი ოპერების სცენურობა და ფერწერითობა, მუსიკის დრამასთან, სცენურ გაფორმებასთან შერწყმა, რაც გერმანული დრამატურგიის საფუძველი გახდა.

ვებერი თავისი დროის ერთ-ერთი შესანიშნავი პიანისტი-ვირტუოზი, ნოვატორი იყო. მისი კარიერა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო, რამაც დიდი კვალი დატოვა მის შემოქმედებაში. 1811 წლიდან მან შეამცირა საკონცერტო გამოსვლები, რადგან ახალი შემოქმედებითი ინტერესები გაუჩნდა.

მნიშვნელოვანი იყო ვებერისათვის აბატ ფოგლერის გაცნობა და მასთან კომპოზიციაში მეცადინეობა. Aამ დროს ვებერს უკვე შექმნილი ჰქონდა ნაწარმოებები, მათ შორის, ოპერები. Fფოგლერმა გაუღვივა კომპოზიტორს ინტერესი ხალხური მუსიკისადმი, გააცნო მოცარტის ,,ჯადოსნური ფლეიტაც”. მანვე დააინტერესა ვებერი საორკესტრო პალიტრის უმდიდრესი შესაძლებლობებით.

1804 წლიდან ვებერმა დამოუკიდებელი მოღვაწეობა დაიწყო. 1817 წელს იგი დასახლდა დრეზდენში, სადაც ხელმძღვანელობდა გერმანულ საოპერო თეატრს.

კომპოზიტორის მსოფლმხედველობა და შემოქმედების ძირითადი მიმართულება განპირობებულია ეროვნული აღმავლობით, რომელიც გერმანიაში იყო. ვებერის ავტობიოგრაფიულ რომანში ,,ხელოვანის ცხოვრება” და კრიტიკულ წერილებში, სადაც ახალი მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზს იძლევა, აისახა მისი სულიერი სიმაღლე და მხატვრული აზროვნების დიაპაზონი. Eეს წერილები მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში იბეჭდებოდა და მუსიკის მოყვარულთა ფართე მასისაკენ იყო მიმართული.

ახალ გერმანულ ლიტერატურაში აისახა გერმანელ ხალხთა ბრძოლა ეროვნული დამოუკიდებლობისათვის. Aმპერიოდში გამოვიდა გერმანული ხალხური სიმღერების კრებული არნიმისა და ბრენტანოს რედაქციით, ძმები გრიმების ზღაპრები, მწერალი რომანტიკოსების – აიჰენდორფის, ულანდის და სხვათა ლექსები. ვებერი პირადად იცნობდა ბევრ მათგანს.

1814 წელს ვებერის შემოქმედებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი იქცა ზოგადეროვნული მნიშვნელობის კომპოზიტორად.

1814 წელი გადამწყვეტი იყო გერმანიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისთვისაც. ხალხის მიზანი ნაპოლეონის უღლისაგან განთავისუფლება იყო. ნაპოლეონზე გამარჯვება უდიდესი ეროვნული ზეიმის ატმოსფეროში მიმდინარეობდა. ამ დროს ვებერი ბერლინში იმყოფებოდა. Mმან შექმნა პატრიოტული სიმღერების კრებული: ,,ჩანგი და მახვილი” Dდა იქცა ახალგაზრდობის სათაყვანებელ ადამიანად. Mმომდევნო წელს შეიქმნა მისი კანტატა ,,ბრძოლა და გამარჯვება”.

კომპოზიტორი თანდათან უახლოვდებოდა შემოქმედებით მწვერვალს. 1820 წელს მან დაამთავრა ოპერა ,,თავისუფალ მსროლელზე” მუშაობა, რომლის პრემიერა 1821 წელს შცჰაუსპიელჰაუს-ის ახალ გერმანულ თეატრში ისტორიულ მოვლენად იქცა.

ვებერის მუსიკალურ-დრამატული ნიჭის აყვავებასთან ერთად მას ახალი მიღწევები ქონდა საფორტეპიანო მუსიკაშიც. Aამავე პერიოდში შეიქმნა ,,მიპატიჟება ცეკვაზე” – სოლო საფორტეპიანო პიესა (1819) და ,,კონცერტშტიუკი” – ვირტუოზული პიესა ფორტეპიანოსათვის, ორკესტრის თანხლებით (1821).

1823 წელს შეიქმნა ოპერა ,,ევრიანტა”. Lლეგენდარულ-რაინდულ სიუჟეტზე დაწერილმა პირველმა გერმანულმა დიდმა ოპერამ უდიდესი გავლენა მოახდინა გერმანული რომანტიკული მუსიკალური თეატრის განვითარებაზე, კერძოდ, ვაგნერის შემოქმედებაზე. ვებერის ბოლო ოპერაა ,,ობერონი”, ვილანდის სიუჟეტზე, რომელშიც კომპოზიტორს ნათელი ხალხური ზღაპრული ფანტასტიკის სახეები შეაქვს.

ვებერი გარდაიცვალა ლონდონში, 1826 წელს.

ვებერის შემოქმედებიდან აღსანიშნავია: 10 ოპერა, რომელთაგან მნიშვნელოვანია: ,,თავისუფალი მსროლელი”, ,,ევრიანტა” და “ობერონი”; მუსიკა 7 დრამატული სპექტაკლისათვის; სიმღერები ,,ჩანგი და მახვილი”, 9 კანტატა, 5 მესა, ვოკალური ანსამბლები, სამი სონატა ფორტეპიანოსათვის, ხუთი პიესა ფორტეპიანოსათვის, მათ შორის: ,,ბრწყინვალე რონდო”; ,,მიპატიჟება ცეკვაზე”, ,,ბრწყინვალე პოლკა”, ვარიაციების ციკლი, 40-მდე ცეკა და დუეტი; ორი კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, კონცერტშტიუკი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, 3 კონცერტი კლარნეტისა და ორკესტრისათვის, კონცერტი ფაგოტისა და ორკესტრისათვის, კონცერტინო ვალტორნისათვის; 2 სიმფონია, უვერტიურები, 6 სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის.

ფელიქს მენდელსონ-ბარტოლდი დაიბადა 1809 წელს ჰამბურგში, მდიდარი ბანკირის ოჯახში. მისი ბაბუა ცნობილი ფილოსოფოსი და განმანათლებელი იყო, მშობლები დიდ ინტერესს იჩენდნენ ხელოვნების მიმართ. Mმენდელსონმა მრავალმხრივი განათლება მიიღო და იმ მაღალმა ინტელექტუალურმა ატმოსფერომ, რომელშიც იგი გაიზარდა, გადამწყვეტი როლი ითამაშა მისი, როგორც ხელოვანის,  ჩამოყალიბებაში.

სიჭაბუკის წლებიდანვე მენდელსონს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ბერლინის სამეცნიერო და მხატვრული ინტელიგენციის წარმომადგენლებთან, რომლებიც მისი მშობლების სალონში იყრიდნენ თავს. მათ შორის იყვნენ _ ფილოსოფოსი ჰეგელი, მწერალი იაკობ გრიმი, პოეტი ჰაინე, ბუნებისმეტყველი ჰუმბოლდტი, მუსიკოსები ვებერი, პაგანინი და სხვა.

მენდელსონის პიროვნების ჩამოყალიბებაზე დიდი როლი შეასრულა დიდ გერმანელ პოეტ გოეთესთან ხანგრძლივმა ურთიერთობამაც.

მენდელსონი ძალზე განათლებული პიროვნება იყო, იცოდა რამდენიმე უცხო ენა, პროფესიული და პირადი ურთიერთობებით დაკავშირებული იყო საფრანგეთთან, იტალიასთან, ინგლისთან, მაგრამ არასდროს წარმოედგინა მოღვაწეობა გერმანული კლასიკური მუსიკის ტრადიციების გარეშე. 16 წლის მენდელსონმა უარი განაცხადა პარიზის კონსერვატორიის დირექტორის, ქერუბინის წინადადებაზე, საფრანგეთში დაესრულებინა მუსიკალური განათლება, რადგან იმ პერიოდის პარიზის საოპერო კულტურა შორს იდგა მისი მშობლიური ქვეყნის კლასიკური მუსიკის იდეალებისაგან.

კომპოზიტორის ბიოგრაფიაში დიდი ადგილი დაიკავა მისმა პედაგოგმა კარლ ცელტერმა, რომელმაც მას კლასიკური ხელოვნების იდეალების რწმენა ჩაუნერგა. ბერლინის სასიმღერო კაპელის ხელმძღვანელმა, ცელტერმა, ახალგაზრდა მუსიკოსს ეროვნული საგუნდო მუსიკის სხვადასხვა ფორმები გააცნო. ბერლინის კაპელაში მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული მენდელსონის ბიოგრაფიისათვის და მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი ფაქტი _ ბახის ,,მათეს პასიონის” აღმოჩენა და შესრულება 1829 წელს. Aამის შემდეგ ევროპაში დაიწყო ბახის მუსიკის აღორძინება, მისი მივიწყებული ხელნაწერების შესწავლა და შესრულება.

მენდელსონი შემოქმედებით მოღვაწეობას 10 წლის ასაკში შეუდგა. მისი, როგორც კომპოზიტორის სრულყოფის წლები დაიწყო 1825 წელს ,,ოქტეტით”, 1826 წელს კი მან გენიალური უვერტიურა ,,ზაფხულის ღამის სიზმარი” შექმნა.

20-იანი წლების დასასრულსა და 30-იანი წლების დასაწყისში მენდელსონმა ბევრი ნაწარმოები შექმნა: უვერტიურები ,,ჰებრიდები”, ,,მშვენიერი მელუზინა”; ,,უსიტყვო სიმღერების” პირველი რვეული, ..იტალიური სიმფონია”, პირველი კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის და სხვ.

1829-1832 წლებში მენდელსონი სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდა (ინგლისში, შოტლანდიაში, სამხრეთ გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიაში, შვეიცარიასა და საფრანგეთში). იგი აღშფოთებული იყო თანამედროვე მუსიკალური კულტურის მდგომარეობით. Aმისი შთაბეჭდილებებით, არა მარტო იტალიასა და საფრანგეთში, არამედ ავსტრიაშიც კი ვენის კლასიკოსების მუსიკა დავიწყებას იყო მიცემული. გერმანიაში დაბრუნებისთანავე, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე, მენდელსონი საგანმანათლებლო მოღვაწეობას ეწეოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მენდელსონმა მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი, მან ბერლინში სათანადო ადგილი ვერ დაიკავა. თავდაპირველად მას შესთავაზეს ,,ქვედა რაინის ფესტივალის” ხელმძღვანელობა, ხოლო 1833-1835 წლებში იგი სათავეში ჩაუდგა ქალაქ დუსელდორფის მუსიკალურ ცხოვრებას.

მენდელსონის თაოსნობით აჟღერდა კლასიკოსთა უკვდავი ნაწარმოებები: პალესტრინას, ლასოს, ჰენდელის, ბახის, პერგოლეზის საგუნდო მუსიკა, ბეთჰოვენის VIII და IX სიმფონიები და უვერტიურა ,,ეგმონტი”, მოცარტის ოპერები ,,დონ ჯოვანი” და ,,ფიგაროს ქორწინება” და მრავალი სხვა შედევრი.

განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მენდელსონის მოღვაწეობა ლაიფციგში, სადაც 1835 წლიდან იგი სათავეში ჩაუდგა გევანდჰაუზის სიმფონიურ ორკესტრს. მისი საგანმანათლებლო მოღვაწეობის მწვერვალი კი არის მის მიერ  ლაიფციგში კონსერვატორიის დაარსება. სხვა გამოჩენილ კომპოზიტორებთან ერთად კონსერვატორიაში მოწვეული იყო შუმანიც. მენდელსონის მიერ შემუშავებული განათლების სისტემა საფუძვლად დაედო სხვა უმაღლეს მუსიკალურ სკოლებს, გერმანიის ფარგლებს გარეთაც.

30-40-იან წლებში მენდელსონმა შექმნა ორატორიები ,,პავლე” და ,,ილია”, სადაც ასახულია საზოგადოებაში არსებული რევოლუციის წინა პერიოდის განწყობა და მოცემულია ჰეროიკის ელემენტები. ,,მე წარმომიდგენია ილია იმ ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად, რომელიც ჩვენ ამჟამად გვჭირდება,” - წერდა მენდელსონი, _ “მრისხანე და პირქუში, ის ებრძვის თითქმის მთელს სამყაროს”.

40-იან წლებში დრამატულმა ემოციებმა დაისადგურა მენდელსონის სხვა ჟანრის ნაწარმოებებშიც: უვერტიურაში ,,რუი ბლაზი”, ,,შოტლანდიურ სიმფონიაში”, სავიოლინო კონცერტში; აგრეთვე _ ,,სერიოზულ ვარიაციებში” სოლო ფორტეპიანოსათვის, რომელიც განსხვავებული ტიპის ვარიაციები იყო იმ პერიოდისათვის მოდური მსუბუქი ვარიაციებისაგან, საორღანო სონატებში, ორ საფორტეპიანო სონატაში.

დაძაბულმა და ინტენსიურმა მუშაობამ კომპოზიტორი უკიდურესად დაღალა. 1847 წელს მენდელსონი გარდაიცვალა. იგი მხოლოდ 39 წლის იყო და შემოქმედებითი და არტისტული დიდების ხანაში იმყოფებოდა.

მენდელსონმა მდიდარი შემოქმედება დატოვა, ჟანრობრივად მრავალფეროვანი. მას შექმნილი აქვს საორკესტრო, სიმფონიური, ვოკალური ნაწარმოებები. მენდელსონი დამოუკიდებელი საორკესტრო უვერტიურის ჟანრის ფუძემდებელია. Mმის ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია უვერტიურები: ,,ზაფხულის ღამის სიზმარი”, ,,ზღვის სიწყნარე და ბედნიერი მოგზაურობა”,  ,,ჰებრიდები”, ,,მშვენიერი მელუზინა”, ,,რიუ ბლაზი”, ,,იტალიისათვის”; ხუთი სიმფონია, მათ შორის, ,,იტალიური” და ,,შოტლანდიური” სიმფონიები; კონცეერტები: ვიოლინოსა და ორკესტრისათვის ე-მოლლ, ორი კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის _ გ-მოლლ და დ-მოლლ, ,,ბრწყინვალე კაპრიჩიო” ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, ,,ბრწყინვალე რონდო” ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის. სოლო ფორტეპიანოსათვის მენდელსონმა დაწერა: ,,უსიტყვო სიმღერების” 8 რვეული, თითოეულში _ ექვსი პიესა ( პირველი რვეული  თხზ.19, მერვე რვეული _ თხზ. 102);  ,,სერიოზული ვარიაციები” დ-მოლლ,  ღონდო-ცაპრიცციოსო       ე-მოლლ,  6 პრელუდია და ფუგა. ორგანისათვის მენდელსონმა დაწერა სამი პრელუდია და ფუგა, 6 სონატა.

მისი საგუნდო ნაწარმოებებიდან გამოირჩევა ორატორიები ,,პავლე” და ,,ილია”; მუსიკა გოეთეს ,,ვალპურგის პირველი ღამისათვის”.

მენდელსონს ეკუთვნის აგრეთვე მუსიკა სპექტაკლებისათვის (,,ზაფხულის ღამის სიზამარი”, ,,ანტიგონე”); კომიკური ოპერა ,,კამაჩიოს ქორწინება”.

კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებებიდან მნიშვნელოვანია ოქტეტი Eს-დურ, ორი საფორტეპიანო ტრიო, 7 სიმებიანი კვარტეტი.

მენდელსონს ეკუთვნის 80-ზე მეტი სიმღერა ხმისათვის ფორტეპიანოს თანხლებით, 80-მდე ვოკალური ანსამბლი.

მენდელსონის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს მის ,,უსიტყვო სიმღერებს” სოლო ფორტეპიანოსათვის. მათი მნიშვნელობა მენდელსონის მუსიკაში შეიძლება შევადაროთ სიმღერის მნიშვნელობას შუბერტის შემოქმედებაში. ამ პიესებში უპირველეს ყოვლისა გამოვლინდა მენდელსონის მუსიკის ლირიკული სახეები.

საშინაო მუზიცირებისათვის განკუთვნილი ლირიკული პიესების ძირითადი თავისებურებაა იმ პერიოდის საყოფაცხოვრებო ვოკალურ მუსიკასთან სიახლოვე. ,,უსიტყვო სიმღერების” ფაქტურას ახასიათებს ფართედ გაშლილი ვოკალური ხასიათის მელოდია, რომელიც ინტონციურად ქალაქურ ვოკალურ მელოდიკას უახლოვდება და პოლიმელიდიური თანხლება, სადაც ფორტეპიანოს უახლესი რომანტიკული ხერხებია გამოყენებული.

Mმენდელსონმა ექვსი უვერტიურა შექმნა. ,,ზაფხულის ღამის სიზმარი” დაწერილია შექსპირის კომედიისათვის. მისი მუსიკა აღსავსეა ზღაპრული რომანტიკულობით, აქ აისახა სკერცოზული ფანტასტიკის სამყარო. უვერტიურებში ,,ზღვის სიწყნარე და ბედნიერი მოგზაურობა” გოეთეს პოემის მიხედვით, ,,ჰებრიდები” ან ,,ფინგალის გამოქვაბული” და ,,მშვენიერი მელუზინა” _ ბუნების რომანტიზირებული სურათებია. ,,ჰებრიდები” დაიწერა შოტლანდიის ნაპირებთან კომპოზიტორის ზღვით მოგზაურობის შთაბეჭდილებების შედეგად. ,,მშვენიერი მელუზინას” პროგრამა შთაგონებულია უძველესი ლეგენდით ფერია მელუზინაზე. დრამატული სპექტაკლებისათვის არის დაწერილი _ უვერტიურები რასინის დრამისათვის ,,ატალია” და ჰიუგოს დრამისათვის ,,რიუი ბლაზი”.

მენდელსონის სიმფონიურ შემოქმედებაში გამოირჩევა ,,იტალიური” და ,,შოტლანდიური” სიმფონიები, რომლებიც კომპოზიტორმა ამ ქვეყნებში მოგზაურობის შთაბეჭდილებით შექმნა. ,,შოტლანდიური სიმფონია” გამოირჩევა ინტონაციური მთლიანობით, ნაწილებს შორის შესვენების უქონლობა კი ამ ნაწარმოებს სიმფონიური პოემის ჟანრთან აახლოებს.

ფრიდერიკ ფრანციშეკ შოპენი (1810, სოფელი ჟელიაზოვა-ვოლია, პოლონეთი -1849, პარიზი, საფრანგეთი), პოლონელი კომპოზიტორი, მუსიკალური რომანტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

შოპენი პოლონური მუსიკალური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენელია. 1831 წლიდან იგი ცხოვრობდა პარიზში. შოპენის მუსისკისთვი სდამახასიათებელია ლირიზმი, სხვადასხვა ხასიათის დახვეწილად გადმოცემა; მისი ნაწარმოებები გამოირჩევა ფართო ეროვნულ–ფოლკლორული და ჟანრული კავშირებით. მან ახლებურად გაიაზრა სხვადასხვა ჟანრი -ააღორძინა რომანტიზმის ესთეტიკაზე დაფუძნებული პრელუდია, შექმნა საფორტეპიანო ბალადა, პოეტურობა და დრამატიზმი შეიტანა ცეკვებში – მაზურკაში, პოლონეზსა, ვალსში; სკერცო დამოუკიდებელ ნაწარმოებად აქცია; გაამდიდრა ჰარმონია და საფორტეპიანო ფაქტურა.

მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია: 2 კონცერტი (1829, 1830), 3 სონატა (1828-1844), ფანტაზია (1841), 4 ბალადა (1835-1842), 4 სკერცო (1832–1842), ექსპრომტები, ნოქტიურნები, ეტიუდები და სხვა ნაწარმოებები ფორტეპიანოსთვის.

1927 წლიდან ვარშავაში ტარდება შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსი.

საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიტორი დაკრძალულია პარიზის პერლაშეზის სასაფლაოზე, შოპენის ანდერძით, მისი გული სხეულიდან ამოკვეთეს და ჩაატანეს ვარშავის წმინდა ჯვრის ეკლესიის სვეტში.

შოპენის შემოქმედება მცირე და დიდი ფორმის ნაწარმოებებად იყოფა. მცირე ჟანრებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საცეკვაო ჟანრებს:  პოლონეზს, მაზურსა და ვალსს.

პოლონეზი და მაზური პოლონური ცეკვებია.

პოლონეზი ძველებური ცეკვაა, რომელიც ჯერ კიდევ XVII საუკუნეში შეიქმნა სამეფო კარის ბრწყინვალე გარემოში და თან ახლდა დიდგვაროვანთა საზეიმო სვლას. Mმალე ეს ცეკვა ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, ისევე როგორც სარაბანდა და მენუეტი, რომელთა ესპანური და ფრანგული წარმოშობა დავიწყებულ იქნა, როდესაც სხვა ცეკვებთან ერთად ისინი XVII-XVIII საუკუნეების სუიტის შემადგენლობაში შევიდნენ.

მაზური ხალხური ცეკვაა, რომელმაც XIX საუკუნეში გაიკვლია გზა პროფესიული მუსიკისაკენ.

შოპენმა ორივე ჟანრის სპეციფიკა შეინარჩუნა. მისთვის ორივე პატრიოტული იდეის მატარებელი იყო. Mმან პოლონეზის არქაულ ჟანრს  თანამედროვე ჟღერადობა მისცა, ხოლო მაზური გამოყენებითი მნიშვნელობისაგან გაათავისუფლა და აქცია ფსიქოლოგიური შინაარსის პოეტურ მინიატურად.

მაზურის მნიშვნელობა შოპენის მუსიკისათვის შეიძლება შევადაროთ სიმღერას შუბერტის შემოქმედებაში, ან სონატისა ბეთჰოვენთან. შოპენი მთელი ცხოვრების მანძილზე მიმართავდა ამ ჟანრს, რომელმაც ევოლუცია განიცადა. Nნაცვლად ადრინდელი ვირტუოზული სტილისა, გვიანდელი მაზურები გამოირჩევა პიანისტური ეფექტების სრული უქონლობით.

პოლონეზის განვითარების გზა შოპენთან მაზურის ანალოგიურია: ცეკვიდან _ პოემურობამდე. შოპენისათვის ეს ჟანრი სამშობლოს წარსული დიდების ბრწყინვალე სურათებს აღადგენდა. Mმის პოლონეზებში სამი თემაა: სიამაყე დიადი წარსულით, მწუხარება მისი დაკარგვით და იმედი აღორძინებისა.

პოლონეზის საზეიმო სვლა მარშის რიტმით არის მოცემული, მისთვის მასშტაბური და გამომსახველი – სურათოვანი სტილია დამახასიათებელი. შოპენის პოლონეზები მის ვირტუოზულ სტილს მიეკუთვნება. მიუხედავად ასოციაციისა მარშთან, მას აქვს სამწილადი ზომა, აკორდული ფაქტურა, მზარდი დინამიკა, რაც საორკესტრო ეფექტს ქმნის.

შოპენმა 16 პოლონეზი შექმნა, რომელთა შორის არის ნათელი, მწუხარე, დრამატული, საზეიმო, ტრაგიკული, გმირული ხასიათის პოლონეზები.

საცეკვაო ჟანრს მიეკუთვნება ვალსიც. შოპენის ვალსები ამ ჟანრის განვითარების უფრო მაღალი საფეხურია, ვიდრე შუბერტისა და ვებერის ვალსები, რომლებიც ყოფით ტრადიციებს არ სცილდებოდნენ. შოპენის ვალსები კომპოზიტორის თანამედროვე რომანტიკული მინიატურის ჟანრია. მათი უმრავლესობა ბრწყინვალეა _ ,,ბრილიანტური”: Aს-დურ ოპ.34,  ას-დურ ოპ.42,  ა-დურ ოპ.18,  Dეს-დურ ოპ.64#1; არის ლირიკული სასიმღერო ვალსები, მაგ.   ა-მოლლ – მელანქოლიური ვალსი. შოპენს 17-მდე ვალსი აქვს.

მცირე ფორმის ნაწარმოებებს მიეკუთვნება ეტიუდი, პრელუდი, ნოქტიურნი.

შოპენმა შექმნა ახალი ტიპის, საკონცერტო ეტიუდი, სადაც ეტიუდის პირველადი ფუნქცია – ტექნიკის განვითარება შეთავსებულია მაღალმხატვრულ შინაარსთან. 

შოპენის დიდი ფორმის ნაწარმოებებია: სკერცო, სონატა, ბალადა, ფანტაზია, საფორტეპიანო კონცერტი.

ფრანც ლისტი (1811-1886) — უნგრელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, მუსიკის პროპაგანდისტი. მუსიკის შესახებ მრავალი წერილისა და ნაშრომის ავტორი.

9  წლისამ უკვე პირველი კონცერტები გამართა. ვენაში პატარა ლისტს ბეთჰოვენმა მოუსმინა და აღფრთოვანებულმა დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. 1825 წელს პარიზში დადგა მისი პირველი ოპერა „დონ სანჩო“. 1830 წლის ივლისში, დაწერა „რევოლუციური სიმფონია“. 1838—47ევროპულ ქვეყნებში ტრიუმფალური გასტროლების შემდეგ ლისტი აღიარებული იქნა გენიალურ პიანისტად, რომელმაც გადატრიალება მოახდინა საფორტეპიანო ხელოვნებაში. მოგზაურობის პერიოდში შექმნა ლისტმა საფორტეპიანო პიესების ციკლი „მოგზაურობის წლები“, რომელიც სამი რვეულისაგან შედგება.

შემოქმედების მეორე პერიოდში ლისტი 1848 წლიდან უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა კომპოზიციასა და საოპერო თეატრის ხელმძღვანელობას. მან 11 წლის განმავლობაში დადგა  43 ოპერა (მათ შორის, მოცარტის, ბეთჰოვენის, ვაგნერის ოპერები). ვაიმარში შექმნა ლისტმა თავისი საუკეთესო სიმფომფონიური ნაწარმოებები: „ფაუსტსიმფონია“ (1857), „დანტე“ (1856), სიმფონიური პოემები - „რა ისმის მთაზე“ (1857), „ტასო“ (1856), „ორფევსი“ (1854), „პრომეთე“ (1855) და მრავალი სხვა. ლისტს დიდი ღვაწლი მიუძღვის უნგრეთის საკომპოზიტორო და საშემსრულებლო სკოლების დაარსებასა და განვითარებაში.

მისი შემოქმედების შემდგომი პერიოდი დაკავშირებულია რომთან, სადაც 1861 წელს გაემგზავრა, მიიღო აბატის წოდება და დაწერა რამდენიმე დიდი ფორმის სასულიერო ნაწარმოები. მათ შორის ორატორიები „წმინდა ელისაბედი“ და „ქრისტე“.

ლისტი გარდაიცვალა ბაიროითში 1886 წელს, სადაც ჩასული იყო ვაგნერი ოპერების მოსასმენად.  ლისტი  წარმოშობით უნგრელი იყო, მაგრამ ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა გერმანიასა და საფრანგეთში. მან თავის შემოქმედებაში ამ ქვეყნების მუსიკალური ტრადიციები გააერთიანა. ლისტი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა უნგრული ხალხური მუსიკის რიტმო-ინტონაციისადმიც. დიდმა გერმანელმა პოეტმა ჰაინრიხ ჰაინემ ასე თქვა მის შესახებ: ,,ლისტის პიროვნებას იჩემებს... სამი ქვეყანა - უნგრეთი, საფრანგეთი, გერმანია და ვერ გაუყვიათ იგი.”

ლისტი მრავალმხრივი მოღვაწე იყო: კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი, პედაგოგი, ორგანიზატორი, ლისტის შემოქმედება მრავალ ჟანრს მოიცავს, მაგრამ მთავარი ადგილი მისთვის საფორტეპიანო და სიმფონიური მუსიკაა. ლისტის ნაწარმოებებია: 2 პროგრამული სიმფონია, 13 სიმფონიური პოემა, 19 უნგრული და ერთი ესპანური რაფსოდია, ტრანსკრიფციები, პარაფრაზები, საფორტეპიანო პიესების კრებული ,,მოგზაურობის წლები”, ,,დიდი ეტიუდები პაგანინის მიხედვით”, ,,12 ტრანსცენდენტული ეტიუდი”, ორი საფორტეპიანო სონატა, 2 საფორტეპიანო კონცერტი Eს-დურ, Aს-დურ, ,,მეფისტო-ვალსი”, ,,სიკვდილის ცეკვა” ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, ორატორიები, მესები, 70-ზე მეტი სიმღერა და რომანსი.

ლისტმა გააფართოვა მუსიკალური ხელოვნება ახალი გამომსახველი ხერხებითა და ფორმებით. იგი ფუძემდებელია ერთნაწილიანი პროგრამული სიმფონიური პოემისა. მან პირველმა შექმნა ერთნაწილიანი საფორტეპიანო სონატისა და ერთნაწილიანი საფორტეპიანო კონცერტის ნიმუშები. ლისტმა მუსიკაში შეიტანა საფორტეპიანო რაფსოდიის ფორმა. ლისტის შემოქმედების ძირითადი მეთოდი არის პროგრამულობა. თუ ბერლიოზის პროგრამულობა სიუჟეტური თხრობის ხასიათს ატარებს, ლისტი განზოგადებული, ფილოსოფიური ხასიათის პროგრამულობის მიმდევარი იყო. ლისტი თავის ნაწარმოებებში ასახავდა პროგრამის, სიუჟეტის ძირითად იდეას ან მხატვრულ სახეებს. ლისტი ფართედ იყენებს უნგრული სიმღერებისა და ცეკვების დამახასიათებელ ინტონაციებს, რიტმებს, კილოებს (5 საფეხურიან კილოს და უნგრულ (ბოშურ) კილოს). იგი ხშირად მიმართავს ჩარდაშის რიტმს და ქალაქური სიმღერის, ვერბუნკოშის ინტონაციებს. უნგრეთის თემა ფართედ აისახა მის ,,უნგრულ რაფსიდიებსა” და სიმფონიურ პოემა ,,უნგრეთში”.

ლისტის მუსიკა პათეტიკური და ამაღლებული ხასიათის არის. მის სტილზე ზეგავლენა იქონია შოპენის პოეტურმა სტილმა, პაგანინის ვირტუოზობამ, ბერლიოზის სიმფონიურმა სტილმა. ლისტი თავისი დროის ბრწყინვალე პიანისტი იყო. თანამედროვეთა მოგონებებით, მისი შესრულება არაჩვეულებრივი ტემპერამენტით, არტისტიზმითა და ვირტუოზულობით გამოირჩეოდა. მისთვის ვირტუოზულობა იყო არა თვითმიზანი, არამედ მხატვრული შინაარსის გადმოცემის საშუალება. ლისტის პიანიზმისათვის დამახასიათებელი იყო ფართე საკონცერტო გაქანება. ლისტის, როგორც მოაზროვნისა და პიროვნების სახე, შესანიშნავად გამოიკვეთა მის ლიტერატურულ ქმნილებებში. მაგ.: ,,ხელოვნების მდგომარეობა და მისი არსებობის პრობლემები საზოგადოებაში”, ,,ბოშები და მათი მუსიკა უნგრეთში”, ,,მუსიკის ბაკალავრის წერილები”, ,,წერილი პაგანინზე”, ..წერილი ბერლიოზზე” და ა.შ.

ლისტი ხელოვნებას განიხილავდა, როგორც ცხოვრებასთან, ხალხთან მჭიდროდ დაკავშირებულ მოვლენას. მისი აზრით, ხელოვნების დანიშნულებაა ადამიანის სულიერი სამყაროს განწმენდა და გამდიდრება.

ალექსანდრე რობერტ შუმანი  დაიბადა 1810 წლის 8 ივლისს. იგი იყო გერმანელი რომანტიკოსი კომპოზიტორი პიანისტი,  და მუსიკოს-პუბლიცისტი. შუმანს პატარობიდანვე უნდოდა ვირტუოზი-პიანისტი გამხდარიყო, თუმცა მამას სურდა, რომ რობერტი იურისტი გამოსულიყო. შუმანი  ფორტეპიანოზე დაკვრას ცნობილ პედაგოგთან ფრიდრიხ ვიკთან სწავლობდა, თუმცა ხელის ტრავმის გამო პიანისტის კარიერაზე უარის თქმა მოუხდა. შუმანი სწავლას იწყებს ლაიფციგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1830 წელს შუმანმა პირველად მოუსმინა პაგანინის. დიდი მევიოლინის ხელოვნებით აღფრთოვანებულმა შექმნა „საკონცერტო ეტიუდები პაგანინის მიხედვით“.  ამავე პერიოდში შუმანი დაინტერესდა შუბერტისა და ბახის შემოქმედებით. 1830 წელს შუმანმა თავი დაანება იურისპუდენციას და მთელ ენერიგია მუსიკისაკენ მიმართა. ლაიფციგში გატარებული წლები ყველაზე ნაყოფიერია შუმანის შემოქმედებაში. ამ წლებში შეიქმნა „პეპლები“, ვარიაცია “ABEGG”, „სიმფონიური ეტიუდები“, „კარნავალი“, „ფანტაზია“, „ფანტასტიკური პიესები“, „კრეისლერიანა“. 1834 წელს შუმანმა მეგობრებთან ერთდ დააარსა „ახალი მუსიკალური გაზეთი“, სადაც მან გააერთიანა მოწინავე ხელოვანნი, რომელსაც მან დავითის ძმობა - დავითსბუნდი - უწოდა. შუმანის სიტყვებით, გაზეთის ძირითადი მიზანი მდგომარეობდა „ხელოვნების დამდაბლებული მნიშვნელობის ამაღლებაში“. მე-19 საუკუნის ცნობილი პიანისტის, ტალბერგის ეპოქაში, როდესაც გასართობი ხელოვნება საკონცერტო და თეატრალურ დარბაზებში შეიჭრა, შუმანის წერილები დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. მისი მუსიკალური ანალიზი, დაკავშირებული ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის, შუბერტის მუსიკასთან, გვაოცებს სიღრმითა და ნაწარმოების შინაარსის  ნატიფი წვდომით. არანაკლებ გასაოცარია შუმანის გულისხმიერება ახალი ტალანტების გაცნობისას. დრომ მისი მუსიკალური პროგნოზების შეუცდომლობა დაამტკიცა. მან პირველმა დააფასა შოპენის, ბერლიოზის, ლისტის, ბრამსის შემოქმედება. შუმანი-კრიტიკოსისათვის დამახასიათებელია ნაწარმოების იდეურ-ესთეტიკური შეფასება. ხშირად მწვავე პრობლემები გადმოცემული იყო ბელეტრისტული ფორმით. ასე შეიქმნენ დავითსბუნდლერები - თანამედროვე და წარსული ეპოქების პროგრესული ხელოვანები, რომლებიც შუმანმა ბიბლიური მეფე დავით-მეფსალმუნის ეგიდით  წარმოსახვით კავშირიში გააერთიანა. დავითსბუნდლერები მდარე გემოვნების მქონე მუსიკოსებს - ფილისტიმელ ხელოვანებს უპირისპირდებოდნენ (ფილისტიმელები ძველი აღქმის მიხედვით ებრაელი ხალხის, შესაბამისად, დავით მეფის მოწინააღმდეგეები იყვნენ). მოცარტი ისეთივე დავითსბუნდლერი იყო, როგორც ბერლიოზი და კლარა ვიკი. გაზეთის ძირითადი კორესპონდენტები იყვნენ ფლორესტანი და ევზებიუსი - შუმანის ორი ალტერ ეგო. ორივე - მგზნებარე, ენერგიული და ირონიული ფლორესტანი და ახალგაზრდა ელეგიური მეოცნებე, პოეტი ევზებიუსი ხშირად იყვნენ შუმანის ლიტერატურული და მუსიკალური ნაწარმოებების გმირები.

1839 წელს კომპოზიტორი ესტუმრა ვენას, სადაც გაიცნო შუბერტის ძმა ფერდინანდი და მასთან შენახულ ხელნაწერებში აღმოაჩინა შუბერტის ბოლო სიმფონია, რომელიც მენდელსონის მეშვეობით საზოგადოებას გააცნო.  

1840 წელი გარდამტეხი იყო შუმანის ბიოგრაფიაში, რაც გამოიწვია ფრიდრიხ ვიკთან მტანჯველი ოთხწლიანი ბრძოლის დასასრულმა და კლარა ვიკზე დაქორწინებამ. ამ პერიოდში შუმანი ვოკალურმა მუსიკამ გაიტაცა და მცირე დროის მანძილზე შექმნა „სიმღერათა წრე“ აიჰედორფის ტექსტზე, „პოეტის სიყვარული“ ჰაინეს ტექსტზე, „ქალის სიყვარული და ცხოვრება“ სამისოს ტექსტზე. მომდევნო წლებში იქმნება მეოთხე სიმფონია რე მინორი, საფორტეპიანო კვარტეტი და საფორტეპიანო კვარტეტი, ორატორია „სამოთხე და პერი“.

პარალელურად მან განაგრძო ჟურნალისტური მოღვაწეობა, ხოლო 1843 წელს დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა ლაიფციგის კონსერვატორიაში.

წინააღმდეგობრივი იყო კომპოზიტორის ცხოვრების ბოლო ათი წელი. ერთის მხრივ, ეს არის დიდების პერიოდი. 1844-1853 წლებში იგი მოგზაურობდა რუსეთში, ჩეხეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და ბელგიაში, მაგრამ საზოგადოებრივი აღიარების წლებში იგი სულ უფრო გულჩათხრობილი ხდებოდა, რაც ჯანმრთელობის გაუარესებამ გამოიწვია. 1850 წელს შუმანი ჩავიდა დიუსელდორფში, რათა დაეკავებინა ქალაქის დირიჟორის თანამდებობა, მაგრამ ვერ შეეწყო იქურ ატმოსფეროს და იძულებული გახდა სამუშაო დაეტოვებინა. 1855 შუმანის სულით ავადმყოფობამ საგანგაშო ფორმა მიიღო. იგი მოათავსეს კერძო საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა 1856 წლის 28 ივლისს. შუმანი დაკრძალულია ქალაქ ბონში.

