Monday, May 6, 2019

მეთოდიკა ...



მოსწავლის მუსიკალური მონაცემების შემოწმება და განვითარება


სტუდენტის სახელმძღვანელო,რომელიც გამოიცა 2016 წელს , წარმოადგენს საგანმანათლებლო რესურს, რომელიც შემუშავდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის „პროფესიული კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში. 



მოსწავლის მუსიკალური მონაცემების დადგენა მხოლოდ ერთი შემოწმებით შეუძლებელია. ვფიქრობთ, სასურველი იქნება, შემოწმება მოხდეს წელიწადში ორჯერ ან სამჯერ. სასწავლო წლის დასწყისში განვსაზღვრავთ, როგორია ბავშვის მუსიკალური მონაცემები ამ ეტაპზე, დავსახავთ მონაცემთა განვითარების გეგმას და შევიმუშავებთ საჭირო მეთოდებს; სასწავლო წლის შუაში დავადგენთ, როგორ განვითარდა ბავშვის მონაცემები ამ დროისთვის და რა დამატებითი სამუშაოებია ამ მხრივ ჩასატარებელი, მესამე შემოწმებისას, სასწავლო წლის ბოლოს, დავადგენთ - მივიღეთ თუ არა შედეგი, რომელიც მიზნად გვქონდა დასახული. მონაცემების შემოწმებისას, ბავშვი თვლის, რომ მას გამოცდა უტარდება, ამიტომ იწყებს ნერვიულობას. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მან თავისი მონაცემები სრულყოფილად ვერ წარმოაჩინოს. შემდგომში, მეცადინეობების პროცესში, თანდათან იწყებს მუსიკალური მონაცემების გამოვლენას. შემოწმებისას, ალბათ, ყურადსაღებია რიტმისა და ბავშვის გონიერების გამოვლენა, რადგან ზოგჯერ მუსიკალური სმენა „ფარულ მდგომარეობაშია“ და მეცადინეობების შემდეგ თანდათან იჩენს თავს.
 წყობით-მელოდიური სმენის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სანოტო ანბანის ცოდნა. მხედველობითი აღქმა სმენითი აღქმის ერთგვარ მყარ საყრდენს წარმოადგენს, რაც იძლევა საშუალებას, ვაკონტროლოთ საჭირო ბგერების მუსიკალური სიმაღლე. ნოტების მხედველობითი აღქმა მელოდიის სმენით წარმოდგენას იწვევს და მისი აღქმის საფუძველს წარმოადგენს. მუსიკის სწავლებისას ბავშვს ეუფლება კილოს შესატყვისი განწყობა, რომელიც განსაზღვრავს მის მიერ მუსიკალური სიმაღლის სწორ აღქმასაც და რეპროდუქციასაც. შეუძლებელია ნოტების კითხვით ამა თუ იმ ბგერის ხმით სწორად აღება, თუ შინაგანი სმენით არ გვაქვს წარმოდგენილი წინამორბედ ტონებთან ბგერის მიმართება. შინაგანი სმენის  განვითარების შესანიშნავი მეთოდია დაფაზე დაწერილი მელოდია დაიმახსოვრონ მოსწავლეებმა და შემდეგ, შეძლებისდაგვარად, ზეპირად შეასრულონ იგი. ასევე შედეგიანი მეთოდია დაფაზე დაწერილი მელოდიის მერყევ ბგერაზე გაჩერება, მოსწავლის მიერ ამ მელოდიის დაბოლოება და სხვ. სმენის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გამების გამღერება და ინტერვალების სიმღერა როგორც აკომპანემენტის თანხლებით, ასევე, „ა კაპელა“ შესრულებით. სიმღერისას დროდადრო ვაკონტროლებთ ბგერის სიმაღლეს, ანუ სმენას. სმენის განვითარებას ხელს უწყობს ნაცნობი მელოდიის ან შესწავლილი სიმღერის სხვადასხვა ბგერიდან აწყობა, მრავალხმიანი სიმღერების შესრულება, მელოდიისთვის მეორე ხმის შეწყობა ხმით და მუსიკალურ საკრავზე ბავშვმა უნდა შეძლოს მელოდიის მიმართულების, ბგერის სიმაღლის, რიტმის აღქმა. ინსტრუმენტზე