Sunday, July 7, 2019

სამოდელო გაკვეთილები....



                                   

ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი

თემა: ,,მუსიკაში ასახული ბუნების ხმების მრავალფეროვნება(მუსიკა)            

 ამინდი (ბუნება)"


კლასი:  I




ინტეგრირებული  გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი:
ინგა ამირიძე
საგანი:
ან ინტეგრირებული საგნები:
მუსიკა, ბუნება
სწავლების საფეხური/კლასი:
დაწყებითი I

მოსწავლეთა რაოდენობა:
12

გაკვეთილის თემა:
მუსიკაში ასახული ბუნების ხმების მრავალფეროვნება
ამინდი (ბუნება)

წინარე ცოდნა:
მოსწავლემ იცის რა არის ბგერა, ბგერის წარმოშობა, ბგერის თვისებები, შვიდი მუსიკალური ბგერები,.
შეგრძნების ორგანოები (ბუნება)

გაკვეთილის აქტუალურობა:
სასწავლო პროცესში ინტეგრაცია სხვადასხვა საგანში შესასწავლი თემების ერთმანეთთან ორგანულ დაკავშირებას გულისხმობს. ინტეგრირებული გაკვეთილი არის ერთი და იმავე, მონათესავე ან გამჭოლი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული ორი ან რამდენიმე სასწავლო საგნის მიხედვით დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი. ეს ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებასა და ასევე შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას, რასაც საგანმანათლებლო ლიტერატურაში „ტრანსფერს“ უწოდებენ.

ე.ს.გ. სტანდარტი და ინდიკატორები:

სტანდარტი:
მუს.დაწყ.(1).1. მოსწავლემ შეძლოს გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურისა და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა. შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად.
მუს.დაწყ.(1).2. ხმის, ხმაურისა და მუსიკალური ელემენტების (რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა. შ.) მეშვეობით გარესამყაროს ასახვა.
მუს.დაწყ.(1).3. ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა სიმბოლოთი ჩაწერა.
მიმართულება: მეცნიერული კვლევა-ძიება
ბუნ.(1).1 მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტირება.
ბუნ.(1).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს დღე-ღამესა და წელიწადის დროებთან დაკავშირებული ცვლილებების აღწერა.

გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლემ შეძლოს გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურისა და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა. შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად. ხმის, ხმაურისა და მუსიკალური ელემენტების მეშვეობით გარესამყაროს ასახვა. ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა სიმბოლოთი ჩაწერა.
    მოსწავლემ შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტირება. წელიწადის დროებთან დაკავშირებული ცვლილებების აღწერა.


გაკვეთილის მსვლელობა:

აქტივობა I (5 წთ)
კითხვა-პასუხი
ინტერაქციული სწავლების მეთოდი
(გამოწვევის ფაზა)
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს წელიწადის დროებთან დაკავშირებული ცვლილებების აღწერა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვებს:
1.      რა ვიცით წელიწადის დროების შესახებ?
2.      შეგიძლიათ აღწეროთ თითოეული მათგანი?
3.      რა ხმები გესმით წელიწადის სახადსხვა დროს?
4.      როგორ ვიცვავთ წელიწადის სხვადსხვა დროს?

აქტივობის დასრულების შემდეგ მასწავლებელი აწვდის უკუკავშირს ზეპირი კომენტარის სახით.

აქტივობა II (15 წთ)
შეგრძნებებით სწავლა
აუდიო-ვიზუალიზაციის მეთოდი
 (სიღრმისეული წვდომის ფაზა)
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურისა და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა. შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ვიდეო ჩვენებას წელიწადის დროების შესახებ, ჯერ იწყებს ზამთრით, შემდეგ გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა. მოსწავლეებს მუსიკის დასაწყისში თვალები აქვთ დახუჭული და მხოლოდ მასწავლების ნებართვის შემდეგ ახელენ, მას შემდეგ, რაც ამოიცნობენ წელიწადის დროს. მაწავლებელი აკეთებს მუსიკის მსვლელობის დროს პაუზას, ეკითხება მოსწავლეებს წელიწადის რომელია დროა და დასახელების შემდეგ ახელინებს თვალს. ვიდეოს დასრულების შემდეგ კი სთხოვს დაასახელონ აღნიშნული წელიწადის დროს როგორი ამინდი შეესაბამება. ასე გრძელდება ოთხივე ვიდეოს დემონსტრირების დროს.
გაზაფხული (https://www.youtube.com/watch?v=618_xg5bJKQ)
შემოდგომა https://www.youtube.com/watch?v=kTmct77YgX4&t=33s
მასწავლებელი თითოეული ვიდეო ჩვენების შემდეგ სთხოვს მოსწავლეებს აღწერონ ამინდი, რომელიც მოისმინეს სიმღერაში.