იოჰანეს ბრამსი (1833-1897).  გერმანელი კომპოზიტორი ოჰანეს ბრამსი დაიბადა 1833 წელს ჰამბურგში.Bბრამსის მამა მუსიკოსი იყო. ახალგაზრდობისას იგი ქალაქის სამხედრო ორკესტრში ვალტორნაზე, მოგვიანებით კი - ღამის რესტორნებსა და პატარა თეატრებში კონტრაბასზე უკრავდა.

ბრამსი თხუთმეტ წლამდე ჰამბურგში ცხოვრობდა. ადგილობრივ მუსიკოსებთან იგი ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა, მათ შორის მხოლოდ ერთი იყო პროფესიონალი მასწავლებელი - ედუარდ მარქსენი. ბრამსს მუსიკალურ სასწავლო დაწესებულებაში არ უსწავლია. მიღწევები, რომელიც მას მომავალში ქონდა, განაპირობა მისმა უდიდესმა ნიჭმა, უზომო შრომისმოყვარეობამ, მუსიკის სიყვარულმა და პასუხისმგებლობამ.

მის მეცადინეობას მუსიკაში დიდი წარმატება ჰქონდა, მოკლე ხანში მან შეძლო ღია კონცერტებით გამოსვლა, იგი სადაც ასრულებდა საკუთარ და კლასიკოს კომპოზიტორთა ნაწარმოებებს _ ბახს, მოცარტს, ბეთჰოვენს.

ბრამსი ამ პერიოდში მუშაობდა ჰამბურგის საქალაქო თეატრის კულისებში, ღამის რესტორნებში, თანხლებას უწავდა ცეკვებს. მისთვის ეს არ იყო საინტერესო სამუშაო, მაგრამ ამ დროს იგი გაეცნობოდა ხალხურ და ქალაქურ ყოფით მუსიკას _ ლენდლერებსა და სხვა ავსტრიულ და გერმანულ ცეკვებს, აგრეთვე პოპულარულ სიმღერებს. საბოლოოდ კი ეს მუსიკა მისი შემოქმედების ინტონაციურ საფუძვლად იქცა.

1849 წელს შედგა ბრამსის შეხვედრა უნგრელ მევიოლინე ედე რემენისთან, რაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ბრამსისათვის. ბრამსი აკომპანემენტს უკეთებდა კონცერტებზე მევიოლინეს. რემენის რეპერტუარში იყო უნგრული ცეკვები და სიმღერები და ბრამსს ჰქონდა შესაძლებლობა, უნგრულ რეპერტუარს გაცნობოდა, რაც ბრამსის შემოქმედებაში შემდეგში ბრწყინვალედ აისახა.

1853 წელს, ვაიმარში ბრამსი ლისტს შეხვდა. ამ პერიოდისათვის, ოცი წლის ბრამსი, ავტორი იყო საფორტეპიანო სონატის, სკერცოს, რამოდენიმე კამერული ანსამბლისა და სიმღერის. ლისტთან გატარებული დღეები საკმარისი აღმოჩნდა ბრამსისათვის, რომ მიხვედრილიყო განსხვავებას მისსა და ლისტის შემოქმედებით ინტერესებს შორის. ბრამსისათვის მიუღებელი იყო ლისტის იდეა პროგრამულობისა, როდესაც ნაწარმოების შინაარსი და ფორმა გნისაზღვრება ლიტერატურულ-პოეტური სახეებით. ბრამსმა არ მიიღო  ლისტის სონატა სი მინორიც, რომელიც მისთვის უცხო გამოდგა. იგი არც კი დაელოდა ლისტთან ყოფნის განსაზღვრულ ვადას და გაემგზავრა ვაიმარიდან.

სრულიად სხვა შედეგი ჰქონდა ბრამსის შეხვედრას შუმანთან. შუმანმა დაწერა სტატია ბრამსზე, სადაც პირველმა აღიარა ბრამსის საკომპოზიტორო ნიჭი. ამ სტატიამ ბრამსის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ბრამსის სახელი ცნობლი გახდა არა მარტო გერმანიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ჯერ კიდევ შუმანის სიცოხლეში ბრამსი დაუმეგობრდა კლარა შუმანს. ეს მეგობრობა მთელი მათი ცხოვრება გაგრძელდა.  

ბრამსს არ მოსწონდა ბერლიოზისა და ლისტის პროგრამული მუსიკის სტილი. მან შექმნა სიმფონიური, კამერული, საფორტეპიანო და ვოკალური მუსიკის ჟანრები, რომლებმაც კლასიკური არაპროგრამული ინსტრუმენტული მუსიკის ტრადიციები განაგრძო. კლასიკური მუსიკალური ფორმების შენარჩუნება დაუპირისპირდა ვაგნერის ,,უსასრულო მელოდიას” და გვიანი რომანტიზმის სხვა მოვლენებს.Bბრამსი აღმოჩნდა გერმანული მუსიკის იმ მიმართულების ცენტრში, რომელიც გამოვიდა ე.წ. „მომავლის მუსიკის” წინააღმდეგ, როგორც უწოდებდნენ ლისტის მიმართულებას პროგრამულ მუსიკაში და ვაგნერისა _ მუსიკალურ დრამაში. ბრამსმა ხელი მოაწერა ოფიციალურ განცხადებას, რომელიც ,,მომავლის მუსიკის” წინააღმდეგ იყო მიმართული. განცხადება მოთავსდა 1860 წელს ,,ბერლინის ექოში”.

ისტორიულმა პერსპაქტივამ აჩვენა, რომ ეს მიმართულებები, რომელთა შორის ასეთი გამწვავებული დამოკიდებულება არსებობდა, არ გამორიცხავდა, არამედ, პირიქით, ავსებდა ერთმანეთს და XIX საუკუნის გერმანული და ევროპული მუსიკის უმაღლესი მუსიკალური კულტურის მთლიან სურათს წარმოადგენდა.

50-იანი წლების მეორე ნახევარში ბრამსი ხშირად გამოდიოდა, როგორც პიანისტი გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ლაიფციგში, გევანდჰაუზის განთქმულ საკონცერტო დარბაზში, ზოგჯერ კლარა შუმანთან ერთადაც. ბრამასი და ცნობილი მევიოლინე იოჟეფ იოაჰიმი ატარებდნენ სავიოლინო სონატების საღამოებს.

60-იანი წლების დასასრულიდან ბრამსი დამკვიდრდა ვენაში, რომელიც მის მეორე სამშობლოდ იქცა. ამდროისათვის ბრამსი უკვე განთქმული კომპოზოტორი იყო. დიდი დირიჟორი და პიანისტი ჰანს ფონ ბიულოვი ბრამსის სიმფონიური მუსიკის დიდი პროპაგანდისტი იყო. მან 1876 წელს დაწერილ ბრამსის პირველ სიმფონიას ბეთჰოვენის მე-10 სიმფონია უწოდა. ვენაში მუშაობის პირველ წლებში ბრამსი ხელმძღვანელობდა საგუნდო კაპელას. 1872-75 წწ-ში ის „მუსიკის მეგობართა“ საზოგადოების სათავეში იდგა და ამ საზოგადოების სიმფონიურ კონცერტებს დიდირჟორობდა. მალე მან ხელშეკრულება დადო გამომცემლობასთან, სადაც მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა. ამან შესაძლებლობა მისცა კომპოზიტორს მთელი დრო შემოქმედებით სამუშაოსთვის დაეთმო.

ბრამსი 1897 წელს ვენაში.

ბრამსის ცნობილი ნაწარმოებებია: 4 სიმფონია, საორკესტრო უვერტიურები, „გერმანული რეკვიემი“, 2 საფორტეპიანო, 1 სავიოლინო, 1 ორმაგი  (ვიოლინოს, ჩელოსა და ორკესტრისათვის) კონცერტები, მრავალრიცხოვანი კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები, სიმღერები, უნგრული ცეკვები, საფ-ნო ნაწარმოებები: 3 სონატა, ვარიაციული ციკლები, რაფსოდიები, კაპრიჩიოები და სხვ.

მიხეილ გლინკა ( 1804 -1857) - რუსული კლასიკური მუსიკის მამა. მან საფუძველი ჩაუყარა რუსული მუსიკის მრავალ ჟანრს: ოპერას, სიმფონიურ მუსიკას, რომანსს, მისი ოპერების საბალეტო სცენებმა ხელი შეუწყვეს რუსული საბალეტო ხელოვნების განვითარებას.

მის შემოქმედებაში ჩამოყალიბდა რუსული ოპერის ორი ტიპი - გმირულ-პატრიოტული („სიცოცხლე მეფისათვის“)  და ზღაპრულ-ფანტასტიკური („რუსლანი და ლუდმილა“), რომლებმაც განსაზხღვრეს რუსული ოპერის განვითარების გზა.

გლინკას უვერტიურები: „არაგონული ხოტა“ და „ღამე მადრიდში“, სიმფონიური სურათები „კამარინსკაია“ და „ვალს-ფანტაზია“ რუსული სიმფონიზმის საფუძველია. ჩაიკოვსკი წერდა: „როგორც რკოდან მუხა, ისე ამოიზარდა რუსული სიმფონიური მუსიკა გლინკას „კამაინსკაიადან“.

განუზომელია გლიკნკას რომანსების გავლენა რუსულ ვოკალურ კამერულ მუსიკაზე. მისი რომანსები: „მახსოვს მშვენიერი წამი“, „ეჭვი“ არაერთი ცნობილი მუსიკოსის რეპერტუარშია შესუული.

ბედრჟიხ სმეტანა (1824, ლიტომიშლი -1884, პრაღა) — ჩეხი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი, საზოგადომოღვაწე.

სმეტანამ მუსიკალური განათლება პრაღაში მიიღო. 1847 წლიდან გამოდიოდა, როგორც პიანისტი.  1847—1856 წლებში ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ მუსიკალურ სკოლას პრაღაში. 1856-1861 წლებში ცხოვრობდა გეტებორგში, გამოდიოდა, როგორც დირიჟორი და პიანისტი. ამ წლებში შექმნა  „6 სახასიათოპიესა“;  სიმფონიურიპოემები „რიჩარდ III“ (შექსპირის მიხედვით), „ვალენშტაინის ბანაკი“ (შილერის მიხედვით) და „იარლჰაკონი“. 1862 წლიდან მოღვაწეობდა პრაღაში, როგორც სიმფონიური და საგუნდო დირიჟორი, პიანისტი. სმეტანა წერდა მუსიკალურ-კრიტიკულ წერილებს, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1863 წლიდან ხელმძღვანელობდა მამაკაცთა გუნდს  „გლაგოლპრაჟსკის“  და არტისტული კლუბის „უმელეცკა ბესედას“ მუსიკალურ სექციას. 1866-1874 წლებში იყო „დროებითი თეატრის“ საოპერო დირიჟორი. დაწერილი აქვს  9 ოპერა. მის კალამს ეკუთვნის კომიკური ოპერა „გაყიდული საპატარძლო“, ოპერა-ტრაგედია „დალიბორი“ და სხვ.

სმენის დაკარგვის გამო ბედრჟიხ სმეტანამ თავი დაანება სადირიჟორო მოღვაწეობას. ამ პერიოდში შექმნა თავისი საუკეთესო საორკესტრო ქმნილებები: პროგრამული სიმფონიური პოემების ციკლი „ჩემი სამშობლო“, რომელშიც შედის მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები „ვლტავა“, ოპერები — „საიდუმლო“, „ეშმაკის კედელი“, „ვიოლა“ და სხვა. მისი შემოქმედაბა გამოირჩევა ეროვნული თვითმყოფობითა და მაღალი ოსტატობით. მან განსაზღვრა ჩეხური მუსიკის განვითარების შემდგომი გზები. სმეტანას სახელს ატარებს პრაღის საკონცერტო დარბაზი. პრაღაშივე არსებობს ბედრჟიხ სმეტანას მუზეუმი, რომელსაც ფილიალები აქვს ლიტომიშლსა და იაბკენიცეში.

ანტონინ  დვორჟაკი 1841-1904. დვორჟაკი, სმეტანასთან ერთად, ჩეხური მუსიკალური კულტურის კლასიკოსი და XIX საუკუნის ერთ-ერთი შესანიშნავი კომპოზიტორია.

დვორჟაკი დაიბადა პრაღის მახლობლად, სადაც საცხოვრებლად და მუსიკალური განათლების გასაგრძელებლად გადადის 1857 წელს.Aაქ დვორჟაკი სწავლობს საორგანო სკოლაში, უკრავს ორკესტრში, სწავლობს კლასიკურ მუსიკას.

70-იანი წლების მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ვოკალური ციკლი ,,კვიპაროსები”, მაგრამ მისი ძირითადი ინტერესები ამ წლებში მიმართულია საოპერო ჟანრის მიმართ (მაგ. კომიკური ოპერა ,,ჯიუტები”).

1876 წელს დვორჟაკმა დაწერა დიდი საგუნდო ნაწარმოები  შტაბატ  მატერ.

ხალხურ შემოქმედებასთან დაკავშირებული მისი ნაწარმოებებიდან კი აღსანიშნავია ,,მორავიული დუეტები” ქალთა ხმებისათვის ფორტეპიანოს თანხლებით, ხალხურ ჩეხურ და სლოვაკურ ტექსტებზე. 70-იანი წლების ბოლოს იქმნება სხვა ნაწარმოებებიც, რომლებიც უშუალოდ ხალხური ჟანრების საფუძველზე შეიქმნა: ,,სლავური რაფსოდიები”, ,,ჩეხური სუიტა”, სიმებიანი კვარტეტი. განსაკუთრებული პოპულარობ დვორჟაკს ,,სლვურმა ცეკვებმა” მოუტანეს.

80-იან წლებში დვორჟაკმა დაწერა საფორტეპიანი ნაწარმოებები და 1889 წელს _  საუკეთესო ოპერა ,,იაკობინელი”.

დვორჟაკი პრაღის კონსერვატორიაში მიიწვიეს პედაგოგად, მაგრამ, იგი უფრო მეტად კომპოზიციით არის დაკავებული. ამ პერიოდში იქმნება საფორტეპიანო პიესების ციკლი ,,პოეტური სურათები” და შესანიშნავი საფორტეპიანო ტრიო 6 ნაწილად ხალხური მუსიკის მოტივებზე.

დვორჟაკმა მიიღო მიწვევა ნიუ-იორკის 1885 წელს დაარსებული კონსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე და გაემგზავრა აშშ –ში. აქ მან სამი წელი გაატარა. იგი დაკავებული იყო პედაგოგიური მოღვაწეობით, დირიჟორობდა საკუთარ ნაწარმოებებს და ეცნობოდა აფრო-ამერიკელებისა და ინდიელების ფოლკლორს. ახალი შთაბეჭდილებებისა და ჩეხეთის ნოსტალგიის ზეგავლენით, დვორჟაკმა შექმნა V სიმფონია ,,ახალი სამყაროდან”, ,,ზანგური კვარტეტი”, სონატინა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, რომლის II ნაწილს ევროპულ ქვეყნებში უწოდეს ,,ინდიელთა იავნანა”.

1894 წელს დვორჟაკი დაბრუნდა სამშობლოში და მომდევნო რამოდენიმე წელი იმოგზაურა ევროპის ქვეყნებში, სადაც გაიცნო ბრამსი, გრიგი, ბრუკნერი.

1896 წელს ლონდონში პირველად შესრულდა დვორჟაკის სავიოლონჩელო კონცერტი.  ბოლო წლების ნაწარმოებებია ოპერები ,,ალი” და ,,არმიდა”.

1893 წელს შექმნილი სიმფონია ,,ახალი სამყაროდან” დვორჟაკის საუკეთესო ნაწარმოებია. სიმფონიის სათაური, რომელიც მას დვორჟაკმა შექმნის შემდეგ მისცა, არ ანიჭებს ნაწარმოებს პროგრამულ ხასიათს. სათაური გულისხმობს შთაბეჭდილებებს, რომლებიც დვორჟაკმა ამერიკაში შეიძინა.

სიმფონიის მელოდიური, ინტონაციური მხარე ახლოს დგას როგორც ჩეხურ, ისე აფრო-ამერიკულ მუსიკასთან. დვორჟაკი, ამავე დროს, არ მიმართავს ხალხური მუსიკის ციტირებას.

ედვარდ გრიგი. გრიგის შემოქმედება XIX საუკუნეში, ნორვეგიის საზოგადოებრივი და კულტურული აღმავლობის პერიოდში ჩამოყალიბდა. XIV-XVIII საუკუნეებში ნორვეგია დანიისა და შვეციის დაქვემდებარებაში იყო, ხოლო XIX საუკუნიდან იწყება ეკონომიკური აღმასვლა, ეროვნული თვითგამორკვევა და კულტურის განვითარება: ფერწერის, მუსიკის, ლიტერატურის. Nნორვეგიულ ლიტერატურაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰენრიკ იბსენის შემოქმედება; ბერგენში 1850 წელს, მევიოლინე ულე ბულის თაოსნობით იხსნება ,,ნორვეგიული ეროვნული თეატრი”. XIX საუკუნის დასაწყისში ნორვეგიის დედაქალაქ ქრისტიანიაში იწყება სისტემატური საკონცერტო ცხოვრება.

გრიგი ნორვეგიული მუსიკის პირველი კლასიკოსია. (რომელმაც ნორვეგიული საკომპოზიტორო სკოლა ევროპის მოწინავე ქვეყნების კულტურის დონეზე აიყვანა და ეროვნული ხალხური მუსიკის საფუძველზე პროფესიული მუსიკის მაღალმხატვრული ნიმუშები შექმნა მუსიკალურ-თეატრალურ, სიმფონიურ, კამერულ-ინსტრუმენტულ, საფორტეპიანო, სავიოლინო და სასიმღერო ჟანრებში).

გრიგმა ჟანრულად მრავალფეროვანი შემოქმედება დაწერა: საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო ბალადა, სამი სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, სონატა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, კვარტეტი; აგრეთვე მრავალრიცხოვანი საფორტეპიანო მინიატურა: ციკლები ,,პოეტური სურათები”, ,,ფურცლები ალბომიდან”, ,,ლირიკული პიესები”. Kკომპოზიტორს იზიდავდა კამერული ვოკალური მინიატურაც _ რომანსი, სიმღერა. Mმისი სიმფონიური მუსიკა გამოირჩევა შედევრებით: სუიტები ,,პერ გიუნტი” და ,,ჰოლბერგის დროიდან”; Gგრიგის შემოქმედების ერთ-ერთი ნაწილია ხალხური სიმღერებისა და ცეკვების გადამუშავება _ მარტივი საფორტეპიანო პიესების სახით ოპ.17, სუიტა ფორტეპიანოსათვის ოთხ ხელში ,,ნორვეგიული ცეკვები” ოპ.35 და მათი საორკესტრო რედაქცია, ,,სიმფონიური ცეკვები” ხალხურ ნორვეგიულ თემებზე.

გრიგი დაიბადა 1843 წელს ბერგენში, ნორვეგიის ზღვისპირა ქალაქში. Mმისი პირველი ნაწარმოებები ბავშვობის წლებს ეკუთვნის. Gგრიგის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა შესანიშნავმა მევიოლინემ _ ,,ნორვეგიელმა პაგანინიმ” _ ულე ბულმა, რომელმაც ურჩია გრიგის მშობლებს, მისთვის საკონსერვატორიო განათლება მიეცათ. 1858 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, გრიგი ლაიფციგში მიემგზავრება. ლაიფციგის კონსერვატორიაში სწავლების წლები გრიგისათვის მნიშვნელოვანი იყო. იგი მეცადინეობდა ცნობილ პიანისტთან _ ი. მოშელესთან და თეორეტიკოს  _ მ. ჰაუპტმანთან. რა თქმა უნდა, გრიგის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ლეიფციგის მუსიკალურმა კულტურამ _ ბახის, მენდელსონის, შუმანის ქალაქმა.

1862 წელს გრიგმა დაამთავრა კონსერვატორია. იგი დაბრუნდა მშობლიურ ბერგენში, მაგრამ ცოტა ხნით _ 1863 წელს მიემგზავრება კოპენჰაგენში _ სკანდინავიის იმდროინდელ მუსიკალურ ცენტრში.

კოპენჰაგენში გრიგი გაეცნო სკანდინავიურ ლიტერატურას, ხელოვნებას. აქ გაიცნო მან ცნობილი პოეტი და მეზღაპრე ჰანს ქრისტიან ანდერსენი. კოპენჰაგენში იპოვა გრიგმა აგრეთვე თავისი ნაწარმოებების შესანიშნავი ინტერპრეტატორი, მომღერალი ნინა ჰაგერუპი, რომელიც მალე ცოლად შეირთო.

საკომპოზიტორო დაოსტატებისათვის გრიგმა მიმართა Dდანიელ კომპოზიტორს ნილს ჰადესს. მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შეხვედრას ახალგაზრდა ნორვეგიელ კომპოზიტორთან რიკარდო ნურდროკთან. მასთან ურთიერთობაში ჩამოყალიბდა გრიგის ესთეტიკური შეხედულებანი და სწრაფვა ეროვნული ნორვეგიული მუსიკის შექმნისაკენ. Gგრიგმა და ნურდროკმა 1864 წელს, Dდანიელ მუსიკოსებთან ერთად, ჩამოაყალიბეს მუსიკალური საზოგადოება ,,ევტერპა”, რომელსაც უნდა გაეცნო მსმენელისათვის სკანდინავიელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. Eეს იყო მუსიკალური საგანმანათლებლო მოღვაწეობის დასაწყისი გრიგის შემოქმედებაში.

კოპენჰაგენში ცხოვრების პერიოდში გრიგმა დაწერა: ,,პოეტური სურათები” და ,,იუმორესკები” ფორტეპიანოსათვის, სონატა ფორტეპიანოსათვის, პირველი სავიოლინო სონატა, სიმღერები.

1866 წელს ნორვეგიის დედაქალაქში _ ქრისტიანიაში _ გრიგმა ჩაატარა კონცერტი, რომელიც თავისებური ანგარიში იყო ნორვეგიელი კომპოზიტორების მიღწევების შესახებ. Aამ კონცერტის შედეგი იყო გრიგის მიწვევა ქრისტიანიის ფილარმონიული საზოგადოების საზოგადოების დირიჟორად.

8 წლის მანძილზე ქრისტიანიაში გრიგმა , როგორც დირიჟორმა, დიდი სამუშაო ჩაატარა. Mმან შეასრულა ჰაიდნის, მოცარტის, ბეთჰოვენის, შუბერტის, შუმანის სიმფონიები, ორატორიები, ვაგნერის ოპერებიდან ნაწყვეტები, აგრეთვე სკანდინავიელი მუსიკოსების ნაწარმოებები. როგორც მათი პროპაგანდისტი, გრიგი სტატიებსაც ბეჭდავდა პრესაში. Mმან ჩამოაყალიბა მუსიკოს-შემსრულებელთა საზოგადოებაც.

გრიგის შემოქმედებამ ამ პერიოდში სრულყოფას მიაღწია. 1868 წელს დაწერა მან საფორტეპიანო კპნცერტი და 1867 წელს მეორე სავიოლინო სონატა. AAამ დროს შეიქმნა ,,ლირიკული პიესების” პირველი რვეული და ციკლი ,,ნორვეგიული ხალხური სიმღერები და ცეკვები ფორტეპიანოსათვის”. 1874 წელს გრიგმა მიიღო წერილი იბსენისაგან, წინადადებით, მისი დრამისათვის ,,პერ გიუნტი”, მუსიკის დაწერისა.

1876 წელს ,,პერ გიუნტის” დადგმით იწყება გრიგის პოპულარობა მთელს ევროპაში. გრიგი გადადის ნორვეგიის ულამაზეს პატარა ქალაქ ტროლჰაუზენში, მთებში, მშობლიურ ბერგენის მახლობლად, სადაც სიკვდილამდე ცხოვრობს.

ბუნების ულამაზესი სურათების აღწერა შედის მის ნაწარმოებებში. Gგარდა საკომპოზიტორო მოღვაწეობისა, გრიგი გამოდის როგორც საკუთარი ნაწარმოებების შემსრულებელი - ნორვეგიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. 70-იან და 80-იან წლებში გრიგი ქმნის თავის ყველაზე დიდ ნაწარმოებს სოლო ფორტეპიანოსათვის _ ბალადას და კამერულ-ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს, აგრეთვე ,,ლირიკული პიესების” სამ რვეულს”. Gგვიანი პერიოდიდან კი აღსანიშნავია ,,ლირიკული პიესების” კიდევ 6 რვეული, ვოკალური ციკლები, ,,სიმფონიური ცეკვები’, ხალხური ცეკვების გადამუშავება ფორტეპიანოსათვის თხზ.72.

ცხოვრების ბოლო წლებში გრიგმა გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული მოთხრობა ,,ჩემი პირველი წარმატება” და პროგრამული სტატია ,,მოცარტი და მისი მნიშვნელობა თანამედროვეობისათვის”.

მიუხედავად მძიმე დაავადებისა, გრიგი ბევრს მუშაობდა. 1907 წელს მან დიდი საკონცერტო მოგზაურობა ჩაატარა ნორვეგიის, დანიისა და გერმანიის ქალაქებში. ამავე წელს იგი გარდაიცვალა ბერგენში.

კონცერტის სამნაწილიანი ციკლი ტრადიციულ დრამატურგიას შეესატყვისება: კვანძის დრამატული შეკვრა I ნაწილში; ლირიკული II ნაწილი; ხალხურ-ჟანრული სურათი III ნაწილში.                       სიმფონიური  სუიტა ,,პერ გიუნტი”

გრიგმა დაწერა მუსიკა მისი თანამედროვე დრამატურგის _ ჰენრიკ იბსენის დრამისათვის ,,პერ გიუნტი”. მისი ნაწარმოები ისეთივე მაღალი დონის არის, როგორც ბეთჰოვენის ,,ეგმონტი”, მენდელსონის ,,ზაფხულის ღამის სიზმარი”, ბიზეს ,,არლელი ქალი”. Aამიტომ, თეატრალური სპექტაკლისათვის შექმნილმა, ამ მუსიკამ დამოუკიდებელი მნიშვნელობა შეიძინა. ,,პერ გიუნტის” სრული პარტიტურა შეიცავს 23 ნომერს, რომელთა შორის არის შესავლები 5 მოქმედებისათვის, სიმღერები (სოლვეიგის სიმღერა და იავნანა, პერ გიუნტის სერენადა), ცეკვები (ინგრიდის    ქორწილზე, არაბული ცეკვა, ანიტრას ცეკვა), ფანტასტუკური (,,მთის მეფის გამოქვაბულში”) და ლირიკულ-დრამატული საორკესტრო ეპიზოდები (,,ოზეს სიკვდილი’), მელოდრამები.

მუსიკიდან დრამისათვის გრიგმა აიღო რამოდენიმე ნაწყვეტი და შეადგინა სიმფონიური სუიტა. I სუიტაში შევიდა: ,,დილა”, ,,ოზეს სიკვდილი”, ,,ანიტრას ცეკვა”, ,,მთის მეფის გამოქვაბულში” _ ნათელი და სიხარულით აღსავსე გრძნობები, სიცოცხლის დასასრულის ტრაგედია, ჟანრული ჩანახატი, ფანტასტიკა _ ეს არის I სუიტის კონტრასტული სახეები.

II სუიტაში შევიდა: ,,ინგრიდის ჩივილი”, არაბული ცეკვა”, პერ გიუნტის დაბრუნება სამშობლოში”, ,,სოლვეიგის სიმღერა”.

მოდესტ მუსორგსკი (1839-1881) დიდი რუსი კომპოზიტორი. დაიბადა ფსკოვის გუბერნიის სოფელ კარევოში, მემამულის ოჯახში. კომპოზიტორის ბებია ყმა გლეხის ქალი იყო, მამა - ჩინოვნიკი, დედა კი - ღარიბი თავადის ასული, რომელსაც კარგი მუსიკალური განათლება ჰქონდა. მოდესტმა მუსიკის შესწავლა 5 წლის ასაკში დაიწყო და 9 წლისა უკვე ძალიან კარგად უკრავდა. იგი სწავლობდა პეტრბურგის გვარდიელთა სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა პრეობრაჟენსკის პოლკში. მუსორგსკის ცხოვრებაში ცვლილება შეიტანა რუს კომპოზიტორ ბალაკირევთან გაცნობამ. მუსორგსკიმ სამხედრო კარიერაზე უარი თქვა და აქტიურად დაიწყო მუშაობა მუსიკალურ კომპოზიციაში. მუსორგსკი გახდა მძლავრი ჯგუფის წევრი, სადაც მასთან ერთად შედიოდნენ თავად მილი ბალაკირევი, ალექსანდრე ბოროდინი, ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი, ცეზარ კიუი. მძლავრი ჯგუფის კომპოზიტორები მიზნად ისახავდნენ შეექმნათ რუსული მუსიკის განვითარებას ეროვნული კულტურის საფუძველზე.

60-იან წლებში იქმნებ ამუსორგსკის ოპერა „სალამბო“, სიმფონიური სურათი „ღამე მელოტ მთაზე“, სიმღერები.

1868 წელს მუსორგსკიმ დაიწყო მუშობა ოპერაზე „ქორწინება“ გოგოლის მიხედვით. ამ ოპერაში კომპოზიტორი ეძებდა მუსიკალური მეტყველების ახალ ფორმას, რომელიც ვოკალურ მელოდიას სამეტყველო ინტონაციებთან დააახლოებდა.

1874 წელს მუსორგსკის ახალი ოპერის „ბორის გოდუნოვის“ პრემიერა შედგა. ოპერა  წარმატებით დაიდგა, მაგრამ დიდმა განცდებმა კომპოზიტორის ჯანმრთელობა შეარყია.

70-იან წლებში მუსორგსკიმ დაიწყო მუშაობა ოპერაზე  „ხოვანშჩინა“, რომელსაც საფუძვლად დაედო სტრელეცების აჯანყება პეტრე პირველის რეფორმების წინააღმდეგ. ამავე პერიოდში კომპოზიტორი მუშაობდა კომიკურ ოპერაზე  „სოროჩინული ბაზრობა“  გოგოლის მიხედვით.

1874 წელს მუსორგსკიმ შექმნა საფორტეპიანო პიესების ციკლი „სურათები გამოფენიდან“ არქიტექტორ გარტმანის ნაწარმოებების მიხედვით.

მუსორგსკი იტანჯებოდა სულიერი მარტოობით. ამან გამოხატულება ჰპოვა რომანსების ორ ციკლში: „უმზეოდ“ და „სიკვდილის სიმღერები და ცეკვები“ გოლენიშჩევ-კუტუზოვის სიტყვებზე.

კომპოზიტორის ცხოვრების ერთ-ერთი ნათელი პერიოდი იყო საკონცერტო ტურნე რუსეთის ქალაქებში, სადაც იგი მომღერალმა ქალმა ლეონორამ მიიწვია.

1881 წელს მუსორგსკის ჯანმთელობა იმდენად გაუარესდა, რომ სამხედრო ლაზარეთში მოათავსეს. ამავე წელს მუსორგსკი გარდაიცვალა.

ოპერა „ხოვანშჩინა“ დაუსრულებელი დარჩა და იგი დაასრულა რიმსკი-კორსაკოვმა.

ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი. რიმსკი-კორსაკოვი მე-19-20 საუკუნეების მიჯნის რუსი კომპოზიტორია, ცნობილი გაერთიანების _ ,,მძლავრი ჯგუფის” წევრი. მისი მიზანი იყო რუსული ხელოვნების ხალხურ ეროვნულ საფუძვლებთან დაახლოვება. Mმის შემოქმედებაში ბევრი თემაა აღებული რუსეთის ისტორიიდან, ფოლკლორიდან, ლიტერატურიდან, თქმულებებიდან.Mმისი მელოდიკაც ძველ რუსულ საწესჩვეულებო სიმღერებთან არის ხშირად დაკავშირებული. რიმსკი-კორსაკოვმა მნიშვნელოვნად გააფართოვა და გაამდიდრა რუსული მუსიკის ჰარმონიული ენა. განსაკუთრებული ფერადოვნებით გამოირჩევა რიმსკი-კორსაკოვის ორკესტრობა.

რიმსკი-კორსაკოვის შემოქმედება მრავალფეროვანია. მან შექმნა 15 ოპერა, 10 სხვადასხვა ჟანრის სიმფონიური ნაწარმოები: სიმფონიები, პროგრამული სიმფონიური სუიტები, კაპრიჩიოები, ფანტაზიები, უვერტიურები, სუიტები მასალიდან ოპერების მუსიკაზე; აგრეთვე საკონცერტო ჟანრის პიესები: სავიოლინო ფანტაზია, საფორტეპიანო კონცერტი; სამი კანტატა, კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები, რომანსები და დუეტები, მრავალი საგუნდო პიესა, ხალხური სიმღერების დამუშავება. Yყველაზე მეტად ამ ვრცელ ჩამონათვალში აღსანიშნავია საოპერო და სიმფონიური თხზულებები, სადაც რიმსკი-კორსაკოვის ნიჭი და პროფესიონალიზმი გამომჟღვნდა. Mმისი ცნობილი ოპერებია: ,,სადკო”, ,,თოვლის ქალი”, ,,ოქროს მამალი”, ,,მეფის საცოლე”; ხოლო სიმფონიური ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ,,ესპანური კაპრიჩიო” და სიმფონიური სუიტა ,,შეჰერეზადა”.

რიმსკი-კორსაკოვი ინტენსიური შემოქმედებითი, პედაგოგიური და სადირიჟორო მოღვაწეობის გარდა, დიდ ყურადღებას უთმობდა რუსი კომპოზიტორების ნაწარმოებების გაორკესტრებას, დამთავრებას, რედაქციას. Kიდევ ერთი სფერო მისი მოღვაწაობისა _ მუსიკალურ-ლიტერატურული ნამუშევრები: მოგონებათა წიგნი ,,ჩემი მუსიკალური ცხოვრების მატიანე”, ,,ორკესტრობის საფუძვლები”, ,,ჰარმონიის სახელმძღვანელო”, სტატიები მუსიკალური ნაწარმოებების გარჩევით.

პეტრე ჩაიკოვსკის შემოქმედება ცნობილია მთელს მსოფლიოში. ჩაიკოვსკი იყო დიდი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადომოღვაწე და მუსიკალურიჟურნალისტი.

ჩაიკოვსკიმ შექმნა  80-მდე მუსიკალური ნაწარმოები, მათშორისათიოპერა: ყველაზე ცნობილია ,,ევგენი ონეგინი: და ,,პიკის ქალი”დასამიბალეტი: "გედებისტბა", "მძინარემზეთუნახავი", "მაკნატუნა" რომლებმაც ღირებულიწვლილიშეიტანამსოფლიომუსიკაში. ჩაიკოვსკიმ შექმნა ბრწყინვალე კონცერტები ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, ვიოლინოსა და ორკესტრისათვის, ,,ვარიაციები როკოკოს თემაზე” ჩელოსა და ორკესტრისათვის, მრავალრიცხოვანი ნაწარმოები ფორტეპიანოსათვის, შვიდისიმფონია (მათ შორის პროგრამული სიმფონია ,,მანფრედი”), ოთხისაორკესტრო სუიტა, პროგრამული უვერტიურები.

 

ჩაიკოვსკი დაიბადა 1840 წელს რუსეთის იმპერიაში, ვიატსკის გუბერნიის ქალაქ ვოტკინსკში. ჩაიკოვსკის მამაგამოჩენილირუსიინჟინერიიყოოჯახში მუსიკა ძალიან უყვარდათ, დედა უკრავდა ფორტეპიანოზე და მღეროდა. სახლში იყო მექნიკური ორღანი, რომლის საშუალებით ჩაიკოვსკიმ პირველად მოისმინა მოცარტის ოპერა ,,დონ ჯოვანი”. ზაფხულში კი, საღამოობით, სახლის აივნიდან, გლეხების და ქარხნის მუშების ხალხურ სიმღერების მოსმენა შეიძლებოდა

 

1849 წელსოჯახიგადავიდაქალაქ Aლაპაევსკში, 1850 წელს - პეტერბურგში. ჩაიკოვსკისმშობლების გადაწყვეტილებით ბიჭუნამ  სამართალმცოდნეობის საიმპერატოროსკოლაშიჩააბარა. კოლეჯში ჩაიკოვსკიმ სერიოზული მეცადინეობა დაიწყო მუსიკაში. იგი ცნობილი იყო, როგორც ნიჭიერი პიანისტი და იმპროვიზატორი.  16 წლის ასაკიდან მან სერიოზულად მიაქცია ყურადღება მუსიკას.

 

1859 წელს, კოლეჯის დამთავრებისშემდეგ, ჩაიკოვსკიმ  მუშაობა დაიწყოიუსტიციისსამინისტროში. თავისუფალდროს იგი ხშირად ესწრებოდა საოპერო თეატრის სპექტაკლებს. განსაკუთებით ძლიერიშთაბეჭდილება მასზე  მოცარტისდაგლინკასოპერებმა მოახდინა.

 

1861 წელს ჩაიკოვსკიმ ჩააბარა ,,რუსული მუსიკალური საზოგადოების”  ,,მუსიკალურ კლასებში”, ხოლო მისი პეტერბურგის კონსერვატორიად გადაკეთების შემდეგ მოწინავე სტუდენტი გახდა კომპოზიციის კლასით. მისი ერთ-ერთი მასწავლებელი იყო ანტონ რუბინშტეინი. დიდი მუსიკოსის რჩევით, მან მიატოვა სამსახური იურისპრუდენციაში და მთელი დრო მუსიკას დაუთმო. 1865 წელს ჩაიკოვსკიმ დაამთავრა კონსერვატორია დიდი ვერცხლის მედლით, კრომელიც მიიღო კანტატაში ,,ოდა სიხარულისადმი” შილერის მიხედვით.

კონსერვატორიის დამთავრებისას, ნიკოლოზ რიბინშტეინის მიწვევით, ჩაიკოვსკი გადავიდა საცხოვრებლად მოსკოვში, სადაც ახლახან დაარსებულ კონსერვატორიაში, თავისუფალი კომპოზიციის, ჰარმონიის, თეორიის და ინსტრუმენტობის კლასებში, პროფესორის ადგილი მიიღო.