მელოდიის აწყობისას ბავშვს უვითარდება მუსიკალური სმენა, რიტმი, ამ დროს ბავშვებს უმტკიცდებათ ნებისყოფა და წარმოსახვის უნარი. სმენის განვითარებას ხელს უწყობს, აგრეთვე, სიმღერის ერთი ფრაზის ხმამაღლა შესრულება, მომდევნო ფრაზა კი გულში, უხმოდ შესრულდეს. ინსტრუმენტი, რომელსაც გაკვეთილზე ვიყენებთ, აუცილებლად უნდა იყოს აწყობილი. მუსიკალური სმენის განვითარებას ხელს უწყობს სასწავლო ცხრილში მუსიკის გაკვეთილის კვირაში ორჯერ, სასურველია სამჯერ ჩატარება. უმცროსი ასაკის ბავშვების სასიმღერო დიაპაზონი მცირეა, ის ორ-სამ ბგერას მოიცავს. ამიტომ, მასწავლებელს ხშირად უწევს სიმღერის ტრანსპონირება სასურველ ტონალობაში. სისტემატური მუშაობისა და ბავშვის ფიზიკური განვითარების შედეგად მისი სახმო დიაპაზონის საზღვრები იზრდება, ფართოვდება და ხმის ჟღერადობა უფრო სავსე ხდება. ვოკალური სავარჯიშოების გამოყენება ხელს უწყობს სახმო დიაპაზონის განვითარებას. ამისათვის მასწავლებელმა კარგად უნდა იცოდეს ბავშვის სახმო აპარატის აგებულება, ხმის ასაკობრივი თავისებურებები და სიმღერაში მონაწილე ორგანოთა როლი. 
მუსიკალური რიტმის აღზრდა მასწავლებლის მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს. რიტმის გრძნობას, როგორც მიუთითებენ, მოტორული ბუნება აქვს. რიტმის გრძნობის განვითარებისას მნიშვნელოვანია ბავშვის უნარი - სმენის დახმარებით მართოს თავისი სხეულის კუნთური ტონუსი. რიტმის გრძნობის აღზრდისას შეიძლება გამოყენებულ იქნას სიმღერებისა და ინსტრუმენტული პიესების მარტივი ინსცენირება. მუსიკალური მონაცემების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გუნდური სიმღერა, რომელიც ახლისებს და საინტერესოს ხდის გაკვეთილს. ამავდროულად, ის ხელს უწყობს ბავშვებში ანსამბლურობის, სწორი სასიმღერო სუნთქვის, დიქციის გამომუშავებას, სმენითი ყურადღების აღზრდას, მუსიკალური სმენის განვითარებას. 
 „მასალა, რომელიც მეხსიერების მიერ შეინახება და შემდეგ ცნობიერებაში კვლავ აღდგება, აუცილებლობით მოითხოვს აღქმას; კვლავ აღდგენილი შინაარსი უნდა განცდილ იქნას, როგორც ნაცნობი. ცნობის ფაქტში მდგომარეობს მეხსიერების არსი.“
ცნობიერებაში აღდგენილი მასალა არ განიცდება, როგორც პირველადი აღქმა. მასალის დამახსოვრების პროცესში არის ინდივიდუალური განსხვავებულობანი. არიან ინდივიდები, რომლებსაც აქვთ მხედველობითი მეხსიერება (ოპტიკური, ნოტების კითხვით), ზოგს კი, მოტორული (ინსტრუმენტზე შესრულებით) და აკუსტიკური (ნაწარმოების მოსმენით) მეხსიერება. არსებობს სპეციალური მეხსიერება: მელოდიის, მუსიკალური ნაწარმოების, ტონების... არსებობენ ადამიანები, რომლებსაც, მიუხედავად ხანგრძლივი მეცადინეობისა და დიდი ენერგიის დახარჯვისა, უჭირთ ნაწარმოების ზეპირად დასწავლა, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, აკუსტიკური კომპონენტები ვერ უკავშირდება მოტორულ კომპონენტებს. ამ შემთხვევაში ნაწარმოების დასწავლა უნდა მოხდეს კითხვით, ინსტრუმენტის გარეშე, რაც დიდ ნებისყოფას, დროს და ენერგიას მოითხოვს, თუმცა შედეგი წარმატებულია. ეს მეთოდი, ამავე დროს, ხელს უწყობს შინაგანი სმენის განვითარებას.






