მოსწავლეთათვის!
მე-8 კლასის შემაჯამებელი ტესტის ნიმუში მუსიკაში...
1. რომელ ქართველ კომპოზიტორს ეკუთვნის საბავშვო სიმღერები:
,,დავიბანე პირი“ ,, მატარებელი“ ,,დილა მშვიდობისა“ ,,ეს საწყალი კურდღელი“.
ა) რევაზ ლაღიძე
ბ) გია ყანჩელი
გ) მერი დავითაშვილი
დ) სულხან ცინცაძე
ე) არჩილ კერესელიძე
(1 ქულა)
2. XX საუკუნის რომელმა გამოჩენილმა ქართველმა კომპოზიტორმა მიუძღვნა ბავშვებს III- საფორტეპიანო კონცერტი, რომელსაც სამი ნაწილისაგან შედგება და ასეთი სათაურები აქვს :
I-,, ბავშვების უდარდელი ცხოვრება“, II- ,,ბავშვები და ბუნება“, III-,, ბავშვები ლაშქრობაზე“.
ა) სულხან ცინცაძე
ბ) ანდრია ბალანჩივაძე
გ) ჯანსულ კახიძე
დ) მიხეილ მაჭავარიანი
(1 ქულა)
3. რომელ ჟანრს მიეკუთვნება რუსი კომპოზიტორის ი. სტრავინსკის ერთ-ერთი პოპულარული ნაწარმოები ,,პეტრუშკა“.
ა) ოპერა
ბ) მიუზიკლი
გ) ბალეტი
დ) ოპერეტა
(1 ქულა)
4. ქვემოთ ჩამოთვლილ ჟანრებს მიუწერეთ, ამ ჟანრში მოღვაწე ქართველი გამოჩენილი მუსიკოსების სახელი და გვარი: ელისო ვირსალაძე, ზურაბ ანჯაფარიძე, ჯანსულ კახიძე, ელისო ბოლქვაძე, პაატა ბურჭულაძე, ნინო ანანიაშვილი, შალვა მოსიძე, ცისანა ტატიშვილი, თენგიზ ამირეჯიბი, ვახტანგ ჭაბუკიანი, ლექსო თორაძე, ანიტა რაჭველიშვილი, გივი მუნჯიშვილი, თამარ ივერი, ირმა ნიორაძე, ნინო სურგულაძე.
ა) გამოჩენილი ოპერის მომღერლები:-----------------------------------------------------------
ბ) გამოჩენილი დირიჟორები:-------------------------------------------------------------------------
გ) გამოჩენილი პიანისტები:----------------------------------------------------------------------------
დ) გამოჩენილი ბალეტის მოცეკვავეები:-----------------------------------------------------------
(2 ქულა)
5. თქვენი აზრით ვის ეკუთვნის პოპულარული ქართული სიმღერა ,,ჰერიო ბიჭებო“:
ა) სულხან ცინცაძე
ბ) ჯანსულ კახიძე
გ) გია ყანჩელი
დ) გოგი ცაბაძე
(1 ქულა)
6. ქვემოთ ჩამოთვლილ კომპოზიტორებიდან შეარჩიეთ ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორები:
ა) იოზეფ ჰაიდნი; ბ)ანტონიო ვივალდი; გ) ჟორჟ ბიზე; იოჰან სებასტიან ბახი; დ)არნოლდ შონბერგი; ე)ფრიდრიჰ ჰენდელი;
(1ქულა)
7. კლასიკურ საკრავებს მიუწერე სახელწოდება:
(-----------------------------------------) (-------------------------------------)
(-----------------------------------------------) (------------------------------------------)
(---------------------------------) (--------------------------------)
(1ქულა )
8. თქვენი აზრით, რომელი ნაწარმოები დაიდგა 1957 წლის 27 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის დიდ სცენაზე, რომელიც სამი დიდი ხელოვნის -კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანის, ბალეტმეისტერ ვახტნგ ჭაბუკიანის და მხატვარ სოლიკო ვირსალაძის ერთობლივი ნამუშევარია, სპექტაკლს კი დირიჟორობდა- ოდისეი დიმიტრიადი:
ა ) ბალეტი ,,ოტელო“
ბ) ოპერა ,,კარმენი“
გ) ბალეტი ,,პეტრუშკა“
(2 ქულა)
No comments:
Post a Comment