1868 წელს ჩაიკოვსკი პირველად გამოვიდა პრესაში, როგორც მუსიკის კრიტიკოსი. Aამ დროს გაეცნო იგი პეტერბურგელი კომპოზიტორების ჯგუფს _ ე.წ. ,,მძლავრი ჯგუფს”. Mმიუხედავად შემოქმედებითი ინტერსების განსხვავებისა, მათ შორის მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჩაიკოვსკის გაუჩნდა ინტერესი პროგრამული მუსიკის მიმართ და ჯგუფის ხელმძღვენელის, ბალაკირევის რჩევით,  დაწერა უვერტიურა-ფანტაზია ,,რომეო და ჯულიეტა”, შემდეგ კი, სიმფონიური სურათი ,,ქარიშხალი”, ორივე შექსპირის მიხედვით.

იმავე წელს ჩაიკოვსკიმ გაიცნო მომღერალი დესირე არტო. კომპოზიტორმა მიუძღვნა მას რომანსი თხზ.5, ამბობენ, რომ ქალის სახელი კოდირებულია#1 საფორტეპიანო კონცერტში და სიმფონიურ პოემაში ,,ფატუმი”. ისინი დაქორწინებას აპირებდანენ, მაგრამ დესირე მოულოდნელად გათხოვდა ესპანელ მომღერალ-ბარიტონზე. 19 წლის შემდეგ 1888 წელს, ჩაიკოვსკიმ, დესირეს თხოვნით, დაწერა ექვსი რომანსი თხზ.65.

 

1870-იანი წლები ჩაიკოვსკის შემოქმედებაში ძიებების პერიოდია. მას აინტერსებდა რუსეთის ისტორიული წარსული, რუსული ყოფითი ცხოვრება, ადამიანის ბედისწერა. ამ დროს მან დაწერა რამოდენიმე ოპერა, ბალეტი ,,გედების ტბა”. II და III სიმფონიები, ფანატზია ,,ფრანჩესკა და რიმინი:, პირვლი საფორტეპიანო კონცერტი, ვარიაციები როკოკოს თემაზე ჩელოსა და ორკესტრისათვის, სამი სიმებიანიკვარტეტი და სხვა.

შარლ კამილსენ-სანსი(ფრ. ჩჰარლეს ჩამილლე შაინტ-შაëნს, 1835 –1921) ფრანგიკომპოზიტორი, დირიჟორი, ორგანისტიდაპიანისტი, განთქმულიკომპოზიციებით, როგორებიცაა: ცხოველებისკარნავალი, დანსემაკაბრე, რონდოკაპრიჩიოზოდასიმფონია ნო.3 (საორგანოსიმფონია). დაწერილიაქვსმუსიკაყველაჟანრში. 1860 - 1880წლებშიდასახელდასაუკეთესოკომპოზიტორად. დაიბადა 1835 წლის 9 ოქტომბერსპარიზში. მანადრეულასაკშიგამოავლინაგანსაკუთრებულიმუსიკალურინიჭი. ხუთიწლისასაკიდანდაიწყომუსიკისწერა. 7 წლისასაკიდანმეცადინეობდაჰარმონიაში, სწავლობდაფორტეპიანოზედაკვრას. მალემოსინჯაძალებიკომპოზიციაში. 1846 წელსტრიუმფითჩაიარამისმასაკონცერტოდებიუტმა, მაგრამშემდგომშიუარითქვასაჯაროგამოსვლებზედასწავლაგანაგრძოპარიზისკონსერვატორიაშიკომპოზიციისადაორღანისკლასში. 1855 წელს, კონსერვატორიისდამთავრებისშემდეგმანმუშაობადაიწყოსენმერისტაძარშიორღანისტად. 3 წლისშემდეგისგადადისსენმადლენისტაძარში, სადაცრჩება 1870 წლამდე. 1877 წლიდანაქტიურმოღვაწეობასიწყებსროგორცშემსრულებელი, დირიჟორი, კომპოზიტორი. გასტროლებითმოიარაევროპა, აფრიკა, აშშ, რუსეთი. მისიინიციატივითპარიზშიშეიქმნა ,,ნაციონალურისაზოგადოება”. 1881 წელსისხდებასაფრანგეთისინსტიტუტისწევრი.

1893 წელსხდებაკემბრიჯისინსტიტუტისსაპატიოდოქტორი, 1909 წელსრუსულიმუსიკალურისაზოგადოებისწევრი.

სენ-სანსისიცოცხლისბოლონდენაყოფიერშემოქმედებითმოღვაწეობასთანერთად, ბევრსმოგზაურობდამსოფლიოსსხვადასხვაქვეყნებში, ეგვიპტეში, ალჟირში, სამხრეთამერიკაშიდააშშ-ში. სენ-სანსიგარდაიცვალა 1921 წლის 16 დეკემბერს 86 წლისასაკში.

კლოდაშილდებიუსი ( 1862-1918, პარიზი) -კლოდ დებიუსი ფრანგი იმპრესიონისტი კომპოზიტორია, რომელიც XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა, მუსიკალურიგანათლებამიიღოპარიზისკონსერვატორიაში, (1872 - 1884) სადაცსწავლობდაა. მორმონტელთან (ფორტეპიანო) დაე. გიროსთან (კომპოზიცია). 1881და1882წლებშიიყორუსეთში. კონსერვატორიისდამთავრებისშემდეგმიიღორომისპრემია. (კანტატისთვის "უძღებიშვილი"). 1885-1886წლებშიცხოვრობდარომში. 1887წელსპარიზშიდაბრუნდადადაუახლოვდასიმბოლიზმსადაიმპრესიონიზმისწარმომადგენელპოეტთადამხატვართაჯგუფს, რომელსაცს. მალარმეხელმძღვანელობდა. დებიუსიმუსიკალურიიმპრესიონიზმისფუძემდებელია. მიუხედავადჭვრეტითიხასიათისა, დებიუსისმუსიკაპოეტურია. მისთვისდამახასიათებელიანატიფისტილი. დებიუსიმგადაახალისამუსიკალურიგამომსახველობისფორმები, გაამდიდრაბგერითიდასაორკესტროდასაფორტეპიანოპალითრა. ჰარმონიაშიიგიარჩევდა "ციმციმა" საღებავებს, კოლორიტისათვისიყენებდაბუნებრივკილოებს, პენტატონიკას, პოლიტონალობისადაატონალობისელემენტებს. მისიშემოქმედებითიტენდენციებიმიიღოდაგანავითარამრავალიქვეყნისკომპოზიტორთათაობებმა. დებიუსიმშექმნამრავალიჟანრისნაწარმოებები. მისშემოქმედებაშიგანსაკუთრებულიადგილიუჭირავსპროგრამულ-ინსტრუმენტულმუსიკას. მნიშვნელოვანინაწარმოებებია: ოპერა "პელეასიდამელიზანდი" (მ. მეტერლინკისდრამისმიხედვით, 1902, პარიზი), ბალეტები "თამაშობანი" (1912), "კამა" (1912), "სათამაშოებიანიყუთი" (1913), მისტერია "წმინდასებასთიანისწამება" (გ. დ'ანუნციოსტექსტზე, 1911); პოემახმისადაორკესტრისათვის "ქალწული-რჩეული" (გ. როსეტისსიტყვებზე, 1888) პრეულიდასიმფონიურიორკესტრისათვის "ფავნისდასვენებანაშუადღევს" (ს. მალარმესმიხედვით, 1892-1894) ტრიპთიქი "ნოქტიურნები" ("ღრუბლები", "დღესასწაულები", "სირინოზები" 1897-1899) 3 ესკიზი "ზღვა" (1903-1905) სიუიტა "იბერია" (1908), მრავალინაწარმოებიფორტეპიანოსათვის, მ. შ. "ესტამპები" (1903), "სიხარულისკუნძული", (1904), 24 პრელუდია (2 რვეული, 1910-1913), 12 ეტიუდი (2 რვეული, 1915), ინსტრუმენტ. ანსამბლები, 50-ზემეთისიმღერა (რომანსები) დასხვა.

გუსტავ მალერი. მალერი XIX-XX სს-ბის მიჯნის ავსტრიელი კომპოზიტორია. მის შემოქმედებაში ასახვა ჰპოვა ერთის მხრივ, გვიანი რომანტიზმის, მეორეს მხრივ, ექსპრესიონიზმის ტენდენციებმა. მალერი დაიბადა ჩეხეთის სოფელში, კალიშტეში, 1860 წ. კომპოზიტორის მუსიკალური ნიჭი ადრე გამომჟღავნდა: ბავშვობაში იგი ბევრ ხალხურ სიმღერას მღეროდა, 6 წლიდან სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას, 10 წლისამ კი პირველი საჯარო კონცერტი გამართა. 15 წლის ასაკში მალერმა ჩააბარა ვენის კონსერვატორიაში (ფორტეპიანოს, ჰარმონიის და კომპოზიციის კლასებში), შემდეგ კი ვენის უნივერსიტეტში მოისმინა ისტორიის და ფილოსოფიის კურსი.

მუსიკალურმა ატმოსფერომ, რომელიც იყო XIX საუკუნის70-იანი წლების ვენაში, ქალაქის საკონცერტო და თეატრალურმა ცხოვრებამ დიდი გავლენა იქონია ახალგაზრდა მალერზე. მას იზიდავდა რ.ვაგნერის, აგრეთვე  ა.ბრუკნერის მუსიკა, რომელთანაც იგი კომპოზიციის გაკვეთილებს იღებდა. ამ წლებში მალერმა დაწერა კვარტეტები, სიმფონიები, ოპერების ესკიზები საკუთარ ლიბრეტოებზე (გამოუქვეყნებელია). 1880 წ. მალერმა დაიწყო მუშაობა საოპერო დირიჟორად ჯერ პატარა ქალაქებში, შემდეგ დიდ საოპერო თეატრებში (პრაღის, ლაიფციგის, ბუდაპეშტის, ჰამბურგის) 1891-1897 წ.წ.

1897 წ. მალერი მიიწვიეს ვენის საჯარო თეატრის დირექტორის თანამდებობაზე. ამ დროისთვის მალერი ავტორი იყო სიმღერების ხმისა და ფორტეპიანოსათვის და ხმისა და ორკესტრისათვის (მათ შორის, ციკლების ”მოხეტიალე შეგირდის სიმღერები” და ყმაწვილის საოცარი ბუკი”) და 3 სიმფონიის. ყველა დიდ ნაწარმოებს მალერი ქმნიდა ზაფხულის თვეებში, მუშაობისგან თავისუფალ დროს.

ვენის საიმპერატორო კარის საოპერო თეატრში მუშაობა იყო მისი სადირიჟორო და სარეჟისორო მოღვაწეობის მწვერვალი და თავად დსოპერო დასისა და ორკესტრის უმაღლესი აყვავების პერიოდი. მალერმა ამას მიაღწია შთაგონებული მუშაობით მსახიობებთნ და ორკესტრის მუსიკოსებთან, აგრეთვე, რთული ბრძოლით თეატრალურ რუტინასთან, „ვარსკვლავების” სისტემასთან. ყოველივე ამან გამოიწვია კრიტიკა კონსერვატიული და ბულვარული პრესის მხიდან, როს შედეგადაც მალერმა დატოვა თეატრი 1907 წლის ზაფხულში და გაემგზავრა ამერიკაში, სადაც 1908 წ. დაიკავა ნიუ-იორკის ”მეტროპოლიტენ-ოპერის” დირიჟორის, შემდეგ კი ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის ხელმძღვანელის ადგილი. მალერის ვენაში მოღვაწეობის ათწლეული აღინიშნა მალერის საკომპოზიტორო შემოქმედებითი აღმაფრენითაც: ამ წლებში მან დაწერა 5 სიმფონია (№ 4-8) და ვოკალური ციკლები ფარიუკერტის სიტყვებზე. 1908-1910 წ.წ. ზაფხულის თვეებში მალერი მუშაობდა ვოკალურ სიმფონიაზე “სიმღერა დედამიწაზე”, № 9 და № 10 სიმფონიებზე.

1907 წ. მალერს აღმოაჩნდა გულის დაავადება. გადაღლამ, რომელიც გამოწვეული იყო აშშ-ში კონტრაქტის მძიმე პირობებით, გააუარესა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. 1911 წ. მალერი გარდაიცვალა ვენაში.

გენიალურმა ავსტრიელმა მუსიკოსმა თავის შემოქმედებაშიწარმოადგინა ყველა ზნეობრივი და ფილოსოფიური პრობლემა, რომელიც მის თანამედროვეობას აღელვებდა. Mმის მუსიკაში ჟღერს სიცოცხლისა და სიკვდილის თემები, მძაფრი ბრძოლა იდეალებისათვის, ჰარმონიის ძიება და მიწიერ ტანჯვათა  მძიმე განცდა.

მალერმა მხოლოდ ორ ჟანრს მიმართა თავის მუსიკაში: სიმფონიას და სიმღერას. მისი შემოქმედება ამ ორი ჟანრის ურთიერთშეღწევაა, რისი შედეგიც არის ახალი ჟანრის _ ვოკალური სიმფონიის შექმნა: ხუთნაწილიანი სიმფონია-ვოკალური ციკლი ,,სიმღერა დედამიწაზე”, ჩინელი პოეტების ლექსებზე.

მანამადე მალერი ქმნის სიმფონიებსა და სიმღერებს, რომელთა თემატიზმი, იდეები და მხატვრული სახეები ერთმანეთთან მუდმივად არის დაკავშირებული. მალერმა შექმნა 9 სიმფონია და ვოკალური სიმფონია ,,სიმღერა დედამიწაზე”. უკვეპირველ სიმფონიაში მხატვრული სახეები და მუსიკალური თემები მის ვოკალურ ციკლთან ,,მოხეტიალე შეგირდის სიმღერებთან” არის დაკავშირებული. მომდევნო სამი სიმფონია _ მეორე ვოკალურ ციკლთან - ,,ყმაწვილის საოცარი ბუკი”; V,VI, VII სიმფონიები _ ,,სიმღერებთან გარდაცვლილ ბავშვებზე”; VIII სიმფონიაში ჩართულია გუნდი გოეთეს ფაუსტიდან ტექსტზე; ამის შემდეგ იქმნება ,,სიმღერა დედამიწაზე” და ბოლო IX სიმფონია, რომელიც მალერის ბოლო სიმღერების თემატიკას უკავშირდება.

სიმფონიისა და სიმღერის ჟანრებს შორის კავშირი გამოიხატა ინსტრუმენტულ მუსიკაში სასიმღერო მელოდიის და სასიმღერო ფორმების _ კერძოდ, ვარიაციულობის _ შემოტანით (ამ მხრივ მალერი აღრმავებს მეორე გენიალური ავსტრიელის _შუბერტის ხაზს), აგრეთვე სიმფონიის ჟანრში ვოკალის გამოყენებით: II, III, IV და VIII სიმფონიებში. ვოკალურ ციკლებში კი მალერი მიმართავს საორკესტრო აკომპანემენტს და არა ამ ჟანრისათვის ჩვეულ საფორტეპიანოს;ფორმის მხრივ კი - ინსტრუმენტული ციკლის ფორმებს. მაგ. პირველი ციკლი ,,მოხეტიალე შეგირდის სიმღერები” ოთხნაწილიანია, რაც ავსტრო-გერმანული მრავალნაწილიანი ვოკალურ ციკლების ტრადიციას სრულიად არ გავს.Aამ პროცესებმა, როგორც ითქვა, გამოიწვია მალერის შემოქმედებაში ორი ჟანრის საბოლოო შერწყმა და ახალი ჟანრის _ ვოკალური სიმფონიის - შექმნა - ,,სიმღერა დედამიწაზე”.

რიჰარდ შტრაუსი გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი და მუსიკალური მოღვაწეა. იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIX ს-ის დასასრულსა და XX ს-ის I ნახევარში. რ.შტრაუსი დაიბადა 1864 წელს, მიუნხენში. შტრაუსის მამა ბავარიის სამეფო კარის კაპელის ვალტორნისტი იყო. შტრაუსი 4 წლის ასაკიდან სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას ჯერ დედასთან, შემდეგ კი სხვა პედაგოგებთან; 6 წლის ასაკში იგი სწავლობდა ვიოლინოზე დაკვრას ბ.ვალტერთან; ამ პერიოდსვე ეკუთვნის მისი პირველი ნაწარმოებები. 1875-1880 წლებში იგი სწავლობდა ჰარმონიას, კონტრაპუნქტსა და ინსტრუმენტობას კარის კაპელმაისტერის ფ.ვ.მაიერის ხელმძღვანელობით.

შტრაუსმა დირიჟორობის პირველი გამოცდილება მიიღო და ორკესტრის ინსტრუმენტებს გაეცნო სიყმაწვილეში, როდესაც მიუნხენის სამოყვარულო ორკესტრის ”ჭილდე Gუნგლ” ყოველკვირეულ რეპეტიციებში მონაწილეობდა. მოგვიანებით შტრაუსი დირიჟორობდა მიუნხენის ორკესტრს (1885-1886), საოპერო თეატრებს მიუნხენში (1886-1889, 1894-98), ვაიმარში (1889-94), ბერლინში (18898, 1908-18), ვენაში (1919-24). 1894 წლიდან გამოდიოდა როგორც დირიჟორი. მას საგასტროლო კონცერტები ჰქონდა ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში, დირიჟორობდა მსოფლიო ყველა დიდ ორკესტრს. მისი საუკეთესო სადირიჟორო ნამუშევრებია: ოპერები - ”ფიგაროს ქორწინება” და ”ყველა ასე იქცევა”, რ. ვაგნერის ”ტრისტან და იზოლდა”.

შტრაუსი პროპაგანდას უწევდა მისი თანამედროვე კომპოზიტორების - გ.მალერის, მ.... და სხვათა შემოქმედებას.

1917 წ. იგი გახდა ზალცბურგის მუსიკალურ-თეატრალური ფესტივალების მონაწილე. 1917-20 წლებში ხელმძღვანელობდა საკომპოზიტორო ოსტატობის კლასს ბერლინის ხელოვნებათა აკადემიაში. 1933 წ. შტრაუსი დაინიშნა პრეზიდენტად იმპერიის მუსიკალურ პალატაში, რომელიც 1935 წ. დატოვა.

1909 წლიდან შტრაუსი ცხოვრობდა მიუნხენის მახლობლად. ამერიკელების მიერ გერმანიის ოკუპაციის შემდეგ, შტრაუსი გადასახლდა შვეიცარიაში, 1979 წ. კი კვლავ გერმანისაში დაბრუნდა, სადაც რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.

რ.შტრაუსი ჰაიდელბერგის, ოქსფორდის და მიუნხენის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორია, ბერლინის ელოვნებათა აკადემიის წევრი და ვენის ხელოვნებათა აკადემიის საპატიო წევრია.

კომპოზიტორის შემოქმედების ძირითადი ჟანრებია სიმფონიური პოემა და ოპერა. შტრაუსის ერთნაწილიანი პოემები, რომლებიც გამოირჩევა ბრწყინვალე ორკესტრობით, ხშირად, მონოთემატიზმით, ხასიათდება ლაიტთემებით და თემათა ტრანსფორმაციით, ახალი ეტაპია სიმფონიური პოემის ჟანრის ისტორიაში, რომელიც დაიწყო ფერენც ლისტმა. პოემებს ახასიათებს არტისტულობა, მხატვრულ სახეთა კონკრეტულობა, თეატრალობა და ბგერწერითი ელემენტების გამოყენება, რაც ბერლიოზის ტრადიციებიდან მოდის. შტრაუსის ბევრ სიმფონიურ პოემას საფუძვლად უდევს მსოფლიო ლიტერატურა: ”მაკბეტი” (შექსპირი), ”დონ ჟუანი” (ლენაუ), ”დონ კიხოტი” (სერვანტესი); პოემა ”ტილ ულენშპიგელის” საფუძვლად შტრაუსმა აიღო ლეგენდის გერმანული ვარიანტი; ”სიკვდილი და გასხივოსნება” დაკავშირებულია ა.შოპენჰაუერის, ხოლო ”ასე ამბობდა ზარათუსტრა” - ნიცშეს ფილოსოფიასთან. პოემას ”გმირის ცხოვრება” აქვს ავტობიოგრაფიული ხასიათი. ეს თემა ვითარდება ერთნაწლიან ”ოჯახურ სიმფონიაშიც”. შტრაუსის ბოლო სიმფონიური ნაწარმოებია ეტიუდი 23 სიმებიანი სოლო ინსტრუმენტისთვის ”მეტამორფოზები” (1945).

შტრაუსის საოპერო შემოქმედებამ უფრო მეტად, ვიდრე სიმფონიურმა, ასახა კომპოზიტორის შემოქმედებითი ევოლუცია. მისი პირველი ოპერები დაიწერა ვაგნერის რეადიციებში. დიდი გავლენა იქონია რ.შტრაუსზე XIX ს-ის დასასრულისა და XX ს-ის დასაწყისის ლიტერატურამ. კომპოზიტორმა მიმართა ო.უაილდის, ს,ცვაიგის, პ.ფონ გოფმანსტალის ნაწარმოებებს. მისი ექსტრავაგანტული სტილის ოპერებია ”სალომეა”, ”ელექტრა”, ნეოკლასიცისტური: ”ვარდების კავალერი”; მისი ცნობილი ოპერებია, აგრეთვე: ”არიადნა ნაქსოსზე”, ”ქალი ჩრდილის გარეშე”, ”ინტერმეცო”. შტრაუსი უდიდესი შემოქმედებითი ნაყოფიერების მქონე კომპოზიტორია. იგი წერდა მუსიკას ყველა ჟანრში, გარდა საეკლესიოსი. შტრაუსი ნოვატორია, რაც გამოიხატება ახალი ინსტრუმენტული და თეატრალური ფორმების და გამომსახველობითი ხერხების შექმნაში.

მორის ჟოზეფ რაველი. (1875სიბური, ატლანტიკისპირინეები –1937, პარიზი), ფრანგიკომპოზიტორი, ოქსფორდისუნივერსიტეტისსაპატიოდოქტორი (1929). დაამთავრაპარიზისკონსერვატორია. ჯერკიდევსტუდენტობისწლებშიშექმნამნიშვნელოვანინაწარმოებები („პავანაინფანტისგარდაცვალებაზე“ ფორტეპიანოსათვის (1899)). თავისშემოქმედებაშიავითარებდაიმპრესიონიზმისპრინციპებს. ამმხრივაღსანიშნავიასაფორტეპიანონაწარმოებები: „წელისთამაში“ (1901), „ანარეკლები“ (1905), „ღამისგასპარი“ (1908), აგრეთვებალეტი „დაფნისიდაქლოე“ (ლიბრეტომ. ფოკინისა (1911), დაიდგაპარიზში (1912)). რაველისმუსიკაშიაისახაესპანურიმელოდიკადარიტმი (საორკესტრო „ესპანურირაპსოდია“ (1907); კომედიურიოპერა „ესპანურისაათი“ (1907, დაიდგა 1911 წელს, პარიზში); („ბოლერო“ორკესტრისათვის (1928), დასხვ.)). რაველსიტაცებდააგრეთვეძველებურიდათანამედროვეცეკვები, ჯაზურირიტმები(„კეთილშობილიდასენტიმენტალურივალსები“ ფორტეპიანოსათვის (1911); ოპერა „ბავშვიდაჯადოქრობა“ (1925, მონტე-კარლო); ქორეოგრაფიულიოპერა „ვალსი“ (1920) დასხვ.)

პირველიმსოფლიოომის (1914-18) დროსმოხალისედწავიდაფრონტზე. ომშიდაღუპულთახსოვნასმიუძღვნასაფორტეპიანოსიუიტა „კუპერენისაკლდამა“ (1917). იყოაგრეთვეპიანისტიდადირიჟორი.

რაველის შემოქმედება ჟანრულად მრავალფეროვანია. რაველს ეკუთვნის: ოპერები: ,,ესპანური საათი”, ,,ბავშვი და საოცრება” (ოპერა-ბალეტი); ბალეტები: ,,დაფნისი და ქლოა”, ,,ადელაიდა”, ,,ფლორინას სიზმარი”; სიმფონიური ნაწარმოებები: ,,წყლის თამაში, საფორტეპიანო ციკლი ,,ანარეკლები”, სონატინა ფის-მოლლ, საფორტეპიანო ციკლი ,,ღამის გასპარი”, ,,ანტიკური მენუეტი”, ,,პავანა გარდაცვლილ ინფანტასათვის”, საფორტეპიანო ციკლი ,,კუპერენის საფლავზე”; ვოკალური ნაწარმოებებია: სამი არია ხმისა და ფორტეპიანოსათვის, სამი პოემა სტეფან მალარმეს სიტყვებზე, ოთხი სიმღერა ხმისა და ფორტეპიანოსათვის: ესპანური, ფრანგული, იტალიური და ებრაული (ხალხურ სიტყვებზე), ,,მადაგასკარული სიმღერები”, სამი სიმღერა კინოფილმისათვის ,,დონ კიხოტი”; კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა: ტრიო ა-მოლლ, სიმებიანი კვარტეტი; საკონცერტო ჟანრის ნაწარმოებები: ორი საფორტეპიანო კონცერტი G-დურ დაD-დურ (მარცხენა ხელისათვის, მიეძღვნა პიანისტ პაულ ვიტგენშტეინს, რომელმაც ფრონტზე მარჯვენა ხელი დაკარგა); ,,ბოშა” - რაფსოდია ვიოლინოსათვის ორკესტრის თანხლებით.

საორკესტრო პიესა ,,ბოლერო”. მორის რაველმა 1928 წელს, ბალერინა იდა რუბინშტეინის შეკვეთით, დაწერა მუსიკა ქორეოგრაფიული დადგმისათვის ,,ბოლერო”.  მისი პირველი შესრულება, როგორც ქორეოგრაფიული ნაწარმოებისა, შედგა პარიზში, ეგზოტიკურ გარემოში: საბალეტო სპექტაკლში სცენა წარმოადგენდა ტავერნას, სადაც იდა რუბინშტეინი ცეკვავდა მაგიდაზე, ბოშა ქალის ტანისამოსში, ,,ბოლეროს” მუსიკის ფონზე. მაგრამ სიტუაცია არ ამოწურავდა რაველის ნაწარმოების გაცილებით ღრმა შინაარსს, მასშტაბს და მალე ,,ბოლერომ” პოპულარობა მოიპოვა, როგორც დამოუკიდებელმა სიმფონიურმა ნაწარმოებმა. არსებობს მისი ბრწყინვალე ქორეოგრაფიული დადგმებიც (მაგ. მორის ბეჟარის). 

  ,,ბოლეროში” კიდევ ერთხელ გამოვლინდა რაველის ინტერესი ესპანური თემატიკისადმი, რომელიც ჩანს საფორტეპიანო პიესაში ,,ალბორადა”, სიმფონიურ ნაწარმოებში ,,ესპანური რაფსოდია”, საფორტეპიანო ტრიოში და სხვა. ,,ბოლეროს” თემა - მისი კილო, ინტონაცია, რიტმი _ ესპანურ სტილშია, მაგრამ რაველი ციტირებას არ მიმართავს, ეს მისი ორიგინალური მელოდიაა.

  ,,ბოლერო” სიმფონიური ვარიაციებია ერთ თემაზე. Mმის 18 ვარიაციაში არ იცვლება თემის მელოდიური და რიტმული სურათი, კილო-ჰარმონია და ტემპი; აგრეთვე არ იცვლება დასარტყამი ინსტრუმენტების _ ორი პატარა დოლის პარტია და რიტმული ფიგურა, რომელსაც ისინი ასრულებენ. იცვლება მხოლოდ ორკესტრობა. მელოდიის განმეორება ხდება სხვადასხვა ტემბრებით, სხვადასხვა ინსტრუმენტთა და მათ ანსამბლთა მონაცვლეობით. ,,ბოლერო” დაწერილია ტემბრული ვარიაციების ფორმით.

  ,,ბოლეროს” პარტიტურის სიახლე მდგომარეობს აგრეთვე პარტიტურაში ახალი (სამი საქსოფონი) და იშვიათად გამოყენებული ინსტრუმენტების (პატარა საყვირი, ჰობოი დ’ამოურ, ჩელესტა) შეტანაში. გამოიყენება აგრეთვე ინსტრუმენტთა ახალი შეხამებანი და საორკესტრო ჯგუფები. თანხლებაში, გარდა პატარა დოლებისა, განსაკუთრებულ როლს თამაშობს ალტები და ჩელოები პიზზიცატო და არფა.

  თემა თავდაპირველად შემოყავს მონაცვლეობით - ფლეიტას, კლარნეტს, ფაგოტს, მცირე კლარნეტს, შემდეგ სხვადასხვა ინსტრუმენტთა ანსამბლები მონაცვლეობს. ნაწარმოები აგებულია დინამიკის თანდათანობითი ზრდაზე. ,,ბოლეროს” კულმინაცია ბოლო ვარიაციაშია, სადაც მუსიკა დო მაჟორიდან  _ მი მაჟორში გადადის, კვლავ საწყის ტონალობაში ბრუნდება, ხოლო მელოდია მთლიანად უთმობს ადგილს რიტმულ ფიგურს, რომელსაც საორკესტრო ტუტტი ასრულებს, აგრეთვე შემოდის ტრომბონების გლისსანდო და დასარტყამები: თეფშები, დიდი დოლი, ტამტამი.

სერგეივასილისძერახმანინოვი (1873, ონეგი - 1943, კალიფორნია)რუსიკომპოზიტორი, პიანისტიდადირიჟორი.

სერგეირახმანინოვიდაიბადა 1873 წლის 1 აპრილსთავადვასილირახმანინოვისოჯახში. 4 წლისსერგეისფორტეპიანოზედაკვრასჯერდედა, შემდეგკიპიანისტიქალიორნატსკაიაასწავლიდა. 1882 წელსრახმანინოვიპეტერბურგისკონსერვატორიაშიშედის, ხოლო 1885 წელს, მოსკოვისკონსერვატორიაშიგადადის. აქმისიპედაგოგებიიყვნენ: ზილოტი (ფორტეპიანო), არენსკი (ჰარმონია), ტანეევი (კონტრაპუქტი). რახმანინოვმაკონსერვატორიადიდიოქროსმედლითდაამთავრა, სწავლობდასაფორტეპიანოდასაკომპოზიტოროგანყოფილებებზე. მისისადიპლომონამუშევარიიყოერთმოქმედებიანიოპერა „ალეკო“ (პუშკინისპოემის „ბოშების“ მიხედვით). ამდროისათვისრახმანინოვსუკვედაწერილიჰქონდასაფორტეპიანოკონცერტი, საფორტეპიანო, კამერულ-ინსტრუმენტულინაწარმოებები, რომანსები.90-იანიწლებირახმანინოვისშემოქმედებითიძიებებისპერიოდია. ამპერიოდში შექმნილნაწარმოებებსშორისაღსანიშნავიასაორკესტროფანტაზია „ქარაფი“, „ელეგიურიტრიო“, რომანსებისსამიდასიმფონიურიპოემებისერთიციკლი. 1897 წელსმანშექმნა I სიმფონია, რომელმაცუარყოფითიშეფასებამიიღო. რახმანინოვმამძიმედგანიცადაესწარუმატებლობადაკარგახანიარაფერიდაუწერია. სამაგიეროდდაიწყოაქტიურისაშემსრულებლომოღვაწეობა. კონცერტებიგამართაროგორცპიანისტმათევდორეშალიაპინთანერთად. შემოქმედებითიაღმაფრენისპერიოდირახმანინოვისათვის II საფორტეპიანოკონცერტისშექმნით (1901 წ.) აღინიშნა. ესკონცერტიგამოირჩევა არაჩვეულებრივილირიზმით, მელოდიურობით, თემატურიმასალისგამომსახველობით. ამავეპერიოდშიშეიქმნარახმანინოვისსხვამნიშვნელოვანინაწარმოებებიც: კანტატა „გაზაფხული“, ოპერები „ძუნწირაინდი“, „ფრანჩესკადარიმინი“, II სიმფონია, სიმფონიურიპოემა „მიცვალებულთაკუნძული“, III საფორტეპიანოკონცერტი , I სონატა, პრელუდიები, 30 რომანსი. საკონცერტოგამოსვლებმამასუდიდესიპიანისტისადადირიჟორისსახელიმოუტანა. 1911—1915 წლებირახმანინოვისაქართველოშიჩამოვიდაკონცერტებით. კომპოზიტორისმომდევნოშემოქმედებითიწლებიახალიმუსიკალურისახეებითადაგამომსახველისაშუალებებისძიებითაღინიშნა, რაცაისახამისსაფორტეპიანოპიესებში „ეტიუდი-სურათები“, ვოკალურ-სიმფონიურპოემაში „ზარები“, რომანსებისციკლში. 1917 წელს, რევოლუციისშემდეგ, რახმანინოვიოჯახთანერთადსაცხოვრებლადა.შ.შ.-შიგადადის. ამპერიოდშიიგიძირითადადსაკონცერტომოღვაწეობასეწევა. 1926 წელსმანდაასრულა IV საფორტეპიანოკონცერტი „სამირუსულისიმღერა“ გუნდისადაორკესტრისათვის. 30-იანწლებშირახმანინოვმაშექმნა „ვარიაციებიკორელისთემაზე“ ფორტეპიანოსათვის, „რაფსოდიაპაგანინისთემაზე“ ფორტეპიანოსადაორკესტრისათვის, III სიმფონია, „სიმფონიურიცეკვები“. ესუკანასკნელიმისიბოლონაწარმოებიაღმოჩნდა. სიცოცხლისბოლომდერახმანინოვიინტენსიურსაკონცერტომოღვაწეობასეწეოდა. გარდაიცვალა 1943 წელსკალიფორნიაში.

რახმანინოვის შემოქმედების ნაწილი რომანტიკულ სტილისტიკას მიეკუთვნება, მაგალითად, მისი მეორე სიმფონია, საფორტეპიანო კონცერტები, ეტიუდი-სურათები და პრელუდიები,  თუმცა მის ნაწარმოებებში სხვა ტენდენციებიც შეინიშნება. მისი მოღვაწეობა ქრონოლოგიურად ემთხვევა რუსული ხელოვნების პერიოდს, რომელსაც „ვერცხლის საუკუნე“ ეწოდება. ამ პერიოდის ხელოვნებაში წამყვანი სტილი სიმბოლიზმი იყო, რომლის ნიშნები აშკარად იკვეთება რახმანინოვის მუსიკაში. ეს გამოვლენილია სუასაუკუნეების ქორალის Dიეს Iრაე-ს, როგორც ერთ-ერთი მოტოვი-სიმბოლოს გამოყენებაში.

რახმანინოვის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ქრისტიანულ მოტივებს. მის კალამს ეკუთვნის  წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია (1910წ)

იგორსტრავინსკი (1882-1971)მე-20 საუკუნის ერთ-ერთი დიდირუსიკომპოზიტორი.  „კომპოზიტორი - ქამელეონი“, „მუსიკალური მოდების შემქმნელი“ ეს და სხვა ეპითეტები ახასიათებდნენ სტრავინსკის შემოქმედებას. მისი მუსიკისთვის დამახასიათებელია სტილისტური სიჭრელე: იმპრესიონიზმით გატაცებას მოჰყვება ავანგარდული სტილი, რომელიც ეყრდნობოდა ძველ რუსულ საწესჩვეულებო თემატიკას,  შემდეგ ნეიკლასიციზმი, სიცოცხლის ბოლოს კი კომპოზოტორი მიმართავს დოდეკაფონურ წერის ტექნიკას, რომელიც ექსპრესიონიზმის წიაღში შეიქმნა.

სტრავინსკის დიდი აღიარება მოუპოვა რუსულიპერიოდისსამმა ბალეტმა: „კურთხეულიგაზაფხული“  „პეტრუშკა“ და„ფასკუნჯი“. მრავალიკრიტიკოსისაზრითამგამომწვევმა, ინოვაციურმაბალეტებმაპრაქტიკულადჟანრისხელახლადაბადებაგამოიწვია.

სტრავინსკის შემპქმედება მრავალფეროვანია, მოიცავს ყველა ჟანრს, ოპერებს ბალეტებს, სიმფონიებს,კონცეტებს, საფორტეპიანო მინიატურებს.

სტრავინსკიმასევესახელიგაითქვაროგორცპიანისტმადადირიჟორმა. ისმწერალიცგახლდათ. ალექსისროლან-მანუელისშემწეობითსტრავინსკიმდაწერათეორიულინამუშევარი „მუსიკისპოეზია“. მასშიისამტკიცებდარომმუსიკასარძალუძს „გამოხატოსრაიმესხვასაკუთარითავისგარდა“.

ჟურნალმატაიმმაისსაუკუნისერთ-ერთყველაზეგავლენიანადამიანადდაასახელა.

ბელა ბარტოკი (1881-1945) უნგრელი კომპოზიტორი, პიანისტი, მუსიკისმცოდნე-ფოლკლორისტი და პედაგოგი.

იგი ბავშვობიდანვე სწავლოდა დაკვრას ფორტეპიანოზე დედის ხელმძღვანელობით, შემდეგ კი კერშისა და ერკელის ხელმძღვანელობით. 1899-1903 წ.წ.-ში სწავლობდა ლისტის სახელობის ბუდაპეშტის აკადემიაში საფორტეპიანო და კომპოზიციის თეორიის კლასებში. მისი ადრეული ნაწარმოებების უმრავლესობ არ გამოქვეყნებულა კომპოზიოტრის სიცოცხლეში.

განსაკუთრებული წარმატება ჰქონდა პროგრამულ სიმფონიურ პოემას „კოშუტი“, რომელიც უნგრული ცეკვის - ვერბუნკოშის ინტონაციებითა და რიტმითაა გამსჭვალული.