https://www.youtube.com/watch?v=UD0JGhSLvnk

გისურვებთ ბედნიერ მომავალს და წარმატებებს!

ფსიქოლოგთა მოსაზრებები....



სტუდენტის სახელმძღვანელო,რომელიც გამოიცა 2016 წელს , წარმოადგენს საგანმანათლებლო რესურს, რომელიც შემუშავდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის „პროფესიული კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში. 



მუსიკის აღქმის ინდივიდუალური და ასაკობრივი თავისებურებები 


ცნობილია, რომ ადამიანი სათანადოდ რეაგირებს გამღიზიანებელზე. მუსიკას ადამიანის ემოციაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. მასში ყოველი კონკრეტული ვითარების შესაბამისი ემოცია ჩნდება, რაც წარმოადგენს სინამდვილის ემოციურ ახსნა-შეფასებას. შეფასების მომენტის გარეშე შეუძლებელია ხელოვნების ნაწარმოების აღქმაზე მსჯელობა. ბუნებასა და ხელოვნებაში მშვენიერის დანახვა და შეფასება არის მხოლოდ ადამიანის გარკვეული უნარი. ამ უნარის მქონე ადამიანი გამოირჩევა მაღალი ესთეტიკური გემოვნებით. მას შეუძლია ეს უნარი ხელოვნების ერთი დარგიდან მეორეში „გადაიტანოს“, რაც სუბიექტში ესთეტიკური გემოვნების განვითარების საფუძველია.
ამერიკელი ფსიქოლოგის ვალენტაინის კვლევის თანახმად, ბავშვები ერთიდან ცხრა წლამდე, ასახელებენ სურათზე გამოსახულ საგნებს. ფსიქოლოგი თვლის, რომ ბავშვებს გამოსახული საგნები მოსწონთ საგნობრივ- შინაარსობრივი ინტერესის გამო. გერმანელი ფსიქოლოგები რ. ჰეკელი და რ. შაალი ასაბუთებენ, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეთა თვალსაზრისი სურათის ესთეტიკურად შეფასებისას ემთხვევა მოზრდილის ესთეტიკურ შეფასებას. ავსტრიელი მეცნიერის ა. კორპეტ-ტიპელის კვლევა ადასტურებს, რომ 3-4 წლის ბავშვს გააჩნია არა მხოლოდ საგნობრივ-შინაარსობრივი ინტერესი, არამედ სურათის პრიმიტიულად ესთეტიკური შეფასების უნარი. ამიტომ, ავტორის აზრით, სკოლამდელი ასაკიდანვე ყურადღება უნდა იქნას მიქცეული მხატვრული გემოვნების განვითარებაზე. ესთეტიკური გემოვნება თავისი შინაარსით მუსიკალურს უახლოვდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მუსიკალური აღქმა და შეფასება მსმენელისგან გარკვეულ ემოციურ შეფასებით დამოკიდებულებას მოითხოვს. ქართველი ფსიქოლოგისგ. კეჩხუაშვილის კვლევები ცხადყოფს, რომ 7-8 წლის ასაკის ბავშვის მიერ
მუსიკის შინაარსის განცდაში სენსო-მოტორული განვითრებაა წამყვანი. მუსიკალური ნაწარმოების დახასიათება-შეფასების დროს ამ ასაკის ბავშვი მუსიკალურ ბგერათა
ინტენსივობასა და ტემპზე ამახვილებს ყურადღებას. ამ ასაკში ბავშვი ნაწარმოების ცალკეულ ნაწილებს აღიქვამს. მას არ აქვს მოვლენის მთლიანი აღქმის უნარი. მოსწავლემ მუსიკალური ნაწარმოები უნდა შეაფასოს მოსმენილით მიღებული შთაბეჭდილებით. მხოლოდ სისტემატური და გარკვეული მუშაობის შემდეგ შეუძლია ბავშვს გადმოსცეს ის, რასაც განიცდის. თეორიული ცოდნა ეხმარება ბავშვს ნაწარმოების შინაარსის, ხასიათის, ფორმის, ჟანრის გაგებაში. ამ ამოცანის გადაჭრაში მათ დაეხმარებათ უტექსტო ნაწარმოების სისტემატური მოსმენა. ეს კი ხელს უწყობს ემოციური განცდის გზით ნაწარმოების მხატვრული შინაარსის წვდომას, მუსიკის მთლიანობაში აღქმას და მუსიკალური გემოვნების განვითარებას.

 მუსიკალური ნაწარმოების აღქმისა და მხატვრული შინაარსის გაგების გამარტივების მიზნით, მასწავლებელი წინასწარ ამზადებს ბავშვს, რომ ის დაინტერესდეს მუსიკალური მასალით. მოსასმენი მასალის დამახასიათებელ ეპიზოდებზე ყურადღების აქცენტირება ეხმარება მოსწავლეს, რომ დაამყაროს გარკვეული კონტაქტი ნაწარმოებთან. დროის სიმცირის გამო მასწავლებელი მოკლედ და მკაფიოდ ამბობს სათქმელს მნიშვნელოვან ეპიზოდებზე,, რათა არ გამოიწვიოს მოსწავლეთა გადაღლილობა და ამით ხელი შეუწყოს ნაწარმოების ყურადღებით მოსმენას. ქართულ მუსიკასთან ერთად ბავშვებს ვაცნობთ უცხოურ კლასიკურ მუსიკალურ რეპერტუარს. მაგალითად, წელიწადის დროების გაცნობასთან დაკავშირებით, შესანიშნავი ნიმუშია ჩაიკოვსკის პიესა „ტოროლას სიმღერა“ ციკლიდან „წელიწადის დრონი“ (მარტის თვე). საუბრისას გავაცნობთ პ. ჩაიკოვსკის ბიოგრაფიულ მონაცემებს (1840-1893). აღვნიშნავთ, რომ მან დიდი მემკვიდრეობითი შემოქმედება დაუტოვა მთელ მსოფლიოს (და არა მხოლოდ რუსეთს): ბალეტები „გედების ტბა“, „მაკნატუნა“; ოპერები: „ევგენი ონეგინი“, „პიკის ქალი“, „მაზეპა“; სიმფონიები, საფორტეპიანო ნაწრმოებები, რომანსები და ბევრი სხვა.
https://www.youtube.com/watch?v=_P65WNm48p0


კომპოზიტორის ბიოგრაფიის გაცნობა გაზრდის ამ ნაწარმოებისადმი ინტერესს. „ტოროლას სიმღერის“ მოსმენის შემდეგ შევეცადოთ ბავშვებმა თვითონ ისაუბრონ ნაწარმოების ხასიათზე, მის მხატვრულ მხარეზე, გაგვიზიარონ თავიანთი შთაბეჭდილება... ჩაიკოვსკის პიესა თავისი შინაარსით შეიძლება დავუკავშიროთ უკვე შესწავლილ ნ. გაბუნიას სიმღერას - „აქარგული - ჩაქარგული“, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ აქ, მიუხედავად გამოცოცხლებული ბუნებისა, გადმოცემულია სევდა, შეიგრძნობა გაუბედავი იმედები. მინორული კილო პიესას ელეგიურ ხასიათს ანიჭებს. (ჩაიკოვსკის აღნიშნული ნაწარმოები შეიძლება დავუკავშიროთ სხვა რომელიმე, უკვე ნასწავლ სიმღერას, რომელიც გამოირჩევა იმავე თემატიკით). ინტერესი და სიყვარული მუსიკისადმი სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს. ამიტომ, ის ცდილობს მრავალგზის მიიღოს ამგვარი განცდა. რეპერტუარის არჩევანი მიუთითებს ბავშვის მუსიკალურ გემოვნებაზე, დამოკიდებულებაზე მუსიკის მიმართ. სისტემატური მუშაობა გამოუმუშავებს პატარებს შეფასებით კრიტერიუმებს. მუსიკის მოსმენა მოსწავლეს საშუალებას აძლევს გაეცნოს ჟანრულ მრავალფეროვნებას რეპერტუარი აუცილებლად შერჩეული უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმისა და მათი ასაკის გათვალისწინებით. ნაწარმოების აღქმა და მასზე მსჯელობა რთული ამოცანაა. მასწავლებელმა უნდა დააინტერესოს ბავშვები მოსასმენი მასალით. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოსწავლეები თავად შეძლებენ ნაწარმოებზე მსჯელობას და მის სწორ შეფასებას.