აქტივობის მსვლელობის დროს ეხმარება მინიშნებებით და აწვდის ზეპირ კომენტარს.

                                                                    
აქტივობა III (10 წთ)
პრაქტიკული
კეთებით სწავლის მეთოდი

აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტირება. ხმის, ხმაურისა და მუსიკალური ელემენტების მეშვეობით გარესამყაროს ასახვა. ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა სიმბოლოთი ჩაწერა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს  ვიდეოს ნაწყვეტს და სთხოვს დაასახელონ: როგორი ბგერები ესმით ბუნებრივი თუ ხელოვნური? ხმაურია ეს თუ მუსიკალური ბგერები? როდის არის დაბალი ბგერა, როდის მაღალი?(/www.myvideo.ge/v/586944)
შემდეგ სთხოვს ხაზების საშუალებით, ან სხვა სიმბოლოებით ჩაწერონ მუსიკა. იგი დაფაზე თვითონ ავლებს ხაზს, ტეხილს, წერტილებს და სხვა და სთხოვს ისე გამოიყენონ სიმბოლოები, როგორც ესმოდათ მუსიკა.

საჭიროების შემთხვევაში იგი სვავს დამაზუსტებელ და მიმანიშნებელ კითხვებს.

აქტივობის დასრულების შემდეგ კი აწვდის უკუკავშირს.


აქტივობა IV (5 წთ)
ხმები ბუნებაში-იმიტაცია
ანალიზური სწავლების მეთოდი
 აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს გარესამყაროში ბუნებრივად არსებული ხმების გადმოცემა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაასახელეონ კიდევ როგორი ამინდი უნახვათ ბუნებაში, თუ მოსწავეები ვერ იხსენებ მასწავლებელი ახსენებს ქარს, სეტყვას, გრიგალს ან ქარიშხალს და ფოთოლცვენა. შემდეგ სთხოვს განასახიერონ კაკუნით სეტყვა, შუილით ან სულის შებერვით ქარი, ქარიშხალი და ბოლოს ჩაყონ კალათაში ხელები, რომელშიც ყრია ქაღალდები და ააშრიალონ ფოთოლცვენის იმიტაციის შესაქმნელად. თითოეული ბუნებრივი მოვლენის იმიტაციის დროს გაიმეორონ რომელ ბუნებრივ მოვლენას აღწერენ.

აქტივობის დასრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის უკუკავშირს და აფასებს განმავითარებელი კომენტარით.
·         საშინაო დავალება: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დახატონ ბუნებრივი მოვლენები.


სასწავლო რესურსი:

დაფა, ცარცი, პროექტორი, კომპიუტერი, სახელმძღვანელო, ქაღალდის ფოთლები, სამუშაო რვეულები.
კლასის ორგანიზების ფორმა:

საერთო საკლასო.
დრო:

35წთ.
შეფასების ტიპები და მეთოდები:
განმავითარებელი უკუკავშირი: ზეპირი კომენტარი.






განმავითარებელი შეფასების ზოგად-ჰოლისტური შეფასების რუბრიკა:

#
კრიტერიუმები
დაბალი
საშუალოზე
დაბალი
საშუალო
საშუალოზე
მაღალი
მაღალი

1
კითხვა-პასუხი

 ვერ აქტიურობს
მხოლოდ იშვიათად ერთვება
პასუხობს მარტივ კითხვებს
აქტიურობს, უშვებს მცირედ ფაქტობრივ შეცდომებს
აქტიურობს, მისი პასუხები არ მოიცავს ფაქტობრივ შეცდომებს
2
პრაქტიკული

ვერ ასრულებს პრაქტიკულ სამუშაოს
მხოლოდ იშვიათად ასრულებს პრაქტიკულს
ხარვეზებით ასრულებს პრაქტიკულ სამუშაოს
მეტწილად კარგად ართმევს სამუშაოს თავს
მუშაობს დამოუკიდებლად, წარმატებით ართმევს თავს სამუშაოს
3
იმიტაცია

ვერ ახდენს იმიტაციას
იმიტაცია არ შეესაბამება საწყის ვერსიას
ცდილობს იმიტაციას, თუმცა აქვს ხარვეზი
ახდენს იმიტაციას და უშვებს მცირედ შეცდომებს
იცავს პირველი წყაროს შესაბამის სტილს, ახდენს იმიტაციას.