1906 წელს თავის მეგპბარ ზოლტან კოდაისთან ერთად ბარტოკმა დაიწყო ძველებური გლეხური - უნგრული, რუმინული და სლოვაკური  - მუსიკალური ფოლკლორის შეგროვება და შესწავლა. მისი შემოქმედებისათვის მნიშვ ნელოვანი იყო უნგრული პენტატონიკის აღმოჩენა, რომელიც მკვეთრად განსხვავდება ქალაქურ მუსიკაში გავრცელებული ბოშურ-უნგრული მელოდიების კილოსაგან.

1906-19 წ.წ. ბარტოკისათვის საკუთარი მუსიკალური სტილის ძიების პერიოდია. იგი ისწრაფვის გლეხური ფოკლორის არქაული ელემენტების შეთვსებისაკენ თანამედროვე ჰარმონიისა და ინსტრუმენტული ფაქტურის მძაფრად დინამიურ ხერხებთან. ეს ტენდენცია გამოვლინდა მის საფორტეპიანო პიესებში: „ბაგატელები“, „ბურლესკები“ , „ ალეგრო ბარბარო“, პირველ ორ სიმებიან კვარტეტში  და ნაწარმოებებში მუსიკალური თეატრისათვის.ბარტოკის შემოქმედების ნოვატორობა და ხალხურობის  იდეების პროგრესულობა ახლოს იყო მე-20 საუკუნის უნგრული ლიტერატურისა და ხელოვნების ტენდენციებთან და იწვევდა კონსერვატული კრიტიკის ძლიერ წინააღმდეგობას.

საზოგადოებრივი აღიარება ბარტოკმა მიიღო მისი ბალეტის „ხის პრინცი“ (1917) და ოპერა „ლურჯწვერა  ჰერცოგის“ (1918) დადგმის შემდეგ. მუსიკალური ენის თავლსაზრისით ამ წლების ყველაზე თამამი ქმნილებაა ბალეტი-პანტომიმა „მშვენიერი მანდარინი“, რომელიც მხოლოდ ავტორის სიკვდილის შემდეგ დაიდგა.  ამ ნაწარმოების გამომსახველი ხერხები ექსპრესიონისტული სტილის ზღვარზეა.

1914-18 წლების პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ბარტოკმა ანტისამხედრო პოზიცია დაიკავა. 1919-20 წლების შემდეგ ბარტოკის ბიოგრაფია ხასიათდება ახალი მუსკალურ-გამომსახველი ხერხების ძიებით და ევროპულ მოდერნიზმთან კავშირით. ბარტოკი არ წყვეტს კავშირს ხალხურ სასიმღერო წყაროებთან და ფოლკლორულ ელემენტებს უსადაგებს სტრავინსკისა და შონბერგის გამოცდილებას.

1920-30-იანი წლები მისი პიანისტური საკონცერტო მოღვაწეობის აყვავების პეროდია, როდესაც იგი გასტროლებს აწყობს ევროპისა და ამერიკის დიდ მუსიკალურ ცენტრებში, აგრეთვე რუსეთში. ამ პერიოდში იგი დიდ დროს უთმობს სამეცნიერო მუშაობას მუსიკალურ ფოლკლორისტიკაში, საკომპოზიტორო და პედაგოგიურ მოღვაწეობას.

1930-იანი წლების დასაწყისიდან ბარტოკის შემოქმედებაში იგრძნობა ლტოლვა მუსიკალური სტილის სისადავისა და კლასიკურობისაკენ, თემატური და კილოური მკაფიოებისაკენ. ახალი სტილისტურ ძუებანი გამოვლინდა კანტატაში „ცხრა ჯადოსნური ირემი“ (1930) და მეორე საფ-ნო კონცერტში (1931წ).

30-იანი წლების ბოლოს და განსაკუთრებით, მეორე მსოფლიო ომის წლებში -1939-45 ბარტოკი ქმნის თავის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმეობებს, რომლებიც თავისებურად გამოხატავს ჰუმანიზმის იდეებს „მუსიკაში სიმებიანების, დასარტყამებისა და ჩელესტისათვის“ (1936), სონატსა 2 ფორტეპიანოსა და დასარტყამებისათვის (1937), მეორ სავიოლინო კონცერტში (1938), ტრიოში „კონტრასტები“ კლარნეტის, ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის  (1938). ეროვნული უნგრული თემატიზმი აქ შეხამებულია მუსიკის ემოციურ და დაძაბულ დინამიკურობასთან, რომელმაც ომის წინა წლების ატმოსფერო გადმოსცა.  1937 წელს ბარტოკმა დაასრულა მუშაობა საფორტეპიანო ციკლზე „მიკროკოსმოსი“.

მე-2 მსოფლიო ომის დასაწყისში ბარტოკი წავიდა  ა.შ.შ-ში  ემიგრაციაში. ავადმყოფობის ფინანსური გაჭურვებისა და ამერიკული მუსიკალური წრეების მხრიდან გულგრილობის მიუხედავად მან შექმნა რამდენიმე ნაწარმოები, მათ შორის 5 ნაწილიანი კონცერტი ორკესტრისათვის 1943წ., რომელიც დაიწერა დირიჟორ ს. კუსევიცკის შეკვეთით და ცობილი მე-3 საფორტეპიანო კონცერტი.’

ბარტოკი გარდაიცვალა 1945წ. 

ჯორჯ გერშვინი (1898-1937). ამერიკელი პიანისტი და კომპოზიტორი. დაიბადა ამერიკაში ემიგრირებული რუსი ემიგრანტის გერშოვიჩის ოჯახში.  მისი საკომპოზიტორო ნიჭის განვითარებას ხელი შეუწყო რენიკეს მუსიკალურ გამომცემლობაში პიანისტად მუშაობამ.

გერშვინმა, როგორც კომპოზიტორმა სახელი გაითქვა როგორც ჯაზური სიმღერების შექმით, ასევე მიუზიკლებით. 1924 წელს მან დირიჟორ უიტმენის წინადადებით დაწერა „რაფსოდია ბლუზის ტონებში“ ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის.

გერშვინის ნაწარმოებებისათვის დამახასიათებელია ზოგადევროპული სიმფონიზმისა და ჯაზური მუსიკის სინთეზი.

სამხრეთის შტატების ზანგებისა და აფრიკულ-ამერიკული ფოლკლორის (ბლუზის, სპირიჩუელზის) შესწავლის შედეგად კომპოზიტორმა შექმნა პირველი ამერიკული ოპერა „პორგი და ბესი“ (1935). იგი დღემდე წარმატებით იდგმება მსოფლიო საოპერო სცენებზე.

მრავალი მისიკომპოზიციათანაწილიგამოყენებულია კინოფილმებში, ბევრიმათგანიჯაზისსტანდარტიგახდა. ჯაზისმომღერალმაელაფიცჯერალდმაგერშვინისსიმღერათადიდინაწილიჩაწერა. მისისიმღერებიჩაწერილიაქვსასევემრავალსხვაგანთქმულიმუსიკოსს, მათშორის :ბინგკროსბის, ჯონკოლტრეინს, ფრენკსინატრას, ბილიჰოლიდეის, მაილსდევისს, ჰერბიჰენკოკს, ჯუდიგარლანდს, ნინასიმონეს, ჯონფაიეისადასტინგს.

სერგეი პროკოფიევი (1891-1953) რუსული მუსკის ერთ-ერთი უდიდფესი ფიგურაა. დიდი ნოვატორია, რომელიც ამავე დროს მჭიდროდაა დაკავშირებული რუსული კლასიკური მუსიკის ტრადიცებთან. იგი წერდამუსიკას თითქმის ყველა ჟანრში: მას შექმნილი აქვს 8 ოპერა, 7 ბალეტი, 7 სიმფონია, 9 ინსტრუმენტული კონცერტი, მათ შორის 5 საფორტეპიანო, 15-ზე მეტი სონატა სხვადასხვა ინსტრუმენტებისათვის (9 საფორტეპიანო), მრავალი საფორტეპიანო პიესა, რომანსები, კანტატა „ალექსანდრე ნეველი“, მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის.

პროკოფიევმა დაამთავრა პეტერბურგი კოსნსერვატორია ორი გაბნხრით-საკომპოზიციო და საფორტეპიანო (ოქროს მედლითა და ანტონ რუბინშტეინის სახელობის პრეიით). კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ პროკოფიევი გაეგზხავრა საზღვარგარეთ. ლონდონში, რუსულ საბალეტო დასის გასტროლებზე მან გაიცნო ნობილი რუსი მეცენატი და იმპრესარიო სერგეი დიაგილევი, რომელმაც მას დაუკვეთ ბალეტი „ზღაპარი მასხარაზე, რომელმაც 7 მასხარა გაამასხარავა“.

1915-16 წლებში პროკოფიევმა დაწერა ოპერა „მოთამაშე“ დოსტოევსკის რომანის მიხედვით. კომპოზიტორის შემოქმედების ეს პერიოდი დასრულდა მისი პირველი „კლასიკური სიმფონიით“.  

1917 წლის რევოლუციის შემდეგ კომპოზიტორი ემიგრაციაში წავიდა. დაიწყო მისი შემოქმედების ახალი პერიოდი. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში სრულდება მისი თეატრალური და საკონცერტო ნაწარმოებები. 1921 წელს, ჩიკაგოში დაიდგა მისი ოპერა „სიყვარული სამი ფორთოხლისადმი“. აქვე შედგა მისი ბალეტის „ზღაპარი მასხარაზე“ პრემიერა და შესრულდა მისი მე-3 საფორტეპიანო კონცერტი.

1924 წელს კომპოზიტრმა დაწერა მეორე სიმფონია და ბალეტი „რკინის ნახტომი“.

1933 წელს პროკოფიევი დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო მისი შემოქმედების ბოლო, მესამე პერიოდი. ამ დროს შეიქმნა ბალეტი „რომეო და ჯულიეტა“ შექსპირიდს მისხევით, „კანტატა ნეველი“, საბავშვი საფორტეპიანო პიესების კრებული „საბავშვო მუსიკა“, სიმფონიური ზღაპარი „პეტია და მგელი“.

1941 წელს დაწერა ლირიკულ-კომიკური ოპერა „ჯვრისწერა მონასტერში“, ხოლო 1943 წელს ბალეტი „კონკია“. დიდი სამამულო ომის პერიოდში დაწერა ოპერა „ომი და მშვიდობა“ ტოლსტოის რომანის მიხედვით, მე-5 სიმფონია.

პროკოფიევის ბოლო წლების ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ბალეტი-ზღაპარი „ქვის ყავვილი“, ორატორია „მშვიდობის სადარაჯოზე“, მე-7 სიმფონია.

პროკოფიევი გარდაიცვალა 1953 წელს.

მისი შემოქმედებაში სხვადასხვა სტილისტიკა იგრძნობა. აქ ვხვდებით ფოვისტურ, ექსპრესიონისტულ,  ავანგარდისტულ, ნეოკლასიცისტურ და რომანტიკულ ტენდენციებს.

დიმიტრიშოსტაკოვიჩი  (1906-1975) რუსული საბჭოთაერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. მან მდიდარი მუსიკალური მემკვიდრეობა დაგიტოვა. მისი მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია ოპერა „კატერინა იზმაილოვა“, 15 სიმფონია, 15 სიმებიანი კვარტეტი, კონცერტები ვიოლინოს, ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, საფპორტეპიანო კვინტეტი, ვოკალური ციკლები, 24 პრელუდია და ფუგა, 24 პრელუდია 2 სონატა ფპორტეპიანოსთვის. მუსიკა 35 კინოფილმისათვის მათ შორის ფილმებისთვის „უბრალო ადამიანები“, „ახალგაზრდა გვარდია“.

შოსტაკოვიჩი თავდაპირველიავანგარდულისტილში წერდა, შემდეგშოსტაკოვიჩიძირითადადრომანტიკულიმანერითქმნიდა ნაწარმოებებს, მალერისძლიერიზეგავლენით,თუმცაზოგჯერატონალობასაც მიმართვდა. მისი მუსიკაშეიცავსმკვეთრკონტრასტებსადაგროტესკისელემენტებს.

არამ ხაჩატურიანი საბჭოთა კომპოზიტორია. მისი მუსიკა ოპტიმიზმითაააღსავსე. მის მაწარმოებებში გამოყენებულია ეროვნული სომხური ხალხური მელოსი, ასახულია სომხური ხალხური ყოფიდან და ბუნების სურათები განსაკუთრებით სრულად აისახა საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტებში და ბალეტ ”გაიანეს” მუსიკაში.

ხაჩატურიანის შემოქმედება დაკავშირებულია რუსულ, აგრეთვე, ევროპულ მუსიკალურ ტრადიციებთან.

ხაჩატურიანის მოღვაწეობა მოიცავდა საკომპოზიტორო, საშემსრულებლო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მუშაობას.

არამ ხაატურიანი დაიბადა 1903 წ. თბილისში. მან ძლიერი მუსიკალური შთაბეჭდილებები მიიღო ბავშვობიდანვე კავკასიური ხალხური მუსკიდან. იგი მღეროდა სიმღერებს და სმენით გადაჰქონდა მუსიკა ფორტეპიანოზე. მხოლოდ 17 წლის ასაკში შეისწავლა მან სანოტო დამწერლობა.

1921 წ. იგი გაემგზავრა მოსკოვში და ერთი წლის შემდეგ ჩააბარა მუსიკალურ სასწავლებელში, სადაც სწავლობდა დაკვრას ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოზე, შემდეგ კი კომპოზიციასაც, პროფ. მ.გნესინთან. მისი პირველი ნაწარმოებია ”ცეკვა” ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის (1926) და ”პოემა” (1927).

1929 წელს ხაჩატურიანმა განაგრძო სწავლა მოსკოვის კონსერვატორიაში. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო პირველი სიმფონია (1934). ამ პერიოდიდან იწყება მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ეტაპი.

1936 წ. მან შექმნა კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის, 1940 წ. კი კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის, რომელიც მიუძღვნა პირველ შემსრულებელს - დავით ოისტრახს.

1942 წ. შექმნილი ბალეტი ”გაიანე” მისი; მეორე მსოფლიო ომს მიეძღვნა მისი მეორე სიმფონია.

ომის შემდგომ წლებში ხაჩატურიანის შემოქმედებაში გამოირჩევა მისი მუსიკა კინოსთვის და დრამატული თეატრისთვის, საგუნდო და ვოკალური ნაწარმოებები და, განსაკუთრებით, კონცერტი - რაფსოდიების ტრიადა: ვიოლინოსა და ორკესტრისთვის (1961), ვიოლინოსა და ორკესტრისთვის (1963) და ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის (1968).

ხაჩატურიანის საფორტეპიანო ნაწარმოებებს შორის უნდა აღინიშნოს ”შვიდი რეჩიტატივი და ფუგა”.

აქტიური შემოქმედებითი, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის ხაჩატურიანი დაჯილდოვდა ბევრი ორდენითა და მაღალი წოდებებით.

ხაჩატურიანი გარდაიცვალა 1978 წელს.

როდიონ შჩედრინი (დ.1932წ) გამოჩენილი რუსი კომპოზიტორი, პიანისტი და საზოგადო მოღვაწე, 1965-1969 წ.წ. მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი, ცნობილი რუსი ბალერინის მაია პლისეცკაიას მეუღლე. ავტორი ოპერების „არა მარტო სიყვარული“ (1961), „მკვდარი სულები“ (1977), ბალეტების „კუზიანი კვიცი“ (1960), „კარმენ სუიტა“ (1967), „ანა კარენისნა“ (1972), „თოლია“ (1980), „მანდილოსანი ძაღლით“ (1985), სამი სიმფონიის, 6 საფორტეპიანო კონცერტის და რამდენიმე კონცერტის სიმებ იანი და ჩასაბერი ისნტრუმენტებისათვის.  2 პრელუდიისა და ფუგის, „პოლიფონიური რვეულის“.

ალფრედ შნიტკე. ალფრედ შნიტკე მე–20 ს.–ის მეორე ნახევრის ერთ–ერთ– მნიშვნელოვანი მუსიკალური მოღვაწეა, საბჭოთა  და მისი შემდგომი პერიოდის კომპოზიტორი, მუსიკის თეორეტიკოსი და პედაგოგია.

შნიტკე დაიბადა 1934 წელს სარატოვის რაიონის ქალაქ ენგელსში. მან მოსკოვის კონსერვატორია დაამთავრა 1958 წელს. 1961 წელს დაამთავრა ასპირანტურა კომპოზიციის კლასით, ე.გოლუბევასთან. 1961–1972 წლებში ასწავლიდა მოსკოვის კონსერვატორიაში, შემდეგ კი თავისუფალი მუსიკოსი გახდა.

პირველი ნაწარმოები, რომელიც მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისზე მიგვითითებს, არის მეორე სავიოლინი კონცერტი (1966). მის კონტრასტულ დრამატურგიაში მოცემულის ტანჯვის, წინააღმდეგობებისა და სიკვდილის მარადიული თემები.

შნიტკეს შემოქმედებეთი კონცეფცია სხვადასხვა სტილის მუსიკის შეთავსებაა, რაც მე–20 საუკუნის მუსიკის ერთ–ერთი დამახასიათებელი თვისებაა.

შნიტკეს კამერული მუსიკა ა, სინთეზის ძიებაა. ამავე დროს, შნიტკე შოსტაკოვიჩის ტრადიციების გამგრძელებელია. ამის ნიმუშია მისი მეორე სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის.

კომპოზიტორი აერთიანებს ბევრი ეპოქის ხერხებს – ბაროკოს, კლასიციზმის, რომანტიზმის, მათ ძლერ ტრანსფორმაციას ახდენს და გვიჩვენებს მე–20 საუკუნის ღრმა, რთული პიროვნების შემოქმედებით სამყაროსა და ადამიანის მარადიულ ბრძოლას დემონურ ძალებთან.

შნიტკეს ერთ–ერთი ცენტრალური ნაწარმოებია პირველი სიმფონია (1972). პირველად საბჭოთა მუსიკაში ერთ ნაწარმოებში ასახული იყო ყველა სტილის, ჟანრისა და მიმართულების უსაზღვრო პანორამა: კლასიკური და ავანგარდული მუსიკა, უძველესი ქორალები, ყოფითი ვალსები, პოლკები, მარშები, სიმღერები, გიტარის მოტივები ჯაზი და ა.შ. კომპოზიტორმა გამოიყნა პოლისტილისტიკისა და კოლაჟის მეთოდები, აგრეთვე ინსტრუმენტული თეატრის ხერხები ( მუსიკოსების სცენაზე მოძრაობა). მწყობრმა, გამრთულმა, მკაფიო დრამატურგია ერთიანი მიმართულება მისცა ამ მრავალფეროვან მასალას, დაყო იგი ნამდვილ და ანტურჟულ ხელოვნებად და დაამკვიდრა მასში მაღალი პოზიტიური იდეალი.

პოლისტილისტიკას, როგორც მსოფლშეგრძნების კლასიკურ ჰარმონიასა და თანამედროვე დაძაბულებას შორის კონფლიკტის ჩვენების ხერხს, შნიტკემ მიმართა ბევრ სხვა ნაწარმოებში _ მეორე (1980) და მესამე (1981) სიმფონიებში, მესამე (1978) და მეოთხე (1984) სავიოლინო კონცერტებში, ,,პაგანინისადმი მიძღვნაში (1982), მეორე სავიოლინო სონატაში (1968).

შნიტკეს ნიჭიერების ახალი მხარე გაიხსნა რეტროს, ახალი სისდავის პერიოდში, რომელის ევროპულ მუსიკაში მოულოდნელად, 70–იან წლებში დადგა. გამომსახველი მელოდიის მიმართ ნოსტალგიის გრძნობით, მან შექმნა ლირიკულ–ტრაგიკული რეკვიემი (1975) და საფორტეპიანო კვინტეტი (1976) – ნაწარმოებები, რომლებიც ბიოგრაფიულად დაკავშირებულია დედის, შემდეგ კი მამის გარდაცვალებასთან.

კვინტეტთან ერთდროულად შეიქმნა კონჩერტო გროსო – მასშტაბური ლირიკულ–ფილოსოფიური ნაწარმოები, სადაც მოსცემულია ტრაგიკული თხრობა სამყაროს, ცხოვრების, დროთა კავშირზე. ნაწარმოებში მოცემულია დიალოგი ბაროკოსა და თანამედროვე სტილებს, ამაღლებულსადა გასართობ, განყენებულსა და პირადულ მუსიკას შორის.

80–იანი წლები კომპოზიტორისათვის იყო რეტროს პერიოდში განვითარებული ლირიკული და მელოდიური საწყისების სინთეზი მის  წინამავალ გრანდიოზულ სიმფონიურ კონცეფციებთან. მეორე სიმფონიაში მან კონტრასტულ სახედ დაამატა ერთხმიანი გრიგორიანული ქორალები – თანამედროვე სიმფონიაში უძველესი მუსიკა ჟღერდა.

მესამე სიმფონიაში, რომელიც ლაიფციგის გევანდჰაუზის ახალი საკონცერტო დარბაზის გახსნას მიეძღვნა, კომპოზიტორმა სტილისტური მინიშნებებით მოგვცა გერმანული მუსიკის ისტორია შუა საუკუნეებიდან დღემდე, აქ 30–ზე მეტი კომპოზიტორის თემა–მონოგრამაა გამოყენებული.

მეორე სიმებიანი კვინტეტი ძველი რუსული სასიმღერო ხელოვნებისა და სიმფონიური კონცეფციის სინთეზია.

შნიტკეს ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწარმოებია ლანტატა ,,დოქტორ იოჰან ფაუსტის ისტორია“ (1983).

1985 წელს შნიტკე ძალიან მოკლე ხანში დაწერა ორი დიდი ნაწარმოები – საგუნდო კონცერტი მეათე საულუნის სომეხი მოაზროვნის და პოეტის გ.ნარეკაცის ლექსებზე და ალტის კონცერტი.

დაძაბულმა მუშაობამ შეარყია კომპოზიტორის ჯანმრთელობა. სიცოცხლესა და შემოქმედებასთან დაბრუნება აღინიშნა სავილონონჩელო კონცერთში (1986).

შნიტკე მონაწილეობდა კინოფილმები შექმნაში და მუსიკით მათ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას აძლიერებდა (,,დღევანდელი მსოფლიო“, ,,აგონია“, ,,პეპლები“, ,,პატარა ტრაგედიები“). კონომუსიკას იგი თავის საკონცერტო ნაწარმოებებშიც იყენებდა.

1985 წელს შნიტკემ შექმნა ბალეტი ,,ესკიზები“. 1987 წელს დაიწერა მისი მესამე ბალეტი ,,პერ გიუნტი, პირევლი ბალეტი იყო ,,ლაბირინტები“, რომელიც 1971 წელს შეიქმნა.

1990 წელს შნიტკე გაემგზავრა საცხოვრებლად გერმანიაში. აქ მან დაწერა ოპერა ,,ცხოვრება იდიოტთან“ (1991). კომპოზიტორი გარდაიცვალა გერმანიაში 1998 წელს.

იანის ქსენაკისი (1922-2001) ბერძენი კომპოზიტორი, მუსიკის თეორეტიკოსი, არტქიტექტორ- ინჟინერი. 1947 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც მუშაობდა ცნობილ ავანგარდისტ არქიტექტორ ლე კორბუზიეს სახელოსნოში. მისი პროექტით იქნა აგებული ფილიპსის საგამოფენო პავილიონი ბრიუსელში. 

ქსენაკისი ომის შემდგომი პერიოდის  ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ავანგარდისტი კომპოზიტორია. ქსენაკისმა დანერგა მათემატიკური მოდელები მუსიკაში. მაგალითად, ფარდობითობის თეორია. მისმა შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა ელექტრონული მუსიკის განვითარებაზე. ქსენაკისმა დაარსა მუსიკალური ცენტრები, სადაც მუსიკისა და მათემატიკის ურთიერთკავშირს შეისწავლიდა. მათემატიკურ თეორიებზე დაყრდნობით ქსენაკისმა გამოიგონა მუსიკის ჩაწერის ახალი სისტემა, რომელიც მუსიკის, მათემატიკისა და არქიტექტურის გაერთიანებისაკენ ისწრაფვოდა. სწორედ ამ პრინციპებს ეყრდნობა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები - “მეტასტაზისი” (1954წ.)

ქსენაკისის სივრცითი კომპოზიციები ღია ცის ქვეშ ან სპეციალურ ნაგებობში სრულდება.

იარვო პიარტი.  იარვო პიარტი ესტონელი კომპოზიტორია. იგი დაიბადა 1935 წელს ქ. პაიდეში, ტალინის მახლობლად. 1963 წელს მან დაამთავრა ტალინის კონსერვატორიე პედაგოგ ელერის საკომპოზიციო კლასით. 1957–1967 წლებში პიარტი მუშაობდა ხმის რეჟისორად ესტონეთის რადიოში. 1962 წელს მიიღო საკავშირო პრემია საბავშვო კანტატისათვის ,,ცვენი ბაღი“ და ორატორიისათვის ,,სამყაროს ნაბიჯები“. ადრეულ ნაწარმოებებში პიარტი ,,სოციალისტური რეალიზმის“ ნორმების მიხედვოით წერდა, მაგრამ მალე სერიულ ტექნიკას მიმართა (Pერპეტუუმ მობილე 1963) და კოლაჟის ტექნიკას (სიმფონია #2 1966, Pრო ეტ ცონტრა ვიოლონჩელოსათვის ორკესტრის თანხლებით 1966).

70–იანი წლების დასაწყისიდან პირტმა დაიწყო ძველებური მუსიკის აქტიური შესწავლა და 1976 წლამდე თითქმის არ ქმნიდა მუსიკას. გრიგორინულ ქორალსა და შუა საუკუნეების პოლიფონიასთან გაცნობამ განსაზღვრა მისი შემოქმედებითი ევოლუციი მიმართულება. მესამე სიმფონიით აღინიშნა კომპოზიტორის მობრუნება დიატონიკის, მოდალობისა და კეთილხმოვანებისაკენ.

შუა 70–იან წლებში  პიარტის შემოქმედებაში შემოდის ახალი სტილი, რომელიც აგებულია უმარტივესბგერით ელემენტებზე – სამხმოვანებასა და დიატონურ ბგერათრიგის ტონებით მოძრაობაზე. პიარტმა მას უწოდა ტინტინნაბული (ლათ.,,ზარები“) და დაახასიათა იგი, როგორც ,,გაქცევა ნებაყოფლობით სიღარიბეში“. ამ სტილში შექმნილი პირველივე ნაწარმოებები – Aრბოს, Fრატრეს, შუმმა, თაბულა რასა, ჩანტუს ბრიტენის ხსოვნას, ზარებისა და სიმებიანთათვის მოუტანეს პიარტს მსოფლიო სახელი. ეს ნაწარმოები ხსირად სრულდება, ავტორის გვიანი რედაქციებითაც.

1980 წელსპიარტი ემიგრაციაში მიდის სსრკ–დან და სახლდება ვენაში, შემდეგ კი – ბერლინში.

სტილი  ტინტინნაბული მან რელიგიური სულისკვეთებით გამსჭვალულ მრავალრიცხოვან პარტიტურაში განავითარა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: Pან ინტერვალლო 4 ბლოკფლეიტისა და ორგანისათვის (1980), Dე პროფუნდის მამაკაცთა გუნდისა და ორგანისათვის, Pასსიო Dომინი ნოსტრიჟესუ ჩჰრისტ სეცუნდუმ ჟოჯანნემ (,,იოანეს ვნებანი“ ლათინურ ტექსტზე) სოლისტების, გუნდის 4 ინსტრუმენტისა და ორგანისათვის (1982),  შტაბატ Mატერ 3 ხმისა და სიმებიანი ტრიოსათვის (1985), თე დეუმ 3 გუნდის, ფორტეპიანოს, სიმებიანებისა და მაგნიტაფონისათვის (1985), მაგნიფიკატი (1989), ,,ღვთისმშობელ ქალწულს“ გუნდისათვის       ა ცაპპელა (1990), ბერლინური მეს გუნდისა და ორგანის ან სიმებიანებისათვის (1990–1991).

 

კინომუსიკა. მუსიკა კინოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხატვრულ- გამომსახველობითი საშუალებაა. თეატრალური მუსკის მსგავსად, კინომუსიკა აძლიერებს ფილმის ზემოქმედებას ადამიანის აზრებსა და გრძნობებზე, ხშირად იგი არა მარტო აძლიერებს კონკრეტული სცენის ზემოქმედებას, არამედ გადმოსცემს ფილმის ფარულ ქვეტექსტს, რომელიც კინოკადრის მიღმა რჩება.

კინომუსიკა ჩამოყალიბდა კინოს გაჩენასთან ერთად. ჯერ კიდევ მუნჯი კინოების დემონსტრაციის დროს მუსიკოსები უკრავდნენ დარბაზში. ხმოვანი კინოს შექმნის შემდეგ მუსიკა გამოსახულებასთნ ერთად იწერებოდა ფირზე.

კინომუსიკა ბევრმა ცნობილმა კომპოზიტორმა შექმნა: სენ-სანსმა 1908 წელს მუნჯი კინოსათვის „ჰერცოგ გიზის მკვლელობა“, პროკოფიევმა ფილმებისათვის „ალექსანდრე ნეველი“ და „ივანე მრისხანე“, შოსტაკოვიჩმა „კრაზანა“, „მეფე ლირი“, „ჰამლეტი“.

კინომუსიკის ავტორებად ზოგჯერ ფილმების რეჟისორებიც გვევლინებიან, მაგალითად ჩარლი ჩაპლინი თვითონ ქმნიდა მუსიკას საკუთარი კინოფილმებისათვის.

კინომუსიკის ცნობილი კომპოზიტორების არიან ენიო მორიკონე, რომელიც გააფორმა ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა „ კარგი, ცუდი, ბოროტი“, „ერთი მუჭა დოლარისთვის“, „სიცილიური კლანი“, „პროფესიონალი“, „ერთხელ ამერიკაში“, სერიალი „რვაფეხა“, „ახალი კინოთეატრი პარადიზო“, „მალენა“.

ნინო როტა, ავტორი მუსიკისა ფილმებისათვის „როკო და მისი ძმები“,  „გზა“, „კაბირიის ღამეები“, „ტკბილი ცხოვრება“, „კანონი კანონია“, „ლეოპარდი“, „რვანახევარი“, „რომეო და ჯულიეტა“ და სხვ.

მიშელ ლეგრანი ავტორი მუსიკისა  ფილმებისათვის „შერბურის ქოლგები“, „როშფორელი ქალიშვილები“ და სხვა.

ფართოდ გამოიყენება მუსიკა მულტიპლიკაციურ ფილმებში, რომლისთვისაც წერდნენ ფრანკ ჩერჩილი („ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „სამი გოჭი“),

ჯეიმს ჰორნერი - ამერიკელი კომპოზიტორი, რომელსაც დაწერილი აქვს მუსიკა ფილმებისათვის „ადამიანი სახის გარეშე“, „აპოლო 13“, „შემოდგომის ლეგენდები“, „მამაცი გული“, „ტიტანიკი“, „ავატარი“ და სხვ.

გენადი გლადკოვი, ავტორი მუსიკისა მულტფილმისათვის „ბრემენელი მუსიკოსები“, ალექსანდრე შაინსკი ავტორი მულტიფილმისათვის „ნიანგი გენა“.

ზოგჯერ ფილმში ჟღერს სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ შექმნილი ნაწარმოებები.

ნაწარმოებების შექმნის ისტორია

ლასკალას იმპრესარიომ მერელიმ ვერდის კომიკური ოპერა შეუკვეთა. შემოთავაზებულ ლიბრეტოებს შორის  ვერდიმ აირჩია „ცრუ სტანისლავი, რომლის სახელწოდებაც  მოგვიანებით შეიცვალა და დაერქვა „მეფე ერთი საათით“.

ვერდი იგონებს: „ ამ პერიოდში ახალგაზრდა ცოლთან ბარგერიტა ბარეცისთან და ორ ჩვენ შვილთან ერთად ვცხოვრობდით მილანში... ამ დროს ბედისწერამ დიდი დარტყმები მომაყენა: აპრილში ავად გახდა ჩემი პატარა ვაჟი. ვერც ერთმა ექიმმა ვერ დაადგინა ავადმყოფობის მიზეზი და ბავშვი უბედურებისაგან გაოგნებულ დედას ჩააკვდა ხელში. რამდენიმე დღის შემდეგ ავად გახდა ჩემი გოგონა და ეს ბავშვიც დავკარგეთ. მაგრამ ეს არ იყო ჩემი უბედურების დასასრული. ივნისის პირველ რიცხვებში მენინგიტის მძიმე ფორმით დაავადდა ჩემი მეუღლე და 1840 წლის 19 ივნისს ჩემი ბინიდან  მესამე კუბო გაიტანეს.

მე დავრჩი მარტო, სრულიად მარტო!! ორი თვის მანძილზე მე დავკარგე სამი საყვარელი არსება. ჩემმა ოჯახმა არსებობა შეწყვიტა!

ასეთ საშინელ სულიერ მდგომარეობაში მე კომიკური ოპერა უნდა დამეწერა კომიკური ოპერა...

“მეფე ერთი საათით”  ჩავარდა. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, მუსიკა იყო, მაგრამ დადგმაც ცუდი იყო. უბედურებით გატეხილმა და წარუმატებლობით დათრგუნულმა შტავაგონე საკუთარ თავს, რომ ხელოვნება ვერ მომიტანს ნუგეშს და მივიღე გადაწყვეტილება მუსიკის არც ერთი სტრიქონი აღარ დამეწერა...“

ამის შემდეგ ვერდიმ მერელისთან კონტრაქტიც გაწყვიტა, რომელიც ლა სკალასთვის რამდენიმე ოპერის დაწერას გულისხმობდა. მერელი დათანხმდა, თუმცა ვერდის შეპირდა, რომ თუ ოდესმე ოპერას დაწერდა, სეზონის დაწყებამდე ორი თვით ადრე მისთვის ეცნობებინა. მერელიმ კომპოზიტორს სიტყვა მისცა, რომ  მის ახალ ოპერას აუცილებლად დადგამდა ლა სკალაში.

 ვერდი გადასახლდა მილანის გარეუბანში და მუსიკაზე საერთოდ აღარ ფიქრობდა. ერთ ცივ საღამოს,  კრისტოფორის გალერეაში სეირნობისას ვერდი შემთხვევით მერელის შეხვდა, რომელიც თეატრისაკენ მიემართებოდა.

ვერდი სიტყვებით მერელიმ ხელკავი გაუკეთა და აიძულა  ლა სკალამდე გაეცილებინა. გზაზე მერელიმ აღიარა, რომ რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა ახალი ოპერის გამო, რადგან ოტო ნიკოლაი, რომელსაც დაუკვეთეს ოპერა, ლიბრეტოთი უკმაყოფილო იყო.

-              „წარმოიდგინე, - წამოიძახა მერელიმ,-  სოლერას ლიბრეტო, ბრწყინვალე, განსაცვიფრებელი! სრულიად უჩვეულო! და ეს ჯიუტი გერმანელი მაესტრო აცხადებს, რომ ლიბრეტო არაფრად არ ვარგა! თავბრუ მეხვევა, არ ვიცი სად ვიშოვო ახალი ლიბრეტო“.

ვერდიმ მერელის ძველი ლიბრეტო  „განდევნილი“ გაახსენა, რომელზეც თავად ჰქონდა უარი ნათქვამი.

 საუბარ-საუბარში ისინი თეატრს მიუახლოვდნენ. მერლიმ ბიბლიოთეკარს დაუძახა და არქივიდან „განდევნილის“ ლიბრეტოს მოტანა სთხოვა, მაგრამ ამავე დროს იმპრესარიომ მეორე ხელნაწერი ამოიღო და ვერდის გაუწოდა.

ვერდი იხსენებს:

„-აი! ეს არის სოლერას ლიბრეტო! - წამოიძახა მერელიმ,  - ასეთი მშვენიერი სიუჟეტის გულვებელყოფა! აიღე, წაიკითხე!

- მე რად მინდა? - უპასუხა ვერდიმ, - არა, არა. მე არა ვარ ახლა ლიბრეტოს კითხვის განწყობაზე.

- მაგრამ ეს ლიბრეტო შენ არავითარ მოვალეობას არ გაკისრებს, წაიკითხე, სეხვედრისას დამიბრუნებ.

ეს იყო სქელი რვეული, იმ პერიოდის მოდის მიხედვით მსხვილი ასოებით დაწერილი. მე რვეული დავგრაგნე, მერელის ხელი ჩამოვართვი და სახლში წავედი.

ქუჩაში რაღაც გაურკვეველმა უსიამოვნო გრძნობამ შემიპყრო. დიდი  სევდა თითქოს გულს მიპობდა... შინ დაბრუნებისას რვეული მაგიდაზე ვისროლე. დაცემისას ხელნაწერი გაიშალა. სრულიად ანგარიშმიუცემლად ჩემი მზერა მოხვდა ფურცელს, სადაც ერთმა სტრიქონმა მიიპყრო ჩემი ყურადღება “Vა პენსიერო, სულლ’ალე დორატე” („გაფრინდი ფიქრო ოქროს ფრთებით“).

მე შემდეგ გვერდებსაც გადავხედე, რამაც უდიდესი ზემოქმედება იქონია ჩემზე. მით უფრო, რომ ეს იყო ბიბლიის სიუჟეტი, ანუ იმ წიგნის პარაფრაზი, რომელიც მე ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა.

მე წავიკითხე ერთი ფურცელი, შემდეგ მეორე. შემდეგ გამახსენდა ჩემი გადაწყევტილება, რომ არასოდეს დავწერდი მუსიკას. დავხურე  რვეული და წავედი დასაძინებლად, მაგრამ „ნაბუკო“  არ მასვენებდა, დაძინება ვერ შევძელი. ავდექი და ტექსტი წავიკითხე არა ერთხელ, ორჯერ და სამჯერ, არამედ იმდენჯერ, რომ დილისათვის სოლერას ლიბრეტო ზეპირად ვიცოდი.

და მაინც, მე არ ვაპირებდი საკუთარი თვისადმი მიცემული სიტყვის დარღვევას. თეატრში მისვლისას მე ვუბრუნებ მერელის ხელნაწერს.

-              ხომ მართალაც მშვენიერია - მითხრა მერელიმ.