გისურვებთ წარმატებას!


Friday, May 3, 2019

2019 წლის გამოკითხვა


                                                                              გამოკითხვა

                      პატივცემულო მასწავლებლებო, მშობლებო და მოსწავლეებო!
  გთხოვთ აირჩიოთ პასუხის ვარიანტი, დააკოპიროთ და ჩასვათ ქვემოთ კომენტარის ველში  ან  დაწერეთ თქვენი ტექსტი , ვარიანტების ქვემოთ ხაზზე:
                     





   1. თქვენი  აზრით   რა  იწვევს  მოსწავლის,   მუსიკის  მიმართ  ინტერესის  გაზრდას?


1.1.  ინფორმაცია   გარე  წყაროდან-  ინტერნეტი,  ტელევიზია,  რადიო;
1.2.  სკოლაში  მუსიკის  გაკვეთილებიდან  მიღებული  ინფორმაცია;
1.3.  არ  აქვს  მუსიკის  მიმართ  ინტერესი;
1.4.-----------------------------------------------------------------------
2. პატივცემულო  კოლეგებო  უსმენთ  თუ  არა   ჩემს  მიერ,  ჩემს  ბლოგზე  რეკომენდირებულ მასალას?
მაგალითად:
2.1 .ყოველთვის;
2.2.  იშვიათად;
2.3.  არასოდეს;
2.4.-----------------------------------------------------------------------

3.  იყენებთ  თუ  არა  სწავლისათვის  აუცილებელ  დამატებით  ინტერნეტრესურსებს?

3.1.  სისტემატიურად;
3.2.  იშვიათად;
3.3.  არა;
3.4.-----------------------------------------------------------------------

4.  რამდენ დროს ხარჯავთ  სახლში,  მუსიკაში დავალების  შესრულებაზე/ სწავლაზე?
 IX- კლასი: 

4.1.   35-50წთ. და მეტი;
4.2.  15-20 წთ;
4.3.  სკოლაში  მუსიკის გაკვეთილზე ვსწავლობ ყველაფერს, სახლში არაფერს ვსწავლობ;
4.4.-----------------------------------------------------------------------


5. პატივცემულო მშობლებო,  ასმენინებთ  თუ  არა  თქვენს  შვილს  თავისუფალ დროს   კლასიკურ  მუსიკას?
მაგალითად:  ვ.ა. მოცარტს,  ლ.ვ.ბეთჰოვენს, ი.ს. ბახს და ა.შ.

5.1.  თავისუფალ დროს უპირატესად ვასმენინებ კლასიკურ მუსიკას;
5.2.  ზოგჯერ;
5.3.  არასოდეს;
5.4.-----------------------------------------------------------------------


6. პატივცემულო კოლეგებო თქვენი მოსწავლისთვის  მე-9 კლასში,  რამდენად ადვილია  ლ.ვ. ბეთჰოვენის    მე-9  სიმფონიის  მე-4 ნაწილში საგუნდო ნომრის ,,ოდა სიხარულისადმი’’   მოსმენის შემდეგ ,  ტრანსფერის განხორციელება?

https://www.youtube.com/watch?v=XkJpZirdyh0


6.1.  ნაწარმოების მოსმენის შემდეგ არ უჭირს  ტრანსფერის განხორციელება;
6.2. ნაწარმოების მოსმენის შემდეგ  ახერხებს ტრანსფერის განხორციელებას, მაგრამ საჭიროებს ჩემ დახმარებას;
6.3.  ვერ ახერხებს მოსმენილი დაუკავშიროს ყოფა-ცხოვრებას.
6.4-----------------------------------------------------------------------


7.პატივცემულო  კოლეგებო,  მშობლებო,  მოსწავლეებო  საინტერესოა თუ არა თქვენთვის, ჩემს ბლოგზე განთავსებული მასალები?


7.1. ჩემთვის საინტერესოა,ხშირად ვისმენ მითითებულ ლინკებს  და ვიყენებ კიდეც ჩემს  პრაქტიკაში;
7.2. იშვიათად ვკითხულობ და  ვისმენ მითითებულ ლინკებს;
7.3. ჩემთვის არ არის საინტერესო;
7.4  ------------------------------------------------------------------------
  



დიდი  მადლობა!   




Wednesday, May 1, 2019

ეს  საინტერესოა!

სტუდენტის სახელმძღვანელო,რომელიც გამოიცა 2016 წელს , წარმოადგენს საგანმანათლებლო რესურს, რომელიც შემუშავდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის „პროფესიული კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში. 