ინოვაციური სამოდელო  გაკვეთილი
თემა:,, შუმერის მუსიკა".
კლასი:   მე-7


 ინოვაციური  გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი:
ინგა ამირიძე
საგანი:
ან ინტეგრირებული საგნები:
მუსიკა
სწავლების საფეხური/კლასი:
დაწყებითი               VII

მოსწავლეთა რაოდენობა:
7

გაკვეთილის თემა:
შუმერული მუსიკა

წინარე ცოდნა:
მოსწავლებმა იცინ მუსიკის წარმოშობა, სინკრეტული ხელოვნება, ძველი საკრავები, ქართული ხალხური მუსიკა და ეგვიპტური მუსიკა.

გაკვეთილის აქტუალურობა:
ინოვაციური გაკვეთილი უნდა მოიცავდეს სამეცნიერო ცვლილებებს, რომელიც ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მიმდინარეობს ან ინოვაციას სწავლების მეთოდიკაში, შესაბამისად მნიშვნელოვანია საგნის სწავლების დროს ახალი მეთოდების გამოყენება, რომელიც მოსწავლეებს ხელს შეუწყობს ანალიზის უნარის, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნეების განვითარებაში.

ე.ს.გ. სტანდარტი და ინდიკატორები:

სტანდარტი:
მიმართულება: მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში
მუს.VII.8.   მოსწავლე აღიქვამს მუსიკას, როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის  საშუალებას.                     
                        
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           მსჯელობს  მუსიკის როლზე ადამიანის ცხოვრებაში (საგალობელი, ნანა, მწყემსის სალამური, მრავალჟამიერი...);
·           საუბრობს იმაზე, რომ წინა ეპოქაში შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები/ხელოვნების ნიმუში მისთვის დღესაც გასაგებია;
·           მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურის შესახებ მისი მუსიკის გაცნობით;


გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლემ შეძლოს მსჯელობა  მუსიკის როლზე ადამიანის ცხოვრებაში, ისაუბროს იმაზე, რომ წინა ეპოქაში შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები/ხელოვნების ნიმუში მისთვის დღესაც გასაგებია და იმსჯელოს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურის შესახებ მისი მუსიკის გაცნობით;

გაკვეთილის მსვლელობა:

აქტივობა I (10 წთ)
აღწერითი პარადიგმა
ინტერაქციული სწავლების მეთოდი
(გამოწვევის ფაზა)
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მსჯელობა  მუსიკის როლზე ადამიანის ცხოვრებაში.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი დაფაზე ხაზავს აღწერით პარადიგმას, წრეში ათავსებს სიტყვას მუსიკის წარმოშობა და სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ, თუ რას უკავშირდება მუსიკის შექმნა:
რატომ ქმნიდნენ პირველყოფილი ადამიანები მუსიკას?
რას ყვებოდნენ მუსიკის საშუალებით?
რა საკრალური დანიშნულება ჰქონდა და აქვს მუსიკას?
როგორი იყო პირველი მუსიკალური საკრავები?
რა ემოციას გამოხატავდნენ მუსიკის საშუალებით?
გაიხსენეთ ქართული ხალხური მუსიკა, რას მოგვითხრობს თითოეული სიმღერა?
გაიხსენეთ ეგვიპტური მუსიკა, რა დანიშნულება ჰქონდა მას?
ვის ეძახდნენ ეგვიპტეში მუსიკოსებს?
  მოსწავლეების პასუხების საფუძველზე მასწავლებელი ავსებს აღწერით პარადიგმას. ეხმარება მოსწავლეებს მინიშნებებით და აწვდის უკუკავშირს.