-              ნამდვილად!

-              ხოდა გადაიტანე ის მუსიკაზე!

-              ეს აზრადაც არ მომსვლია!

-              გადაიტანე ის მუსიკაზე, გეუბნები, გადაიტანე!

ამ სიტყვების შემდეგ მან რვეული ქურთუკის ჯიბეში ჩამიტენა, მხრებზე ხელი მომკიდა და ქუჩაში გამაგდო, ზურგს უკან კარი დამიკეტა და გასაღებით ჩაკეტა.

რა უნდა მექნა? ჯიბეში ნაბუქოს ტექსტით შინ დავბრუნდი. დღეს ერთი სტროფი, ხვალ მეორე, აქ ერთი ნოტა, იქ ფრაზა - ასე ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნება მუსიკა.

ეს იყო 1841 წლის შემოდგომაზე. მე მახსოვდა მერელის დაპირება, მოვძებნე იგი და შევატყობინე, რომ „ნაბუკო“ მზადაა  და შეიძლება დაიდგას მომდევნო საკარნავალო სეზონზე“.

მერელი დაპირდა ვერდის, რომ ოპერას დადგამდა, მაგრამ მხოლოდ მომავალ სეზონზე, რადგან გეგმაში უკვე იყო ცნობილი კომპოზიტორების სამი ოპერა. ვერდი დაჟინებით მოითხოვდა თავისი ოპერის დადგმას. „ან საკარნავალო სეზონზე, ან არასდროს“-ამბობდა იგი, რადგან სწორედ საკარნავალო სეზონისთვის იყვენენ ანგაჟირებულნი ცნობილი მომღერლები სტრეპონი და რონკონი. ბოლოსდაბოლოს მერელი  დაპირდა „ნაბუკოს“ დადგმას, მაგრამ კომპოზიტორი გააფრთხილა, რომ ვერ შეუკვეთავდა ახალ დეკორაციებსა და კოსტიუმებს. ვერდი დაეთანხმა. 1842 წლის თებერვალში დაიწყო რეპეტიციები და 9 მარტს, პირველი რეპეტიციიდან სულ რაღაც 12 დღის შემდეგ შედგა პრემიერა. თეატრის საცავში ნაპოვნი ძველი დეკორაციები და კოსტუმები თავლისმომჭრელი იყო და სრულიად მოულოდნელ ეფექტს ახდენდნენ.

ტყვე ებრაელების გუნდმა “Vა პენსიერო, სულლ’ალე დორატე” (136 ფსალმუნის თავისუფალი ინტერპრეტაცია), რომლის ტექსტმაც თავიდან მიიპყრო ვედის ყურადღება, პირველივე სპექტაკლიდან მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა და დღემდე იტალიის არაოფიციალურ ჰიმნად ითვლება.

„ეს იყო ის ოპერა, საიდანაც ჩემი, როგორც ხელოვანის, ცხოვრება დაიწყო -იხსწენებს ვერდი. მოიხედავდ იმისა, რომ მე მომიხდა ბრძოლა მრავალრიცხოვანი მტრული ძალის წინააღმდეგ, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ „ნაბუკო“ ბედნიერი ვარსკვლავის ქვეშ დაიბადა“.

ბერლიოზის „ფანტასტიკური სიმფონია“

1827 წლის შემოდგომაზე ბერლიოზზე დიდი შტაბეჭდილება მოახდინა ოდეონის თეატრში გამოცხადებულმა შექსპირის ციკლმა „ინგლისელი დრამატული მსახიობების მონაწილეობით. ბერლიოზი ყოველთვის ესწრებოდა ამ წარმოდგენებს. შექსპირის ტრაგედიების დრამატული ძალა, ტიტანური ვნებები, ტრაგიკული კნფლიქტების სიმძაფრე და დრამატული კომპოზიციის თავისუფლება, რომელიც კალსიციზმის მოძველებულ კანონებს არღვევდა, ახლო იყო ნოვატორი რომანტიკოსი ხელოვანისათვის.

მაგრამ მხოლოდ შექსპირის დრამებმა როდი შეძრა ბერლიოზის სული. ოფელიას, ჯულიეტას, დეზდემონას როლში გამოდიოდა ახალგაზრდა, ლამაზი მსახიობი ქალი ჰარიეტ სმიტსონი. ბერლიოზე უმალ შეუყვარდა იგი, მაგრამ მისი გრძნობა უპასუხოდ დარჩა. ბერლიოზის სასიყვარულო განცდები, მის ტანჯვას ჰარიეტ სმიტსონის უარის გამო, აისახა ბერლიოზის „ფანტასტიკურ სიმფონიაში:, რომელიც ცნობილია ქვესათაურით „ეპიზოდი არტისტის ცხოვრებიდან“.

სიმფონია ხუთი ნაწილისაგან შედგება. მათთვის პროგრამა თვით ბერლიოზმა  შექმნა  და გააერთიანა ისინი ერთი თემით, ლაიტმოტივით, რომელიც განასახიერებს სატრფოს,  კომპოზიტორის აკვიატებული იდეას (ფრანგულად Iდეე Fიხე).

სიმფონიის ყოველ ნაწილს აქვს ქვესათაური და საკუთარი პროგრამა.

 

სიმფონიის პროგრამა რომანტიკულ-ფანტასტიკური სახეებით აღწერს  ჰარიეტ სმიტსონის სიყვარულით გამოწვეულ ბერლიოზის გაცდებს: ავადმყოფური მგრძნობელობისა და ძლიერი წარმოსახვის მქონე, სიყვარულისაგან სასოწარკვეთილებას მიცემულმა ახალგაზრდა არტისტმა ოპიუმით მოიწამლა თავი, მაგრამ სიკვდილის ნაცვლად ახალგაზრდას დაეუფლა ღრმა ძილი უცნაური ზმანებებით. გრძნობები და მოგონებები მის ავადმყოფურ წარმოსახვაში მუსიკალურ აზრებად და სახეებად იქცა, თვით სატრფო კი გადაიქცა მელოდიად, რომელსაც არტისტი ყველგან აწყდება და რომელიც ყველგან ესმის.

I ნაწილს, „ოცნებები და ვნებები“, მოჰყვება II ნაწილი - „მეჯლისი“, ახლაგაზრდა ხვდება თვის სატრფოს მეჯლისზე, მრწყინვალე დღესასწაულის ფონზე. III ნაწილი - „სცენა მინდვრად“. შეყვარებულ მუსიკოსს ესმის ორი მწყემსის დაკვრა. ეს პასტორალური დუეტი, მოქმედების ადგილი, ხეთა მსუბუქი შრიალი, ახლახან ჩასახული იმედი, გულში უჩვეულო სიმშვიდეს უნერგავს მუსიკოსს და მის აზრებს სასიხარულო ელფერს ანიჭებს, მაგრამ ის (აკვიატებული იდეა) ისევ გამოჩნდება. ახალგაზრდას გული ეკუმშება,ბოროტი წინათრძნობა აწუხებს. რა საშინელება იქნება, მან რომ მოატყუოს... ერთ-ერთი მწყემსი კვლავ თავის მიამიტ მელოდიას უკრავს, მეორე კი აღარ ეხმაურება. მზე ჩადის... ის მის შორეული ქუხილის ხმა... მუსიკოსს მარტოობა და სიჩუმე ეუფლება. IV ნაწილი „სვლა სამსჯავროზე“. შეყვარებულ ახალგაზრდასნ ეზმანება, თითქოს თავისი სატრფო მოკლა და მას სიკვდილი მიუსაჯეს. ხან პირქუში და მკაცრი, ხან კი ბრწყინვალე მარშის ხმაზე ახლოვდება მსვლელობა. მწყობრი ნაბიჯების ხმა, ენაცვლება კივილის აფეთქებას. ბოლოს წამიერად გამოჩნდება აკვიატებული იდეა, როგორც სიყვარულის უკანასკნელი მოგონება, რომელიც საბედისწერო დარტყმით წყდება.V ნაწილი - „სიზმარი ღამით“. სასაფლაოზე მუსიკოსი ესწრება გრძნეულთა თემობას. იგი ათასგვარი აჩრდილის, ჯადოქრისა და ურჩხულის გარემოცვაშია. ქვესკნელის სულები მის დაკრძალვაზე შეკრებილან. ისმის უცნაური ხმაური, კვნესა, ხარხარი, შორეული ხარხარი, რომელსაც თითქოს ვიღაც ეპასუხება. კვლავ გაისმის სატრფოს მელოდია, მაგრამ მან დაკარგა კეთილშობილი და მოკრძლებული ხასიათი. იგი უხამს და უცნაურ ცეკვად გადაიქცა: ტემობას ის, მისი სატრფო ეწვია და სიხარულის ღრიანცელიც მისი მოსვლითაა გამოწვეული. იგი  ეშმმაკების ორგიას უერთდება. გაისმის სამგლოვიარო ზარის ხმა და ისმის შუასაკუნეების საგალობლის „დიეს ირეს“ პაროდია. თემობის ფერხული და „დიეს ირე“ ერთად ისმის. იქმნება უცნაური, ფანტასტიკური ატმოსფერო. ქაჯთა ორგიას სათავეში „ის“ უდგას.

1832 წელს ბერლიოზი კვლავ შეხვდა ჰარიეტ სმიტსონს და ძველმა სიყვარულმა მასში ახალი ძალით იფეთქა. ამავე წლის 9 დეკემბერს, ბერლიოზის ინიციატივით, შესრულდა „ფანტასტიკური სიმფონია“.  ცნობილი გერმანელიპოეტი, ჰაინრიხ ჰაინე იხსნებს, რომ იმ საღამოს ბერლიოზი ორკესტრში ლიტავრებზე უკრავდა, ჰარიეტ სმიტსონი კი - ლოჟაში იჯდა. ბერლიოზი დაჟინებით უყურებდა მას და ყოველთვის, როცა კი მათი მზერა ერთმანეთს შეხვდებოდა, იგი გაშმაგებით იწყებდა დაკვრას. მას შემდეგ მის სმიტსონი მადამ ბერლიოზი გახდა.

შუმანის „კარნავალი“.  შუმანი მთელი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე მხარსუჭერდა სიახლეებს მუსიკალურ ხელოვნებაში. იგი გმობდა მეშჩანობას, სიყალბეს, მდარე გემოვნებას. თავსი პოზიციას იგი გამოხატავდა მუსიკაშიც და პუბლიცისტიკაშიც. 1834 წელს შუმანმა მეგობრებთან ერთდ დააარსა „ახალი მუსიკალური გაზეთი“, სადაც გააერთიანა მოწინავე ხელოვანნი, რომელსაც მან დავითის ძმობა - დავითსბუნდი - უწოდა. შუმანის სიტყვებით, გაზეთის ძირითადი მიზანი მდგომარეობდა „ხელოვნების დამდაბლებული მნიშვნელობის ამაღლებაში“. მე-19 საუკუის ცნობილი პიანისტის, ტალბერგის ეპოქაში, როდესაც გასართობი ხელოვნება საკონცერტო და თეატრალურ დარბაზებში შეიჭრა, შუმანის წერილები დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. მისი მუსიკალური ანალიზი, დაკავშირებული ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის, შუბერტის მუსიკასთან, გვაოცებს სიღრმითა და ნაწარმოების შინაარსის  ნატიფი წვდომით. არანაკლებ გასაოცარია შუმანის გულისხმიერება ახალი ტალანტების გაცნობისას. ცნობილია მისი აღფრთოვანებული გამონათქვამი შოპენის შესახებ: „ქედი მოიხარეთ, ბატონებო, თქვენს წინაშე გენიოსია“! დრომ მისი მუსიკალური პროგნოზების შეუცდომლობა დაამტკიცა. მან პრველმა დააფასა შოპენის, ბერლიოზის, ლისტის, ბრამსის შემოქმედება. შუმანი-კრიტიკოსისათვის დამახასიათებელია ნაწარმოების იდეურ-ესთეტიკური შეფასება. ხშირად მწვავე პორბლემები გადმოცემული იყო ბელეტრისტული ფორმით. ასე შეიქმნენ დავითსბუნდლერები -  თანამედროვე და წარსული ეპოქების პროგრესული ხელოვანები, რომლებიც ბიბლიური მეფე დავით-მეფსალმუნის ეგიდით გააერთიანა შუმანმა წარმოსახვით კავშირიში, რომლებიც მდარე გემოვნების მქონე მუსიკოსებს - ფილისტიმელ ხელოვანებს უპირისპირდებოდნენ (ფილისტიმელები ძველი აღქმის მიხედვით ებრაელი ხალხის, შესაბამისად დავით მეფის მოწინააღმდეგეები იყვნენ).მოცარტი ისეთივე დავითსბუნდლერი იყო, როგორც ბერლიოზო და კლარა ვიკი. გაზეთის ძირითადი კორესპონდენტები იყვნენ ფლორესტანი და ევზებიუსი - შუმანის ორი ალტერ ეგო. ორივე, მგზნებარე, ენერგიული და ირონიული ფლორესტანი და ახალგაზრდა ელეგიური მეოცნებე, პოეტი ევზებიუსი ხშირად იყვნენ შუმანის ლიტერატურული და მუსიკალური ნაწარმოებების გმირები. ამ გაზეთის თითქმის ყველა წერილის ავტორი თავადბ შუმანი იყო, რომლებსაც სხვადასხვა სახელით აქვეყნებდა. აქ შეხვდებოდით წერილებს კლარა ვიკის, პაგანინის ხელმოწერით.

„კარნავალი“ ვარიაციული ციკლია, რომელიც 20 პიესისაგან შედგება. შუამნმა მას უწოდა მინიატურული სცენები 4 ბგერაზე. ეს ბგერებია AშჩH  და შჩHA. AშჩH იმ  ქალაქის სახელწოდებაა, სადაც ცხოვრობდა შუმანის ახალგაზრდობის გატაცება ერნესტინა ფონ ფრიკენი, მეორეს მხრივ, იგივე ასოები შჩHA შედის შუმანის გვარში. ამ ასოების იდენტურობამ გარკვეული სტიმული მისცა იმ ოთხი ბგერის დაბადებას, რომელიც სხვადასხვა ვარიანტებით შედი 20 პიესის თემებში. ამ ბგერების საიდუმლოება შუმანმა გახსნა არა ციკლის დასაწყისში, არამედ შუაშუ, მე-8 და მე-9 პიესებს შორის პიესაში „სფინქსები“.

„კარნავალში“ შუმანი მუსიკალური პორტრეტების ბრწყინვალე ოსტატად წარმოგვიდგება. ის გვიხატავს არა მარტო ტრადიციულ საკარნავალო ნიღბებს, არამედ კარნავალში მონაწილე დავითსბუნდლერებსა და მათ მტრებს ფილისტერებს. დავითსბუნდლერებიდან კარნავალში მონაწილეობენ პაგანინი, შოპენი, კლარა ვიკი („კიარინა“), ერნესტინა ფონ ფრიკენი („ესტრელა“)  და თავად შუმანის ორი სახე - ევზებიუსი და ფლორესტანი. „კარნავალი“ თავდება „დავითსბუნდლერების მარშის“ ტრიუმფალური ხმოვანებით.

„კარნავალს“ ეხმიანება შუმანის ერთ-ერთი ლიტერატურული ნარკვევის შინაარის „ჟანკირის ანგარიში აგუსბურგიდან რედაქტორის ბოლო მხატვრულ-ისტორიული მეჯლისის შესახებ“, რომელიც შუმანმა დაწერა 1837 წელს, ანუ „კარნავალის“ შექმნის შემდეგ (ჟანკირი - ჟეან ქუი რიტ - ჟანი, რომელიც იცინის - შუმანის ერთ-ერთი ფსევდონიმია). კორესპონდენტი დავიდსბუნდლერი აღწერს მეჯლისს, რომელსაც მართავს „ახალი მუსიკალური გაზეთის“ რედაქტორი, იმისათვის, რომ იქ მყოფთ მუსიკალური სიახლეები გააცნოს. მეჯილსზე ხდება კომიკური შეტაკებები დავითსბუნდლერებსა და ფილისტერებს შორის, რის შედეგადაც ერთ-ერთი ფილისტერი მეორე დღესვე თავს დააცხრა „კარნავალს“ სალანძღავი რეცენზიით. მიუხედავდ ამისა, ისევე, როგორც მუსიკალურ „კარნავალში“ ცხოვრებაშიც მუსიკალურმა ფილისტიმელებმა დამარცხება განიცადეს და „კარნავალის“ ტრიუმფალური სვლა საკონცერტო სცენაზე კვლავაც გრძელდება.

ბეთჰოვენის მესამე სიმფონია „გმირული“. ბეთჰოვენის, როგორცპიროვნების ჩამოყალიბება რთულ, წინააღმდეგობებით აღსავსე ეპოქაში მოხდა. ეს  იყოსაფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის ეპოქა, როდესაც ადამიანების აზროვნებაში ყალიბდება თანასწორობის, თავისუფლებისა და ძმობის დემოკრატიული იდეები.  ამ ეპოქის ერთ-ერთი გმირი, გენერალი ბონაპარტე, ბევრისათვის  განასახიერებდა პიროვნებას, რომელიც  იბრძოდა კაცობრიობის ნათელი მომავლისათვის. ასე ფიქრობდა ბეთჰოვენიც. სწორედ ამიტომ,  თავისი მესამე სიმფონია (1804წ), რომლის იდეაც იყო ბრძოლა და თავდადება ხალხის ბედნიერებისათვის, მან ნაპოლეონს მიუძღვნა - სიმფონიის ხელნაწერის თავფურცელზე გაჩნდა წარწერა: „დიდი სიმფონია... ბონაპარტე“. როდესაც ვენაში გაიგეს, რომ ნაპოლეონმა თავი იმპერატორად გამოაცხადა, ბეთჰოვენი აღშფოთდა.  – „ესეც ჩვეუოებრივი ადამიანი ყოფილა!“ წამოიძახა მან. ბეთჰოვენმა  ჩათვალა, რომ  ნაპოლეონმა რევოლუციის იდეებს უღალატა.  მან სიმფონიის თავფურცელი დახია, ახალზე კი წინანდელი სათაურის ნაცვლად გაჩნდა მოკლე წარწერა “EღOIჩA” („გმირული“).

გმირული სიმფონიის პირველი შესრულება (1805 წლის 7 აპრილს) მდუმარე, თითქმის მტრულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა. აუდიტორიას დისკომფორტს უქმნიდა სიმფონიის ფილოსოფიური სიღრმე, ხაზგასმული სიმკაცრე, სტილისტური სიახლე, იმ დროისათვის უჩვეულო, „უხეში“ ხმოვანება. მსმენელების წინაშე თანდათან იშლება ნაწარმოების იდეა, რომელსაც „სამოქალაქო დრამა“ შეიძლება ვუწოდოთ. ოთხი ნაწილიდან, თითოეული, აღიქმება, როგორც დრამის სხვადასხვა ეტაპი, რონელიც კულმინაციით - სიკეთის გამარჯვებით სრულდება. 

მეტროპოლიტენ-ოპერა, ანუ მეტი, ნიუ-იორკის საოპერო თეატრი 1880 დაარსდა და მსოფლიოში ერთ-ერთიყველაზე პრესტიჟული მუსკალური დაწესებულებაა. დღეს თეატრი განთავსებულია ლინკოლნ-ცენტრში, ნიუ იორკ სიტი ოპერისა და ჯულიარდის სკოლასთან ერთად.მეტროპოლიტენ ოპერაში გამოდიოდნენ ისეთი მომღერლები, როგორებიცაა კარუზო, შალიაპინი, ჯილი, პავაროტი, კალასი, ტებალდი და სხვები.

ალბერტ ჰოლი ლონდონის საკონცერტო დარბაზი, რომელიც ვიქტორიანულ ეპოქაში აშენდა და ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზეცნობილ ნაგებობას წარმოადგენს. დარბაზი წელიწადში დაახლოებით 350 ღონისძიებას მასპინძლობს, მათ შორის კლასიკური მუსიკისა და საქველმოქმედო კონცერტებ სოპერას, ბალეტს, დაჯილდოების ცერემონიებსა და ბანკეტებს. ალბერტ ჰოლი 1871 წლის  28 მარტს გაიხსნა. იგი დედოფალ ვიქტორიას მეუღლის, პრინც–კონსორტ ალბერტის სახელობისაა, რომელიც 1861 წელს გარდაიცვალა. მშენებლობის ბრძანებას 1867 წელს მოეწერა ხელი. დარბაზს თავიდანვ აკუსტიკური პრობლემებია ღმოაჩნდა, რომელთა გამოსწორებაც მხოლოდ 1969 წელს მოხერხდა.

კოვენტგარდენი (ჩოვენტ Gარდენ)  საოპერო თეატრი ლონდონში. ახლანდელი შენობა 1857 წელს აშენდა. იტევს 2 256 მაყურებელს.

გარნიესსასახლე (Pალაის Gარნიერ), ასევეცნობილიროგორცოპერაგარნიე (ფრანგ. Oპéრა Gარნიერ), ანუბრალოდპარიზისოპერა- 2.200 მაყურებელზეგათვლილიოპერისთეატრიშარლგარნიესპროექტისნეობაროკოსსტილისესგრანდიოზულიშენობაქალაქისერთ-ერთიძირითადიელემენტია. 1875 წელსშენობისგახსნისდღიდან, ოპერისთეატრსოფიციალურად "მუსიკისეროვნულიაკადემია-ოპერისთეატრი" (Aცადéმიე Nატიონალე დე Mუსიქუე - თჰéâტრე დე ლ'Oპéრა) ერქვა. ესსახელიმან 1978 წლამდეშეინარჩუნა, როდესაცმას "პარიზისოპერისეროვნულითეატრი" დაარქვეს. ხოლომასშემდეგ, რაცსაოპეროდასიბასტილიისოპერისთეატრშიგადავიდა, 1989 წელსმისიდასრულებისშემდეგ, თეატრს "გარნიესსასახლე" დაარქვეს.

ოპერაბასტილია, ასევებასტილიისოპერისთეატრი (ფრანგ. ოპéრა დე ლა Bასტილლე, ანხშირად ოპéრა Bასტილლე) — საოპეროთეატრიბასტილიისმოედანზეპარიზში, პარიზისმთავარი საოპროთეატრი, სადაც1989 წლიდანგარნიესსასახლისნაცვლად იმართება საოპერო წარმოდგენები.

სიდნეისოპერისთეატრი — მუსიკალურითეატრისიდნეიში, ახალისაუზ-უელსი, ავსტრალია, XX საუკუნისერთ-ერთიყველაზეგამორჩეულიშენობადაერთ-ერთიყველაზეგანთქმულისაკონცერტოდარბაზიმსოფლიოში. შენობისპროექტიეკუთვნისდანიელარქიტექტორიორნუტზონს, რომლემაცამშენობისთვის2003წელსპრიცკერისპრემიამიიღო. შენობამდებარეობსბენელონგისპოინტზესიდნეისყურეშიუზარმაზარხიდთანსიახლოვესდაკომპლექსშიგანუმეორებელესთეტიურშთაბეჭდილებასქმნის.

ბევრისთვისშენობისსფერულინიჟაროვანისახურავიახლომდებარეყურეშიმცურავიაფროსანფლოტილიასჰგავს.სიდნეის ოპერის სანახავდ ყოველწლიურად უამრვი ტურირსტი მიდიეს.  ოპერისთეატრშიმდებარეობსავსტრალიისეროვნულისაოპეროდასი, სიდნეისთეატრალურიკომპანიადასიდნეისსიმფონიურიორკესტრი.

კარნეგი-ჰოლი (ჩარნეგიე Hალლ) საკონცერტოდარბაზიანიუ-იორკში. აშენდაფილანტროპიენდრიუკარნეგისმიერ1890წელსდაისაშშ-სერთ-ერთიყველაზემნიშვნელოვანიდაწესებულებააროგორცკლასიკური, ისეპოპულარულიმუსიკის შესასრულებლად. განთქმულია საუცხოოაკუსტიკით. კარნეგი-ჰოლსაქვსსაკუთარისამხატვრო-საშემსრულებლოპროგრამა, განვითარებისადამარკეტინგისგანყოფილებებიდაყოველსეზონზედაახ. 100 წარმოდგენასმართავს; მისიდარბაზებიასევექირავდებასაშემსრულებლოჯგუფებისთვის. ერთიძალიანძველიხუმრობაკარნეგი-ჰოლისფოლკლორისგანუყოფელნაწილადიქცა: შეკითხვა: "როგორშეიძლებაკარნეგი-ჰოლშიმოხვედრა?", პასუხი: „მეცადინეობით, მეცადინეობით, მეცადინეობით".

ლასკალა (იტალ. თეატრო ალლა შცალა - სიტყვასიტყვით "თეატრიკიბეზე"), ოპერისშენობამილანში, იტალიაში.შენობაააგესორწელიწადშიარქიტექტორჯუზეპეპიერმარინისმიერ, მარი-ტერეზაავსტრიელისშეკვეთითმასშემდეგ, რაცხანძრისგამოგანადგურდაძველისაჰერცოგოთეატრი. ლასკალაგაიხსნა1778წლის3 აგვისტოსანტონიოსალიერისოპერითლ'Eუროპა რიცონოსციუტა.

ლა სკალაში მღეროდნენ ცნობილი მომღერლები ბენიამინო ჯილი, მარია კალასი, ლუჩანო პავაროტი, მონსერატ კაბალიე და სხვები.

ამშენობაშიიდგმებოდადომენიკოჩიმაროზას, ჯუზეპევერდისდასხვათაოპერები. ლა სკალაში საბალეტო სპექტაკლებიც იდგმება, სადაც კლასიკურიცეკვისუდიდესიოსტატებიმონაწილეობენ.

1943 წელსლასკალისშენობადაიბომბადამისიხელახალიგახსნა1946წელსმოხერხდა.

ლასკალისყველაზეცნობილიმთავარიდირიჟორიიყოარტუროტოსკანინი. 1972წელსიგიშეცვალაკლაუდიოაბადომ, 1986წელსკი - რიკარდომუტიმ. 2002 წლის19 იანვარსშენობადაიხურაგანახლებისთვისსაჭიროსამუშაოებისგამო. განახლებასხელმძღვანელობდაარქიტექტორიმარიობოტა. ხელახალგახსნასადგილიჰქონდა2004წლის7 დეკემბერსსალიერისიმავეოპერით, რითაცთავდაპირველადგაიხსნა.

ლასკალაშიმუსიკალურისეზონიტრადიციულადიხსნება7 დეკემბერს, მილანისმფარველიწმინდაამბროზისდღეს. ამავეშენობაშიარისლასკალასმუზეუმი, სადაცინახებასასცენონახატების, დეკორაციების, ქანდაკებების, კოსტიუმებისუდიდესიკოლექცია.

მუსიკალური ჟანრები

მუსიკალური ხელოვნების განვითარების პროცესში შექმნა მუსიკის სხვადასხვა სახეობა, რომელთაც ჟანრებს ვუწოდებთ. თითოეულ მათგანს განსხვავებული ნიშან-თვისება აქვს.

მუსიკალური ჟანრების დანიშნულება სხვადასხვაგვარია. ძოგიერტი თან ახლავს დასვენებას, გართობას.ასეთი მუსიკა ადვილი მოსასმენია და მას მსუბუქ მუსიკას უწოდებენ. იგი ყოველდღიურ ყოფაში ჟღერს.

არსებობს მუსიკალური ჟანრები, რომელთა მიზანია მსმენელში ღრმა ფიქრების და ძლიერი გრძნობის გამოწვევა. ასეთია კლასიკური მუსიკა, რომლის მოსმენა დიდ ყურადღებას და დაფიქრებას მოითხოვს.

მუსიკალურ ჟანრებს შორის პოპულარულია სიმღერა, ცეკვა, მარში. მათ საყოფაცხოვრებო ჟანრებს უწოდებენ. ეს არის სამი ძირითადი სფერო, რომელსაც ყველა მუსიკალური ჟანრი და ფორმა ემყარება.

განასხვავებენ ვოკალური  და ინსტრუმენტული ჟანრებს, რომელთა შორის არის მცირე და დიდი ფორმის ნაწარმოებები.

მცირე ფორმის ინსტრუმენტული ნაწარმოებებია: პიესები, ეტიუდები, პრელუდიები, ნოქტიურნები და სხვა.

დიდი ფორმის ინსტრუმენტული ნაწარმოებები ეწოდება ისეთ მუსიკალურ კომპოზიციას, რომელიც რამოდენიმე ნაწილისაგან შედგება. მაგ. სონატა, სუიტა, სიმფონია.

დიდი ფორმის არის აგრეთვე მუსიკალურ-თეატრალური ჟანრები: ოპერა, ოპერეტა, ბალეტი, მიუზიკლი.

ვოკალური მუსიკა შეიძლება იყოს მცირე და დიდი ფორმის. ვოკალს, ხმას შეიძლება თანხლებას უწევდეს სხვადასხვა ინსტრუმენტი (მაგალითად, ფორტეპიანო), ან ინსტრუმენტების ანსამბლი, შეიძლება ორკესტრიც. Aამ შემთხვევაში ვოკალურ მუსიკალურ ნაწარმოებს ეწოდება ვოკალურ-ინსტრუმენტული ჟანრი.

სხვადასხვა ქვეყნებსა და სხვადასხვა საუკუნეებში იქმნებოდა ვოკალური მუსიკის სხვადასხვა ჟანრები. თითოეული თავისებური თვისებებით ხასიათდება.

გერმანიაში და ავსტრიაში ქალაქური სიმღერის პოპულარული ჟანრი იყო Lიედ. ვოკალური მუსიკის ჟანრებია:

1.მცირე ფორმის ჟანრებია – სიმღერა, რომანსი, სერენადა, ბალადა, ვოკალიზი და ა.შ.

2.დიდი ფორმის ვოკალურ-ინსტრუმენტული ჟანრებია – ოპერა, ორატორია, კანტატა; აგრეთვე სასულიერო ჟანრის მუსიკა: მესა და რექვიემი – სამგლოვიარო მესა.

გრიგოლისეული ქორალი მუსიკა ეყრდნობა დიატონიკის პრინციპს (ბერძნულად ,,დიატონიკუს” - ,,გაბმული”). ეს არის ბგერათა რიგი, აგებული გამის ბგერებზე, მათი ამაღლების ან დადაბლების გარეშე. არსებობდა საეკლესიო კილოების სპეციალური სისტემა, რომელიც ევროპაში ბიზანტიიდან შემოვიდა და ანტიკური წარმოშობის არის.

გრიგორისეულ ქორალში არსებობდა მუსიკისა და სიტყვიერი ტექსტის შეხამების ორი ხერხი: პირველს ეწოდება ფსალმოდირება _ მას იყენებდნენ ფსალმუნების კითხვისას. Fფსალმუნები (ბერძნულიდან ,,სახოტბო სიმღერა”) საგალობლებია, რომლებიც ,,ფსალმუნების წიგნს” _ ბიბლიის ერთ-ერთ წიგნს შეადგენს. ფსალმოდირებისას ერთ მუსიკალურ ბგერას ტექსტის ერთი მარცვალი შეესაბამება. მეორე ხერხია იუბილაცია (ლათინურად ,,ჯუბილატიო” _ ,,აღტკინება”) _ ტექსტის თითო მარცვალი რამოდენიმე ბგერით გამღერდება.

პირველი მრავალხმიანი ნაწარმოებები შეიქმნა VII-IX საუკუნეებში, ხოლო განვითარდა XII საუკუნიდან. მრავალხმიანობამ შექმნა ორი ახალი ჟანრი _ კონდუქტი და მოტეტი. მრავალხმიან სიმღერებში მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც იყენებდნენ. ფრანგი კომპოზიტორის გიიომ დე მაშოს (დაახლ. 1300-1377) შემოქმედებაში ვოკალს ხშირად მთავარი ხმის როლი ენიჭებოდა, ხოლო დანარჩენ ხმებს ინსტრუმენტები ასრულებდა.

გრიგოლისეულ მუსიკაში ჩამოყალიბდა საგალობლების ჩაწერის სპეციალური სისტემა. თავდაპირველად ეს იყო ნევმები (ბერძნული სიტყვიდან ,,ნეუმუს”, რაც ,,სუნთქვას” ნიშნავს) _ პირობითი ნიშნები, რომლებიც მელოდიის მიმართულებას აჩვენებდა. ერთიმეორეს ზემოთ გავლებული იყო ორი ხაზი (ჩვეულებრივ, სხვადასხვა ფერის), რომელიც აღნიშნავდა ძირითადი ბგერების სიმაღლეს, ხოლო ნევმები იწერებოდა ამ ხაზების გარშემო ან მათზე.

XI საუკუნის დასაწყისში მუსიკოსმა და თეორეტიკოსამ გვიდო არეცოელმა (დაახლ. 992-1050), სანოტო დამწერლობა მნიშვენლოვნად გარდაქმნა: დაამატა კიდევ ორი ხაზი. ნევმები განაწილდა ოთხ ხაზზე და ამ ხაზებს შორის, რისი საშუალებითაც გაცილებით ზუსტად აღინიშნებოდა ბგერების სიმაღლე. ოთხხაზიანი სისტემა გახდა თანამედროვე ხუთხაზიანი სანოტო დამწერლობის წინამორბედი იყო.

დაახლოებით ამ დროს გაჩნდა ძირითადი ბგერების დასახელებაც _ Uტ, ღე, Mი, Fა, შოლ, Lა   _ ლათინური ჰიმნის პირველი ექვსი სიტყვის საწყისი მარცვლები. ბერმა პავლე დიაკონმა ეს ჰიმნი დაწერა მოციქულ იოანეს საპატივცემულოდ, რომელიც ითვლებოდა საეკლესიო გალობის მფარველად. მოგვიანებით მარცვალი  Uტ  შეიცვალა მარცვლით  Dო.  გაჩნდა კიდევ ერთი ბგერის დასახელებაც  ში  _ რომელიც წარმოიქმნა შანცტე Iოჰანნე _ ,,წმინდა იოანეს” პირველი ბგერებიდან.

მესა.   მესა  კათოლიკური ეკლესიის ღვთისმსახურება. მესის მუსიკალური თანხლების ტრადიციები ჩამოყალიბდა კათოლიკური ეკლესიის წეს-ჩვეულებეთან ერთად, XI საუკუნის შუა წლებში. XIII-XIV სს. შეიქმნა მთავარი საგალობლები. მათ ასრულებდნენ როგორც საეკლესიო გუნდი, ისე მრევლი; თითოეული საგალობელი წირვის მკაცრად განსაზღვრულ ადგილას ჟღერდა.

მესა შედგება 5 ნაწილისაგან: Kyrie Elesion (უფალო, შეგვიწყალე),  Gloria (დიდება),   Credo (მრწამსი),  Sanctus (წმინდა არს)  და  Benedictus (კურთხეულ არს),  Agnus Dei  (ღვთის კრავი).

აღორძინების ეპოქიდან მესას ქმნიდნენ როგორც ერთიან მრავალნაწილიან ნაწარმოებს.

არსებობს მესის mesa _ sasuliero musikis nawarmoebi gundis, zogjer solisti _ momRerlebis monawileobiT da instrumentuli TanxlebiT. sruldeba kaTolikur eklesiaSi, laTinur enaze. `Ite missa est ecclesia~ _ `wadiT, Sekreba dasrulebulia~. am sityvebiT qristianobis gariJraJze, RvTismsaxurebis win eklesiidan iTxovdnen maT, vinc jer kidev gamocdas gadioda. eklesiaSi mxolod TemSi miRebulebi rCebodnen. mesa sxvadasxva saxisaa: yoveldRiuri _ ordinarium, samgloviaro _ Requiem, sadResaswaulo _ solemnis.

რეკვიემის ჟანრი სამგლოვიარო, სულის მოსახსენებელი მესაა, რომელიც ტრადიციულ საკულტო ლათინურ ენაზე სრულდება, კათოლიკური წირვის დროს. რეკვიემი რამოდენიმე ტრდიციული ნაწილისაგან შედგება. გარდა ყოველი მესისათვის აუცილებელი ნაწილებისა _ Kყრიე ელეისონ – უფალო, შეგვიწყალენ;  შანცტუს – წმინდა არს;  Aგნუს Dეი – ღვთის კრავი,  აუცილებელია ნაწილები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ სამგლოვიარო მესისათვის:  ღექუიემ აეტერნამ – საუკუნო განსვენება;  Dიეს ირაე – დღე რისხვისა  და  თუბა მირუმ – საყვირი საოცარი (რომელშიც ღვთის საშინელი სამსჯავროა ასახული);  Lაცრიმოსა – ცრემლიანი.

რეკვიემი იწერება გუნდის, ვოკალური კვარტეტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის.

მადრიგალი. აღორძინების ეპოქაში გაიზარდა საერო ჟანრების როლი. XIV საუკუნის იტალიურ მუსიკაში შეიქმნა მადრიგალი (გვიანი ლათ. Mატრიცალე - ,,სიმღერა მშობლიურ ენაზე”). იგი ჩამოყალიბდა ხალხური (მწყემსური) სიმღერების საფუძველზე. მადრიგალი ორ- ან სამხმიანი სიმღერაა, ხშირად ინსტრუმენტული თანხლების გარეშე. მადრიგალებს წერდნენ თანამედროვე იტალიელი პოეტების ლექსებზე, ძირითადად ყოფით და მითოლოგიურ სიუჯეტებზე.

მადრიგალი განსაკუთრებით მაღალ დონეს აღწევა XVI-XVII სს.-ში. მისი შესრულებისას ზოგჯერ მასში ასახული სიუჟეტიც თამაშდებოდა. მადრიგალი საფუძვლად დაედო მადრიგალურ კომედიას (საგუნდო კომპოზიცია კომიკური პიესის ტექსტზე), რომელმაც საფუძველი მოუმზადა ოპერის შექმნას.

 

 

 

 

 

 

 საკლავირო მუსიკა  დასაბამს ადრეული აღორძინების ეპოქაში იღებს სათავეს. დიდი ხნის მანძილზე კლავირს უწოდებდნენ ყოველგვარ კლავიშიან საკრავს, მათ შორი ორღანს. მე-16 საუკუნიდან ვრცელდება კლავირის ორი ნაირსახეობა - მღერადი, ნაზი ხმოვანების მქონე კლავიქორდი და ძლიერი, ხმამაღალი, მაგრამ ნაკლებად მღერადი და ერთფეროვანი ხმოვანების მქონე კლავესინი.