 მუსიკალურ - პედაგოგიური და ფსიქოლოგიური ამოცანები 

 მუსიკალური მასალის სისტემატიზაცია

 საზოგადოების მუსიკალური მომზადების დონე ბევრად განსაზღვრავს, თუ როგორ მიმდინარეობს სკოლაში მუსიკის სწავლება. ბოლო პერიოდში სკოლაში მუსიკალურ აღზრდას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. მუსიკის გაკვეთილები სულ უფრო მტკიცედ იკიდებს ფეხს სკოლის ცხოვრებაში. სკოლაში მუსიკალური აღზრდის მიზანია პიროვნების სულიერი კულტურის ფორმირება, ბავშვებში მუსიკისადმი სიყვარულისა და ინტერესის გაღვივება, მუსიკის განცდის უნარის განვითარება. სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებში მაღალი მუსიკალური მოთხოვნილებების, კულტურისა და გემოვნების განვითარებას, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს პიროვნების ჰარმონიულ განვითარებაში. 
მოზარდი თაობის მუსიკალური აღზრდის საქმეს საქართველოში უძველესი დროიდან ექცევა ყურადღება. ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში საბავშვო მუსიკას, როგორც დამოუკიდებელ ჟანრს, მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მას განვითარების დიდი ხნის ისტორია აქვს. ბავშვთა მუსიკალური აღზრდის გამოცდილება მოწმობს იმას, რომ შესაძლებელია კარგი შედეგების მიღწევა, თუ გამოვიყენებთ სწორ პედაგოგიურ მეთოდებს, რომლებიც უნდა ეყრდნობოდეს კარგ თეორიულ განათლებას, ბავშვთა ხმების თავისებურებების ზედმიწევნით ცოდნას, თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალურ მიდგომასა და პედაგოგის უნარს - ზუსტად გამოიყენოს რეპერტუარი ბავშვის სწორი მუსიკალური აღზრდა-განვითარებისთვის. მასწავლებელი მუდმივად უნდა ზრუნავდეს ბავშვის მუსიკალური გამოვნების ჩამოყალიბებასა და მუზიცირების სურვილის აღძვრაზე, რაშიც მას ეხმარება მუსიკალური მასალის (რეპერტუარის) სწორად შერჩევა და მისი მხატვრული შესრულება. რეპერტუარის მოძიება და შერჩევა უნდა მოხდეს მოსწავლეთა ინდივიდუალური და ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით. სიმღერა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იგი ბავშვისთვის საყვარელი და სასიამოვნო ჟანრია. ამიტომ, პატარა ყოველთვის ღიღინებს - თამაშისა თუ სხვა საქმიანობის დროს.
 სიმღერა დიდ როლს თამაშობს ბავშვის მუსიკალურ განვითარებაში. ვოკალური აღზრდა საშემსრულებლო ხელოვნებაა, რომელიც ხელს უწყობს მოსმენის კულტურის ფორმირებას, ყურადღებისა და სმენითი მეხსიერების აღზრდას, სმენისა და ხმის კოორდინაციის განვითარებას. როგორც ცნობილია, ადამიანის ხმა ბუნებრივი საკრავია. სიმღერის შესწავლისას დაცული უნდა იყოს ბავშვის ხმის ასაკობრივი დიაპაზონი (დიაპაზონი არის ხმის მოცულობა ადამიანის ყველაზე დაბალიდან ყველაზე მაღალ ბგერამდე, რომლის ფარგლებშიც ხმა თავისუფლად, ბუნებრივად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ჟღერს). სიმღერის სწავლების პარალელურად დიდ ადგილს ვუთმობთ მუსიკალური საქმიანობის სხვა სახეებსაც და უნდა ვეცადოთ მათ ერთმანეთთან დაკავშირებას, გავაერთიანებთ თემატურად მუსიკის მოსასმენ და სასიმღერო მასალას. მაგალითად, რ. სებისკვერაძის სიმღერა „წვიმაა“ შესწავლის შემდეგ ბავშვებს მოვასმენინოთ ახალი, მათთვის უცნობი, იმავე თემატიკის მაიკაპარის საფორტეპიანო პიესა - „წვიმა“ ( ს. ნასიძის საფორტეპიანო პიესა „წვიმა“ ან ნებისმიერი კომპოზიტორის იმავე თემატიკის ნაწარმოები).  