Tuesday, May 14, 2019


მოსწავლეთათვის!


დიაგნოსტიკური ტესტი  მუსიკაში ,  მე-9  კლასელთათვის






1.მიუთითეთ  საქართველოს რომელი კუთხის სიმღერებისთვისაა დამახასიათებელი კრიმანჭული:

ა)  ქართლ- კახური სიმღერები;
 ბ)  ხევსურული სიმღერები;
 გ)  გურულ-აჭარული სიმღერები;
დ)  თუშური სიმღერები.


2.ქვემოთ ჩამოთვლილი  სიმღერებიდან შეარჩიეთ  გმირულ- პატრიოტული ხასიათის  ყველა სიმღერა:

ა)  ,,ხასანბეგურა“
ბ)  ,,ჰერიო“
გ)  ,,გაფრინდი შავო  მერცხალო“
დ) ,, ქართველო ხელი ხმალს იკარ“
ე)   ,,ყანსავ ყიფიანე“


3.ქვემოთ  ჩამოთვლილი სიმღერებიდან  შეარჩიე  ყველა ქალაქური  სიმღერა:

ა)  ,,ერთხელ  ვიხილე“
ბ)  ,,წინწყარო“
გ)  ,,სულიკო“
დ)  ,,ციცინათელა“
ე )  ,,ცანგალა და გოგონა“


4.  სიმფონიური ორკესტრის  ქვემოთ  ჩამოთვლილ საკრავებში,  მოძებნეთ ყველა  სპილენძის  ჩასაბერი საკრავი:




ა) ვალტორნა  
                           
             




                                                             ბ) კლარნეტი                  


გ) საყვირი  




                                                                                      დ) ტუბა








ე) ფაგოტი                   
  
                                                                               ვ) ტრომბონი





5.  ვენის  კლასიკური  სკოლის  წარმომადგენლები  არიან:

ა) ფ. შუბერტი;      ბ ) ვ.ა.  მოცარტი;     გ)  ფ. ლისტი;   )  ი. ჰაიდნი;
ე) ლ.ვ. ბეთჰოვენი;   ვ)  ი.ს. ბახი;




6. მოძებნეთ  ჩქარი  მოძრაობის  ყველა  ტემპი:

ა)  Allegretto;   ბ) Moderato;  გ) Animato;  დ)  Andantino;  ე)  Vivace;


7.  ზ. ფალიაშვილის ოპერა:  ,, აბესალომ და  ეთერში’’   გამოყენებული  ქვემოთ  მითითებული    ხალხური   სიმღერებიდან   გამოარჩიეთ   ეს  ერთადერთი  ნიმუში:

ა)  ,,ჰარალო’’       ბ)    ,ჩაკრულო“      გ)  ,,ბუბა  ქაქუჩელა“   დ)  ,,ლილე“ ე) ,,ვინა სთქვა“.

8.   გამოტოვებულ ადგილში ჩაწერეთ,  ქალის  სასიმღერო   ხმის  მართებული თანმიმდევრობა( მაღალი ხმიდან-  დაბალ ხმამდე):

ა)  ქალის  მაღალი  სასიმღერო  ხმა----------------------
 ბ)  ქალის  საშუალო  სასიმღერო ხმა--------------------
გ)   ქალის დაბალი  სასიმღერო ხმა----------------------

გისურვებთ  წარმატებას!







No comments:

Post a Comment