კლავიქორდში ბგერა მიიღება სიმთან ლითონის ფირფიტის შეხებით. კლავიშზე თითის დაჭერის ოდნავ შეცვლა იწვევდა ბგერის ხმოვანების სიძლიერის ცვლას. ამრიგად, ბგერითი დინამიკა დამოკიდებული იყო შემსრულებელზე. კლავიქორდზე შესაძლებელი იყო მღერადი და  დინამიკურად მრავალფეროვანი შესრულების მიღწევა, მაგრამ მისი ბგერა სუსტი იყო და ტემბრულ მრავალფეროვნებას გამორიცხავდა. ამ საკრავში ყველაფერი ხელს უწყობდა, რომ შესრულებულიყო ინტიმური და ნაზი მუსიკა, რომელსაც უნდა გამოეწვია არა ძლიერი ვნებათა ღელვა, არამედ, ფაქიზი გრძნობები.

კლავისინი, კლავიშზე თითი დაჭერის შემდგეგ, ხმას გამოსცემდა ყვავის ბუმბულის ან ტყავისგან დამზადებული პატარა ენის სიმზე გამოკვრის მეშვეობით. კლავესინის ბგერა წყვეტილია, ნაკლებად მღერადი, რის გამოც მასზე ლეგატოს შესრულება თითქმის შეუძლებელია. კლავესინისთვის მიუწვდომელია ისეთი დინამიკური ნიშნები, როგორებიცაა დიმინუენდო და კრეშჩენდო. შემსრულებელს არ შეეძლო თავისი ნებით მოეხდინა გავლენა ბგერის ხარისხზე. ამ ნაკლის შესავსებად კლავესინს დაუმატეს მეორე მანუალი და პედალი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ტემბრული ჟღერადობის გამდიდრება. ვირტუოზი კლავესინისტები ოსტატურად იყენებდნენ ორ, ხანდახან სამ კლავიატურას და აღწევდნენ დინამიკის ცვალებადობას.

კლავესინს აქვს ძლიერი ბგერა და ამ გარემოებამ განაპირობა მისი საკონცერტო საკრავად გადაქცევა  და დიდი როლი ორკესტრი.  

კლავიშიანი საკრავების განვითარებამ გამოიწვია სხვადასხვა ქვეყანაში საკლავირო საკომპოზიციო სკოლების განვითარება.

საკლავირო მუსიკა ხალხურ-საყოფაცხოვრებო მუსიკასთან უშუალო კავშირში ვითარდებოდა. მათი უმრავლესობა საცეკვაო ხსისათისაა. ხდება ზოგიერთი ჟანრის ტიპიზაცია, რომელიც თავის სათავეს ცეკვიდან იღებენ. ასეთია სარაბანდა, ჩაკონა, პასაკალია.

XVI-XVII საუკუნეებში საკლავირო ხელოვნების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი ინგლისელმა ვერჯინალისტებმა (ვერჯინალი კლავესინის სახეობაა)  და ფრანგმა კლავესინისტებმა შეიტანეს.

XVII საუკუნეში კლავიშებიანი ინსტრუმენტების რეპერტუარში ოთხი მიმდინარეობა იყო. პირველ მათგანს - კონტრაპუნქტულს - მიეკუთვნებოდა ორღანისთვის ან კლავესინისთვის დაწერილი კაპრიჩიო, კანცონა და რიჩერკარი. ეს იყო ბრწყინვალე, ვირტუოზული სტილი, რომელსაც ტოკატას უწოდებდნენ. განვითარების მწვერვალს ამ ტიპის ნაწარმოებებმა ბახის შემოქმედებაში მიაღწიეს.

მეორე მიმდინარეობას მიეკუთვნებოდა საფრანგეთში პოპულარული ე.წ.  ჟანრული პიესა, რომლის ბრწყინვალე ნიმუშები შექმნა ფრანსუა კუპერენმა.

მესამე მიმდინარეობა იყო საცეკვაო სუიტა, რომელიც ოთხი ან ხუთი ნაწილისაგან შედგებოდა:

მეოთხე მიმდინარეობ იყო პრელუდია-ქორალი, რომელიც, ძირითდად,  გერმანულ ლუთერანულ ეკლესიაში იყო გავრცელებული. ამ საორღანო ნაწარმოებებს საფუძვლად ედოთ რელიგიური ჰიმნების მელოდიები.

ინგლისელი ვერჯინალისტების შემოქმედებაში სჭარბობს ვარიაციული პიესები, რომლებსაც საფუძვლად უდევთ ხალხური სიმღერები და ცეკვები. სწორედ მათ დახვეწეს ვარიაციის ფორმა, რომელიც მე-17 საუკუნის საერო მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ჟანრად იქცა.

ფრანგული საკლავესინო სკოლის წარმომადგენელები იყვენენ ჟან შამპიონი, ფრანსუა კუპერენი, კლოდ დაკენი და სხვები. ფრანგი კალვესინისტების  მუსიკა იყო ნატიფი, ორნამენტებით მდიდარი. მათი სტილისათვის დამახასიათებელი იყო მუსიკალური სამკაულები - მორდენტები, ფორშლაგები, გრუპეტო, ის, რაც ტიპიური იყო XVIII საუკუნის ფრანგული ხელოვნებისათვის, რომელმაც უხვი ორნამენტების გამო სახელწოდება როკოკო მიიღო.

ფორტეპიანო კლავიშებიანი საკრავია, რომელიც მე-18 საუკუნის დასაწყისში გამოიგონა იტალიელმა  კლავესინის ხელოსანმა ბარტოლომეო კრისტოფორიმ. ახალ საკრავს მან უწოდა კლავესინი ჩუმი და ხმამაღალი ხმით (იტალიურად: პიანო _ ფორტე). კლავესინისაგან განსხვავებით, ამ საკრავზე შეიძლებოდა ხმამაღლა, ჩუმად და საშუალო ხმით დაკვრა. აქ შესაძლებელი იყო აგრეთვე კრეშჩენდოსა და დიმინუენდოს შესრულება. ტემბრულად და რეგისტრულად ფორტეპიანო კომპოზიტორსა და შემსრულებელს გაცილებით მდიდარ შესაძლებლობებს აძლევს.

 

სუიტა მუსიკალური ციკლური ნაწარმოებია, ისევე როგორც სონატა, კონცერტი, სიმფონია. ციკლი ეწოდება მუსიკალურ ნაწარმოებს, რომელიც რამდენიმე კონტრასტული ნაწილისაგან შედგება და ერთი ჩანაფიქრით არის გაერთიანებული.

ფრანგული სიტყვა - სუიტე – ნიშნავს რიგს, თანამიმდევრობას. თავდაპირველად, სუიტა იყო სამეჯლისო ცეკვების კონტრასტული მონაცვლეობა. ეს დამოუკიდებელი ინსტრუმენტული ჟანრის - საკლავესინო, შემდეგ კი სხვა სოლო საკრავებისა და საორკესტრო სუიტის საფუძველი გახდა. სუიტის ნაწილები საერთო მხატვრული ჩანაფიქრით, საერთო იდეით არის გაერთიანებული.სიმფონიისა და სონატისაგან განსხვავებით, სუიტის ნაწილები უფრო დამოუკიდებელია და უშუალოდ დაკავშირებულია სიმღერასთან, ცეკვასთან ან აღწერით მუსიკასთან.

ძველებური სუიტა ჩამოყალიბდა XVII საუკუნის შუა წლებში, ზოგიერთი მონაცემით, კომპოზიტორ ფრობერგერის შემოქმედებაში. ძველებური სუიტის წარმოშობას უკავშირებენ აგრეთვე ფრანგ კლავესინისტებს. Aცნობილია, რომ ფრანგმა ლუტნისტებმა  პირველებმაუწოდეს ამ ტიპის ნაწარმოებს - სუიტა. იგი შედგებოდა ოთხიაუცილებელი ცეკვისაგან: ალემანდა, კურანტა, სარაბანდა, ჟიგა.Eეს ცეკვები განსხვავდებოდა ეროვნულობით და ხასიათით, შესაბამისად – ტემპით, რიტმიკით, ზომით. Aალემანდა – გერმანული ცეკვაა, მედიდური, აუჩქარებელი, ოთხწილადი ზომის; კურანტა – სწრაფი ფრანგული ცეკვაა, სამწილადი ზომის; სარაბანდა – ნელი, სვლის ტიპის ესპანური ცეკვაა, სამწილადი ზომის; ჟიგა – შოტლანდიური, ძალიან სწრაფი ცეკვაა, 6/8 ზომით.                                                                მოგვიანებით, XVII-XVIII საუკუნეებში, ამ ცეკვებს კიდევ სხვა ცეკვებიც დაემატა:მენუეტი, გავოტი, ბურე, პასპიე, პოლონეზი; აგრეთვე არასაცეკვაო პიესებიც – პრელუდია, უვერტიურა და დუბლები – ვარიაციები ერთ-ერთ ცეკვაზე.სუიტის ყველა ცეკვა იწერებოდა ერთ ტონალობაში და განკუთვნილი იყო ლუტნის, კლავესინის, ორკესტრისათვის და სხვა. ცნობილი ფრანგი კლავესინისტები, რომლებიც ქმნიდნენ ნაწარმოებებს ძირითადად კლავესინისათვის, და ბრწყინვალედ უკრავდნენ ამ ინსტრუმენტზე, იყვნენ – კუპერენი, რამო, დაკენი.                                                     ინგლისში ცეკვების ჟგუფს ეწოდებოდა ლესსონს, იტალიაში – ბალლეტტო, სონატა და ცამერა, გერმანიაში – პარტიე, პარტიტა. სუიტის გენიალური ნიმუშები შექმნეს ბახმა და ჰენდელმა. ბახს აქვს საკლავესინო, საორკესტრო სუიტები, აგრეთვე სუიტები ჩელოსათვის. Bბახის ცნობილი საკლავირო სუიტებია  ,,6 ფრანგული სუიტა” და ,,6 ინგლისური სუიტა”.XVIII საუკუნის II ნახევარში ევროპის ისტრუმენტულ მუსიკაში მთავარი ადგილი სიმფონიამ და სონატამ დაიკავა.სუიტის  ნიმუშები იყო ამ დროს – სერენადა და დივერტისმენტი.                                                                                    XIX-XX საუკუნეებში კი შეიქმნა სუიტის ახალი სახეები.Eეს არის საორკესტრო და ინსტრუმენტული სუიტები, სადაც არასაცეკვაო პიესებია შესული ან ერთ-ერთია საცეკვაო.ზოგჯერ ეს არის პროგრამული სიმფონიური სუიტა. Mმაგ. რიმსკი-კორსაკოვის ,,შეჰერეზადა” არაბული ზღაპრების ,,ათას ერთი ღამის” მიხედვით.                                                              სუიტა აგრეთვე შეიძლებოდა აგებულიყო ნაწყვეტებზე მუსიკიდან დრამატული სპექტაკლისათვის. Mმაგ. Gგრიგის საორკესტრო სუიტები ,,პერ გიუნტი”, მისი მუსიკიდან იბსენის დრამისათვის. A                                                                              სუიტა შედგებოდა ოპერის ან ბალეტის ფრაგმენტებისაგან. Mმაგ. ჩაიკოვსკის სუიტა ბალეტიდან ,,მაკნატუნა”. არსებობს ამ სუიტის საორკესტრო და საფორტეპიანო ვარიანტები. ცნობილიააგრეთვე სუიტები პროკოფიევი ბალეტებიდან.

სუიტის ახალი სახეები იყო აგრეთვე: სუიტები კინომუსიკიდან და სუიტები ხალხურ მელოდიებზე, მაგ. დვორჟაკის და ბარტოკის სუიტები.                                                                                

 

სიმფონია  საორკესტრო მუსიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ჟანრია. ტერმინი „სიმფონია“ ერთად ჟღერადობას ნიშნავს. ძველ რომში ამ ტერმინით აღინიშნებოდა ანსამბლი და ორკესტრი. შუა საუკუნეებში სიმფონიას უწოდებდნენ ზოგადად საერო მუსიკას. სიმფონია, როგორც წესი,  იწერება ორკესტრისათვის, თუმცა მასში შეიძლება მონაწილეობდნენ გუნდი და სოლისტები.

სიმფონიის ჟანრის პროტოტიპად ითვლება იტალიელი კომპოზიტორის  ალესანდრო სკარლატის მიერ შექმნილი იტალიური უვერტიურა, რომელსაც ასევე ერქვა - სიმფონია და ერთ სტრუქტურად გაერთიანებული სამი მონაკვეთისაგან შედგებოდა:  ალლეგრო, ანდანტედა ალლეგრო.

 საორკესტრო სიმფონიების წერა მე-18 საუკუნის დასაწყისში, კონცერტების ორგანიზების პარალელურად დაიწყეს. პირველი სიმფონიები სკარლატის უვერტიურების მსგავსად, სამნაწილიანი იყო. მათი პირველი და ბოლო ნაწილები სწრაფი იყო, მეორე კი - ნელი. მოგვიანებით ნელი ნაწილის შემდეგ დაამატეს კიდევ ერთი ნაწილი - მენუეტი (იმ დროის პოპულარული სამწილადი ცეკვა) ჩართეს.

სიმფონიის ჟანრის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში გერმანიის ქალაქ მანჰაიმში მოღვაწე კომპოზიტორებმა - იოჰან სტამიცმა, ფრანც ქსავიერ რიხტერმა, ქრისტიან კანაბიხმა, რომლებმაც გაამდიდრეს ორკესტრის გამომსახველი საშუალებები.

კლასიკური სიმფონია შექმნა იოსებ ჰაიდნმა. მან ჩამოაყალიბა კლასიკური სიმფონიის ოთხნაწილიანი სტრუქტურა, რომელსაც   სონატურ-სიმფონიური ციკლი ეწოდა. კლასიკური სიმფონიის პირველი ნაწილი სონატური Aლლეგრო-ს ფორმაშია დაწერილი, რომელიც ნაწარმოების სახეობრივ და ინტონაციურ ცენტრს წარმოადგენს.   მეორე, ნელი ნაწილი შეიძლება დაწერილი იყოს სონატის ან ვარიაციის ფორმაში, მესამე ნაწილი - მენუეტი - რთულ სამნაწილიან ფორმაში იწერება, სწრაფი ფინალი კი - სონატის ან რონდო სონატის ფორმაში.  ამ ჟანრის განვითარებაში  დიდი წვლილი შეიტანეს მოცარტმა და ბეთჰოვენმა. ბეთჰოვენმა შეცვალა სიმფონიის სტრუქტურა - გალანტური მენუეტი შეცვალა უფრო მოძრავი სკერცოთი, ხოლო ნაწარმოების იდეის კონკრეტიზაციის მიზნით მეცხრე სიმფონიაში შეიყვანა გუნდი და სოლისტები.

მე-19 საუკუნეში, რომანტიზმის ეპოქის დადგომის შემდეგ, სიმფონიის სტრუქტურა იცვლება:  ზოგიერთ კომპოზიტორს მიაჩნდა, რომ  საჭირო იყო სიმფონიების შექმნა გარკვეული სიუჟეტის (ე.წ. „პროგრამის“) მიხედვით. ამ გარემოებამ ტრადიციული ოთხნაწილიანი ფორმის რღვევა გამოიწვია. მაგალითად, ფრანგი კომპოზიტორის, ჰექტორ ბერლიოზის „ფანტასტიკური სიმფონია“ 5 ნაწილისაგან შედგება, თუმცა ისეთი კომპოზიტორები, როგორებიც იყვნენ ბრამსი, ჩაიკოვსკი და დვორჟაკი, ტრადიციული ფორმის ერთგულნი დარჩნენ.

მე-20 საუკუნის კომპოზიტორებმა - მალერმა, სტრავინსკიმ, შოსტაკოვიჩმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სიმფონიის ჟანრის განვითარებაში. მათ ნაწარმოებებში ნაწილების რაოდენობა კომპოზიტორის ჩანაფიქრის მიხედვით ვარირებს. ზოგი სიმფონია პროგრამულია, ზოგიც - არა, გარდა ამისა, ბევრ სიმფონიაში ჩანაფიქრის კონკრეტიზაციის მიზნით ვოკალური პარტიებიც გვხვდება.

დღეისათვის სიმფონია აღარაა ინსტრუმენტული მუსიკის წამყვანი ჟანრი, თუმცა კომპოზიტორები კვალავაც ხშირად მიმართავენ მას, როგორც საორკესტრო მუსიკის უკიდურესად დახვეწილ ჟანრს.

სიმფონიური პოემა

სიმფონიურ პოემას საფუძველი ჩაუყარა უნგრელმა კომპოზიტორმა  ფრანც ლისტმა. ეს არის ერთნაწილიანი პროგრამული სიმფონიური ნაწარმოები, რომელიც ამ პერიოდის ევროპული მუსიკისათვის დამახასიათებელი ხელოვნებათა სინთეზის ერთ-ერთი გამოხატულებაა.  სიმფონიურ პოემაში კონცენტრირებულია კლასიკური ოთხნაწილიანი სიმფონიური ციკლი. სიმფონიური პოემა ხშირად იწერება სონატურ ფორმაში, სადაც შესავალი, თავისი ფუნქციით, პირველი ნაწილის შესავალს  უტოლდება, ექსპოზიციის მთავარი თემა - ციკლის პირველ ნაწილს, დამხმარე - მეორე, ლირიკულ ნაწილს, დამუშავება - მესამე, სკერცოზულ ნაწილს, დინამიური რეპრიზა კი ციკლის ფინალს.

ლისტმა ამ ჟანრში ჩაუყარა საფუძველი მონოთემატიზმის პრინციპს. ამ პრინციპით აგებულ ნაწარმოებში ყველა თემა ერთი თემატური ბირთვიდანაა ამოზრდილი, რისი ნათელი მაგალითიცაა ლისტის სიმფონიური პოემა „პრელუდები“.

ამ ჟანრს, შემგომში არაერთმა კომპოზიტორმა მიმართა: ბედრიჟიხ სმეტანამ, რიჰარდ შტრაუსმა და სხვებმა.

კონცერტი ინსტრუმენტული მუსიკის ჟანრია. მას საფუძველი ჩაეყარა მე-17 საუკუნეში. მე-18 საუკუნის დამდეგს გაჩნდა ორი ტიპის კონცერტი: სოლო კონცერტი და კონჩერტო გროსო. კონცერტის ჟანრის განვითარებას მნიშვნელონად შეუწყო ხელი იტალიელმა კომპოზიტორმა ანტონიო ვივალდიმ (1678-1741). მის კალამს რამდენიმე ასეული კონცერტი ეკუთვნის, სცუმეტესად სოლო ინსტრუმენტებისა და ორკესტრისათვის.  ვივალდის კონცერტების სტრუქტურაა ჩქარი-ნელი ჩქარი. თუ სოლოს რამდენიმე ინსტრუმენტი ასრულებს, , ასეთ კნცერტს „კონჩერტო გროსოს“, ანუ დიდ კონცერტს უწოდებენ. ბახს შექმნილი აქვს კონცერტი სოლო კლავირისათვისა და ორკესტრისათვის, ჰენდელს კნცერტი ორღანისა და ორკესტრისათვის. კონჩრტო გროსოებს ბახი და ჰენდელიც ქმნიდნენ.ზოგიერთი მათგანი სამი ნაწილისაგან შედგება, თუმცა ჰენდელის კონცერტო გროსოებში ოთხი ან ხუთი ნაწილიც გვხვდდება.

კლასიკურ პერიოდში კონცერტი სამნაწილიანი სონატურ-სიმფონიური ციკლის ფორმაში იწერებოდა. 

მე-19 საუკუნემ კონცერტის ჟანრი ვირტუოზების სარბიელად აქცია. შეიქმნა ბეთჰოვენის, მენდელსონის, ლისტის, შოპენის, ბრამსის, შუმანის, ჩაიკოვსკის კონცერტები. ვივალდი, ბახის, ჰაიდნისა და მოცარტის კონცერტების მეგობრული „გადაძახილი“ სოლო ინსტრუმენტებსა და ორკესტრს შორის ემოციურმა „ჭიდილმა“ შეცვალა. ამ „ბრძოლაში“ გამარჯვებული ყოველთვის სოლო ინსტრუმენტი რჩებოდა.

თითქმის ყველა კონცერტი სამნაწილიან ფორმაში იწერებოდა.

კონცერტის ჟანრის განვითარება მე-20 საუკუნეშიც გაგრძელდა და ასახვა ჰპოვა პროკოფიევის, შოსტაკოვიჩის, ბერგის, ბარტოკის შემოქმედებაში. ბარტოკის კალამს ეკუთვნის უცნაური კონცერტი, სადაც არც ერთი  სოლირებული ინსტრუმენტი არ გვხვდება.

სონატა ინსტრუმენტული მუსიკის ფორმაა. კლასიკური სონატა იწერება სონატურ-სიმფონიური ციკლის ფორმაში. სიტყვა სონატა მომდინარეობს იტალიური სონარე  -დან , რაც ხმოვანებას ნიშნავს. სონატა იწერება ერთი, ორი ან სამი ინსტრუმენტისათვის.  ტერმინი სონატა გაჩნდა მე-16 საუკუნეში. თავდაპირველად სონატა ერქვა ისეთ ნაწარმოებებს, რომელიც უნდა დაიკრას (კანტატის საპირისპიროდ, რომელსაც მღერიან).

სონატამ განვითარების საკმაოდ გრძელი გზა განვლო. მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში არკანჯელო კორელისა და მისი თანამედროვეების შემოქმედებაში გავცელდა ტრიო-სონატა. ტრიო სონატის ორი ძირითდი სახეობა არსებობდა - საეკლესიო სონატა და  და სასახლის კარზე შესასრულებელი სონატა და კამერა, ანუ კამერული სონატა. ამ ჟანრის ნაწარმოებები იწერებოდა ორი სოლო საკრავის (ერთი ან ორი ვიოლინო, ფლეიტა, ჰობოი, საყვირი) და აკომპანიატორი ინსტრუმენტისათვის (ორღანი ან კლავესინი).

სონატა და კიეზა სრულდებოდა საკვირაო საეკლესიო კონცერტებზე და იწერებოდა  ერთი ან ორი ვიოლინოსთვის ორგანის თანხლებით. საეკლესიო სონატა გამოირჩეოდა პათეტიკურ-ამაღლებული განწყობილებით სონატა და კიეზა შედგებოდა ნელი შესავლის, ფუგირებული ალეგროს, მღერადი, ნელი ჰომოფონიური მონაკვეთისა და ჩქარი ფინალისაგან. ბოლო ორი ნაწილი ახლოს იდგა სარაბანდასა და ჟიგასთან. ხშირად ნაწილები ერთი ტონალობით იყვენენ გაერთიანებულნი.

სონატა და კამერა საერო ნაწარმოები იყო და საცეკვაო რიტმის მქონე რამდენიმე ნაწილისაგან შედგებოდა. ისიც იწერებოდა სოლო ან ორი ვიოლინოსათვის, მაგრამ მას თანხლებას კლავესინი უწევდა. სონატა და კამერა იწყებოდა პრელუდიით, რომელსაც  მოჰყვებოდა იმავე ტონალობაში დაწერილი ცეკვები.

სონატის ჟანრის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა იტალიელმა კომპოზიტორმა დომენიკო სკარლატიმ.

კლასიკური სონატა შექმნა იოსებ ჰაიდნმა. ბეთჰოვენმა განსაკუთრებული მაშტაბურობა მიანიჭა სონატის ფორმას. სონატის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს მოცატმა, ბეთჰოვენმა, შუბერტმა, შუმანმა, შოპენმა.

არკანჯელო კორელის დაწერილი აქვს 6 სონატა და კიეზა. ამ ჟანრის ნაწარმოებები შექმნილი აქვს ი.ს. ბახს და გ.ფ. ჰენდელს.ამ სახელწოდების ნააწარმოებები დაწერილ აქვს ვ.ა. მოცარტსაც, მაგრამ ეს არის სულ სხვა ჟანრის ქმნილებები  - ერთნაწილიანი  ნაწარმოებები ორგანისა და სიმებიანი საკრავებისათვის.

1700 წლისათვის სონატა და კიეზა შეერწყა სონატა და კამერას.

ბახმა და ჰენდელმა შექმნეს სონატები ერთი ინსტრუმენტსა და აკომპანიმენტისათვის, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ვირტუოზ შემსრულებლებს შორის, რადგან მათი ოსტატობის ბოლომდე გამოვლენას უწყობდა ხელს.  

უვერტიურა. უვერტიურა (ფრანგული სიტყვიდან უვერე - გახსნა, ტიურ - კარი) ოპერის, ბალეტის, თეატრალური წარმოდგენის ან კინოფილმის ინსტრუმენტულ შესვალია.უვერტიურის წარმოშობა დაკავშირებულია მე-17 საუკუნესთან, როდესაც კომპოზიტორებმა ახალ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ჟანრებს ოპერას, ორატორიასა და კანტატას წინ მცირესაორკესტროშესავალი წაუმძღვარეს. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის წინ სასულე ინსტრუმენტების მიერ მოწოდებითი, ფანფარული საქცევების შესრულების ტრადიცია ჯერ კიდევ ბიბლიური დროდან მოდის. ბიბლიაში რიცხვნი 10, 1-2 ვკითხულობთ:

„ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

გააკეთე ორი ვერცხლის საყვირი, ჭედური გააკეთე ისინი, საზოგადოების შესაკრებად და ბანაკების ასაყრელად გქონდეს“. ეს ტრადიცია შუა საუკუნეებმა და აღორძინების ხანამაც გაითავისა - ფანფარული ინტონაციები ჟღერდა შუასაკუნეებშიც - საკარო ცერემონებისა და სპექტაკლების დაწყების წინ.

ერთგვარი შესავალი ჰქონდა ბერძნულ ტრაგედიასაც, მაგრამ აქ ეს ფუნქცია ეკისრებოდა არა ინსტრუმენტებს, არამედ გუნდს, ქოროს.

მე-18 საუკუნის დასაწყისში უვერტიურის ორი ტიპი არსებობდა: იტალიური (სტრუქტურით სწრაფი-ნელი-სწრაფი), რომლის ფუძემდებელიც ნეაპოლის სკოლის წარმომადგენელი  ალესანდრო სკარლატი იყო, და ფრანგული (სტრუქტურით ნელი-ჩქარი-ნელი), რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ლუი მე-14-ის კარის კომპოზიტორმა ჟან ბატისტ ლულიმ. იტალიურ უვერტიურას უვერტიურის ჟანრის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი გლიუკმა და მოცარტმა, რომელთა შემოქმედებაშიც ინსტრუმენტული შესავალი საბოლოოდ გახდა ოპერის განუყოფელი ნაწილი, დაუკავშირდა რა მას სახეობრივ-ემოციურად,  და ცალკეულ შემთხვევებში სტრუქტურულად და თემატურადაც.

უვერტიურის განვითარების ახალი ეტაპი დაკავშირებულია ბეთჰოვენის შემოქმედებასთან. სონატური ალეგროს ფორმაში დაწერილ ბეთჰოვენის უვერტიურებში მოცემულია მთელი ნაწარმოების შინაარსის სიმფონიური განზოგადება, ოპერის ან დრამატული სპექტაკლის საწინააღმდეგო ძალთა ექსპონიერბა და შეჯახება, რომელიც ყოველთვის სიკეთის გამარჯვებით თავდება.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მუსიკაში მიმდინარე საერთო პროცესებმა უვერტიურის განვითარებაშიც შეიტანეს ახალი ტენდენციები.  წარმოიქმნა უფრო ლაკონიური, პრელუდიის  ტიპის შესავალი, რომელშიც ერთი იდეა ან ერთი მუსიკალური სახე იყო წარმოდგენილი (მაგალითად, ვაგნერის ოპერა „ლოენგრინის“ შესავალი).

მე-19 საუკუნის ბოლოს იკვეთება უვერტიურის უარყოფის ტენდენცია. მაგალითად, საორკესტრო შესავლები არ აქვს ვერდის „ოტელოსა“ და „ფალსტაფს“, რიჰარდ შტრაუსისა და ჯაკომო პუჩინის ოპერების უმრავლესობას. 

 მე-19 საუკუნის დასაწყისიდან კომპოზიტორები უკვე საკონცერტო უვერტიურებს ქმნიდნენ. ამ ტენდენციას ხელი შეუწყო ლ. ვან ბეთჰოვენის შემოქმედებამ - მართალია, მისი 11 უვერტიურიდან მხოლოდ ერთი, „სადღესასწაულო“, არ იყო ჩაფიქრებული, როგორც თეატრალური წარმოდგენის შესავალი, ბეთჰოვენის უვერტიურებმა  თავიდანვე დაიმკვიდრეს ადგილი საკონცერტო ესტრადაზე. საკონცერტო უვერტიურის ნათელი მაგალითია ფელიქს მენდელსონის უვერტიურა „ზაფხულის ღამის სიზმარი“, რომელიც შექსპირის ამავე სახელწოდების პიესით მიღებული შთაბეჭდილების მიხედვით შეიქმნა, მაგრამ ეს უვერტიურა პიესასთან ერთად კი არ რულდებოდა, არამედ გადმოცემდა მის შინაარსს. მენდელსონის კიდევ ერთი უვერტიურა „ჰებრიდები“ კი შოტლანდიის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე კუნძულების მონახლების შემდეგ მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით დაიწერა. საკონცერტო უვერტიურებს წერდნენ ბრამსი („ტრაგიკული უვერტიურა“), ჩაიკოვსკი („რომეო და ჯულიეტა“).

ვარიაცია, ან თემა ვარიაციებით, ვარიაციული ციკლი (ლათინურად ვარიატიო) – ერთ-ერთი უძველესი მუსიკალურიფორმაა (ცნობილია მე-13 საუკუნიდან), რომელიცშედგება თემისა და მისი არანაკლებ ორი სახეცვლილი გამეორებისაგან.

ვარიაციის თემა შეიძლება იყოს ორიგინალურიც და ნასესხებიც სხვა კომპოზიტორისაგან  (მაგალითად პაგანინის ვარიაციები როსინის „მოსეს“ თემაზე). არსებობს ორმაგი (ორთემიანი) და სამმაგი  (სამთემიანი) ვარიაციები. ორმაგი ვარიაციის ნიმუშია ბეთჰოვენის მე-5 სიმფონიის მე-2 ნაწილი, სამმაგისა - ბალაკირევის უვერტიურა  სამი რუსული სიმღერის თემებზე.

 ვარიაციის ტიპიური ფორმა ასეთია: ჯერ ტარდება თემა,  მას მოსდევს ვარიაციები ამ თემაზე: A – A1 -A2 – A3… ცოდა. ვარიაციისფორმაშიშეიძლებაშეიქმნასროგორცდამოუკიდებელინაწარმოები, ასევედიდიმუსიკალურიფორმისრომელიმენაწილი.  მაგალითად, იოზეფჰაიდნისმთელირიგისიმფონიებისმეორენაწილები ვარიაციულიფორმაშია დაწერილი, ხოლო. ლუდვიგვანბეთჰოვენის 32 ვარიაციაფორტეფიანოსათვის დამოუკიდებელი ნაწარმოებია.

უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან ვარიაციული ფორმა და ვარიაციულობა, როგორც განვითარების პრინციპი. ეს უკანასკნელი გვხვდება ნებისმიერ ჟანრსა და ფორმაში. ვარირება შეიძლება განიცადოს მოტივმა, ფრაზამ, წინადადებამ, რეპრიზამ სონატურ ფორმაში, მაგრამ ამ შემთხვევებში ვარიაცია  წარმოადგენს მხოლოდ განვითარების ერთ-ერთ საშუალებას და არ ქმნის ვარიაციის ფორმას.

ანსხვავებენ ვარიაციის სამ ძირითდ ტიპს: 1. ოსტინატურ ვარიაციებს, 2. მკაცრ-ორნამენტულ  ვარიაციებს, 3. თავისუფალ-სახასიათო ვარიაციებს.

ოსტინატური ვარიაციები ყველაზე ძველია. მათთვის დამახასიათებელია უცვლელი მელოდიის მუდმივი გამეორება თანხლების ვარირების ფონზე. ოსტინატური ვარიაციის მაგალითია ბრამსის მე-4 სიმფონიის ფინალი.

მკაცრი-ორნამენტული  ვარიაციებს  ხშირად იყენებდნენ ვენის კლასიკოსები. ასეთ  ვარიაციებში შენარჩეუნებულია თემის ძირითადი მელოდიური კონტურები, ჰარმონიული გეგმა, საკადანსო მიმოქცევები, თემის სტრუქტურა. დასაშვებია ტონალობის შეცვლა ერთსახელიანით. მკაცრი ვარიაციის მაგალითია მოცარტის მე-11 სონატის I ნაწილი.

თავისუფალ-სახასიათო ვარიაციებში, რომლებიც მე-19 ს-ში გამოჩნდა, თემა განიცდის ძირეულ ცვლილებებს. აქ დასაშვებია თემის სტრუქტურის, ჰარმონიის, ტონალობის ცვლილებები, არ არის აუცილებელი მელოდიის კონტურის შენარჩუნება. თავისუფალი ვარიაციების მაგალითია შუმანის ვარიაციები ოპ.1.

რონდო  - (ფრანგ. რონდეაუ - წრე) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მუსიკალური ფორმაა. პროფესიულ მუსიკაში გამოჩნდა მე-17ს-ში. რონდოს ფორმაში რამდენჯერმე (არანაკლებ სამისა) უცვლელად მეორდება ერთი თემა, რომელიც მონაცვლეობს სხვა თემებთან.

რონდოს იმ თემას, რომელიც უცვლელად ან უმნიშვნელო ცვლილებებით მეორდება, რეფრენი ეწოდება, იმ  თემებს, რომლებიც რომლებიც რეფრენს ენაცვლებიან, ეპიზოდები ეწოდება.

რონდო სქემატურად ასე შეიძლება გამოვსახოთ: A – B – A- ჩ – A – D … A

ფუგა - (ლათ.ფუგა- სირბილი) მუსიკალური ფორმა, რომელიც პოლიფონიური მუსიკის მწვრვალს წარმოადგენს. კლასიკურად სრულქმნილი სახე ფიგამ ი.ს. ბახის შემოქმედებაში მიაღწია.  ფუგაში რამდენიმე ხმაა (ორი ან მეტი), რომლებიც მკაცრად განსაზღვრული კანონების თანახმად იმეორებენ ძირითადი ან შეცვლილი სახით თემას - მოკლე მელოდიას, რომელიც მთელ ფუგას გასდევს. ყველაზე გავრცელებულია სამმხმიანი ფუგები, ბევრია ოთხმიანი, იშვიათია ხუთ და ექვსხმიანი ფუგები.

ფუგა სამი ნაწილისაგან შედგება - ექსპოზიციის, დამუშავებისა და რეპროზისაგან.

ექსპოზიციაში ფუგის თემა გაიჟღერებს ყველა ხმაში. რამდენი ხმისათვისაც არის დაწერილი ფუგა, იმდენჯერ ტარდება თემა ექსპოზიციაში. თემა ტარდება ჯერ ერთ ხმაში ძირითად ტონალობაში. მას მოსდევს ტემის იმიტაცია (მეორე ხმის შემოსვლა) დომინანტურ ტონალობაში. თემების გატარებებს შორის ჩართულ მონაკვეთს ინტერმედია ეწოდება. ფუგის ექსპოზიცია თავდება მოდულაციით პარალელურ ტონალობაში.

დამუშავება იწყება თემის გატარებით ახალ ტონალობაში. ფუგის ამ ნაწილისათვის ტიპიურია მოდულაციები პირველი ხარისხის მონათესავე ტონალობებში, თუმცა შეიძლება მოხდეს გადასვლა შორეულ ტონალობაშიც. დამუშავებაში დიდ როლს ასრულებენ ინტერმედიები, ხშირია თემის სახეცვლილებაც  -თემის გაზრდა ან შემცირება, შებრუნება.

რეპრიზა იწყება თემის გატარებით მთავარ ტონალობაში. რეპრიზაში თემა შეიძლება გადავიდეს დომინანტურ ტონალობაში. ზოგჯერ რეპრიზაში დიდ მნიშვნელობას იძენს სუბდომინანტური ტონალობა, რომლითაც შეიძლება დაიწყოს კიდეც რეპრიზა.

მარტივი ორ დასამნაწილიანი ფორმა ისეთი მუსიკალური ფორმებია, რომელთა თითოეული ნაწილი არ აღემატება პერიოდს.

მარტივი ორნაწილიანი ფორმის სქემებია A+A1 ან A+B.

პირველ  შემთხვევაში მეორე ნაწილი აგებულია პირველი ნაწილის თემატურ მასალაზე. მეორე სქემაში კი  ისეთი ორნაწილიანი ფორმაა აღწერილი, სადაც მეორე ნაწილი  კონტრასტულ მუსიკალურ მასალაზეა აგებული.

ანალოგიური პრინციპი მოქმედებს მარტივ სამნაწილიან ფორმაშიც: A+A1+ A ან A+B + A.

 რთული სამნაწილიანი ფორმა ისეთი მუსიკალური ფორმაა, რომელის შემადგენელი ნაწილებიდან ყველა ან ერთ-ერთი მაინც წარმოადგენს მარტივ ორ ან სამანაწილიან ფორმას. უფრო ხშირად გვხვდება რთული სამნაწილიანი ფორმის ის სახეობა, შუა ნაწილი კონტრასტულად უპირისპირდება განაპირა ნაწილებს როგორც თემატური აგებულებით, ასევე ტონალობით. შუა ნაწილებისათვის უფრო დამახასიათებელია სუბდომინანტური, ერთსახელიანი ან პარალელური ტონალობები. ამგვარი აგებულება ახასიათებს სკერცოს, მენუეტს, სადაც შუა ნაწილი - ტრიო კონტრასტს ქმნის განაპირა ნაწილებთან. (მენუეტის შუა ნაწილის სახელწოდება ტრიო განაპირობა იმან, რომ შუა ნაწილს სამი საკრავი ასრულებდა). ასეთ რთულ სამნაწილიან ფორმებს ვუწოდებთ კონტრასტულ-შედგენილ სამნაწილიან ფორმებს.