აქტივობა II ( 10 წთ)
ვიდეო ჩვენება
აუდიო-ვიდეო სწავლების მეთოდი
 (სიღრმისეული წვდომის ფაზა)
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს საუბროს იმაზე, რომ წინა ეპოქაში შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები/ხელოვნების ნიმუში მისთვის დღესაც გასაგებია.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ვიდეო ჩვენებას, რომელზეც ასახულია შუმერული ცხოვრების სცენები, შუმერული საკრავების მუსიკის თანხლებით.
   მასწავლებელი სთოვს მოსწავლეებს ჩაინიშნონ ვიდეოს ჩვენების დროს, თუ რა საქმიანობას ეწეოდნენ შუმერები და მოუსმინონ მუსიკას და დაფიქრდნენ, თუ რის შესახებ შეიძლება იყოს ეს მუსიკა?
ვიდეო რესურსი: (https://www.youtube.com/watch?v=_HzLefeWM3c&t=95s)

   მასწავლებელი აქტივობის მსვლელობის დროს ეხმარება მოსწავლეებს მინიშნებებით და აწვდის ზეპირ კომენტარს.

                                                                    
აქტივობა III (10 წთ)
სახელმძღვანელოზე მუშაობა
იდივიდუალური სწავლის მეთოდი

აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს საუბროს იმაზე, რომ წინა ეპოქაში შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები/ხელოვნების ნიმუში მისთვის დღესაც გასაგებია.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ინდივიდუალურად გაეცნონ სახელმძღვანელოში მოცემულ ინფორმაციას შუმერების შესახებ და გაიხსენონ ისტორიიდან ინფორმაცია მათ შესახებ. ჩამოწერონ თუ რას საქმიანობდნენ შუმერები და როგორ ცხოვრობდნენ ანტიკურ ხანაში.

     საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს მინიშნებებით


აქტივობა IV ( 10 წთ)
წერა მაგიდის ირგვლივ ჯგუფებში
თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი
 აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მსჯელოს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურის შესახებ მისი მუსიკის გაცნობით;
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს განაწილდნენ ტრიადაში და ჯგუფში, გაიხსენონ გაკვეთილის მსვლელობის დროს მიღებული ინფორმაცია და დაწერონ ესე ან ერთი ისტორია, იმის შესახებ თუ რისთვის ქმნიდნენ შუმერები მუსიკას.
        აუცილებელი პირობაა, რომ ერთი მოსწავლე იწყებს წერას, აგრძელებს მეორე, პირველის აზრის შესაბამისად, მესამე უკვე დაწერილი ამბის დაგრძელებას და ა.შ. მასწავლებელსაც შეუძლია დაუმატოს მათ ნაწერს წინადადებები და მიისცეს მინიშნებები.
 
   მოსწავლეები წერენ ერთ ისტორიას და ემზადებიან საპრეზენტაციოდ.


აქტივობა V (5წთ)
პრეზენტაცია
ანალიზური სწავლების მეთოდი
ატივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მსჯელობა  მუსიკის როლზე ადამიანის ცხოვრებაში, ისაუბროს იმაზე, რომ წინა ეპოქაში შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები/ხელოვნების ნიმუში მისთვის დღესაც გასაგებია და იმსჯელოს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურის შესახებ მისი მუსიკის გაცნობით;
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს ჯგუფებს აირჩიონ პრეზენტატორი და წარმოადგინონ მათი შექმნილი ისტორია, ამბავი ან ესე.

აქტივობის დასრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის უკუკავშირს და აფასებს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.


სასწავლო რესურსი:

დაფა, ცარცი, პროექტორი, კომპიუტერი, სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები.
კლასის ორგანიზების ფორმა:

საერთო საკლასო, ინდივიდუალური, ჯგუფური.
დრო:

45წთ.
შეფასების ტიპები და მეთოდები:
განმავითარებელი უკუკავშირი, ზეპირი კომენტარი და განმსაზღვრელი შეფასება.