მუსიკალურ–რიტმული აღზრდის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მუსიკალური მასალის (რეპერტუარის) მოძიებას და სწორად შერჩევას. ყველა პიესა არ გამოდგება მოძრაობაზე მუშაობისთვის. უნდა შეირჩეს ისეთი ნაწარმოები, რომელსაც აქვს ნათელი ფორმა და ბავშვის გონებისათვის არის მისაწვდომი. მუსიკალურ პიესასა ან ნაწყვეტში ნათლად უნდა იყოს წარმოდგენილი მუსიკალური გამომსახველობის ის საშუალება, რომელზეც პედაგოგმა ბავშვის ყურადღება უნდა გაამახვილოს (ტემპის ცვალებადობა, დინამიკური კონტრასტები). ამავე დროს ყურადღებას ვამახვილებთ ცალკეული მუსიკალური გამომსახველობის საშუალებებზე, რომლებიც დომინირებს კონკრეტულ ნაწარმოებში.
 საკრავიერი მუსიკის შინაარსი, რომელიც შექმნილია კონკრეტულ თემაზე (სიუჟეტზე), მოცემულია სპეციალურ სიტყვიერ განმარტებასა (პროგრამაში) ან ნაწარმოების სათაურში. პროგრამული ნაწარმოები აღრმავებს მოზარდის ემოციურ სამყაროს და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. პროგრამულობა მსმენელს ეხმარება შინაარსის გაგებაში, შემსრულებელს კი - ავტორის ჩანაფიქრის სწორად გადმოცემაში. საბავშვო ბაღისა და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი მუსიკალური მასალა, მოსასმენი და შესასწავლი რეპერტუარი ძირითადად შეადგენს ისეთ მუსიკალურ ნაწარმოებებს, რომლებსაც გარკვეული ტექსტი გააჩნია, რაც ნაკლებად უწყობს ხელს ბავშვებში მხატვრული შინაარსის აღქმისა და ნაწარმოებისადმი შეფასებითი დამოკიდებულების გამომუშავებას. ამიტომ, გაკვეთილზე მხოლოდ სასიმღერო რეპერტუარით შემოფარგვლა დაუშვებელია. უმცროსი ასაკიდანვე მოზარდი უნდა გაეცნოს მუსიკის რთულ და მრავალფეროვან ენას, საჭიროა გაკვეთილზე გარკვეული როლი დაეთმოს არა მხოლოდ ნაწარმოების სიტყვიერი ტექსტის შინაარსს, არამედ მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს მუსიკალურ მასალაზე, მისი მხატვრული შინაარსის აღქმასა და შეფასებაზე. პატარებმა უტექსტო მუსიკის მოსმენით, ემოციური განცდის გზით, უნდა შეძლონ ნაწარმოების მხატვრული შინაარსის წვდომა. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება სწორად მოძიებული და ასაკობრივად ზუსტად შერჩეული რეპერტუარი, რომელმაც უნდა გამოუმუშაოს მოსწავლეს დადებითი განწყობა მუსიკის მიმართ. ბავშვმა უნდა ისწავლოს მუსიკის განცდა და გაგება. მუსიკა უნდა გახდეს მისთვის ბუნებრივი და გასაგები. ამიტომ, ყოველი გაკვეთილი უნდა იყოს დატვირთული ისეთი მუსიკალური მასალით, რომელიც ბავშვებში იწვევს სასიამოვნო ემოციებს, აძლევს თვითგამოხატვის შესაძლებლობას, რაც სასწავლო პროცესის წარმატების პირობაა. მუსიკალური მასალის მოძიება ხელმისაწვდომია სკოლის ბიბლიოთეკებში, სპეციალურ სამუსიკო სკოლებში, ინტერნეტით... გაკვეთილისთვის მოძიებული და შერჩეული მუსიკალური მასალა უნდა გამოირჩეოდეს ლაკონიურობით, დინამიკურობით, მკვეთრი რიტმით, გამოხატავდეს მოზარდის ბუნებას, აზროვნებას, ოცნებებს, ბავშვურ მიამიტობას, უშუალობას... თითოეული პიესა დაწერილი უნდა იყოს ბავშვისთვის გასაგები მუსიკალური ენით. ამ თვისებების წყალობით, პიესები ადვილად მისაწვდომია ბავშვისთვის და ხელს უწყობს მოზარდებში მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებას. სწორად მოძიებული და ასაკობრივად ზუსტად შერჩეული მაღალმხატვრული მუსიკალური მასალის გაცნობით შევძლებთ  საინტერესოდ და ბუნებრივად შევიყვანოთ პატარები მუსიკის რთულ და მიმზიდველ სამყაროში, ვაზიაროთ ისინი ამ უმშვენიერეს დარგს.