გვხვდება რთული სამნაწილიანი ფორმის ისეთი სახესხვაობები, სადაც შუა ნაწილი არ წარმოადგენს დასრულებული ფორმის ნაგებობას და მას დამუშავების ფუნქცია აკისრია. ასეთ ნაირსახეობას უწოდებენ რთულ სამნაწილიან ფორმას ეპიზოდით. მაგ. ბეთჰოვენის მე-4 სონატის მეორე ნაწილი.

სონატურ-სიმფონიური ციკლი. ჰომოფონიურ-ჰარმონიული წყობის ინსტრუმენტული  მუსიკის მრავალრიცხოვან ჟანრებს შორის გამოირჩევა ნაწარმოებები სოლო ინსტრუმენტებისათვის (სონატა, კონცერტი), ანსამბლები, სიმფონიები. თითოეული ამ ჟანრთაგან წარმოადგენს სონატურ-სიმფონიურ ციკლს, რომელიც შედგება რამდენიმე 3 ან 4 განსხვავებული ხასიათის ნაწილისაგან.

სამნაწილიან ციკლში შედიან შემდეგი ნაწილები: სონატური ალეგრო, ნელი ნაწილი, ფინალი.

ოთხნაწილიანი ციკლი: სონატური ალეგრო, ნელი ნაწილი, მენუეტი, ფინალი.

სონატური ალეგრო.  სონატურ ალეგროში სამი ძირითადი ნაწილია - ექსპოზიცია, დამუშავება და რეპრიზა.

ექსპოზიციაში ხდება ძირითადი მუს. სახეების ჩვენება, დრმატურგიული კვანძის შეკვრა. სონატური ალეგრო იწყება მთავარი თემით ნაწარმოების ძირითად ტონალობაში. როგორც წესი, ეს თემა განიცდის ყველაზე ინტენსიურ განვითარებას. მას უპირისპირდება დამხმარე თემა, რომელიც განასახიერებს სხვა მხატვრულ სახეს. დამხმარე თემა იწერება დაომინანტურ ან პარალელურ ტონალობაში.  კონტრასტის ხარისხი პირველ და მეორე თემას შორის შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. მთავარ და დამხმარე პარტიებს შორის მოცემულია დამაკავშირებელი პარტია, რომელშიც ხდება გადასვლა დამხმარე პარტიის ტონალობაში. დამხმარე პარტიის შემდეგ ჟღერს დასკვნითი პარტია, რომელიც იწერება დომინანტურ ტონალობაში, მაგრამ თემატურად ხშირად ენათესავება მთავარს.

დამუშავებაში ექსპოზიციის თემატური მასალა ინტენსიურად ვითარდება. ზოგჯერ დამუშავება აგებულია ახალ თემატურ მასალაზე, რომელსაც ეპიზოდი ეწოდება. დამუშავების ყველაზე არსებითი თვისებაა ტონალური მერყეობა. დამუშავებისას თემები მუდმივად  გადადიან შორეულ ტონალობებში, არ ხდება არც ერთი ტონალობის განმტკიცება, რაც მსმენელში იწვევს დაძაბულობის შეგრძნებას.

რეპრიზაში იმავე თანმიმდევრობით, როგორც ეს იყო ექსპოზიციაში, კვლავ გამეორდება მთავარი, დამხმარე და დასკვნითი პარტიები (ზოგჯერ რეპრიზა შეიძლება დაიწყოს დამხმარე პარტიით. ასეთ რეპრიზას სარკისებური ეწოდება), მაგრამ ამჯერად ყველა თემა ჟღერს მთავარ ტონალობაში. რეპრიზას ხშირად მოსდევს კოდა, რომელიც აგებულია მთავარი პარტიის მასალაზე. აქ ხდება მთავარი ტონალობის განმტკიცება.

სონატურ ალეგროს შეიძლება წინ უძღოდეს ნელი შესავალი, რომელიცთემატურ- და ემოციურ კონტრასტს ქმნის მომდევნო ალეგროსთან.

მეორე ნაწილი - ნელი, ფილოსოფიური, ჩაფიქრებული ხასიათისაა. ფორმა შეიძლება განსხვავებული იყოს: ვარიაცია, რთული სამნაწილიანი ფორმა, სონატური ალეგრო.

მესამე ნაწილი მენუეტი (ბეთჰოვენთან სკერცო) იწერება რთულ სამნაწილიან ფორმაში.

მეოთხე ნაწილი - ფინალი   მთელი ნაწარმოების შეჯამებაა, გამოირჩევა ჩქარი ტემპით.

ფინალი  იწერება რონდოს, ვარიაციის, რონდო-სონატის ან სონატუარია (იტალ.არია - ჰაერი), ოპერის, ორატორიის, კანტატისდასრულებულივოკალურიეპიზოდი, რომელსაცმომღერალიორკესტრისთანხლებითასრულებს. არიასოპერისდრამატურგიისგანვითარებაშიისეთივეადგილიუჭირავს, როგორცმონოლოგსდრამაში. არიასთვისდამახასიათებელიაფართომღერადობა. მასხშირადრეჩიტატივიუძღვისწინ.

არიისნაირსახეობანიაარიეტა, არიოზო, კავატინადასხვა. სამნაწილიანარიას, რომლისმესამენაწილიპირველისგამეორებაა, ეწოდებაარიადაკაპო. არიასუწოდებენაგრეთვემღერადიხასიათისმქონეზოგიერთინსტრუმენტულპიესას.

რი ალეგროს ფორმაში.

რეჩიტატივი ვოკალური მუსიკის ფორმა, მღერადი დეკლამაცია. ხშირად არიას უძღვის წინ. არსებობს რეჩიტატივის ორი ძირითადი სახეობა - სეკო (მშრალი) და აკომპანირებული.

სეკო რეჩიტატივი რიტმისა და ტემპის მხრივ თვისუფალია. მომღრალი მას ასრულებს  კლავესინის აკორდების თანხლებით.

აკომპანირებული რეჩიტატივი ორკესტრის თანხლებით სრულდება. მისი მელოდიური ხაზი უფრო გამომსახველია და თან ახლავს რიტმისა და ტემპის ზუსტი აღნიშვნები.

აკომპანირებული რეჩიტატივის განვითარებამ არიოზოს ფორმის შექმნა გამოიწვია. არიოზო  სოლო სიმღერის ფორმაა გარდამავალი რეჩიტატივსა და არიას შორის. არიოზოსმელოდიამღერად-დეკლამაციურიხასიათისაა. არიოზოს ნათელიმაგალითებიაკანიოსარიოზო (ლეონკავალოს„ჯამბაზები"), ლენსკისარიოზო (ჩაიკოვსკის„ევგენიონეგინი") დასხვა.

ანსამბლი – მუსიკალურინაწარმოებიორიანმეტიშემსრულებისთვის. შემსრულებელთარაოდენობისმიხედვითგანარჩევენშემდეგანსამბლებს : დუეტი -2 შემსრულებელი, ტრიო (ოპერაში ტერცეტი) - 3, კვარტეტი -4, კვინტეტი - 5, სექსტეტი - 6, სეპტეტი - 7, ოქტეტი - 8, ნონეტი - 9.

ჰიმნი.სიმღერებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია სადიდებელი, სახოტბო სიმღერის ჟანრს – ჰიმნს. იგი წარმოიშვა ძველ საბერძნეთში, როგორც ღმერთების, სახლხო გმირების და ისტორიული მოვლენებისადმი მიძღვნილი საზეიმო სიმღერა.

შუა საუკუნეებში  ჰიმნი - საგალობელი  საეკლესიო ღვთისმსახურების აუცილებელი ნაწილი გახდა. რელიგიური ჰიმნები მორწმუნე ადამიანის გრძნობებსა და აზრებს გადმოსცემს. Mმაგ. X საუკუნის ქართველ ჰიმნოგრაფთა – ჰიმნების შემქმნელთა _ მიქაელ მოდრეკილის, იოანე პეტრიწის, არსენ იყალთოელის _ ჰიმნები.

ქართული საეკლესიო ჰიმნების ისტორია იწყება IV საუკუნიდან, როდესაც საქართველოში ქრისტიანობა განმტკიცდა.

შუა საუკუნეების მანძილზე შეიქმნა ქართული საეკლესიო საგალობლები.Mმათი  შესანიშნავი ნიმუშებია ,,წმინდაო ღმერთო”, ,,ჟამთა და წელთა”. ზოგიერთ საგალობელს ხალხი ეკლესიის გარეთაც ასრულებდა. Mმაგ.საქორწილო საგალობელს _ ,,შენ ხარ ვენახი”, რომლის ტექსტი ეკუთვნის საქართველოს მეფეს დემეტრეს, დავით აღმაშენებლის ძეს.

ამჟამად ცნობილია სახელმწიფო ჰიმნები, რომელშიც ხალხი ადიდებს თავისი ქვეყნის ძლიერებას. Hჰიმნი ,დროშასთან ერთად, ქვეყნის სიმბოლოდ არის აღიერებული. Hჰიმნი იწერება მარშის ტემპსა და რიტმში.საქართველოს ჰიმნი შექმნა კომპოზიტორმა იოსებ კეჭაყმაძემ, ზაქარია ფალიაშვილის საოპერო მუსიკის საფუძველზე. ტექსტი, ასევე გადამუშავებული, ეკუთვნის პოეტ დავით მაღრაძეს.

სიმღერა უძველესი მუსიკალური ჟანრია. ყველა ხალხის მუსიკალურ შემოქმედებაში შევხვდებით სიმღერებს, რომლებიც სხვადასხვა ცხოვრებისეულ მოვლენებთან არის დაკავშირებული. ასეთია ისტორიული სიმღერბი, რომლებიც ისტორიულ წარსულზე მოგვითხრობენ; სალაშქრო სიმღერები, რომლებსაც ბრძოლის დროს ან ბრძოლაში მიმავალნი ასრულებდნენ; პატრიოტული სიმღერები, რომლებშიც სამშობლოს უმღერიან; სუფრული, რომლებსაც წვეულებაზე მრერიან; შრომის სიმღერები, რომლებსაც მუშაობის პროცესთან არის დაკავშირებული; სახუმარო სიმრერები; საწესო სიმრერები, რომლებიც ასახავენ ხალხის წეს-ჩვეულებას და სხვ.

სიმღერას საფუძვლად უდევს გამომსახველი, მღერადი მელოდია, რომელიც მის განწყობას, ხასიათს განსაზღვრავს. სიმღერა იქმნება პოეტურ ტექსტზე, ლექსზე, რომლის შინაარსი სიმღერის ჩანაფიქრს გადმოსცემს. სიმღერა ამის გამო მსმენელისათვის ადვილი აღსაღქმელია.ამიტომ მას დემოკრატიულ ჟანრად მიიჩნევენ.

სიმღერაში მელოდია რამოდენიმეჯერ მეორდება, სხვადასხვა სიტყვებით და ქმნის კუპლეტებს. სიმღერის ასეთ ფორმას კუპლეტური ეწოდება. ხშირად თითოეულ კუპლეტს მოსდევს მისამღერი, რომელშიც ტექსტი და მუსიკა უცვლელი რჩება.

სიმღერა სრულდება სხვადასხვა ინსტრუმენტის  ან ორკესტრის თანხლებით – აკომპანემენტით. სიმღერა ხშირად იწყება ინსტრუმენტული შესავლით და მთავრდება დასკვნით (პრელუდია და პოსტლუდია). Mარტივი აკომპანემენტიც კი აღრმავებს ვოკალური მელოდიის შინაარს და უფრო გამომსახველს ხდის მას.Mმაგ. შუბერტის ბალადაში ,,ტყის მეფე” საფორტეპიანო აკომპანემენტი გადმოგვცემს ცხენის გამალებულ ქროლვას.

სიმღერა შეიძლება თანხლების გარეშეც შესრულდეს. Eეს დამახასიათებელია უფრო ხალხური სიმღერისათვის, თუმცა ხალხური სიმღერაც შეიძლება ინსტრუმენტული თანხლებით შესრულდეს.

პროფესიულ სიმღერას, რომელიც სიტყვების გარეშე სრულდება, ვოკალიზი ეწოდება.

ოპერა (იტალ. ოპერა) — თეატრალურიწარმოდგენისმხატვრულ-დრამატულიფორმა, რომელშიცმოქმედებაძირითადადმუსიკით (სიმღერითადააკომპანემენტით) სრულდება. ოპერაიტალიურისიტყვაადანიშნავსნამუშევარს, თხზულებას. ოპერასინთეზურიჟანრიადააერთიანებსმუსიკის, დრამატურგიას, მხატვრობისადაქორეოგრაფიისელემენტებს.

ოპერის სიუჟეტად ხშირად რომელიმე ლიტერატურულ ნაწარმოებს იყენებენ.Mმის საფუძველზე იქმნება ოპერის ტექსტი _ ლიბრეტო. შინაარსიდან გამომდინარე, არსებობს ისტორიული, საყოფაცხოვრებო, კომიკური, ტრაგიკული, ზღაპრული, ლირიკული და ა.შ. ოპერები. მაგ. ზაქარია ფალიაშვილი ოპერა ,,აბესალომ და ეთერი” _ ტრაგიკული ოპერაა, ,,დაისი” _ ლირიკულ-საყოფაცხოვრებო, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერა ,,ფიგაროს ქორწინება” _ კომიკური.

ოპერის მოქმედება მაყურებლის წინ, დეკორაციებით მორთულ სცენაზე იშლება. მაყურებელი ხედავს ნაწარმოების გმირებს, მათ ქცევას, თვალყურს ადევნებს მოვლენების განვითარებას. Mმაგრამ ოპერაში წამყვანი ადგილი მუსიკას უჭირავს.იგი მთავარ გამომსახველ საშუალებად გვევლინება. სწორედ მუსიკაში იხსნება გმირთა ხასიათი და ნაწარმოების მთავარი აზრი.

საოპერო სპექტაკლი, ჩვეულებრივ, საორკესტრო შესავლით – უვერტიურით _ იწყება. Uუვერტიურის მუსიკა ნაწარმოების საერთო განწყობილებას გამოხატავს და მსმენელებს მის აღსაქმელად ამზადებს.Uუვერტიურას, ისევე როგორც ოპერის სხვა მოქმედებების საორკესტრო შესავლებს (მუსიკალურ ანტრაქტებს), სიმფონიური ორკესტრი ასრულებს.Oორკესტრის თანხლებით სრულდება მოქმედ გმირთა სიმღერაც და საბალეტო სცენებიც.

საოპერო სპექტაკლი იყოფა მოქმედებებად, ანუ აქტებად. Yყოველი მოქმედება ცალკეული სცენებისა და ნომრებისაგან შედგება.ოპერაში არის: სოლოსიმღერები _ არიები (ერთი შემსრულებლისათვის); საანსამბლო სცენები: დუეტები, ტერცეტები, კვარტეტები და ა.შ.; საგუნდო სცენები და საორკესტრო ნომრები.

ოპერის გავლენა გავრცელდა მე-17 და მე-18 საუკუნის მუსიკალური შემოქმედების ყველა სფეროზე. მის წიაღში ყალიბდება ინსტრუმენტული მუსიკის ჟანრები: უვერტიურა, საორკესტრო და საბალეტო სუიტა, ოპერის დრამატურგიის მხატვრულ სახეთა ხასიათის შესაბამისად ყალიბდება სიმფონია. საოპერო ფორმებმა და კომპოზიციურმა პრინციპებმა შეაღწიეს სასულიერო მუსიკაშიც - კანტატასა და ორატორიაში.

ოპერის წარმოშობას ხელი შეუწყო მე-16 საუკუნის ინტენსიური მუსიკალური ცხოვრებამ თავისი საერო მუზიცირების განვითარებული ფორმებით, პასტორალის თეატრალური ჟანრის გავრცელებამ, სიმღერისადმი გაზრდილმა ინტერესმა.

ოპერაიტალიაში გაჩნდა მე-16 საუკუნის ბოლოს.მანხალხშისწრაფადმოიპოვაპოპულარობადა მალეევროპის სხვაქვეყნებიცდაიპყრო.

რენესანსისპერიოდშიადამიანებსმოსწონდათყველაფერი, რასაცკისაერთოჰქონდაანტიკურსაბერძნეთთანდარომთან. ასერომ, როდესაცფლორენციაშისწავლულთა, პოეტთადამუსიკოსთაჯგუფი კამერატა, რომელსაც სათავეში ედგა არისტოკრატი  ჯოვანი ბარდი და მისი მეგობარი იაკოპო ბარდი,მათიდროისდრამისშექმნისგზებსეძებდა, აზრადმოუვიდათძველიბერძნებისათვისმიებაძათ, რომლებიც, როგორცმათსჯეროდათ, თეატრალურ წარმოდგენებზე კიარლაპარაკობდნენ, არამედმღეროდნენ. 1597წელსასეშეიქმნასაოპეროჟანრისპირველინიმუში„დაფნე“ ჯაკოპოპერისმუსიკაზე, რომელსაც ჩევნამდე არ მოუღწევია.„დაფნეს” მალევემოჰყვაპერისმეორეოპერა “ევრიდიკე”, რომელიც1600წელსდაიდგა. თავდაპირველად დრამები მუსიკით(დრამა პერ მუსიცა - სწორედასეერქვამაშინამჟანრს, ტერმინი “ოპერა” მხოლოდXVIII საუკუნეშიშემოდის) მხოლოდხელოვანთადაარისტოკრატთავიწროწრეშისაჩვენებლადიყოგანკუთვნილი. მართალია, ესქმნილებებიჯერკიდევშორსიყოიმისგან, რასაცკლასიკურიგაგებითსაოპერონაწარმოებიჰქვია,  სწორედაქმოხდაპირველადთეატრისისტორიაშიის, რამაცსაფუძველიჩაუყარაოპერისგანვითარებას: სპექტაკლიმთლიანადმუსიკითსრულდებოდა.იქიდანგამომდინარე, რომოპერაანტიკურიტრაგედიისმიბაძვაიყო, პირველიოპერებისუმრავლესობაანტიკურიმითებისსიუჟეტებზეაშექმნილი. ფლორენციის შემდეგ საოპერო სკოლები შეიქმნა რომში, ვენეციასა და ნეაპოლში. სწორედ ვენეციაში აშენდა პირველი საოპერო თეატრები, სადაც ახალი მუსიკალური ჟანრი უკვე საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა. ამ პერიოდის კომპოზიტორებიდან გამორჩეულია კლაუდიო მონტევერდი(1567-16430), ბევრი მკვლევარის აზრით პირველი ნამდვილი ოპერა სწორედ მონტრდიმ შექმნა. მართლაც, მონტევერდის ოპერებმა „ორფეოსმა“ და „პოპეას კურთხევამ“ დიდი წვლილი შეიტანეს ოპერის ისტორიაში. ფლორენციელი კომპოზოტორების მსგავსად მონტევერდი თვლიდა, რომ სიტყვა, პოეტური მეტყველება უნდა განსაზღვრავდეს მელოდიის ხასიათს, მაგრამ მისი მელოდიები ბრმად კი არ მისდევენ ტექდტს, არამედ ხსნიან ტექსტის შინაგან არსს, პოეტურ სახეს. მონტევერდის აზრით კომპოზიტორის ამოცანაა მუსიკის საშუალებით გადმოსცეს რთულ დრამატულ სიტუაციებში მოქმედ ადამიანთა ხასიათების მრავალფეროვნება. თავის ოპერებში მონტევერდი მიისწრაფოდა ფსიქოლოგიური დამაჯერებლობისაკენ. გაძლერებული ექსპრესია, ემოციურობა, აი, ის სიახლე, რაც მან შეიტანა ვოკალურ მუსიკაში. მონტევერდიმ შექმნა არია-ლამენტო (ტირილის, ჩივილის), რომელიც ფართოდ გავრცელდა.  ამ ტიპის არიებს ქმნიდა არაერთო გამოჩენილი კომპოზიტორი, მათ შორის ბახი, ჰენდელი, გლუკი.  ფრანგი მწერალი და მუსიკათმცოდნე რომენ როლანი ამტკიცებს, რომ „პოპეას კურთხევაში“ ვხვდებით საოპერო არიის ყველა ფორმას: დეკლამაციურს, ვარირებულს, არია და კაპოს და სხვ. მონტევერდი დიდ ყურადღებას აქცევდა ორკესტრს. მის ადრეულ ოპერებში ორკესტრი 40-ზე მეტი საკრავისაგან შედგებოდა, რაც იმ დროისათავის განსაკუთრებული მოვლენა იყო. მან უარი  თქვა ძველებურ საკრავებზე - ვიოლებზე და შემოყვანა ვიოლინოები. გარდა ამისა, საორკესტრო ეპიზოდებში  იგი იყენებს ტრემოლოსა და პიციკატოს. 

ოპერის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი დაკავშირებული იყო ნეაპოლის სკოლასთან, სადაც მოღვაწეობდა გამოჩენილი იტალიელი კომპოზიტორი ალესანდრო სკარლატი (1659-1725). სკარლატის ოპერებში გაძლიერდა მუსიკის როლი დრამასთან შედარებით, ჩამოყალიბდა იტალიური უვერტიურა, სეკო და აკომპანირებული რეჩიტატივები, არია და კაპოს ფორმა, შეიქმნა ანტიკურ ან ისტორიულ სიუჟეტზე დამყარებული სამნაწილიანი  ოპერა სერია. სწორედ ნეაპოლში ჩამოყალიბდა ბელკანტოს ტრადიცია. ნეაპოლშივე შეიქმნა კომიკური ოპერის ტიპი - ოპერა ბუფფა. მისი პირველი ნიმუში - „მსახური ქალბატონი“ შექმნა იტალიელმა კომპოზიტორმა ჯოვანი ბატისტა პერგოლეზიმ.

მ-17 საუკუნეში საფრანგეთი აღმოჩნდა ერთდერთი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც შესძლო წინ აღდგომოდა იტალიური ოპერის ექსპანსიას და საკუთარი საოპერო ხელოვნება შექმნა. ფრანგული ოპერის სათავეებში იტალიური წარმოშობის ჟან ბატისტ ლულია, რომელმაც ფრანგული თეატრის საფუძველზე შექმნა ფრანგული ოპერა - ხუთმოქმედებიანი კომპოზიცია პროლოგით. ფრანგულ ოპერაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა რეჩიტატივს. სიმღერა ლულის ოპერებში განუყოფელია სიტყვას, მოძრაობისა და ჟესტისაგან. ვოკალური ფორმებიდან ლული უპირატესობას ანიჭებდა მცირე ზომის არიებს. ლულის ოპერებში დიდი ადგილი ეკავა საბალეტო სცენებს, რითც ხელი შეუწყო საბალეტო ჟანრის განვითარებას. ლულიმ შექმნა აგრეთვე ფრანგული ტიპის უვერტურა, რომელიც ნელი, ჩქარი და ნელი ნაწილებისაგან შედგებოდა.

მე-18 საუკუნის დასაწყისისათვის ოპერა ყველაზე უფრო პოპულარული მუსიკალური ჟანრი გახდა. იგი გასცდა იტალიის ფარგლებს და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელდა. იტალიური  ოპერა  გაიგივებული იყო მელოსის გამომსახველობასთან, სიმღერისა და ადამიანის ხმის სიმშვენიერესთან. ამავე დროს,  პოპულარობამ ოპერა სერიას მხატვრული დონის დაცემაც გამოიწვია: ოპერაში დრამა თანდათან უკანა პლანზე გადავიდა, გაბატონდა სოლო სიმღერა და მომღერალთა დიქტატურა. ვირტუოზულობა, რომელიც ადრე ემოციის გადმოცემის საშუალებას წარმოადგენდა, ახლა, იმის მიუხედავად, შეესაბამებიოდა თუ არა სიტუაციასა და პერსონაჟის ხასიათს,  სიმღერის აუცილებელ ელემენტად გადაიქცა. სიმღერა აჭრელდა კოლორატურებით, ფიორიტურებით, არპეჯიოებით, რომელთა დანიშნულებაც მომღერალთა ვოკალური ტექნიკის დემონსტრაცია წარმოადგენდა. არიებში გადმოიცემოდა საერთო, ინდივიდუალობას მოკლებული გრძნობები. მოქმედება მთლიანად რეჩიტატივებში გადაიტანეს, საოპერო კომპოზიცია აღარ იყო დამოკიდებული დრამატულ ჩანაფიქრზე, სიუჟეტზე და მის განვითარებაზე.

ასეთ ვითარებაში გამოვიდა სამოღვაწეო ასპარზზე ოპერის ერთ-ერთი ყვეელაზე დიდი რეფორმატორი ავსტრიელი კომპოზიტორი ქრისტოფ ვილიბალდ გლუკი (1714-1787). გლუკი ოპერისაგან მოითხოვდა სიმართლესა და უბრალოებას. თავისი შემოქმედებითი პრინციპები მან ოპერა „ალცესტას“ შესავალში გამოხატა: „უბრალოება და სიმართლე წარმოადგენენ მშვენიერების დიად პრინციპებს ხელოვნების ყველა ნაწარმოებში“. იგი ურყოფს ვირტუოზულობას, როგორც თვითმიზანს.  მისი აზრით მუსიკა ოპერაში უნდა გადმოსცემდეს გმირების განცდებსა და გრძნობებს.  გლუკის მიზანს წარმოადგენდა ოპერაში მუსიკისა და დრამატული მოქმედების სინთეზი. ამასთან, გლუკის  აზრით მუსიკა წარმოადგენს ოპერის გმირთა სულიერი სამყაროს გახსნის საშუალებას და  ამიტომ  დრამას უნდა ემორჩილებიდეს. 

მუსიკისა და დრამის სინთეზის მთავარ მიზანს გლუკი უმორჩილებს საოპერო სპექტაკლის ყველა ელემენტს: არია აღარაა საკონცერტო ნომერი, რომელიც მომღერლის ვოკალური ვირტუოზულობის დემონსტრაციას ახდენს. იგი ორგანულადაა ჩართული მოქმედებაში და გმირის განცდებს გადმოსცემს. რეჩიტატივი გამომსახველი, მღერადია, სადაც გრძნობათა დინამიკაა გადმოცემული. არიები, რეჩიტატივები და გუნდები ინარჩუნებენ დამოუკიდებელ ფუქციებს და ამასთანავე ერთიანდებიან დიდ დრამატულ სცენებში.  მაგალითად, პირველი სცენა „ორფეოსიდან“.

ამავე მიზანს უმორჩილებს გლუკი ბალეტსაც - მის ოპერებში ბალეტი დრამატურგიულად გამართლებულია. ასეთია ფურიების ცეკვა „ორფეოსის“ მეორე მოქმედებიდან. ამავე დროს  დიდ ყურადღებას აქცევს უვერტიურასაც, რომლის დანიშნულებაც  ოპერის დრამატული იდეების სიმფონიურ განზოგადება წარმოადგენს. გლუკი ოპერებს წერდა ანტიკურ სიუჟეტებზე, რომლებშიც ხაზს უსვამდა მოქალაქეობრივ მოტივებს: ცოლ-ქმრულ ერთგულებას („ორფეოსი“, „ალცესტა“, თავგანწირვას სამშობლოსათვის „იფიგენია ავლიდში“ )თავგანწირვას გლიუკის რეფორმატორული ოპერებია: „ორფეოსი და ევრიდიკე“, „ალცესტა“, „იფიგენია ავლიდში“ და სხვ.

 ოპერის განვითარების შემდგომი ეტაპი დაკავშირებულია გლუკის უმცროს თანამედროვესთან ავსტრიელ კომპოზიტორთან ვოლფგანგ ამადეუს მოცარტთან (1756-1791). გლუკისაგან განსხვავებით მოცარტს არ მოუხდენია თავისი  რეფორმის თეორიული დეკლარირება.სხვა ესთეტიკური წინაპირობებიდან გამომდინარე მოცარტმა მუსიკალური დრამატურგიის სულ სხვა ტიპი შექმნა. თუ გლუკი დრამატულ მოქმედებისათვის მუსიკის დაქვემდებარებას ცდილობდა, მოცარტისთვის პირიქით, ოპერის საფუძველი სწორედ მუსიკა იყო. მამისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში მოცარტი წერს: „ოპერაში პოეზია მუსიკის მორჩილი ქალიშვილი უნდა იყოს“. მიუხედავად ამ სიტყვებისა, მოცარტი დიდ ყურადღებას უთმობდა ლიბრეტოს. იგი თვლიდა, რომ ლიბრეტოს ტექსტი უნდა იყოს ლაკონური და არ უნდა აჭიანურებდეს  მოქმდებას.

მოცარტის საოპერო შემოქმედება მრავალფეროვანია. იგი ქმნიდა ოეპრა სერიას, ბუფას და ზინგშპილებს. მაგრამ მოცარტი არასოდეს იფარგლებოდა ერთი ჟანრით და ყოველ მათგანს სხვა ჟანრის ელემენტებით ამდიდრებდა. მაგალითად, „ფიგაროს ქორწინება“   ბუფაა, მაგრამ გრაფის მეუღლის პარტია ოპერა სერიის სტილშია დაწერილი. იგივე შეიძლება ითქვას კონსტანცას პარტიის შესახებ „სერალიდან მოტაცებაში“ და ღამის დედოფლის პარტიაზე „ჯადოსნურ ფლეიტაში“. 

მოცარტის საოპერო დრამატურგიის  ერთ-ერთ უდიდეს ნოვატორულ მიღწევას მოქმედ პირთა მუსიკალური დახასიათება წარმოადგენს. ოპერა სერიაში გმირთა მუსიკალური დახასიათება თითქმის მთლიანად იგნორირებული იყო. ოპერა ბუფაში კი ხაზი ესმებოდა არა იმდენად გმირთა კონკრეტულ დახასიათებებს, რამდენადაც მათ ტიპიურ თვისებებს. მოცარტის ოპერებში კი გმირები არა მარტო ტრადიციული ტიპებია, არამედ ცოცხალი ადამიანები, რომლებშიც ტიპიური და ინდივიდუალური ერთ მთლიანობაშია მოცემული. ყოველ პერსონაჟში მოცარტი ხაზს უსვამს მის განუმეორებელ თვისებებს. მაგალითად, დონ ჯოვანის სახეში აქცენტირდება მისი გამბედაობა, სიმამაცე, შეუპოვრობა, ქალებისადმი სიყვარული, სუზანას სახეში - ქალური მომხიბლველობა, გონიერება, ეშმაკობა, ბაზილიოს სახეში მლიქვნელობა, ვერაგობა. დახასიათებათა სიმართლე და მკაფიოობა მიღწეულია სიტყვის, სცენური მოქმედების, ვოკალური და საორკესტრო საშუალებათა ერობლიობით. ამასთან, მოქმედ პირებს ინდივიდუალობა შენარჩუნებული აქვთ არა მარტო სოლო ნომრებში, არამედ საანსამბლო სცენებშიც. ზოგჯერ სოლო სცენებში მოცარტი იყენებს ე.წ.  ირიბ დახასიათებებს, როდესაც ერთი პერსონაჟი თავის არიაში ახასიათებს მეორეს. ასეთია ლეპორელოს არია „სიით“, რომელიც დონ ჯოვანის სატრფიალო თავგადასავლებს ასახავს, დახასიათებულია არა მარტო ლეპორელო, არამედ დონ ჯოვანიც.

მოცარტი დიდ  ყურადღებას უთმობს თავის ოპერებში ორკესტრს, რომელიც მოქმედების უშუალო მონაწილეა. ორკესტრი მან გაამდიდრა ვენის კლასიკური სკოლის მიღწევებით.

მოცარტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უვერტიურებს, რომლებიც გლუკის ოპერების მსგავსად ამზადებენ ოპერის მხატვრულ სახეებს. ოპერა „დონ ჟუანში“ მოცარტი მიმართავს თაღოვან კავშირს უვერტიურასა და ოპერის ფინალს შორის - უვერტიურის შესავალი თითქმის უცვლელად მეორდება ოპერის ფინალში.

მოცარტის ცნობილი ოპერებია: „სერალიდან მოტაცება“, „ფიგაროს ქორწინება“, „ასე იქცევა ყველა“, „დონ ჯოვანი“, „ჯადოსნური ფლეიტა“.

ოპერის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლივლი შეიტანა გერმანელმა კომპოზიტორმა დირიჟორმა, მუსიკალურმა კრიტიკოსმა  კარლ მარია ვებერმა  (1786-1828). მისი შემოქმედების მწვერვალია ოპერა „თავისუფალი მსროლელი“, რითც მან საფუძველი ჩაუყარა გერმანულ რომანტიკულ ოპერას.

იმ დროს, როდესაც ვებერი სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა, გერმნიაში იტალიური ოპერა იყო გაბატონებული. გერმანელი კომპოზიტორებიც იძულებულნი იყვნენ თავისი ნაწარმოებები იტალიურ სტილში დაეწერათ. ვითარება რამდენადმე შეიცვალა მე-19 საუკუნეში ნაპოლეონის ომების დროს, როდესაც გერმანია მოიცვა ეროვნულ-გამათავისუფლებელმა მოძრაობამ.

ვებერის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია გერმანული ხალხური მუსიკის ინტონაციების შერწყმა რომანტიკული მუსიკის ტრადიციებთან. ვებერის ოპერები  გამოირჩევა მუსიკის, დრამისა და სცენური მოქმედების ორგანული შერწყმით.

ვებერის ოპერებს შორის უნდა აღინიშნოს „თავისუფალი მსროლელი“, „ევრიანტა“ და „ობერონი“. ვებერის ოპერების ზღაპრულ-ფანტასტიკურმა კოლორიტმა, მისტიკურობამ, ჰეროიკისადმი სწრაფვამ ნიადაგი მოუმზადა ვაგნერის შემოქმედებას.

ვებერის შემოქმედებაში პირველად ლაიტმოტივი ოპერის დრამატურგიის წამყვანი ნაწილი ხდება.

ოპერის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის იტალია. ამ დროს სამოღვაწეო ასპარეზზე გამოდიან როსინი, დონიცეტი და ბელინი. ამ დროს იტალია ავსტრიის იმპერიის ნაწილი იყო. საოპერო თეატრი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც მართალია, შეფარვით, მაგრამ მაინც შესაძლებელი იყო ეროვნული იდეების გატარება. 

ჯოაკინო როსინის ხელოვნება დღემდე რჩება მხიარულების, გონებამახვილობის, მელოდიურობის სინონიმად. მან ახალი სული შთაბერა ოპერა ბიფას, ხოლო ოპერა სერიის საფუძველზე შექმნა გმირული საწყისით გაჯერებული ნაწარმოებები. როსინის გმირული ოპერების უმრავლესობა დაკავშირებულია ეროვნულ-გამათავისუფლებელ თემატიკასთან, რის გამოც ეს ნაწარმოებები დიდ გამოძახილს ჰპოვებდნენ იტალიელთა გულებში. ამავე დროს, ცხოვრობდა რა რომანტიზმის ეპოქაში, როსინი გულგრილი ვერ დარჩებოდა იმ სიახლეების მიმართ, რომლებიც თავს იჩენდნენ იმ პერიოდის ევროპულ მუსიკაში. როსინი ამდიდრებს ოერებს რომანტიკული მუსიკის ისეთი მიღწევებით, როგორიცაა სურათოვნება, ფერადოვნება,  გმირების განცდების ღრმა და მრავალფეროვანი გადმოცემა. როსინის ოპერებში მნიშვნელოვნად იზრდება ორკესტრის როლი. როსინის სულ 38 ოპერა აქვს დაწერილი. მათ შორის აღსანიშნავია „სევილიელი დალაქი“, „ქურდი კაჭკაჭი“, „კონკია“, „მოსე“, „ვილჰელმ ტელი“.

ოპერის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი  ჯუზეპე ვერდის (1813-1901) სახელთან. ვერდი სამოღვაწეო ასპარეზზე რისორჯიმენტოს - იტალიის ეროვნულ-გამთავისუფლებელი მოძრაობის ეპოქაში გამოვიდა. თავის ხალხთან თანადგომით ვერდიმ საპატიო ადგილი დაიკავა იტალიის თვისუფლებისა და გაერთიანებისათვის მებრძოლ ისეთ გმირებს შორის როგორებიცაა მაძინი, მანძონი გარიბალდი. ვერდის მრავალ ნაწარმოებში ისმის მოწოდება ბრძოლისა და სამშობლოს თავისუბლებისათვის. ვერდის არაერთი გუნდი თუ არია გადაქცეულა ხალხის პატრიოტული აღტკინების სიმბოლოდ. მაგალითად, როცა მრავალწლიანი ბრძოლების შემდეგ გათავისუფლებულ იტალიას ისევ მტერი შემოესია, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სასახლესთან შეკრებილ  შეშფოთებულ ხალხს გასამხნევებლად მანრიკოს (ვერდის ოპერა „ტრუბადურის“ პერსონაჟი“) ცნობილი სტრეტის სიმღერით მომართა.

მიუხედავად იმისა, რომ ვერდის ოპერის რეფორმის შესახებ თეორიული ტრაქტატები არ დაუწერია, ოპერის ისტორიაში იგი შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნოვატორი და რეფორმატორი. მისი ნოვატორობა დაკავშირებული იყო თემატიკის, სახეობრიობის, მუსიკალური ფორმების, მუსიკალური ენის განახლებასთან. ვერდი-დრამატურგი მიზნად ისახავდა ცხოვრებისეული სიმართლის ასახვას. ამიტომ იგი ოპერებს წერდა ისეთ სიუჟეტებზე, რომლებიც ასახავდნენ მძაფრ ცხოვრებისეულ კნფლიქტებს, ძლიერ ადამიანურ ვნებებს, რთულ, წინააღმდეგობებით აღსავსე სიტუაციებს. შემთხვევითი არ არის, რომ ვერდიმ, რომელიც კარგად იცნობდა თავის თანამედროვე ლიტერატურას, ოპერები დაწერა შექსპირის, ბაირონის, შილერის, ჰიუგოს, დიუმა-შვილის ნაეარმოებების მიხედვით.

