ეს საინტერესოა!
ადამიანი-- მუსიკის შემოქმედი
ადამიანები მუსიკას პრეისტორიული ხანიდან ქმნიდნენ, როდესაც ის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებდა სოციალურ ყოფაში. მუსიკის თანხლებით მკურნალობდნენ, რიტუალებს ატარებდნენე, ნადირობდნენ და იბრძოდნენ. პრეისტორიული მუსიკის ნაკვალევი მსოფლიოს უამრავი რეგიონის ხალხურ, ტრადიციულ მუსიკაში იგრძნობა.
მუსიკის პირველწყარო ერთმნიშვნელოვნად
ადამიანის
ხმაა. ითვლება, რომ ადამიანებმა როგორც კი მეტყველება ისწავლეს, მაშინვე დაიწყეს სიტყვების გამოყოფა ტონალობის ცვლილებით. გარდა ამისა, ადამიანები აზრის გადმოსაცემად პირს აწკლაპუნებდნენ, სტვენდნენ და ზუზუნებდნენ.
ადამიანის
ხმის
უძველესი
აკომპანიმენტი უნდა ყოფილიყო რიტმული ტაშისცემა და ფეხის ბაკუნი. მართლაც ადამიანის სხეული მუსიკის პირველსაწყისია. დაახლ.60000 წლის წინ ადამიანებმა კულტურული პროგრსი განიცადეს- დაიწყეს გამოქვაბულების კდლებზე ხატვა და სამკაულების კეთება. სავარაუდოდ,
იმავე პერიოდში შეიქმნა პირველი მუსიკალური ნაწარმოები.
პირველი საკრავები
ადამიანებმა პირველი მუსიკალური საკრავები ბუნებაში მოძებნეს, როდესაც მიხვდნენ, რომ ხის ნაფოტები, ქვები, რქები და ძვლები დარტყმოთ ან ჩაბერვით ხმებს გამოსცემდა. დროთა განმავლობაში ამგვარ ნივთებს ფორმა მისცეს, დახვეწეს და მათი მუსიკალური პოტენციალი სრულად გამოავლინეს.
პირველწყარო: ენციკლოპედია-,,მუსიკის
ილუსტრირებული ისტორია“
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა- 2014 წ.
რედაქტორი: რუსუდან გორგაძე.
No comments:
Post a Comment