ძვირფასო კოლეგებო გისურვებთ წარმატებებს!





გადავხედოთ,  წელს  ჩატარებულ  საწრეო  მუშაობის   მეცადინეობებს...
მუსიკის წრე

,, სიმღერა-- ჩვენი თანამგზავრი“
წრის ხელმძღვანელი:სსიპ გორის მუნიციპალიტეტის ქვემო სობისის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი  -  ინგა ამირიძე








საწრეო მუშაობის პროგრამა
წრის დასახელება:,, სიმღერა-- ჩვენი თანამგზავრი“
სკოლა: ქვემო სობისის საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი: IV-V კლასის მოსწავლეები.
მასწავლებელი:ინგა ამირიძე
წრის ხანგრძლივობა: 2018-2019 სასწ.წელი(II სემესტრი, კვირაში ერთხელ-45 წთ.)
წრის მოკლე დახასიათება: ქვემო სობისის საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა მუსიკის წრე ,,სიმღერ-ჩვენი თანამგზავრი“. წრე სკოლის რესურსების და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით იქნა შერჩეული,წინასწარი მოკვლევის საფუძველზე სკოლამ განსაზღვრა მიმართულება.
წრის მუშაობის პროფილი: მოსწავლეები გაიღრმავებენ და განიმტკიცებენ ცოდნას მუსიკის საგანში  ე.ს.გ. მოთხოვნების შესაბამისად. გაეცნობიან  ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებას.ისაუბრებენ მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოებების შესახებ. შეისწავლიან ქართვლ კომპოზიტორთა სიმღერებს. განიმტკიცებენ სიმღერის შესწავლისას , შესაბამის ვოკალურ-ინტონაციურ სავარჯიშოებს. მოსწავლეები შეძლებენ მარტო, წყვილში , გუნდში - ერთხმიან და ორხმიან  სიმღერების შესრულებას და ნასწავლ სიმღერებს დაუკავშირებენ   ყოველდღიურ ყოფა- ცხოვრებას.რა თქმა უნდა საწრეო პროგრამის შედგენისას გავითვალისწინე, მოსწავლეთა ინდივიდუალური  შესაძლებლობები, ინტერესი, სურვილი,აქტივობები დავგეგმე მარტივიდან -რთულისაკენ, რაც ხელს შეუწყობს ყველა მოსწავლის ჩართულობას, გაზრდის მათში მოტივაციას, პასუხისმგებლობას, თვითრწმენას, ეს კი დაგვეხმარება საწრეო მუშაობის მიზნის მიღწევასა და მოსალოდნელ  შედეგზე გასვლაში.
წრის მნიშვნელობა:  საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს ,მოსწავლეთა ესთეტიკურ აღზრდას და შემოქმედებით პიროვნებად  ჩამოყალიბებას.  მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ  საწრეო  მუშაობისას  შემოქმედებითი, თანამშრომლობითი სოციალური, კომუნიკაციის, თავისუფალი  აზრის  გამოხატვის და სხვისი აზრის პატივისცემის , იმპროვიზაციის,  გუნდურობის, რიტმის  გრძნობის,  მუსიკალური ინტონირების, ასოციაციური  აზროვნების,  ტოლერანრობის და ტრანსფერის უნარები რაც ხელს შეუწყობს სწავლის ხარისხის გაზრდას.
წრის აქტუალობა:  რადგან  მოსწავლეთა უმრავლესობა  ნაკლებად ინტერესდებიან ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებით,  უჭიდათ  მარტო, წყვილში,  გუნდში სიმღერა, იმის ფიქრით, რომ შეიძლება არასწორად ემღერათ, ნაკლებად ამჟღავნებდნენ ცოდნას და ჰქონდათ ორ ხმაში სიმღერის კომპლექსი,  ვფიქრობ საწრეო მუშაობის შემდეგ მოსწავლეებს უფრო შეუყვარდებათ ქართული მუსიკა, დაეხვეწებათ  მუსიკალური  გემოვნება,  გაიღრმავებენ თეორიულ  და პრაქტიკულ  ცოდნას ქართველი  კომპოზიტორების შემოქმედებისა და  სიმღერების  შესწავლის    ტექნიკის შესახებ. ნასწავლს დააკავშირებენ ყოველდღიურ  ყოფა-ცხოვრებასთან .გაუღრმავდებათ ცოდნა და ინტერესი   ეროვნული კულტურის მიმართ. 
საწრეო მუშაობის მიზანი:
Ø  ვოკალურ-ინტონაციური სავარჯიშოების თეორიული  და პრაქტიკული ცოდნის ჩამოყალიბება
Ø  ქართველ კომპოზიტორთა ბიოგრაფიის და  შემოქმედბის გაცნობა.
Ø  მოსწავლეების როგორც,,მსმენელის“ ჩამოყალიბება.
Ø   სიმღერის შესწავლისას, მუსიკისა და პოეზიის ინტეგრაციის მნიშვნელობის ჩამოყალიბება.
Ø  ქართველი კომპოზიტორების სიმღერების შესწავლა.
Ø  მარტო  და სხვებთან ერთად სიმღერის უნარ- ჩვევების გამომუშავება.
Ø  შესწავლილი  სიმღერების ყოველდღიურობასთან დაკავშირება.
Ø  შემოქმედებითობისა და  სასწავლო შემეცნებითი  უნარების განვითარება.
სასწავლო რესურსი:   ფორტეპიანო,  აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, კომპიუტერი, ინტერნერსაიტები,ქსეროქსი, თაბახის ფურცლები,კალამი, ფანქარი დაფა და სიმღერების კრებული.
შეფასება:  მოსწავლეები და მშობლები შეაფასებენ წრის მეცადინეობებზე მიღწეულ შედეგებს წინასწარ შემუშავებული კითხვარის მიხედვით.
საწრეო მუშაობის პროგრამა:   შეხვედრების განრიგი,  თემის დასახელება, რესურსი, ხანგრძლივობა.
N
შეხვედრების განრიგი
თემის დასახელება
                                                                                                                      რესურსები                                 
ხანგრძლივობა
1

08.02.2019
საწრეო მუშაობის  თემატიკის,მიზნების , შეხვედრების  და განრიგის გაცნობა
დაფა,მარკერი
კომპიუტერი
45წთ.

2
15.02.2019
,,რა შეგვიძლია, რა ვიცით“-(ნასწავლი სიმღერების გამეორება.)
ფორტეპიანო,კომპიუტერი, დინამიკები,აუდიო ჩანაწერი.
45წთ.

3
22.02.2019
პროფესია-,,კომპოზიტორი“
ფორტეპიანო, კომპიუტერი,ინტერნეტი
ვიდეო და მოსასმენი მასალა-youtube.
45წთ.

4
01.03.2019
კომპოზიტორის პორტრეტი-მერი დავითაშვილი.  მ. დავითაშვილის,,სიმღერა“(მოსმენა)
ინტერნეტსაიტი-ვიკიპედია, კომპიუტრი,აუდიო ჩანაწერი.
45წთ.

5
15.03.2019
ვსწავლობთ სიმღერას- მ.დავითაშვილის-,,სიმღერა“
ფორტეპიანო,თაბახის ფურცელი,სიმღერის ნოტები
ქსეროქსეი.
45წთ.

6
22.03.2019
,,სიმღერა“-მუსიკის და პოეზიის ინტეგრაცია.
დაფა, მარკერი, ფორტეპიანო
კომპიუტერი, ინტერნეტი-youtubi
45წთ.