ვერდი დიდ ყურადღებასბ უთმობდა ლიბრეტოს. შემონახულია მისი მიმოწერა ლიბრეტისტებთან, რომელიც სავსეა მისი საქმიანის შენიშვნებით, მითითებებით ლექსის რიტმული წყობისა და საკვანძო მომენტების გამოკვეთის შესახებ. მხოლოდ ტექსტის მიღების შემდეგ იწყებდა ვერდი მუშაობას უშუალოდ მუსიკაზე. ოპერის წერისას კომპოზიტორს წარმოდგენილი ჰქონდა უთმობდა  ამა თუ იმ თეატრის შესაძლებლობები, კონკრეტული მომღერლები და მათი ვოკალური მონაცემები, ოპერის სცენური განხორციელება.

ვერდი კარგად იცნობდა თავისი თანამედროვე ევროპის  საოპერო მიღწევებს, ითვალისწინებდა მათ და არ გაურბოდა მათი ზოგიერთი ნიშან-თვისების გამოყენებასა და გათავისებას, თუმცას ყველანაირად გაურბოდა ყვველნაირ ზეგავლენას. მაგალითად, იგი კარგად იცნობდა თანამედროვე ფრანგულ და გერმანულ ოპერას, მაგრამ მეიერბერსაც და ვაგნერსაც კრიტიკულად აღიქვამდა.   თუმცა ვაგნერის რეფორმამ იგი ბევრ რამეზე დააფიქრა, მაგალითად, ოპერის ორკესტრსა და ჰარმონიულ ენაზე, ნომრული სტრუქტურის დაძლევაზე, გამჭოლი განვითარების პრინციპების დამკვიდრებაზე. ყველა ეს პრობლემა ვერდიმ განსხვავებულად გადაჭრა.

ვერდი ოპერაში დიდ ყურადღებას აქცევდა არიოზული და დეკლამაციური საწყისების სინთეზს. ამ სინტეზის ნათელი მაგალითებია როგოლეტოს მონოლოგი „რიგოლეტოს“ მეორე მოქმედებიდან, ჟერმონისა და ვიოლეტას დუეტი „ტრავიატას“ მეორე მოქმედებიდან და სხვ.

მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედების გვიანდელ პერიოდში გარტულდა ვერდის ოპრების საორკესტრო პარტია და ჰარმონიული ენა, მისთვის მთავარი დარჩა ხმა და მელოდია. მისი აზრით ეს იტალიური მუსიკის ეროვნული თვისება იყო.

ვერდის შემოქმედება სამ ეტაპად იყოფა. პირველ პერიოდში, რომელიც 40-იან წლებს ემთხვევა, ვერდიმ 14 ოპერა შექმნა. ეს რისორჯიმენტოს ხანაა და ამან, რასაკვირველია, ასახვა ჰპივა კომპოზიტორის შემოქმედებაშიც. ამ პერიოდის ოპერების უმრავლესობას საფუძვლად უდევს პატრიოტული და მოქალაქეობრივი მოტივები. ამ პერიოდის საუკეთესო ოპერები: „ნაბუკო“ „ლომბარდიელები“, „ერნანი“, „ატილა“, „მაკბეტი“ გამსჭვალულია ბრძოლის პათოსით, გმირული სულისკვეთებით, მძაფრი სიტუაციებით, მასობრივი სცენების სიმრავლით. ამ პერიოდის ოპერების არაერთი ნაწყვეტი იტალიელების პატრიოტული აღტკინების სიმბოლოდ იქცა. საკმარისია გავიხსენოთ ტყვე ებრაელთა გუნდი „ნაბუკოდან“, რომელიც დღემდე იტალიის არაოფიციალურ ჰიმნად რჩება.

მეორე პერიოდის ოპერებს მიეკუთვნება 50-60 წლების ოპერები, სადაც ვერდი უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ძლიერი ხასიათის ადამიანებს, მათ ფსიქოლოგიურ დახასიათებებს, კონტრასტული სახეების დაპირისპირებას, სოციალურ კონფლიქტებს. ამ პერიოდის  ოპერები - „რიგოლეტო“, „ტრავიატა“, „ტრუბადური“, „ბალ-მასკარადი“, „სიცილიური მწუხრი“, „დონ კარლოსი“ „ბედის ძალა“, „სიმონ ბოკანეგრა“ გამოირჩევა მთლიანი, მონოლითური საოპერო დრამატურგიით, გამჭოლი განვითარებით, მაღალმხატვრული სოლო და საანსამბლო სცენებით. ამ ოპერებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლაიტმოტივებს. ამით გაიზარდა ორკესტრის მნიშვნელობა და მისი დრამატურგიული ფუნქცია. ამავე პერიოდში ვერდი იყენებს გრანდ ოპერის  სტილურ თავისებურებებს, მაგრამ გარეგნულ თეატრალურ ეფექტებს იგი ოსტატურად უხამებს ფსიქოლოგიურ დრამას. ასეთია „სიცილიური მწუხრი“, „დონ კარლოსი“. ეს ტენდენციები გაგრძელდა „აიდაშიც“.

 ვერდის შემოქმედების მესამე პერიოდი მოიცავს 70-90-იან წლებს, როდესაც მან სულ სამი ოპერა დაწერა: „აიდა“, „ოტელო“ და „ფალსტაფი“. გარდა ამისა, ამ დროს შეიქმნა რეკვიემი, სიმებიანი კვარტეტი და მცირე ვოკალური ნაწარმოებები. ეს პერიოდი ვერდის საოპერო რეფორმის დამაგვირგვინებელი ხანაა. ამ პერიოდში ვერდი საბოლოოდ უარს ამბობს ნომრულ სტრუქტურაზე. იგი უპირატესობას ანიჭებს დიდ დრამატულ სცენებს, სადაც დასრულებული ნომრები (მაგალითად დეზდემონას „სიმღერა ტირიფზე“) დიდიდრამარული სცენის ერთ-ერთი ეპიზოდია.

ამ პერიოდში ვერდიმ შეძლო ბელკანტოს სტილისა და ვოკალური დეკლამაციის შერწყმა, რითაც მოახდინა ვოკალის დრამატიზაცია. მუსიკა გმირის უფრო ფაქიზ ფსიქოლოგიურ პოირტრეტს იძლევა.

ასევე იზრდება ორკესტრის როლიც, რომელიც უფრო ღრმად წარმოჩენს გმირების სულიერ მდგომარეობას.

მე-19 საუკუნის მუსიკის ისტორიის უდიდესი ფიგურაა რიჰარდ ვაგნერი - ოპერის რეფორმატორი, რომლის შემოქმედებამაც ძირეულად შეცვალა ადმიანებსი დამოკიდებულება საპერო ჟანრის და ზოგადად მუსიკისადმი.

გერმანელი კომპოზიტორი რიჰარდ ვაგნერი ოპერის ისტორიაში შე ვიდა, როგორც ოპერის ერთ-ერთო უდიდესი რეფორმატორი. ვაგნერი იყო უნივერსალური ხელოვანი _ კომპოზიტორი, დირიჟორი, პოეტი, ლიბრეტისტი, პუბლიცისტი.

ვაგნერი, როგორც კომპოზიტორი, ღრმად ეროვნული მოვლენაა. მის შემოქმედება ჩამოყალიბდა გერმანული მუსიკის მდიდარი ტრადიციების საფუძველზე. ბეთჰოვენის მგსავსად ვაგნერმა ხოტბა შეასხა ადამიანის გმირულ მისწრაფებებს, ბახის მნსგავსად გამოხატა ადამიანის სულიერი სიმდიდრე და სიღრმე, ხოლო ვებერივით გერმანული ლეგენდებისა და თქმულებების სამყარო გააცოცხლა.

ვაგნერი - საოპერო რეფორმატორი, გარკვეულწილად, გლუკის გზას აგრძელებს, მაგრამ თუ გლუკი თავის რეფორმას ახორციელებდა კლასიკური ესთეტიკის საფუძველზე, ვაგნერი რომანტიზიმის ესთეტკას  ეყრდნობოდა.

ვაგნერის საოპერო რეფორმის პრინციპები დაუპირისპირდა ყველა საოპერო პირობითობას. ვაგნერმა მიზნად დაისახა ოპერის დაახლოება დრამასთან და მის ანონზომიერებებთან.

ვაგნერის თეორიას სამი ძირითდი პრინციპი უდევს საფუძვლად:

1.            ხელოვნება არ არის გასართობი, ის ხალხის ეთიკურ-მორალური აღზრდის საშუალებაა.

2.            მხატვრულმა ნაწარმოებმა უნდა ასახოს დიდი იდეები, ხელოვანმა უნდა შექმნას მონუმენტური ხელოვნება.

3.            ამგვარი იდეების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნებათა სინთეზის საშუალებით.

თავისი ოპერების ლიბრეტოებს ვაგნერი თავად ქმნიდა. მისი  რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ოპერის საფუძვლად ხალხური ლეგენდების გამოყენება.  კომპოზიტორს მიაჩნდა, რომ ისტორია მხოლოდ შემთხვევითს, წარმავალს ასახავს, მარადიული და ჭეშმარიტად ადამიანური კი მხოლოდ მითებსა და ლეგენდებში არსებობს, მითიური გმირი კი ზოგადსაკაცობრიო იდეალების მატარებელია. სწორედ მითებიდან მოდინარეობს ვაგნერის ოპერების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი - წინასწარ განწირულობის მოტივი.

ვაგნერის საოპერო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო მუსიკისა და  დრამის მონოლითურობა და ოპერის კომპოზიციის გამთლიანება. ამ პრობლემეის გადაჭრას მე-19მსაუკუნის სხვა კომპოზიტორებიც მიდიოდნენ: ვერდი, ბიზე, ჩაიკოვსკი, მუსორგსკი. ვაგნერი, გერმანული ოპერის ტრადიცებზე დაყრდნობით, საკუთარი გზით წავიდა. მან უარყო ნომრული სტრუქტურა და უწყვეტი განვითარების პროცესს დაუქვემდებარა ცალკეული საოპერო ეპიზოდი, სცენა, სურათი. ვაგნერის რეფორმის ერთ-ერთი მონაპოვარია ლაიტმოტივური სისტემა. ზოგიერთი მისი მუსიკალური დრამა 25-30 ლაიტმოტივს მოიცავს. ვაგნერის საოპერო ლაიტმოტივები ახასიათებენ კონკრეტულ გმირს, მოვლენას ან განზოგადებულ  ცნებას. ლაიტმოტივების  ჯაჭვი ქმნის რთულ მელოდიურ შრეებს , რის საფუძველზეც იქმნება ვაგნერისთვის დამახასიათებელი უწყვეტი მელოდია. თავისებურია ვაგნერის ოპერების ვოკალური ენა, რომელსაც საფუძვლად დაედო არიოზული მღერადობისა და რეჩიტატიულ-დეკლამაციური საწყისების სინთეზი. ვაგნერთან ისეთ მომენტებსაც შევხვდებით, როდესაც სასიმღერო საწყისი ემორჩილება სიმფონიური განვითარების პრინციპს და ვოკალი ორკესტრის ერთგვარი დანამატი ხდება.

ვაგნერმა მოახდინა ოპერის სიმფონიზაცია. ვაგნერის დიდ სიმფონიურ ტალანტზე მიუთითებს მისი საორკესტრო შესავლები, საორკესტრო ეპიზოდები. 

ვაგნერი საოპერო ორკესტრის დიდი რეფორმატორია. მან მიაღწია სავსე, ბრწიყინვალე საორკესტრო ჟღერადობას. ვაგნერმა გამოიყენა ორკესტრის სამმაგი ჟღერადობა, გააფართოვა სიმებიან საკრავთა დიაპაზონი, პირველმა შემოიღო სიმებიანთა დაყოფა, ანუ დივისი, გააძლიერა სპილენძის ჩასაბერ საკრავთა ჯგუფი.  ვაგნერის ორკესტრი არა მარტო ძლიერია, არამედ ფერადოვანი, დახვეწილი.

ვაგნერი ნოვატორია ჰარმონიის სფეროშიც. ის იყენებდა ძლიერ და გამომსახველ აკორდულ ნაერთებს, გაბედულ მოდულაციებს.

ვაგნერმა მდიდარი მუსიკალური მემკვიდერეობა დატოვა. ის არის 13 ოპერის ავტორი. მისი ოპერებიდან აღესანიშნავია: „მფრინავი ჰოლანდიელი“, „ტანჰოიზერი“, „ლოენგრინი“, „ტრისტანი და იზოლდა“,„ ნიურნბერგელი მაისტერზინგერები“, ტეტრალოგია „ნიბელუნგების ბეჭედი“, რომელიც ოთხი დამოუკიდებელი ოპერისაგან შედგება: „რაინის ოქრო“, „ვალკირია“, „ზიგფრიდი“,              „ღმერთების დაღუპვა“. ვაგნერის უკანასკნელი ოპერაა „პარსიფალი“.

ვაგნერმა ბავარიის მეფის ლუდვიგ II-ს დახმარებით 1876 წელს გახსნა საოპერო თეატრი, სადაც 1882 წლიდან დღემდე მხოლოდ მისი ოპერები იდგმება.

ალექსანდრეცეზარლეოპოლდბიზე (ფრანგ. Aლეხანდრე-ჩéსარ-Léოპოლდ Bიზეტ, ნათლობისასმიიღოსახელიჟორჟ) (1838წლის 25 ოქტომბერი–1875 წლის 3 ივნისი) - ფრანგიკომპოზიტორიდაპიანისტი. ფრანგული საოპერო ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ჟორჟბიზედაიბადა 1838 წლის 25 ოქტომბერსპარიზში, მუსიკოსისოჯახში. მამასიმღერისმასწავლებელიიყო, დედაკარგადუკრავდაფორტეპიანოზე. ოთხიწლისასაკშიბიზემკარგადიცოდანოტები, ხოლოათიწლისა უკვეპარიზისკონსერვატორიაშისწავლობდა ფორტეპიანოსადაკომპოზიციისგანხრით. მისი პედაგოგი ცნობლი ფრანგი კომპოზიტორიშ.გუნო იყო.ბიზეწარმატებული სტუდენტი იყო - მანარაერთხელმიიღოპრემიებიკონსერვატორიისშიდაკონკურსებზე: ფორტეპიანოსადაორგანზედაკვრში, პოლიფონიასადაკომპოზიციაში. ბიზემ კონსერვატორიადაამთავრა 1857 წელს და რომის პრემია მიიღო, რამაცსაშუალებამისცასწავლაიტალიაშიგაეგრძელებინა.

რომშიყოფნისდროსბიზექმნისკომიკუროპერას „დონპროკოპიოსდასიმფონიაკანტატას „ვასკოდაგამას“, სადაცგამოვლინდაკომპოზიტორისსტილისთვისდამახასიათებელინიშნები – ინტერესიფერადოვან, ნათელ, ხალხურსცენისადმი.

იტალიიდანდაბრუნებისშემდეგბიზე იმედოვნებდა, რომწარმატებასმიაღწევდა, მაგრამ მისი იმედები არ გამართლდა. იგი მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზეიძულებული იყო ემუშავა სხვისინაწარმოებების გაორკესტრებასა და კორექტურაზე, ჩაეტარებინა კერძო გაკვეთილები.

ჟორჟბიზეუეცრადგარდაიცვალაგულისშეტევით, პარიზისმახლობლად, 1875 წლის 3 ივნისს.

 (1838-1875) ფრანგი კომპოზიტორი, მისი ცნობილი ნაწარმოებებია  ოპერები „პერტის მზეთუნახავი“, „მარგალიტის მაძიებლები“, „კარმენი“, მუსიკა ალფონს დოდეს დრამისათვის „არლელი ქალი“.

ბიზეს შემოქმედების მწვერვალია ოპერა „კარმენი“, რომელსაც  საფუძვლად დაედო პროსპერ მერიმეს ამავე სახელწოდების მქონე ნოველა.

ოპერის პრემიერა შედგა 1875 წელს პარიზის კომიკური ოპერის სცენაზე და მას წარმატება არ მოჰყოლია. მაყურებლისთვის უჩვეულო იყო საოპერო სცენაზე არისტოკრატების ნაცვლად ბოშების, ბანდიტებისა და დეზერტირების ხილვა.  „კარმენი“ დიდი ხნით გაქრა პარიზის თეატრების სცენიდან. როგორც ფიქრობენ, ბიზეს გარდაცვალება „კარმენის“ წარუმეტებლობამაც განაპირობა. მიუხედავად პარიზული წარუმეტებლობისა, „კარმენმა“ დიდ წარმატებას მიაღწია ევროპის სხვა ქვეყნებსა და ამერიკაში. აღფროთოვანებული იყო „კარმენით“ ჩაიკოვსკიც. 1880 წელ იგი წედა: „ათი წლის შემდეგ „კარმენი“ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ოპერა იქნება“ მართლაც, „კარმენი“ 1883 წელს დაბრუნდა პარიზში  გიროს რედაქციით, რომელმაც სალაპარაკო დიალოგები რეჩიტატივებით შეცვალა და ოპერას ბიზეს სხვა ნაწარმოებებიდან საბალეტო სცნები დაამატა. ამჯერად „კარმენს“ უდიდესი წარმატება ხვდა წილად, ხოლო ოპერის სხვადასხვა ნაწყვეტი: კარმენის „ხაბანერა“, „სეგიდილია“, ტორეადორის სიმღერა და სხვ. ყველაზე ცნობილი საოპერო ნაწყვეტებია.

ოპერის მთავარი მოქმედი გმირები არიან ბოშა ქალი კარმენი (მეცო-სოპრანო), დეზერტირი ხოზე (ტენორი), ტორეადორი ესკამილიო (ბარიტონი), მიკაელა (სოპრანო).

ჯაკომო პუჩინი (1858-1924) იტალიელი კომპოზიტორი, რომლის შემოქმედებაც ნაწილობრივ დაკავშირებულია ვერისტულ  მიმართულებასთან. ჯაკომო პუჩინის ცნობილი ოპერებია: „მანონ ლესკო“, „ტოსკა“, „მადამ ბატერფლაი“, „ტურანდოტი“.

ლეონარდბერნსტაინი (ინგლ. Lეონარდ Bერნსტეინ;  1918 წლის 25 აგვისტო-1990 წლის 14 ოქტომბერი) -ამერიკელიკომპოზიტორი, პიანისტიდადირიჟორი. ისიყოპირველიდირიჟორი, რომელიცაშშ-შიდაიბადადამსოფლიოაღიარებაჰპოვა. ბერნსტაინი პირველი ამერიკელი დირიჟორი იყო, რომელმაც ლა სკალაში იდირიჟორა -1953 წელს მისი ხელმძღვანელობით ქერუბინის „მედეა“ დაიდგა, სადაც მთავარ როლს მარია კალასი ასრულებდა.

ბერნსტაინი ბევრს მუშაობდა ხმის ჩამწერ სსტუდიებთან. მან ორჯერ ჩაწერა ბეთჰოვენისა და მალერის სიმფონიები,  ჩაწერილი აქვს ბეთჰოვენის კონცერტები. იგი დიდამრავალიკომპოზიციით, მათშორის „ვესტ-საიდურიისტორია“.

ბერნსტაინს შექმნილი აქვს ოპერები, ოპერეტები, სიმფონიები, თუმცა საყოველთაო აღიარება მას მიუზიკლმა „ვესტ საიდის ამბავმა“ მოუტანა (1957), რომელიც შექსირის პიესის „რომეო და ჯულიეტას“ თავისუფალ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. 1961 წელს „ვესტ საიდის ისტორიის“ მიხედვით  ჰოლივუდში ფილმი გადაიღეს, რომელმაც 10 ოსკარი დაიმსახურა.

ენდრიუ ლოიდ უებერი.ინგლისელმა კომპოზიტორმა ენდრიუ ლოიდ უებერმა პოპულარობა მოიპოვა,  როგორც მუსიკალური თეატრის კომპიზიტორმა.  მისი მიუზიკლები  წლების მანძილზე ბროდვეის სცნებზე იდგმებოდა. მან შექმნა 13 მიუზიკლი, სიმღერების ციკლი, მუსიკა ორი კინოფილმისათვის, ვარიაციები და რეკვიემი. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. მათ შორის რაინდისა და პერის  წოდებები ბრიტანეთის სახელმწიფოსგან, 3 გრემი, 7ტონის, ოქროს გლობუსი და ოსკარი.

რამდენიმე მისი სიმღერა, მაგალითად "თჰე Mუსიც ოფ ტჰე Nიგჰტ" „ოპერის აჩრდილიდან“,  "I Dონ'ტ Kნოწ Hოწ ტო Lოვე Hიმ" „ისეო ქრისტე სუპერვარსკვლავიდან “,  "Dონ'ტ ჩრყ ფორ Mე, Aრგენტინა" და "Yოუ Mუსტ Lოვე Mე“ „ევიტადან“ და  "Mემორყ" „კატებიდან“ მსოფლიო ჰიტი გახდა.

უებერი ლონდონში დაიბადა 1948 წელს მუსიკოსების ოჯახში. დედა პიანისტი და მევიოლინე ჰყავდა, მამა კი - კომპოზიტრი. ანდრიუს  უმცროსი ძმა ჯულიანი ცნობილი ჩელისტია.

ლლოიდ უებერმა თავისი პირველი ნაწარმოები - ექვსი პიესისაგან შემდგარი სუიტა ცხრა წლის ასაკში შექმნა. გარდა ამისა, თავის ძმასთან ერთად დგამდა სპექტაკლებს თავის სათამაშო თოჯინების თეატრში, რომელიც მსახიობი დეიდის რჩევით ააგო. მოგვიანებით უებერი ლონდონის ვესტ ენდის რამდენიმე თეატრის მფლობელი გახდა.

უებერი სწავლობდა ისტორიას ოქსფორდში, მარამ მალევე მიატოვა და  სწავლა გააგრძელა მუსიკის სამეფო კოლეჯში.

პირველ წარმატებას უებერმა 19 წლის ასაკში  მიაღწია, როდესაც  ტომ რაისთან ერთად პირველი მიუზიკლი „იოსები და მისი საოცარი  ფერადი  ლაბადა“ დაწერა სკოლის სპექტაკლისათვის. მას საფუძვლად დაედო ბიბლიური ისტორიის თავისუფალი ინტერპრეტაცია, სადაც ავტორმა მოხდინა  სხვადასვა სამუსიკო სტილების - აფრო-კარიბული კალიფსოს. ქანთრისა და როკენროლის სინთეზი. სპექტაკლმა ბრიტანული გაზეთ „ტაიმსის“ დადებითი შეფასება დაიმსახურა.

1969 წელს უებერმა და რაისმა დაწერეს სიმღერა ევროვიზიის კონკურსისათვის სახელწოდებით "თრყ Iტ ანდ შეე,"რომელიც არ იქნა ამორჩეული. მოგვიანებით ამ მელოდიას შეურჩიეს ახალი სიტყვები და ის გადაიქცა „მეფე ჰეროდეს სიმღერად“ როკ-ოპერაში  „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“.

„იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“ (1970) უებერის როკ ოპერაა, რომლის ტექსტიც ეკუთვნის ტიმ რაისს. მას საფუძვლად უდევს სახარებისეული ქრისტეს ვნებების თავისუფალი ინტერპრეტაცია. მიუზიკლი იწყება იესოსა და მისი მოციქულების იერუსალიმში ჩასვლით და მთავრდება ჯვარცმით. ამ ნაწარმოებში გატარებულია პოლიტიკური და პიროვნული დაპირისპირების თემა იესოსა და იუდა ისკარიოტელს შორის, რაც ბიბლიაში არ გვხვდება.

რაიცთან თანამშრომლობით 1978 წელსშეიქმნა მიუზიკლი„ევიტა“, რომელსაც საფუძვლად დაედო არგენტინის პირველი ლედის ევიტა პერონის ცხოვრება. სიმღერა "Dონ'ტ ჩრყ ფორ Mე, Aრგენტინა" ჰიტად იქცა. მიუზიკლმა „ტონის“ პრიზი დაიმსახურა.

1978 წელს უებერმა თავის ძმასთან შექმნა „ვარიაციები“, რომელსაც საფუძვლად დაედო პაგანინის 24-ე კაპრისი.  ეს არის ნაწარმოები ჩელოსა და როკ-ანსამბლისათვის, რომელმაც ბრიტანეთის პოპ ალბომების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა. ნაწარმოების მთავარი თემა 32 წლის მანძილზე ბრიტანეთის ტელევიზიის პოპულარული გადაცემის შოუტჰ Bანკ შჰოწ-ს „ქუდში“ ჟღერდა.

1981 წელს უებერმა შექმნა მიუზიკლი „კატები“, რომელსაც საფუძვლად დაედო ელიოტის პოეზია. ეს მიუზიკლი 21წლის განმავლობაში იდგმებოდა ლონდონში, ბროდვეიზე კი 18 წელი. ეს რეკორდი მოხსნა ისევ უბერისვე მიუზიკლმა „ოპერის აჩრდილმა“.

1985 წელს ლონდონის სენტ ტომასის ეკლესიაში შესრულდა უებერის რექვიემი, რომელიც მან თავისი მამის ხსოვნას მიუძღვნა. 1986 წელს ამ ნაწარმოებისათვის ნომინაციით „კლასიკური კომპოზიცია“ უებერმა გრემის პრიზი დაიმსახურა, ხოლო  Pიე ჟესუ ჰიტი გახდა.

ლლოიდ უებერის მორიგი ჰიტი გახდა „ოპერის აჩრდილი“, რომელსაც საფუძვლად დაედო გასტონ ლერუას რომანი. კრისტინას პარტია მან თავისი მეუღლის - სარა ბრაიტმანისათვის დაწერა. მიუზიკლს უდიდესი წარმატება ხვდა მთელ მსოფლიოში.

1990  წელს უებერს სთხოვეს სიმღერის დაწერა ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიური თამაშებისათვის. სიმღერა „მეგობრები სამუდამოდ“ სარა ბრაიტმანმა და ხოსე კარერასმა შეასრულეს.

უებერის წარმატება ისეთი დიდი იყო, რომ 2001 წელს ნიუ იორკ ტაიმსმა მას მუსიკის ისტორიაში კომერციულად  ყველაზე  წარმატებული კომპოზიტორი უწოდა. 

მიუზიკლი (ინგლ. მუსიცალ), მუსიკალური-სასცენონაწარმოები (უმთავრესადკომედიურიხასიათისა), რომელშიაცგამოყენებულიაესტრადის, საბალეტომუსიკის, ქორეოგრაფიისადასაოპეროხელოვნებისგამომსახველობითისაშუალებები.

მიუზიკლი, როგორცსასცენოსელოვნებისჟანრი, ჩამოყალიბდა XIX საუკუნისდასასრულსაშშ-ში. 1866 წელსაქდაიდგაბიკნელისპიესა „შავიქურდი“ (ინგლ. თჰე Bლაცკ ჩროოკ), სადაცერთმანეთსშეერწყამელოდრამა, სიმღერა და ცეკვა . სპექტაკლი 25 წელის არ ჩამოსულა სცენიდან.

XX საუკუნისდასაწყისშიშავკანიანმამსახიობებმაბ. უილიამზმადად. უოკერმანიუ-იორკშიდადგესრამდენიმემიუზიკლი (კომპოზიტორიუ. კ. კუკი). ამსახისსპექტაკლებიძალზეპოპულარულიიყოI მსოფლიოომისშემდეგაც. მოგვიანებითშეიქმნასაუკეთესომიუზიკლები: კერონის „მცურავითეატრი“ (1929), გერშვინის „მეშენზევმღერი“ (1931), ვეილის „ჯონჯონსონი“ (1936), როჯერზის „ოკლაჰომა“ (1943), პორტერის „მაკოცე, კეტ!“ (1948), ფ. ლოუს „ჩემიმშვენიერილედი“ (ბერნარდშოუს „პიგმალიონის“ მიხედვით, 1956) დასხვა.

ომის შემდგომი წლების ერთ-ერთისაუკეთესო მიუზუკლიაბერნსტაინის„ვესტსაიდისამბავში“ (ბალეტმაისტერიჯ. რობინზი, 1957), რომლის მიხედვითაც ფილმიც გადაიღეს.

წარმატებული მიუზიკლებიხშირადიდგმებასხვადასხვაქვეყნისსცენებზე, მათი მიხედვით იდგმება ფილმები. წარმატებული ფილმ-მიუზიკლების მაგალითებია ბარტის „ოლივერი“, დიდიბრიტანეთი, 1970; სტაინის — „სასაცილოგოგონა“, 1969, აშშ; ლეგრანის „როშფორელიქალიშვილები“, 1966 და „შერბურისქოლები“, 1964, საფრანგეთიდასხვა.

საქართველოშიმიუზიკლისჟანრმაფეხიმოიკიდა 70-იანწლებში. დაიდგარამდენიმესპექტაკლივ. აბაშიძისსახელობისმუსიკალურკომედიისთეატრში: ლოუს „ჩემიმშვენიერილედი“(1974), მოზარდმაყურებელთაქართულთეატრშიპ. ტრავერსის „მერიპოპინსი“(1975); გიორგიშენგელაიამგადაიღოფილმი„ვერისუბნისმელოდიები“ (1975), ლანაღოღობერიძემ — „აურზაურისალხინეთში“ (1976) დასხვა.

ბალეტი (ფრანგ. ბალლეტ,იტალ. ბალლეტტო ,გვიანდ. ლათ. ბალლო - ვცეკვავ), სცენურიხელოვნებისსახეობა, რომლისშინაარსიგადმოცემულიაცეკვისა და მუსიკის საშუალებით. ბალეტისფესვებიხალხურცეკვაშია. როგორც წესი, ბალეტსსაფუძვლადუდევსრაიმესიუჟეტი, დრამატურგიულიჩანაფიქრი, ლიბრეტო, მაგრამარისსაბალეტოწარმოდგენებისიუჟეტებისგარეშეც.ბალეტში არის არიან მოქმედი პირნი, მაგრამ მათი გრძნობები და ფიქრები, სიხარული თუ სევდა გადმოცემულია არა სიტყვიერად და სიმღერის საშუალებით, როგორც ეს დრამასა და და ოპერაშია, არამედ საცეკვაო მოძრაობებით _ ქორეოგრაფიით _ მუსიკის თანხლებით.

ცეკვების გარდა, ბალეტში დიდ როლს ასრულებს პანტომიმა ანუ მუნჯი მსახიობური თამაში, რომელიც გამომსახველი ჟესტებისა და მიმიკისაგან შედგება. პანტომიმა ცალკეულ ცეკვებს აერთიანებს, ანვითარებს მოქმედებას. ნებისმიერი ბალეტის მუსიკაში ცეკვები ენაცვლება მუსიკალურ ეპიზოდებს, რომლებიც პანტომიმის საშუალებით გადმოიცემა. ბალეტი იყოფა აქტებად, სურათებად, სცენებად. ცეკვები ბალეტში არის სოლო, საანსამბლო, მასობრივი (კორდებალეტი).

ვარიაცია სოლო ცეკვა ბალეტში.

ბალეტის ნაწილებია: პა-დე-დე (ფრანგ. პას დე დეუხ - ორთაცეკვა<პას - ნაბიჯი, ცეკვადა დეუხ - ორი) -ბალეტისერთ-ერთიძირითადიმუსიკალურ-საცეკვაოფორმა. შედგებაადაჯიოს (წყვილთალირიკულინაწილი), ალეგროსა (2 ვარიაცია, მოცეკვავექალისადამოცეკვავემამაკაცისსოლოცეკვა) დაკოდასაგან (შეერთებულიდასკვნითინაწილი).

პა-დე-ტრუა (ფრანგ. პას დე ტროის - სამთაცეკვა< პას - ნაბიჯი, ცეკვადა ტროის - სამი) — მუსიკალურისაცეკვაოფორმა. ძირითადადპა-დე-დესსტრუქტურასიმეორებს. ჩვეულებრივცეკვავს 2 ქალიდაერთიმამაკაცი.

ბალეტიჩაისახააღორძინებისეპოქაში, იტალიაში (მე-16 ს.) თავდაპირველადბალეტი თეატრალური სპექტაკლის ნაწილი იყო ჩრთული საბალეტო სცენის სახით. პირველიბალეტების („დედოფლისკომედიურიბალეტი", 1581) მუსიკალურსაფუძველსწარმოადგენდახალხურიდასამეფოკარისცეკვები. მე-17 საუკუნისმეორენახევარშიახალითეატრალურიჟანრები -კომედია-ბალეტი, ოპერა-ბალეტი შეიქმნა. იტალიიდან ბალეტისაფრანგეთშიგავრცელდამე-16 ს-ის მეორე ნახევრში და მდიდრული სამეფოდღესასწაულებისაუცილებელ ატრიბუტად ადაიქცა. კლასიკური ბალეტის ჩამოყალიბება საფრანგეთის მეფის ლუი XIV-ის სახელთნაა დაკავშირებული, რომელსაც ცეკვა. 1661 წელს მან ცეკვის სამეფო აკადემია დააარსა, რომლის  მოვალეობაც ცეკვის სტანდარტების ჩამოყალიბება და ცეკვის მასწავლებლების აღზედა წარმოადგენდა. 1672 წელს ლუი XIV-მ ლული პარიზის ოპერის დირექტორად დანიშნა, სადაც პირველი პროფესიული საბალეტო კომპანია- პარიზის ოპერის ბალეტი ჩამოყალიბდა. სწორედ ამიტომ ბალეტში ფრანგული ტერმინოლოგია სჭარბობს. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ბალეტი დამოუკიდებელი თეატრალურ ნაწარმოები არ იყო. იგი ოპერასთან ან დრამატულ სპექტაკლთან ეთდ სრულდებოდა.

ბალეტის განვითრებაში მნიშვენელოვანი როლი შეასრულა ფრანგმა ბალეტმაისტერმა ჟ. ნოვერმა. მან აქცია მე-18 საუკუნისმეორენახევრიდანბალეტი დამოუკიდებელსცენურიხელოვნებისჟანრად აქცია. ფრანგიგანმანათლებლებისესთეტიკაზედაყრდნობითმანშექმნასპექტაკლი, რომელშიცშინაარსიგადმოიცემადრამატულ-პლასტიკურსახეებისა და მუსიკისსაშუალებით.

ბალეტისშემდგომიგანვითარებარომანტიზმისეპოქაზემოდის. ჯერკიდევმე-18 საუკუნის 30-იანწლებშიფრანგმაბალერინამკამარგომდაამოკლაქვედაბოლოდაუარითქვაქუსლებიანფეხსაცმელზე. ამანსაბალეტოკოსტიუმიმსუბუქიდათავისუფალიგახადა, რამაცდიდადშეუწყოხელიცეკვისტექნიკისსწრაფგანვითარებას. ბალეტის განვითრებაში დიდი როლი შეასრულა იტალიელმა ბალერინამ მარია ტალიონიმ, რომელმაც ბალეტში „სილფიდა“ პუანტებზე (პუანტი -ბელრინის ფეხსაცმელი, რომელიც მას ფეხის წვერებზე ცეკვის საშუალებას აძლევს) იცეკვა და ამით ჰაეროვანი, არამიწიერი არსების შთაბეჭდილება შექმნა.

იტალიელი კომპოზიტორი, რომელმაც პირველი ფრანგული ოპერაც შექმნა.

XIX საუკუნეში საფრანგეთში ბალეტის შესანიშნავი ნიმუშები შექმნეს ფრანგმა კომპოზიტორებმა: ადანმა _ ..ჟიზელი” და დელიბმა _ ,,კოპელია”.

კლასიკური ბალეტის შესანიშნავი ნიმუშები შექმნა XIX საუკუნეში პეტრე ჩაიკოვსკიმ. Mმან დაწერა მუსიკა სამი ბალეტისათვის: ,,გედების ბალეტი”, ,,მძინარე მზეთუნახავი” და ,,მაკნატუნა”.

ქართული ხალხური ცეკვის უმდიდრეს ტრადიციებზე აღმოცენდა XX საუკუნის ქართული ბალეტი. მისი წარმოშობა დაკავშირებულია ანდრია ბალანჩივაძის სახელთან, რომელმაც შექმნა გმირულ-რომანტიკული ბალეტი ,,მთების გული” (,,მზეჭაბუკი”). საბალეტო ნაწარმოებები აქვთ დაწერილი სხვა ქართველ კომპოზიტორებსაც:  გრიგოლ კილაძეს _ ,,სინათლე”, სულხან ცინცაძეს _ ,,ცისფერი მთის საუნჯე”, ალექსი მაჭავარიანს _ ,,ოტელო”, დავით თორაძეს _ ,,გორდა” და სხვა. XX საუკუნეში ქართული ბალეტის განვითარება დაკავშირებულია ბრწყინვალე მოცეკვავისა და ქორეოგრაფის სახელთან _ ვახტანგ ჭაბუკიანთან.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.            ვ. გალაცკაია „საზღვარგარეთის ქვეყნების მუსიკის ლიტერატურა“ - განათლება 1982წ.

2.            ბ. ლევიკი „საზღვარგარეთის ქვეყნების მუსიკის ლიტერატურა“ - განათლება 1973წ.

3.            მ. დრუსკინი „საზღვარგარეთის ქვეყნების მუსიკის ისტორია“ - განათლება 1975წ.

4.            ვ. კონენი „საზღვარგარეთის ქვეყნების მუსიკის ისტორია“ - განათლება 1974წ.

5.            მუსიკის მასწავლებლის გზამკვლევი I-IV კლასები, თბილისი, 2011.

6.            მუსიკის მასწავლებლის გზამკვლევი VII-IX კლასები, თბილისი, 2012 (ბეჭდვის პროცესში).

7.            ო. ჰენრი - მოთხრობები. Lიბ.გე

8.            უ. შექსპირი - სონეტები. Lიბ.გე

9.            მ. ბულგაკოვი - მოთხრობები. Lიბ.გე

10.         ე. ჰემინგუეი - მოთხრობები. Lიბ.გე

11.         მუსიკის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი;

12.         რ. თაყაიშვილი - სალექციო კურსიდან;

13.         მ. დაფქვიაშვილი - სალექციო კურსიდან;

14.         თ. თავშავაძე - სალექციო კურსიდან.

 

 

 

 

 

No comments:

Post a Comment