ზოგად-ჰოლისტური შეფასების რუბრიკა:

#
კრიტერიუმები
1-2
დაბალი
3-4
საშ.დაბალი
5-6
საშუალო
7-8
საშ.მაღალი
9-10
მაღალი
1
კითხვა-პასუხი

 ვერ აქტიურობს
მხოლოდ იშვიათად ერთვება
პასუხობს მარტივ კითხვებს
აქტიურობს, უშვებს მცირედ ფაქტობრივ შეცდომებს
აქტიურობს, მისი პასუხები არ მოიცავს ფაქტობრივ შეცდომებს
2
დამოუკიდებელი მუშაობა
ვერ მუშაობს დამოუკიდებლად
იშვიათად ასრულებს სამუშაოს დამოუკიდებლად
პერიოდულად მუშაობს დამოუკიდებლად
მუშაობს დამოუკიდებლად, უშვებს მცირედ ფაქტობრივ შეცდომებს
მუშაობს დამოუკიდებლად, არ უშვებს ფაქტობრივ შეცდომებს
3
ინფორმაციის ანალიზი
ვერ ახერხებს ინფორმაციის ანალიზს
ვერ ამოიცნობს მნიშვნელოვან ინფორმაციას
ამოიცნობს ინფორმაციას, მაგრამ ვერ გამოაქვს დასკვნა
ამოიცნობს მნიშვნელოვანს და ოდნავ ბუნდოვანია მისი პასუხი
ამოიცნობს ინფორმაციას და აანალიზებეს მას





სსიპ ქვემო სობის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებლის
ინგა ამირიძის
პედაგოგიური პრაქტიკული კვლევა



„როგორ გააუმჯობესებს მოსწავლეთა მუსიკის აღქმა და ინტერპრეტაციის კონტექსტში“



2018/19 სასწავლო წელი



Thursday, May 30, 2019

Wednesday, May 29, 2019




ეს  საინტერესოა!








     ადამიანი-- მუსიკის შემოქმედი


      ადამიანები  მუსიკას  პრეისტორიული  ხანიდან  ქმნიდნენ,  როდესაც  ის უმნიშვნელოვანეს  ფუნქციას  ასრულებდა   სოციალურ ყოფაში  მუსიკის თანხლებით  მკურნალობდნენრიტუალებს ატარებდნენენადირობდნენ   და  იბრძოდნენ. პრეისტორიული  მუსიკის ნაკვალევი   მსოფლიოს  უამრავი  რეგიონის   ხალხურ, ტრადიციულ   მუსიკაში იგრძნობა.
      მუსიკის პირველწყარო  ერთმნიშვნელოვნად  ადამიანის  ხმაა. ითვლება, რომ  ადამიანებმა  როგორც კი მეტყველება  ისწავლესმაშინვე დაიწყეს სიტყვების გამოყოფა ტონალობის  ცვლილებით.   გარდა ამისაადამიანები აზრის გადმოსაცემად  პირს  აწკლაპუნებდნენ, სტვენდნენ  და ზუზუნებდნენადამიანის  ხმის  უძველესი აკომპანიმენტი  უნდა   ყოფილიყო  რიტმული  ტაშისცემა  და ფეხის ბაკუნიმართლაც  ადამიანის  სხეული  მუსიკის  პირველსაწყისია. დაახლ.60000  წლის  წინ  ადამიანებმა  კულტურული  პროგრსი  განიცადეს- დაიწყეს  გამოქვაბულების  კდლებზე  ხატვა  და  სამკაულების  კეთება. სავარაუდოდიმავე  პერიოდში  შეიქმნა  პირველი მუსიკალური   ნაწარმოები.
     
      პირველი   საკრავები


    ადამიანებმა  პირველი  მუსიკალური  საკრავები  ბუნებაში მოძებნეს  როდესაც  მიხვდნენ,  რომ  ხის  ნაფოტები,  ქვები,  რქები  და ძვლები  დარტყმოთ  ან  ჩაბერვით  ხმებს  გამოსცემდა.  დროთა განმავლობაში  ამგვარ  ნივთებს  ფორმა  მისცეს,  დახვეწეს  და  მათი მუსიკალური  პოტენციალი  სრულად  გამოავლინეს.


პირველწყარო: ენციკლოპედია-,,მუსიკის  ილუსტრირებული   ისტორია“
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა- 2014 წ.
ელფოსტა info@sulakauri.ge
რედაქტორი:  რუსუდან გორგაძე.

   



                                                            გისურვებთ წარმატებას!



Thursday, May 23, 2019


მოსწავლეთათვის!


მე-8 კლასის   შემაჯამებელი ტესტის ნიმუში  მუსიკაში...








1. რომელ   ქართველ  კომპოზიტორს  ეკუთვნის  საბავშვო  სიმღერები:
,,დავიბანე  პირი“  ,, მატარებელი“  ,,დილა  მშვიდობისა“  ,,ეს საწყალი კურდღელი“.