7
29.03.2019
,,ბგერების   თამაში“-(ვოკალურ-ინტონაციური სავარჯიშოები, რიტმული ფიგურაციები), ,,ვიმტკიცებთ ცოდნას“
ფორტეპიანო, დაფა მარკერი.
თაბახის ფურცლები ,უბრალო ფანქარი
45წთ.

8
05.04.2019
კომპოზიტორის პორტრეტი-რევაზ  ლაღიძე ,რ.ლაღიძე-,,სიმღერა მეგობრობაზე“.(მოსმენა)
ინტერნეტსაიტი -ვიკიპედია,კომპიუტერი,აუდ
იო-ვიდეო ჩანაწერი-youtubi.
45წთ.

9
19.04.2019
რევაზ ლაღიძე-,,სიმღერა მეგობრობაზე“
ფორტეპიანო,თაბახის ფურცელი,სიმღერის ნოტები.
45წთ.

10
26.04.2019
,,ვუსმენთ-მუსიკას“
აუდიო  ჩანაწერი.
45წთ.

11
03.05.2019
გაიცანი კომპოზიტორი-შოთა მილორავა.
კომპიუტერი,ინტერნეტ საიტი-ვიკიპედია,აუდიო-ვიდეო ჩანაწერი-youtubi.
45წთ.

12
10.05.2019
 „გამღერება’’ (ბგერითი სავარჯიშოები).
შოთა მილორავა-,,მრავალჟამიერ! გუგუნებდეს ხმა.
ფორტეპიანო,სიმღერის ნოტები,ქსეროქსი.
45წთ.

13
17.05.2019
კომპოზიტორის  პორტრეტი-გურამ ბზვანელი.
კომპიუტერი,ინტერნეტსაიტი-ვიკიპედია,აუდიო-ვიდეო ჩანაწერი-youtubi.
45წთ.

14
24.05.2019
„გამღერება’’ (ბგერითი სავარჯიშოები) .
გ.ბზვანელი- „სამშობლოს გასახარელი“
ფორტეპიანო,სიმღერის ნოტები.
45წთ.

15
31.05.2019
,,შეამოწმე,  შენი  თავი“-(ნასწავლი სიმღერების გამეორება-განმტკიცება)
ფორტეპიანო,სიმღერის ნოტები,თაბახის ფურცლები,უბრალო ფანქარი.
45წთ.

16
07.06.2019
გვეწვიეთ  -,,კონცერტზე“
ფორტეპიანო,სიმღერის ნოტები
40წთ.








მასწავლებელი:         /ი.ამირიძე/
07. 02 2019წ.





08.02.2019. წრის პირველი შეხვედრა-საწრეო მუშაობის  თემატიკის,მიზნების , შეხვედრების  და განრიგის გაცნობა.









                                 მუსიკის  წრეში  მსურველთა, მონაწილეობის განაცხადი; 

















წრის პროგრამა და განრიგი;  




















15.02.2019
წრის მეორე შეხვედრა-,,რა შეგვიძლია, რა ვიცით“-(ნასწავლი სიმღერების გამეორება.)




22.02.2019. წრის მესამე შეხვედრა-,,პროფესია კომპოზიტორი"






















01.03.2019
წრის მეოთხე შეხვედრა-კომპოზიტორის პორტრეტი-მერი დავითაშვილი.  მ. დავითაშვილის,,სიმღერა“(მოსმენა)
























15.03.2019
წრის მეხუთე შეხვედრა-ვსწავლობთ სიმღერას- მ.დავითაშვილის-,,სიმღერა“





22.03.2019
წრის მეექვსე შეხვედრა-,,სიმღერა“-მუსიკის და პოეზიის ინტეგრაცია.





















29.03.2019
წრის მეშვიდე შეხვედრა-,,ბგერების   თამაში“-(ვოკალურ-ინტონაციური სავარჯიშოები, რიტმული ფიგურაციები), ,,ვიმტკიცებთ ცოდნას“























05.04.2019

წრის მერვე შეხვედრა-კომპოზიტორის პორტრეტი-რევაზ  ლაღიძე ,რ.ლაღიძე-,,სიმღერა მეგობრობაზე“.(მოსმენა)












19.04.2019
წრის მეცხრე შეხვედრა-რევაზ ლაღიძე-,,სიმღერა მეგობრობაზე“

























26.04.2019
წრის მეათე შეხვედრა-,,ვუსმენთ-მუსიკას“
























03.05.2019
წრის  მეთერთმეტე სამუშაო შეხვედრა-გაიცანი კომპოზიტორი-შოთა მილორავა.























10.05.2019წ.
წრის მეთორმეტე სამუშაო შეხვედრა-„გამღერება’’ (ბგერითი სავარჯიშოები).
შოთა მილორავა-,,მრავალჟამიერ! გუგუნებდეს ხმა.

























17.05.2019

წრის მეცამეტე სამუშაო შეხვედრა-კომპოზიტორის  პორტრეტი-გურამ ბზვანელი.





























24.05. 2019წ.
წრის მეთოთხმეტე სამუშაო შეხვედრა-„გამღერება’’ (ბგერითი სავარჯიშოები) .
გ.ბზვანელი- „სამშობლოს გასახარელი“


























31.05.2019წ.
წრის მეთხუთმეტე სამუშაო შეხვედრა-,,შეამოწმე,  შენი  თავი“-(ნასწავლი სიმღერების გამეორება-განმტკიცება)



07.06.2019წ.
მშობლების და მოსწავლების უკუკავშირი,  საწრეო მუშობის შეესახებ.