ა)  რევაზ ლაღიძე
ბ) გია  ყანჩელი
გ) მერი  დავითაშვილი
დ) სულხან ცინცაძე
ე)  არჩილ  კერესელიძე

                                                                                                                             (1 ქულა)



2. XX   საუკუნის  რომელმა  გამოჩენილმა  ქართველმა კომპოზიტორმა  მიუძღვნა  ბავშვებს   III- საფორტეპიანო  კონცერტი, რომელსაც   სამი ნაწილისაგან შედგება და ასეთი სათაურები აქვს :
I-,, ბავშვების  უდარდელი ცხოვრება“,    II- ,,ბავშვები და  ბუნება“,    III-,, ბავშვები  ლაშქრობაზე“.



ა)  სულხან ცინცაძე
ბ) ანდრია  ბალანჩივაძე
გ) ჯანსულ კახიძე
დ) მიხეილ მაჭავარიანი

                                                                                                                               (1 ქულა)


3. რომელ    ჟანრს  მიეკუთვნება რუსი კომპოზიტორის    ი. სტრავინსკის  ერთ-ერთი  პოპულარული ნაწარმოები ,,პეტრუშკა“.
ა)  ოპერა
ბ)  მიუზიკლი
გ) ბალეტი
 დ) ოპერეტა

                                                                                                                                (1 ქულა)

4. ქვემოთ  ჩამოთვლილ ჟანრებს  მიუწერეთ,  ამ ჟანრში მოღვაწე  ქართველი  გამოჩენილი მუსიკოსების სახელი და  გვარი: ელისო ვირსალაძე, ზურაბ  ანჯაფარიძე, ჯანსულ კახიძე,  ელისო ბოლქვაძე,  პაატა  ბურჭულაძე, ნინო  ანანიაშვილი, შალვა მოსიძე, ცისანა ტატიშვილი, თენგიზ  ამირეჯიბი, ვახტანგ ჭაბუკიანი,  ლექსო თორაძე, ანიტა რაჭველიშვილი, გივი მუნჯიშვილი, თამარ ივერი,  ირმა ნიორაძე, ნინო სურგულაძე.


ა)    გამოჩენილი  ოპერის  მომღერლები:-----------------------------------------------------------
ბ) გამოჩენილი  დირიჟორები:-------------------------------------------------------------------------
გ) გამოჩენილი პიანისტები:----------------------------------------------------------------------------
დ) გამოჩენილი ბალეტის მოცეკვავეები:-----------------------------------------------------------


(2 ქულა)


5. თქვენი აზრით ვის ეკუთვნის პოპულარული  ქართული სიმღერა ,,ჰერიო  ბიჭებო“:

ა) სულხან ცინცაძე
ბ) ჯანსულ კახიძე
გ) გია ყანჩელი
დ) გოგი ცაბაძე

                                                                                                                                        (1 ქულა)


6. ქვემოთ  ჩამოთვლილ  კომპოზიტორებიდან  შეარჩიეთ   ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორები:

ა) იოზეფ ჰაიდნი;    ბ)ანტონიო  ვივალდი;   გ) ჟორჟ  ბიზე;  იოჰან სებასტიან ბახი;   დ)არნოლდ შონბერგი;    ე)ფრიდრიჰ  ჰენდელი; 


                                                                                                                                                                                                                                                                                                               (1ქულა)
7. კლასიკურ   საკრავებს  მიუწერე   სახელწოდება:




                                              













(-----------------------------------------)                        (-------------------------------------)









                               

(-----------------------------------------------)                  (------------------------------------------)
  









(---------------------------------)                                               (--------------------------------)
  




                                                                                                                                                                                                                                                                                                             (1ქულა  )




8. თქვენი აზრით, რომელი   ნაწარმოები დაიდგა 1957 წლის 27 ნოემბერს თბილისის ოპერისა  და ბალეტის დიდ სცენაზე,  რომელიც სამი დიდი ხელოვნის  -კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანის,  ბალეტმეისტერ  ვახტნგ ჭაბუკიანის და მხატვარ სოლიკო  ვირსალაძის  ერთობლივი ნამუშევარია, სპექტაკლს კი დირიჟორობდა- ოდისეი დიმიტრიადი:


ა )  ბალეტი ,,ოტელო“
ბ)  ოპერა  ,,კარმენი“
გ)  ბალეტი ,,პეტრუშკა“

                                                                                                                                             (2 ქულა)